ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია

ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია

"რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის, ვერ გავახარეთ გულშემატკივარი და მეც ნამდვილად არ მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა"
ესეც ასე, შედგა დაანონსებული პრესკონფერენცია, რომელსაც გუშინწინ საღამომდე დიდად საინტრიგო მოლოდინი ჰქონდა: თბილისის "დინამოს" მფლობელსა და პრეზიდენტ რომან ფიფიას კლუბში მომხდარი საკადრო ცვლილებები უნდა გაეხმოვანებინა.

თუმცა, პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე ქართულ სპორტულ მედიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დინამოს" სპორტულ დირექტორად მანამდე ავსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდა კაცი ლევან გაბრიჩიძე (ავსტრიაში 2010 წლიდან საქმიანობდა, სადაც დაფუძნებული აქვს სამენეჯერო სააგენტო) ინიშნებოდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი თანამდებობას წლის ბოლომდე (ანუ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე) შეინარჩუნებდა...

"დინამოში" რომ საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი იყო, ამას ყველა შეგუებული ვიყავით. თანაც, ეს ცვლილებები არა მხოლოდ გუნდში, არამედ საკლუბო სტრუქტურაშიც უნდა მომხდარიყო და გამართლდა კიდეც. როგორც რომან ფიფიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ ხუციშვილი, ლევან ზუხბაია და მიხეილ ჯიშკარიანი კლუბში აღარ იმუშავებენ.

"დინამოს" პრეზიდენტს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ ამ ხალხთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა (ზუხბაია და ჯიშკარიანი ხომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ "დინამოში"), მაგრამ ეს მტკივნეული ნაბიჯი გარდაუვალი იყო...

ფიფიამ თავდაპირველად ახალი დირექტორი წარმოგვიდგინა.

ახალი დირექტორი

რომან ფიფია:

- იმის მიუხედავად, რომ ამ ახალგაზრდა კაცს საქართველოში არ უმოღვაწია, მას დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მომწონს მისი ხედვა ზოგადად ფეხბურთის განვითარებაზე და განსაკუთრებით - ახალგაზრდებთან მიმართებაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა, რაც ითვალისწინებს "დინამოს" არა მხოლოდ გაახალგაზრდავებას, არამედ სამ-ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ლევან გაბრიჩიძე:

- ამ თანამდებობაზე ჩემი წარდგენა უდიდესი პატივია და ასეთი ნდობისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას!

"დინამოსთან" ჩემს სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონკრეტულად წინადადება კი ერთი კვირის წინათ მივიღე. გუნდში და, საერთოდ, კლუბში სერიოზული რეფორმები ჩატარდება, თუმცა ზოგიერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წინასწარვე დავაანონსებ: ძირითადი აქცენტი გაკეთდება "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაზე.

რაც შეეხება "დინამოს" ბოლოდროინდელ უმთავრეს პრობლემას, არასწორ სელექციას, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშაოა შესასრულებელი. ვაპირებთ, შევქმნათ გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფი, რომელიც ლეგიონერებთან დაკავშირებით სწორ ანალიზს გააკეთებს. ავსტრიაში მოღვაწეობის პერიოდში ჩემი სააგენტო სკაუტინგს ემსახურებოდა და იტალიურ, ბელგიურ და ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბებთან სისტემატური კონტაქტი მქონდა.

უცხოელების თემა

რომან ფიფია:

- კიდევ ერთი აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის საკითხია. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ მინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, იურაი იარაბეკს სეზონის ბოლოდე, ანუ კონტრაქტის დასრულებამდე ემუშავა. არანაკლებ საჭირბოროტო საკითხი იყო და არის ამ ბოლო დროს "დინამოში" მოწვეული ლეგიონერების თემა.

გუშინ მქონდა შეხვედრა გუნდის სამწვრთნელო სტაფთან და გადავწყვიტეთ, "დინამოში" დარჩნენ ანტუან სკრიბე, სტეფან ველევი და რენე ფერეირა. იმასაც გეტყვით წინასწარ, რომ იგივე რენე ფერეირა და სკრიბე სეზონის ბოლომდე იქნებიან ჩვენთან. "დინამოს" ყველა ვარიანტში ახალი მეკარე ეყოლება მომავალი წლის დასაწყისისთვის...

..."დინამოში" ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში 40-მდე ლეგიონერმა ითამაშა, მაგრამ ამათგან მხოლოდ ორ მათგანზე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდს გამოადგნენ: ჩისკოსა და პეტარ გრაიციარს ვგულისხმობ...

...როგორც გითხარით, იარაბეკი დეკემბრამდე იმუშავებს ჩვენთან, აი, მერე ვინ გახდება "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, დღეს ძნელი სათქმელია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტის, ლევან გვანცელაძის კანდიდატურა განიხილებოდა. გვანცელაძე მზარდი სპეციალისტია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერს უნდა გადავხედოთ და შევაფასოთ...

საერთოდ, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა სულაც არ არის წარმატების გარანტია: როცა რუსეთში ვმუშაობდი, ყველასთვის მოულოდნელად, პროვინციული გუნდი, სარატოვის "სოკოლი" უმაღლეს ლიგაში გადავიყვანე და ამ საქმეში უდიდესი შრომა იყო ჩადებული. ბევრს გაუკვირდა ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა უმაღლეს ლიგაში "სოკოლის" გაძღოლა არა რომელიმე ცნობილ სპეციალისტს, არამედ არაფრით გამორჩეულ ადგილობრივ მწვრთნელს ვანდე. მან ხომ უკვე გამზადებული გუნდი ჩაიბარა და იმის მიუხედავად, რომ არაფრით გამორჩეული სპეციალისტი გახლდათ, ფეხბურთელებთან მუშაობა არ გასჭირვებია.

ანუ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქართველ მწვრთნელებთან უფრო უნდა გაუადვილდეთ მუშაობაც და საერთოდ - ურთიერთობაც. ოღონდ აქვე დავძენ, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად არ უნდა შევზღუდოთ არჩევანში და შესაფერისი ვარიანტის შემთხვევაში, უცხოეთში კარიერის გაგრძელებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. თუმცა, თხოვნაც მექნება მათ მიმართ: რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყონ ინგლისური ენის შესწავლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ენობრივი ბარიერის პრობლემა არ შეაწუხებთ...

ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს...

რომან ფიფია:

- ფაქტია, უკვე დღეიდანვე უნდა დავიწყოთ "დინამოს" გაახალგაზრდავების პროცესი, თანაც ეს სპონტანურად კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი, ვთქვათ, სამ-ოთხწლიანი პროგრამა, რათა ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან უფრო კარგად შეთამაშდნენ და მერე უკვე გარკვეულ წარმატებებზეც შეიძლება ფიქრი.

ჩვენს შემთხვევაში კი, კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ბოლო წლებში: "დინამო" საქართველოს ჩემპიონი უპრობლემოდ ხდებოდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევდა. ევროტურნირების მატჩებში ნათლად ჩნდებოდა ხოლმე, რომ იმ გუნდით იქ არაფერი გვესაქმებოდა...

...მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პირიქით, ევროპულ სარბიელზე წარმატებულ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. თუმცა ქართული საკლუბო ფეხბურთის რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში ძალიან გაგვიჭირდება. ახალი რა უნდა ვთქვა? შიდა ასპარეზზე "დინამოს" რეალური კონკურენტი რომ არა ჰყავს, ეს საერთოდ ქართული ფეხბურთისთვის არის ცუდი. ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში, სულ მცირე, 4-5 კონკურენტუნარიანი და ფინანსურად ღონიერი გუნდი არ იქნება, ძალიან ძნელია, იფიქრო წარმატებაზე საერთაშორისო არენაზე...

აღარაფერს ვამბობ შესაფერისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე. ჟურნალისტებმაც კარგად იცით, რომ საქართველოში დღეს მხოლოდ 4 სტადიონია, სადაც ნორმალური მოედნის საფარია. ამ დროს კი, "დინამოს" ვითომ ქომაგები მსაყვედურობენ - რომან ფიფია ფულს რატომ არ ხარჯავს და ძვირად ღირებული ფეხბურთელები რატომ არ ჩამოჰყავსო?!. კარგი, ვთქვათ, გადავიხადე 10 მილიონი და ჩამოვიყვანე საქართველოში ეს ძვირად ღირებული ლეგიონერები - იმ ოთხი მოედნის გარდა, სად უნდა ვათამაშო?..

ვაღიარებ: გზიდან არ უნდა გადაგვეხვია!

რომან ფიფია:

- ორი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ლეგიონერების, როგორც მწვრთნელების, ისე ფეხბურთელების ჩამოყვანაზე უარი გვეთქვა და გუნდის გაახალგაზრდავების პროცესიც დაგვეწყო. სამწუხაროდ, ამ გზას გადავუხვიეთ და დღეს შემიძლია ვაღიარო, რომ შევცდით.

არ მინდა, საქართველოს ჩემპიონობა ლეგიონერებით მოვიპოვოთ, მირჩევნია, "დინამოში" ისეთმა ნიჭიერმა ქართველმა ბიჭებმა ითამაშონ, რომელთათვისაც ამ გუნდის ბედი სულერთი არ იქნება. მე მინდა, რომ აქ მოთამაშე ბიჭების თვალებში სხვანაირი მუხტი დავინახო და მჯერა, ასეც იქნება. ამის ხმამაღლა თქმის საფუძველს კი იმ ნიჭიერი ბიჭების სიმრავლე მაძლევს, "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში რომ არიან...

...კიდევ ერთ სამწუხარო რეალობაზე უნდა ვთქვა: ფაქტობრივად, 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ საქართველოში პროფესიონალი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ. ახლა კი, აი, გვაქვს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და იქ მყოფთა შორის ვხედავ უდიდეს პოტენციალს...

რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის, ვერ გავახარეთ გულშემატკივარი და მეც ნამდვილად არ მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა. არც მაზოხისტი გახლავართ, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Becka

ღომანიკო არ იცი სჰენ ეს საქმე ან გენანება ფულის ხარჯვა (როგორც ტკვი) საკლუბო ფეხბურტსჰი ფული და ლეგიონერია მტავარი. Kარგი ლეგიონერი. ძუსტად მაგ ხალხიტ მოგიგო გაბალამ. Iსე სად ვატამასოო და რივალდოს უზბეკეტსჰი არამგონია სულ ბერნაბეუს დარ მოედნებზე ეტამასჰა.. გაყიდე გუნდა და ნახავ როგორ უნდა

• სირბილის სწავლების ცენტრი

რომან ფიფია: ..."მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ჩემპიონობა თვითმიზანი არ უნდა იყოს, პირიქით, ევროპულ სარბიელზე წარმატებულ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი... ...რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის, ვერ გავახარეთ გულშემატკივარი და მეც ნამდვილად არ მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა. არც მაზოხისტი გახლავართ, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია"... ბ-ნო რომან! თუ ამ კომენტარებს კითხულობთ გეტყვით, რომ ფეხბურთელების ფიზიკური აქტივობა მუდმივად იზრდება და ადამიანის ზეშესაძლებობების ზღვარს აღწევს. ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენი მეთოდიკა „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“. ეს კი ნიშნავს: ფეთქებად სისწრაფეს და ძალებს, რომლებიც მატჩის ბოლომდე გყოფნის; ძალიან სწრაფ სირბილს ბურთით თუ უბურთოდ; შეტევებში ჩართვას და დაცვაშიც დროულად ჩამოსვლას; მოწინააღმდეგისათვის სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვას; რამდენიმე შემტევით მოწინააღმდეგის საჯარიმოში სწრაფ შერბენას, რაც დაცვის ორგანიზებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის; ზუსტი საგოლე გადაცემის გაკეთებას და კარში დამიზნებით დარტყმას. ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგენს ერთ მთლიან ორგანიზმს, რომლის დამარცხება შეუძლებელია. გამოიყენეთ და "დინამო" ევროსარბიელზე წარმატებული გახდება, ქართული ფეხბურთი კი მომგებიან სფეროდ გადაიქცევა! მეტს აღარ შეგაწუხებთ, პატივისცემით გუჯა კახაძე

• Xxx

Amas da amnair vitom biznesmenebs Misha undat idzuliebit ro daaxajinos haeridan motanili pulebi.....

• Gris

Cadi ra zugdidshi da iq abole sheni zemliakebi. Gamomivida ra esec patiosani biznesmeni da mecenati!!!!!

• Gris

Es pipia an araseriozuli pirovnebaa an chveni mtavrobasavit matkuara. Kovel cels gagonila gundis gaaxalgazrdaveba? Barem pampersianebi atamashos da kidev ragas cucunebs pulis xarjvit davigaleo? rac unda daxarjos sashvalo evropuli donis gundis shesaqmnelad imis meatedsac ki ar xarjavs, daanebos tkuilebs da cucuns tavi tu arada gakidos klubi arc aravin exveceba ar gakiidoo...

• gio

თქვენ საერთოდ აზრზრზე არახართ ფეგბურთის არიცით ტრანსფერების გაკეტება გაყიდეთ კლუბი

• Jeki

Ra geshvelebat tkvensken ikitxet avtoro.bavshvta akademiac kaia da rame magram dinamoshi ro dzaan cudi situaciaa da cudi menejmenti trialebs modi ra agiaret da zemodan giyvart yureba.ertia dinamos da komagis inte resi da sakartvelos gaxareba.magram amaze vin zrunavs ro

• მოხევე

უზარმაზარ პატივს გცემთ ბატონო რომან, პატრიოტი ადამიანი ხართ..... დინამოზე კი 1980 წლიდან მაფანატებდა.... გია გეგუჩაძე დააბრუნეთ და ფეხბურთელების შეძენის პოლიტიკაც გადააბარეთ.... ის ტალანტების აღმოჩენის გენიაა, როგორც ჩვენთან ასევე ტრანსფერების მხრივ.... უზარმაზირი პატივისცემით, ელგუჯა საბაური... ჩვენს დინამოს გაუმარჯოს ღმერთმა

• ფიფია და 40 ყაჩაღი

ჰო აბა! იმ 40 ყაჩაღს დააბრალე ახლა გუნდის პრობლემები...

• 1

ერთ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს მოკიდეთ ხელი და გამოზარდეთ ნუ დაშლით ესე ჯობია და გუნდიც გეყოლებათ

• murtalo

კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონო რომან, გაყიდეთ გუნდი!...თქვენს დანახარჯს ნამდვილად ამოიღებთ დინამოს გასხვისებით ძლიერ ინვესტორზე, რომელიც სასურველ ლეგიონერებსაც მოიყვანს გუნდში და ახალგაზრდა ქართველ ნიჭიერსაც არ გაყიდის კაპიკებშI...იმ ფულით ნებისმიერი ქართUლი გუნდი იყიდეთ და შექმენით კიდევ აკადემიაც და საქართველოს ჩემპიონატისათვის კონკურენტუნარიანი გუნდი...ხალხი მაინც დადის სტადიონზე გორში , ძუგდიდში, სამტრედიში და ა.შ. "დინამოს" თქვენ უკვე მეტს ვერაფერს შემატებთ...გუნდის გაახალგაზრდავება გინდათ და უკვე იმას ამბობთ ახალგაზრდა ნიჭიერებს არ დავაბრკოლებთ სხვა გუნდში გადასვლაშიო...აბა თქვენ რა უნდა მოგკითხოთ კაცმა ამის შემდექ...მუდმივად გინდათ სტრესულ სიტუაციაშI გვამყოფოთ გულშემტკივრები?...ვაითU ვინმე ათამაშდა და ყარაბახს მოუნდა ისიც უნდა გაყიდოთ?...სირცხვილია და ფურთხის ღირსია თქვენი "სტრატეგიული გეგმა"...Gაყიდეთ "დინამო"! ტან სასცრაფოდ...თქვენ არ ყოფილხართ მისი ღირსი!

• mokled

40 ლეგიონერიდან მარტო 2 რომ გაგიმართლებს, ესე იგი სასელექციო სამუშაომ კრახი განიცადა და ვინც ამ სფეროში იყვნენ, ყველა გასაყრელია.უცხოეთიდან ვინც ჩამგყავს ის 2 თავით უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ადგილობრივი !!! თქვენი ჩამოყვანილები კი ადგილობრივებზე უარესები იყვნენ !

• სოსო

ვეთანხმები ყველას,ვინც აცხადებს რომ ჩვენნი საშველი შიდა კონკურენციის გაზრდაშია,თუ სამი ოთხი დაახლოებით თანაბარძალოვანი კლუბი არ შეიქმნა და კონკურენცია არ გაიზარდა,გუნდები ვერ გაძლიერდებიან. ლეგიონერები კი გაიხსენეთ რუსთავში ბრაზილიელების ისტორია,ორი თავით მაღლა იდგნენ ადგილობრივებზე და უკანმოუხედავად გაიქცნენ,რაკი არავითარი ინტერესი აღარ ჰქონდათ აქ თამაშის.

• მამუკა

ფიფია აკადემიაზე, რომ ლაპარაკობს ვინ დადის იქ? პუტკუნა ბიჭს მამიკო კონდენციონერით გაგრილებულ ჯიპით რომ მიიყვანს ვარჯიშზე ის ფეხბურთს ვერ ითამაშებს არადა ასეთი ბევრია.ტალანტები რაიონებშია საძებარი და იქაა ფული დასახარჯი,ბავშვებს ფეხბურთზე უნდათ იარონ, მაგრამ ოჯახს ელემენტალური შესაძლებლობა არააქვს და ასე იკარგება ტალანტები გურიაში სამეგრელოში იმერეთში საიდანაც იკრიბებოდა დინამოს ძირითადი ბირთვი.ბავშვები სოფლებშია საძებარი სკოლებში.

• ალეკო

უცნაური ის არის, რომ ეს კაცი მუდმივად არის დაკავებული ამ გუნდის დაშლა-აწყობით და ისე ჩანს, თითქოს სტაბილური გუნდი არ ჭირდება. ახლაც განა იმაზე ლაპარაკობს, რომ გუნდი გამოცდილების ხარჯზე გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს გუნდად. არა! ისევ "გაახალგაზრდავებაზე" საუბრობს, რაც ამ ბოლო წლებში ხდებოდა.

• gri

მასეა აკადემიასი უკვე ფულს იტხოვენ სელექციონერები კი არა მწვრტნელებიც ,,

• malxazi

დააბრუნეთ უკან გველესიანი,ლობჟანიძე და ვოლკოვი მაგათი გაშვება როგორ შეიძლებოდა.სკრიბეს კიდევ ბეგაშვილი ჯობდა.დინამოდან ფეხბურთელი არ უნდა გაუშვა,დინამოდან ფეხბურთელი უნდა გაყიდო.

• გიორგი

დინამოს ბავშვთა აკადემიის მიხედვა მართლაც აუცილებელია! მოსაშორებელია იქ ჩაბუდებული მექრთამეთა კასტა "ვაი სელექციონერ" უგრეხელიძის თამადობით, რომელთაც მხოლოდ პირადი გამორჩენა და მშობელთა "გაფცქვნის" მიზანი ამოძრავებთ! აღნიშნულის თაობაზე კონკრეტული ფაქტებით საუბრობენ უკვე მშობლები და ეს საქვეყნოდ ცნობილია... სამარცხვინოა ეს ყველაფერი! კაცი (ფიფია) ამხელა კაპიტალსა და ენერგიას ხარჯავს ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეში (ყოველწლიურად 2-3 მილიონი) და ვიღაც მანქურთები 200-300 ლარად "ახურდავებენ" ქართული ფეხბურთის მომავალს!

• შოკირებული გულშემატკივარი

მენეჯერი კარგია მაგრამ თამაშს ვინ ასწავლის?

• თორნიკე

maradona-ს ნაკრების ეხლანდელი ბირთვი დინამოს ფეხბურთელებისგან შედგება? იმდენად უკლასო ფეხბურთელები არიან საქ. ნაკრებშიც არ არიან მოსაწვევები ესენი, თუ არადა მარტო დინამოთი არ შემოიფარგლება ქართული ფეხბურთი, სხვა გუნდებიცაა და იქ ითამაშებენ ქართველები, ან სულაც პატარა ასაკიდანვე გავუშვებდი პერსპექტიულ ახალგაზრდობას ქვეყნიდან, აქ რეგრესის მეტს არ განიცდიან არაფერს, 16-17 წლის ბავშვი უკვე არასწორად ფორმირდება აქ ყოფნით

• გგგ

ფიფიამ რაც არ უნდა ილაპარაკოს ფაქტია, მისმა სასელექციო თუ ზოგადად დინამოსათვის ძველი დიდების დაბრუნების იდეა აშკარად შორს არის რეალობისაგან. ბევრი ფულის დახარჯვა არ არის წარმატების საწინდარი. 40-დან 2 ლეგიონერი რომ გამოდგება, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა აშკარად შეცდომით მუშაობს. კარგია დინამოს აკადემია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა რეალურად წარმოიდგინო

• ra geshvelebad.

ტქვე კაი ხალხო.ფიფია საქართველოს პრეზიდენტიკიარაა.ან ფედერაციის.წადიო რო ეუბნებით. დინამო მისი საკუთრებაა და კაცი ფულს ხარჯავს ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიციას დებს.თან იდზახით ბიზნესი უნდა დაინტერესდესო თან ბიზნესმენებს ეუბნებით ფული არ იშოვოთო.ჩვენთან ხომ მოდაში სხვისი განკიტხვა და ჩკუის სწავლებაა.

• Jeki

Ra nacars gvayris es pipia milionebs yris ki ara yvelapers erti atad igebs.biznesmenia da atyuebs xalxs vitom.rodis magan tkva ro ucxoelebs aseti uazro gzit ar daimatebda.ras gvabolebs erti.shav puls atrialebs sinamdvileshi da yidis tamashsac da dinamosac.atyuet vinc mogityuebiat roman batono

• lasha

წადი რა და ლობჯანიძეც თან წაიყვანე

• maradona

tornikes... თორნიკე ბატონო, კაი და,როგორც შენ ამბობ მოვიცვიეთ დინამოში 7-8 ლეგიონერი... ისე, თერთმეტი ჯობია, რაგა 7-8... და მერე ეროვნული ნაკრები საიდან მიიღებს შევსებას... მე და თქვენ ვითამაშებთ?.. სცორია ფიფიას სტრატეგია... ადგილობრივი კადრი და პლიუს მაქსიმუმ სამი ლეგიონერი.

• Simartle

1. Pipias ro shedegi ainteresebdes shua sezonshi geguchadzes ar gaushvebda. 2. Vai legionerebs zed tamashebis cin ar daimatebda. 3. Gabalas cliuri biujeti 6-7 milioni dolaria da dzalian mainteresebs pipia ramdens axarjavs dinamos cliurad gamoaqveknos? Ro cucunebs davigale pulis uazro xarjvito tqvas. Maqsimum 3 milioni ikos dinamos biujeti tanac larebshi rac sasaciloa...

• ჩიხურა

მეტი საქმე არაა ფრუიძე დინამოში მივიდეს.მაგას არც იკადრებს ჩიხურაშია უკვე 2007 წლიდან და კიდევ დიდხანს იქნება

• svani

Mamuka-ს გეთანხმები 100% თუ გუნდის გაახალგაზრდავებაა მთავარი მაშინ ბირთვის შენარჩუნებაც მთავარია, რატომ უშვებ ქვილითაიას სხვა კლუბში მერე ცინცაძეს გამოუჩნდება სხვა კლუბი, მერე პაპუნაშვილს გამოუჩნდება სხვა კლუბი და რააზრიაქ ყველაფერს)) ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდი ხანი უნდა შეინარჩუნო თუ რამის მიღწევა გინდა ლიგაზე და საერთოდ!!)))

• fexburteli

ამას ავსტრიაში დამტავრება რათ უნდა რას ვამბობდი ამდენ ხანს უნდა იყოს ჯგუფი რომელიც იდავებს ხანდახან იჩხუბებს საქმიანად ოღონდ ფეხბურთელის მოყვანისას და არა ვიგაცის ნება სურვილზე ეეჰ ფიფია ფიფია 1 წელია მაგას გწერ და ეხლა თუ მიხვდი მაგას და ესეიგი სერიოზულად არ გცოდნია საქმე და ეგეც დაგაბავს შენ თუ შეატყო რო ფულის კეთების შანსი აქვს მარა იმედია წესიერი კაცი იქნება და არა წინამდებარე მენეჯერებივით აფერისტი

• ქართველი

ჭანტურიშვილი, ამისულაშვილი, პარუნაშვილი გაუშვი გუნდიდან სასწრაფოდ თუ გინდა რამეს მიაღწიოს დინამომ..

• Mamuka

მე ვკითხულობ სხვანაირად თუ ზოგ ზოგიერთს ესმის სხვანაირად კაცი პირდაპირ იძახის ტუ კარგი შემოთავაზება იქნება ფეხბურთელებს გავყიდითო ( კარგში ჩვენ რეალობაში იგულისხმება საშვალოზე დაბალი ევროპული გუნდი) ანუ დინამოში როგორცკი ნორმალური ბავშვი გამოჩნდება გაიყიდება და გვეყოლება ყოველთვის ჭანტურიშვილი გუნდის ლიდერი ამას გპირდებათ ეს კაცი და რა გიხარიათ და მორჩით ამ ბატონო რომანს ეს პირდაპირ საუბარში გამოავლინეთ ზრდილობა ხოლო აქ კი გუნდის უკუ სვლა სახეზეა და ყოველ წელს ეს კრიზისი უფრო ღრმავდება გამოსავალი ერთია ლეგიონერები ხარისხიანი და მეტი არაფერი!!!!!

• თორნიკე

კომენტარებიც ისეთია იტირებ... ნამდვილად ზივზივაძე უშველიდა ამ იმპოტენტ დინამო კიი.. :facepalm:

• თორნიკე

მომდევნო წელსაც იგივე სიტუაცია იქნება და იმის მომდევნოზეც, ამ კაცმა ჭკუა ვერ ისწავლა.. არსებული რესურსით (ქართველი ფეხბურთელებით) ევროპაში შედეგს ვერ დადებ! ეს კიდე ერთიდაიგივე წრეზე ტრიალებს უკვე მერამდენე წელია, კარგი ლეგიონერის ჩამოყვანას არ ჭირდება 10-15 მილიონი, არამგონია ყარაბახი ან ასტანა ერთ ფეხბურთელში მაგდენს იხდიდნენ, თუ რაიმე შედეგის დადება გინდა ზოგადად ტრანსფერებში კი უნდა გაიღო მაგდენი, ჩვენნაირი დონის ქვეყნები დიდი ხანია მიხვდნენ რო ადგილობრივი უნიჭო ფეხბურთელებით ფონს ვერ გავიდოდნენ და იგივე აპოელმა, ყარაბახმა, ასტანამ და ა.შ აქცენტი ლეგიონერებზე გააკეთეს, ოღონდ ხარისხიან ლეგიონერებზე, კარგი მენეჯმენტის წყალობით, მინიმალური დანახარჯებით შეილება შევსება მიიღო ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ურუგვაიდან, საერთოდ სამხრ. ამერიკის ბაზარია ასათვისებელი, ისეთი ფეხბურთელების წამოყვანა , რომლებიც დინამოს სატრამპლინოდ გამოიყენებენ უკეთეს გუნდებში გადასასვლელად, ამით მოიხსნება მოტივაციის პრობლემა. თავი დაანებეთ აღმოსავლეთ ევროპელი ჩვენზე უნიჭო ლეგიონერების ჩამოყვანას... საძირითადოდ 7-8 ლეგიონერი და შედეგიც დაიდება, და იმ დახარჯულ 10-15 მილიონს დღეს, ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე ჯგუფში გასვლით ან ფეხბურთელების გაყიდვით ამოიღებ... მაგრამ რათ გინდა, ქართველ კაცს ისევ 80 იანი წლები გონია, "მაგენს(აზერებს, კვიპროსელებს, მოლდოველებს და ა.შ) ბიჯო 7:0 ებს ვუგებდით სიმონ". ძალიან ვგულშემატკივრობ აზერულ კლუბებს, იმედია ყარაბახი ჯგუფიდან გავა, მერე იქნებ ჯიბრის გამო მაინც გამოიბერტყონ ყურები ჩვენმა "ფულიანებმა". თანამედროვე ფეხბურთში თუ არ დახარჯე ისე შეგედს ვერ მიაღწევ, მარტო იმ ვაი ნიჭით რაც გვაქ(თუ შემოგვრჩა ეგეც საკითხავია) მაქსიმუმ ისევ უფულო და ულეგიონერო სომხებს ვაჯობოთ... ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ქართული კლუბებს პირველი წრე არ გაუვლიათ, ერთი დინამო გაცდა ჩვენზე საცოდავ ალაშკერტს :დ

• keTilis msurveli

ბატონო რომან მჯერა, რომ სულით და გულით გიყვართ ფეხბურთი, დინამო და ქართველი გულშემატკივარი. გამოსავალი მე მგონია, რომ სწორედ აკადემიის აღზრდილების ჩართულობით შეიძლება მოიძებნოს. ვიცი და მესმის თქვენი გჭირდებათ შიდა კონკურენცია, მაგრამ მეგობრულად ერთს გირჩევთ ახლობელი და ნათესავი საქმეში არ გაიკაროთ. დამერწმუნეთ შედეგი ბევრად უკეთესი გექნებათ. მე ჩემი თეორიულ პრაქტიკული გამოცდილებიდან გეუბნები.

• dato - რეალობა

ფეგბურთის საზომით კაპიკებს ხარჯავ და გეკო ტყუილები .....

• Guadua

აი სინდისიხ ხომ საქმეა არა?ასე არ უნდა ისაუბრიო ამ ხნის კაცმა -------------- ჩვენს შემთხვევაში კი, კარგად მოგეხსენებათ, რა ხდებოდა ბოლო წლებში: "დინამო" საქართველოს ჩემპიონი უპრობლემოდ ხდებოდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევდა.-----------ბოლო წელსაც უპრობლემოდ გახდა დინამო ჩემპიონი გამუდმებული პენალტებით არა? სირცხვილი ბატონებო სირცხვილი. gio არაფერი ესაქმება იმერელ კაცს თბილისში, არის ეგერ სამტრედიაში და წელს ვიცე ჩემპიონობის მერე გარდამავალის ჩემპიონის სტატუსსაც მოირგებს ბუდუ.

• გიორგი

მენეჯმენტი რო შესაცვლელი იყო, ეგ ისედაც ჩანდა. დაანებეთ ამ უცხოელი ტრენერების მოზიდვას და მილიონების გადახდას თავი. ვინც იყო რა მოგვიტანოს. დევდარიანი გყავდეს და სხვას ეძებდე, ან ბრმა უნდა იყო ან უცოდინარი. ეს ჩემი აზრია :ჩააბარეთ დინამო გია დევდარიანს, მიეცით სრული თავისუფლება და შედეგიც მალე იქნება

• gio

ნამდვილად შეცდით ბატონო რომან..ზივზივაძის გაშვებით 2 წლის უკან..დღეს ის დინამოში უფრო ძლიერი იქნებოდა და და გამოგადგებოდათ...

• hoo

ასევე ჭეიშვილიც კარგი მწვრთნელია, ჰოდა ფრუიძე ან ჭეიშვილი აიყვანე

• hoo

ფრუიძე ზალიან მაგარი მწვრთნელია, დინამოსნაირი სტანილური რომ ჰქონოდა წლების განლავლობაში და ასეთი ბავშVტა აკადემია, ძალიან მაგარ გუდნს დააყენებდა ამ წლებსი განმავლობაში, ჰოდა აიყვანე ფრუიძე

• svani

მთავარი რომან გუნდის წარმატება არ განაპირობებს 4-5 კარგი გუნდის ჩემპიონატში ყოლას, ბატე რომან ყურადღებით წაიკითხეთ... ბატე როგორ გადის ჩემპიონთა ლიგაზე ?!! სელტიკი როგორ გადის როცა იმ ჩემპიონატის გუნდი მაგ. ჰიბერნიანსი სომხურ ბანანტსთან აგებს ევროპალიგაზე) ასე რომ ეგ არ არის გასასამართლებელი საბუთი))) ამას ვიძახი ზუსტააად ამააას რომ ვინ მოგყავს ეს უცხოელი არაკვალიფიციური მწვრთნელი და თუ უცხოელზეა ლაპარაკი მაშინ ჩვენ იმდენი ფული არ გვაქ რომ კვალიფიციური მწვრთნელი მოვიყვანოთ!! და ჩემი აზრით ქართველი მწვრთNელი უფრო მიხედავს იმ საქმეს რაც დღესდღეისობით არის ქართულ ფეხბურთში, შემორჩა დღესდღეისობით ერთი-ორი კვალიფიციური ქართველი მწვრთნელი!!

• haha

ადრე უნდა გექნა. ამ უაზროდ ფულის ხარჯვას, ჯობია აქვე დახარჯო. 1) თუ არ წავიდა წარმატებით ფეხბურთის რეფორმა, დინამოსაც არ ეშველება. 2) თუ მოხდა წინ დაძვრა, ამას მოყვება ფეხბურთის დონის გაზრდა. ასე რომ შეგეძლება ადგილობრივები აიყვანო ევროპის წინ, ხოლო რომელ ადგილზეც ჩავარდნა გექნება იქ მოიყვანო ლეგიონერი. 3) არ უნდა აჩქარდე. არ უნდა დაიჯინო მაინცდამაინც ჩემპიონობა. ჯერ გუნდი შეკარი. 4) 2-3 წელი მაინც უნდა გუნდის შეთამაშებას. ანუ ნუ დაელოდები შედეგს 2017_ ანდა 18-ში.

• მადლობა ბტ რომან!

მადლობა ბტ რომან რომ ცდას არ აკლებთ დინამოს წარმატებისთვის, ჩემპიონატს სჭირდება მართლაც რანოდენიმე ძლიერი კლუბი რომ ფეხბურთელებმა კონკურენცია იგრძნონ...

• მერაბი გ.

ფიფიას: 1. შენი არ ვიცი, მაგრამ ვინც ფული იშოვა ყველა ჭკვიანი არაა - ტყუილა ჰგონიათ 2. 10 და გინდა 20 მილიონით და თანაც თათარიახნად, გუნდი არ კეთდება 3. "დინამო" არც სახინკლეა და არც ცეხი, ის ერის სახეა და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ ცოტა დაფიქრდი, თუ ფიქრით რამე გამოგდის

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ლევან გვანცელაძე: "დინამო" უეფას ახალგაზრდული ლიგისთვის მზად არის!..

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

U19. დინამო (თბ) VS ქაირათი - ვინ უფრო ახლოსაა ევროპასთან?

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სპორტულმა დირექტორმა დატოვა

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები

რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"დინამოს" აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "ბორდოში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

U19: თბილისის "დინამო" შინ ალმათის "ქაირათთან" განადგურდა

"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ

[დღის თემა] რა ხდება თბილისის "დინამოში"?

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...