"ბარსელონას" შენება დასრულებულია
სატრანსფერო ზაფხული ბოლოსწინა დღეს კატალონიურ-ვალენსიური როქით დასრულდა - "ბარსელონამ" "ვალენსიას" შეტევის ლიდერი პაკო ალკასერი იყიდა და "ღამურებში" იჯარით მუნირ ელ ჰადადი გაუშვა.

2016/17 წლების სეზონის "ბარსელონა" საბოლოოდ დაკომპლექტდა, ტორტის ბოლო ნაჭერი საკმაოდ მსუყედ გამოიყურება - "ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი პაკო ალკასერი "ბარსელონასთვის" შეუტევს.

"მარკას" ინფორმაციით, "ღამურებს" ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევროთი გაამდიდრებს, რომელსაც მომავალში დაახლოებით 2 მილიონი ევრო ბონუსებად დაემატება (ეს თანხა მოგვიანებით, ოფიციალურმა წყარომაც დაადასტურა). პაკომ სამედიცინო შემოწმება ადრევე, მადრიდში გაიარა, ამიტომ უბრალოდ საჭირო იყო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და მედიის წინაშე ახალი მაისურით გამოჩენა.

ალკასერმა 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. ამ ხუთი წლის განმავლობაში მისი მსურველი კლუბი "ბარსელონასთან" წინადადებით და 100-მილიონიანი ჩეკით უნდა მივიდეს. ტრანსფერის ნაწილია მუნირ ელ ჰადადის "ბარსადან" "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარით გადასვლა.

ლუის ენრიკეს თავიდან კევინ გამეიროს შეძენა სურდა, მაგრამ კატალონიელებს "ატლეტიკომ" დაასწრო, ამიტომ ფრანგი ფორვარდის ალტერნატივად მწვრთნელმა პაკო დაისახა და მიზანსაც მიაღწია. სხვათა შორის, პაკო 23 წლის სწორედ გუშინ გახდა და შესანიშნავი საჩუქარიც მიიღო.

139 მილიონი "ვალენსიასთვის"

პაკომ გზა "მესტალიიდან" "კამპ ნოუმდე" უკვე გაკვალული ბილიკებით გაიარა. ბოლო წლებში "ბარსელონაში" "ვალენსიას" ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა და მათში კარგადაც იხდიან. ბოლო ექვს სეზონში "ვალენსიამ" 5 ფეხბურთელი გაყიდა "ბარსელონაში" და ჯამში 139 მილიონი ევროც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "ღამურებმა" ესპანეთის ჩემპიონს ევროპის ჩემპიონი ანდრე გომეში მიჰყიდეს, რომლის სანაცვლოდაც 35 მილიონი ევრო მიიღეს, ბონუსებად კი 20 მილიონ ევროს ელიან.

გამონაკლისი

"ბარსელონაში", როგორც წესი, არ სწყალობენ ესპანელ ფორვარდებს - გუნდი ან ადგილობრივი კადრებით კომპლექტდება შეტევაში, ან ლეგიონერებით. წარმოიდგინეთ, 1980 წლის მერე "ბარსამ" მხოლოდ 10 ესპანელი ფორვარდი დაიმატა. პირველი ქუინი იყო, ბოლო კი პაკოა.

ბოლო 16 წელიწადში კატალონიელებმა ერთადერთი ესპანელი ცენტრფორვარდი იყიდეს, დავიდ ვილია. ეს 2010 წელს მოხდა (სხვათა შორის, ეს ტრანსფერიც "ვალენსიადან" განხორციელდა). ვის არ ნახავდით "ბარსას" შეტევის ხაზში: რონალდოს, სავიოლას, რონალდინიოს, ლუის სუარესს, რივალდოს, ჰენრიკ ლარსონს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ტიერი ანრისა და სხვებს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, იქ ნაყიდი ესპანელი ფორვარდები არ თამაშობდნენ. ვილია "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია ნაყიდ ესპანელ ფორვარდებში - "ელ გუახემ" "ბარსას" მაისურით 119 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

ვინ არის პაკო?

პაკო ვალენსიას მხარეში, ქალაქ ტორენტში დაიბადა. "ვალენსიაში" (და "ხეტაფეში" იჯარით) მან სამ სეზონში 146 მატჩი ითამაშა. 2014 წლის სექტემბერში მას დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა. 13 სანაკრებო მატჩში მან 6 გოლი გაიტანა. ბოლო სეზონში პაკო გარი ნევილმა "ვალენსიას" კაპიტნად დანიშნა.

მესის, სუარესისა და ნეიმარის გვერდით

პაკო ალკასერი: "როცა კი გავიგე "ბარსელონას" ინტერესის შესახებ, პირდაპირ ვუთხარი კლუბის პრეზიდენტს, რომ გავეშვი, რადგან ეს კარგი იქნებოდა ჩემი კარიერისთვისა და "ვალენსიასთვის". ზოგი, ალბათ, ვერ გაიგებს ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედია, პატივს სცემენ მას.

"ვალენსია" ყოველთვის დარჩება ჩემს გულში და როცა საშუალება მომეცემა, აუცილებლად ვივლი "მესტალიაზე" "ვალენსიას" საქომაგოდ. ძალიან მონდომებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ჩემი კარიერის ახალ ეტაპს. ჩემთვის დიდი პატივია მესის, სუარესისა და ნეიმარის თანაგუნდელობა. ეს სამი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოებად მიმაჩნია".

ფეხბურთელი ახლა ესპანეთის ნაკრებს შეუერთდება და "ფურია როხასთან" ერთად ბელგიასთან მატჩისთვის მოემზადება.

საკადრო რევოლუცია სათადარიგოთა სკამზე

მაშ ასე, ლუის ენრიკემ დაასრულა გუნდის დაკომპლექტება. რა შეცვალა მან? "ბარსა" საკმაოდ აქტიური იყო, ბევრი ფეხბურთელი დაიფერთხა და ბევრიც აიყვანა. მაგრამ გუნდს, თითქოს, არც გაუყიდია და არც უყიდია სასტარტო თერთმეტეულის წევრი. ლუის ენრიკეს საკადრო რევოლუცია ძირითადად სათადარიგოთა სკამს შეეხო.

ახლა გუნდს ჰყავს პაკო, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ ტრიდენტს დაეხმარება. გუნდში ანდრე გომეში, დენის სუარესი, შუახაზს გააძლიერებენ; სამუელ უმტიტი და ლუკა დინი დაცვას გააძლიერებენ, იასპერ სილესენი კი, სავარაუდოდ, ტერ შტეგენის შემცვლელი იქნება.

"ბარსელონადან" ამ ზაფხულს 13 ფეხბურთელი წავიდა და მხოლოდ ორს ეთქმოდა სასტარტო თერთმეტეულის წევრი (ბრავო, დანი ალვეში). 13-დან 5 გაანათხოვრეს, 8 კი საბოლოოდ გაყიდეს (ან თავისუფალ აგენტებად წავიდნენ). ახლა კი მხოლოდ დრო გამოაჩენს, რამდენად მართალი იყო ლუის ენრიკე, როცა ეს საკადრო რევოლუცია ჩაიფიქრა.

ამბიციური გამოწვევა

მუნირ ელ ჰადადი "ვალენსიას" ფეხბურთელია. ის "ღამურებს" პაკოს "ხურდაში" ერგო - 20 წლის ფორვარდი ამ სეზონში იჯარით ითამაშებს "მესტალიაზე". მან უკვე მიიღო მე-9 ნომერი, რომელიც აქამდე სწორედ ალკასერის საკუთრება იყო.

მუნირმა "სელტაში" გადასვლაზე უარი თქვა, მაგრამ "ვალენსიაში" სიამოვნებით წავიდა. პაკო აიესტარანის გუნდს სეზონის ბოლოს მუნირის გამოსყიდვა შეუძლია, თუკი 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც არც ისე დიდი თანხაა ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ.

"ძალიან ბედნიერი ვარ "ვალენსიაში" გადმოსვლით. ჩემთვის ეს ამბიციური გამოწვევაა. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. "ვალენსია" დიდი კლუბია, ის ყოველთვის ტოპ-გუნდი იყო და იმედი მაქვს, რომ ისევ დაუბრუნდება ამ დონეს. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავიღებ "ვალენსიას" წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი", - განაცხადა მუნირმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჰაი დედასა - მბაპეს მშობელი "რეალში" 8 ფეხბურთელზე მეტს გამოიმუშავებს
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"დორტმუნდს" მილანის "ინტერთან" 2 ლიდერი ვერ დაეხმარება
მაროკო მუნირის მათ ნაკრებში თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობს
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
პაკო ალკასერი ესპანეთში აპირებს დაბრუნებას
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჩემპიონთა საერთაშორისო თასი: "ბარსამ", "რეალმა" და "ჩელსიმ" მოიგეს [VIDEO]
"ბარსელონამ" "ესპანიოლთან" ელ ჰადადის დუბლით მოიგო [VIDEO]
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
მუნირს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში თამაშის უფლება არ დართეს
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ბარსელონამ" მუნირი არენდით "ალავესში" გაუშვა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
"დორტმუნდმა" პაკო ალკასერი გამოისყიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
Corriere dello Sport-მა ტოპ-5 ჩემპიონატის ყველაზე ეფექტური ფორვარდი დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბუნდესლიგა. XIII ტური: "დორტმუნდმაც" გაიმარჯვა და "ბაიერნმაც" [VIDEO]
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა