საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე, არშემდგარ ტრანსფერსა და თავის მომავალზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნულის ნაკრების და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე, არშემდგარ ტრანსფერსა და მის მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე", ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. კვირკველია კი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბის გამოცვლას იმედოვნებდა, კვლავ "რუბინში" დარჩა.

- სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და "რუბინიდან" არ წასულხარ. არადა, ამბობდი, რომ სამი გუნდის ვარიანტი გქონდა. რა მოხდა?

- უბრალოდ, იმ კლუბებში, სადაც მსურდა გადასვლა, "რუბინმა" არ გამიშვა. შესაბამისად, გადავწყვიტე, "რუბინში" ზამთრამდე დავრჩე და თუ კვლავ ასე გაგრძელდა, მერე აუცილებლად დავტოვებ გუნდს!

არადა, ერთ-ერთი ვარიანტი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი, "როსტოვი" იყო. ჩემპიონთა ლიგაზე მსურდა თამაში და 3 დღის განმავლობაში ვეხვეწებოდი კლუბის ხელმძღვანელობას "როსტოვში" იჯარის წესით გაშვებას. 31 აგვისტოსაც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ბოლო წუთებამდე ვთხოვდი გაშვებას, მაგრამ ისევ უარი მივიღე...

კიდევ ორი რეალური ვარიანტი გერმანიის ბუნდესლიგიდან იყო...

საერთოდ კი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა ქვეყნის გუნდებიდანაც მქონდა შემოთავაზებები - მართალია, არა მთლად ტოპ-კლუბებიდან, მაგრამ საკმაოდ ნორმალური გუნდებიდან.

- "რუბინს" საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს და უკვე მწვრთნელის შეცვლაზეც აქტიურად იწერება. ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტე კლუბში ზამთრამდე დარჩენა?

- არა, არა. "რუბინთან" 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და დარჩენა რომ გადავწყვიტე, ამის მიზეზი მწვრთნელის შესაძლო შეცვლა ნამდვილად არაა. დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება.

- გავრცელდა ინფორმაცია, კვირკველია და ყაზანელთა კიდევ 4 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანესო...

- მერწმუნეთ, არავინ მოკვეთილა მთავარი გუნდიდან. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, როცა ყაზანში ჩავალ, პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.

- საკმაო ხანია აღარ გითამაშია. რამდენად შესაძლოა ეს ნაკრებში შენს გამოსვლაზე აისახოს?

- ყოველდღე მქონდა კონტაქტი ნაკრების ხელმძღვანელობასთან. ძალიან მსურდა, სანაკრებო მატჩისთვის მზად ვყოფილიყავი და მართალია, არ ვთამაშობდი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი.

არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ ჩემი სათამაშო კონდიციები ჯერაც გასაუმჯობესებელია, თუმცა მთლიანობაში, ფორმის შესანარჩუნებლად ვიშრომე და მომავალი მატჩისთვის მზად ვარ.

- ავსტრიით ვიწყებთ საკვალიფიკაციო ეტაპს. ვლადიმირ ვაისის თქმით, ჯგუფის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ სიურპრიზების შეთავაზება ყველასთვის შეგვიძლია...

- რა თქმა უნდა. ფეხბურთელი, რომელსაც იმედი არ აქვს ჯგუფიდან ჩვენი გასვლის, აქ არც ჩამოვიდოდა.

ავსტრიასთან შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. მთავარია, ქართველი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე და გვერდში დაგვიდგეს, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ნამდვილად შეგვიძლია სიურპრიზების შემოთავაზება. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და საამისოდ თავს არ დავზოგავთ.

kaxeli papa
იმედიც მაქვს და ამბიციაც! ნუ დაწერტ ცუდ კომენტარებს, ან-სულ ნუ დაწერტ! დაწერეტ იმედისმომცემი!
zura
თუ ამბიცია არ გაქვს, არც უნდა გახვიდე მოედანზე; არცა ჰქნას და არცა თქვაას? ნეტარ არიან მორწმუნენი... ძალიან გვინდა, რომ ასეც მოხდეს და ავსტრიას მოვუგოთ :))), ისე, რომელი გრანდი ეგა მყავს რა :)))))))
antokeli
საიდან ამდენი ამბიცია, რატომ უნდა მოუგოთ ავსტრიას ან ჯგუფიდან გავიდეთ? არ დაიღალეთ ამდენი ცრუ მოლოდინების და ილუზიების შექმნით?
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია