ბრაზილიელისთვის წასვლის დრო მოსულა
"უილიამსის" ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ გუშინ ოფიციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს ფორმულა 1-ს.

"ამ მომენტში იმაზე მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ნებისმიერი რბოლის წინ. კარიერა 27 წლის წინ, კარტინგში დავიწყე და 15 შესანიშნავი წელი გავატარე ფორმულა 1-ში. ახლა, მოვიდა დრო გამოვაცხადო, რომ ეს არის ჩემი ბოლო სეზონი ამ სერიაში.

წინ კიდევ რვა რბოლა მრჩება და ვეცდები მაქსიმალური სიამოვნება მივიღო", - განაცხადა 35 წლის ბრაზილიელმა.

მასა ფორმულა 1-ში 2002 წელს მივიდა და სამი სეზონის განმავლობაში "ზაუბერის" ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ, მან "ფერარიში" თანამემამულე რუბენს ბარიკელო შეცვალა. "სკუდერიაში" გატარებული რვა სეზონის შემდეგ კი იყო ტრანსფერი "უილიამსში", სადაც ფელიპე დღემდე გამოდის. ამ მომენტისთვის, მასა 39 ქულით მეათე ადგილზეა საერთო ჩათვლაში.

რაც შეეხება კარიერულ მონაგარს, ფორმულა 1-ში მასამ 242 გრანპრი ჩაატარა, მოიგო 11 და 41-ჯერ ავიდა პოდიუმზე. პირად ჩათვლაში საუკეთესო შედეგი 2008 წელს ჰქონდა, როცა ბოლო ეტაპის ბოლო წრეზე წააგო ტიტულისთვის ბრძოლა ლუის ჰემილტონთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1: ჰაასი და კიდევ რამდენიმე პრეზენტაცია
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე