ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

იურგენ კლოპი: ჩემმა მანქანამ მხოლოდ ერთი გზა იცის...

იურგენ კლოპი: ჩემმა მანქანამ მხოლოდ ერთი გზა იცის...

კლოპო ბრექსითზე, ემოციებზე, ტრანსფერებზე, ენფილდზე და სხვა
იურგენ კლოპი - თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერსონაჟია. მისი სიტყვები თუ ქმედებები ხშირად იწვევს ხოლმე რეზონანსს და გარჩევის საგანი ხდება.

ასეა ამ შემთხვევაშიც - "კლოპოს" 10 გამორჩეულ "გამოსვლას" ახსენებენ და ამაზე ესაუბრებიან. ჩვენ კი აქვე გთავაზობთ რამდენიმე ყურადსაღებ კომენტარს, რომელიც გერმანელმა ცოტა ხნის წინათ გააკეთა და ამას, ალბათ, ცოტა უფრო მოგვიანებით გაახსენებენ.

როკ-მუსიკის სიყვარულზე

იურგენ კლოპმა ერთხელ "არსენალის" ჰარმონიული თამაში კლასიკურ მუსიკას შეადარა, დირიჟორად კი არსენ ვენგერი გამოიყვანა. "მე და ჩემი გუნდი კი უფრო ჰევი მეტალთან ვართ ახლოს", - განაცხადა მან და ამ დროს, ალბათ, საკუთარი თავი გიტარით ხელში წარმოიდგინა. ამ ფრაზას გერმანელს ხშირად ახსენებენ -მაშინ მისმა"დორტმუნდმა" მოიგო.

"ეს ხუმრობა იყო. ჰევი მეტალის მსმენელი არ გახლავართ. ახალგაზრდობაში Kiss მომწონდა, მაგრამ…"

ინგლისური ფეხბურთის კულტურაზე

გერმანიაში ინფრასტრუქტურისა და ორგანიზების კუთხით ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ინგლისსა და შესაბამისად, პრემიერლიგას მაინც თავისებური და განსაკუთრებული ეშხი აქვს, რითაც კლოპი მოხიბლულია.

"ინგლისში სტადიონები ქალაქის ცენტრში გაქვთ. გერმანიაში ასე არ არის. იქ სტადიონი შუა ქალაქში რომ ააშენო, ხალხი გეტყვის - ეი, ორშაბათი საღამოა, შეწყვიტეთ ხმაური".

მატჩის მსვლელობისას ემოციურ აფეთქებებზე

ყველა კლუბში, სადაც კი უმუშავია "კლოპოს", გამორჩეული თამაშების გარდა, სასიამოვნო მოგონებებად მისი ემოციური გამოხდომები აქვს დატოვებული. ზოგჯერ იგი შეურაცხადივით იქცევა, მაგრამ ფანებს ეს ყოველთვის სიამოვნებთ.

"როდესაც პატარა ვიყავი, ჩოგბურთს ვთამაშობდი და ემოციების ამოფრქვევას მაშინ მივეჩვიე. შეიძლება ეს ყოველთვის არ მომწონს, მაგრამ ფაქტია, ასეა, ემოციების შეკავება არ გამომდის, თანაც, როდესაც ფანებისა და ფეხბურთელების ემოციებს ვხედავ".

მომენტზე, როდესაც "დორტმუნდში" ყოფნისას მინდვრიდან გააძევეს: ერთხელ კლოპი არბიტრს მიეჭრა და თავისი მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით იმდენი ქნა, რომ მას თავი გააძევებინა. ეს ეპიზოდიც დაუვიწყარ მომენტად რჩება.

"რამდენი შეცდომის უფლება გაქვთ? იმიტომ, რომ ეს უკვე 15 შეცდომაა. ალბათ, კიდევ ერთის უფლება მაინც დაგრჩათ".

თანამედროვე სატრანსფერო ბაზარსა და ტენდენციებზე

კლოპს არ მოსწონს, რომ ფეხბურთელებში ისეთ კოლოსალურ თანხებს იხდიან, როგორც ახლა. არ უყვარს, როდესაც გუნდები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ და მაგალითად, პოლ პოგბას ტრანსფერს "არაეთიკური" უწოდა და ისიც დაამატა, რომ ფული ულიმიტოდ რომ მქონდეს, ამხელა თანხას ერთ ფეხბურთელში არასოდეს გადავიხდიდი, ჩემი აზრით, უფრო მიმზიდველი, სასიამოვნო და სწორი გამორჩეული ფეხბურთელების აღმოჩენა-აღზრდააო.

"რა მდგომარეობაშიც ახლა ფეხბურთია, ეს სიგიჟეა. ფეხბურთი, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა, მაგრამ ზოგიერთებს ეს არ ანაღვლებთ. უბრალოდ, დააკვირდით ტრანსფერებს და ზოგ ფეხბურთელში გადახდილ თანხებს. ყველაფრის მისახვედრად ეს საკმარისია".

"დორტმუნდიდან" "ლივერპულში" აღმოჩენაზე

ამბობდნენ, კლოპი მიუნხენის "ბაიერნს" უმიზნებდაო, მაგრამ თავად იფიცება, რომ "ლივერპული" ერთი ნახვით შეუყვარდა და ჯერ კიდევ "დორტმუნდში" ყოფნისას ჩაუვარდა გულში, როდესაც ენფილდური გარემო შეიგრძნო.

"სიმართლე ითქვას, "ლივერპულში" მოსვლა ჩემთვის რთულად გადასაწყვეტი ნამდვილდ არ გახლდათ, რადგან ეს ერთადერთი კლუბი გახლდათ, რომელიც არდადეგებს შემაწყვეტინებდა და უმალვე საქმეში დაბრუნებას გადამაწყვეტინებდა. ვიცი, როგორ ჟღერს ეს და რას იტყვის ხალხი, მაგრამ… მე ეს კლუბი შემიყვარდა, "ლივერპულზე" შეყვარებული ვარ".

ცხოვრებაზე და საქმიანობაზე ფეხბურთის შემდეგ

ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, რას იზამენ ფეხბურთზე ასე უზომოდ შეყვარებული და საქმეში ბოლომდე ჩაფლული ადამიანები აქტიური კარიერის დასრულების მერე. "კლოპო" ისევ ფეხბურთის გარშემო ტრიალს აპირებს.

"ჩემმა მანქანამ მხოლოდ ერთი გზა იცის - სახლიდან სტადიონამდე და სტადიონიდან სახლამდე. ალბათ, გაცილებით უფრო საინტერესო ცხოვრებები არსებობს. მას მერე, რაც ფეხბურთიდან წავალ, მაინც ამ სამყაროში დავრჩები, მის გარშემო არც ერთ ამბავს არ გამოვტოვებ".

ოლიმპიადის სიყვარულზე

გიჟმაჟი გერმანელი სპორტის ყველანაირი სახეობისა და ყოველგვარი შეჯიბრის მოყვარულია. ამიტომაც გახლავთ ხოლმე ოლიმპიადის ერთ-ერთი ერთგული მაყურებელი, თუნდაც ზოგიერთი სახეობის ავანჩავანი არ გაეგებოდეს.

"ჩვეულებრივ, ყველაფერს ვუყურებ ხოლმე: ცხენოსნობიდან დაწყებული, ნებისმიერი სახეობით დამთავრებული. ზოგჯერ წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებენ, მაგრამ მაინც მომწონს ყურება. სპორტის ყველა სახეობა მომწონს, ყველა სახის შეჯიბრი მიზიდავს".

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფაზე

ჰერ იურგენი ცალი თვალით პოლიტიკისკენაც იყურება ხოლმე და არ დაუმალავს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, გულზე არ ეხატება.

"ევროკავშირი ნამდვილად არ არის მსოფლიოში საუკეთესო რამ, მაგრამ ეს დიდებული იდეა გახლდათ. ეს იდეა მომწონს და შევეცდებოდი, ბევრი რამ შემეცვალა, მაგრამ ევროკავშირის დატოვების გარეშე. ცვლილებები საჭირო, მაგრამ ყველას ერთად უნდა მოენდომებინა და დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩენილიყო".

კლოპი წინაპართა ნაკვალევზე

"ლივერპულის" ლეგენდარულ მწვრთნელებზე საუბრისას, რასაკვირველია, ბობ პეისლი და ბილ შენკლი პირველ რიგში გაგახსენდება. იურგენ კლოპსაც სურს, რომ მათ გაუტოლდეს და როგორც თავად 49 წლის სპეციალისტმა ამ დიდ ადამიანებს უწოდა - "ბაბუების" - სიმაღლეზე ავიდეს.

"ზოგჯერ სხვა ადამიანების წარსული გამოცდილება ძალიან გეხმარება. წარსულით არ ვცხოვრობ, მაგრამ რეალურად წარსულია იმის მიზეზი, რომ ახლა აქ ვდგავართ. ჩვენი მამებისა და ბაბუების წყალობით ვართ აქ. ბობ პეისლი და ბილ შენკლი "ბაბუებივით" არიან. "ლივერპული" იმდროინდელ სიმაღლეზე უნდა დაბრუნდეს".

ტიტულები, ტიტულები, ტიტულები…

"კლოპოს" მერსისაიდელებთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება სურს და ოცნებობს იმ მომენტზე, როდესაც ლივერპულში დიდი ავტობუსით, ინგლისში რომ იციან ისეთით, წითელით და ორსართულიანით შემოისეირნებს, ქალაქი კი ფეხზე იქნება.

წინა სეზონში გერმანელი ახლოს გახლდათ იმასთან, რომ ლივერპულელებთან ერთად თავიდანვე მოეგო ტიტული, ევროპალიგის ფინალამდე მსვლელობისას ენფილდელები კლოპის ყოფილ გუნდს, "დორტმუნდს" გასცდნენ უაღრესად დრამატულ დუელში (ორი მატჩის ჯამში 5:4), ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით. თუმცა "ლივერპული" ფინალში "სევილიასთან" დამარცხდა.

"მინდა ყოველი სეზონის ბოლოს რამეს ვზეიმობდეთ მომავალი 6 წლის განმავლობაში. არა პატარა რამეს, არამედ დიდ წარმატებას - ლივერპულის ქუჩებში დიდი ავტობუსით გასეირნება დიდებული იქნებოდა. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ხალხი, როდესაც მოდიხარ. მთავარია, რას იტყვიან ისინი, როდესაც წახვალ".

ფანები

ჰერ იურგენი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ფანებთან ურთიერთობას და კარგად ესმის, რომ გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. კლოპს მშობლიურ და პატარა "მაინცშიც" აყოლიებული ჰყავდა პუბლიკა. სხვაგავარად ამ ემოციურ, რეაქტიულ და ფეთქებად ადამიანს არც შეუძლია. რომ აღარაფერი ვთქვათ "დორტმუნდის" "ვესტფალენ შტადიონზე" და იქაურ ცნობილ "ყვითელ კედელზე". "ლივერპულიც" კლოპმა დიდწილად საოცარი ფანების ხათრით აირჩია. ახლა "ენფილდის" ჯერია…

"როდესაც "მაინცში" ვიყავი, 20 ათასი მაყურებელი ამხნევებდა გუნდს. შემდეგ "ბორუსიაში" წავედი და იქ 80 ათასი ქომაგი დამხვდა. ცუდი არ არის… ახლა კი "ლივერპულში" ვარ და "ენფილდი" საუცხოოა. "დორტმუნდთან" მატჩის ბოლო ნახევარი საათი საუკეთესო და ყველაზე ემოციური მონაკვეთია, რომელიც მქონია. მეგონა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა".

მაყურებელი აღფრთოვანებული უნდა იყოს

"ლივერპულში" მისვლისას კლოპმა საკუთარ თავს "ნორმალური" უწოდა, მაგრამ ბევრი მას "შერეკილად" თვლის, ფეხბურთით შეპყობილ-შეშლილ პროფესორად. "კლოპოს" ფილოსოფია და სტილიც ნაცნობია, მას შემტევი ფეხბურთი უყვარს. იურგენის ხელი "ლივერპულს" უკვე დაეტყო, მაგრამ რაც ახლა გუნდს პირველ რიგში აკლია, სტაბილურობაა.

"მიყოლებით ჩავატაროთ დასამახსოვრებელი მატჩები - ეს ჩემი პირველი მიზანია. ხალხი სულმოუთქმელად უნდა ელოდოს შემდეგ შეხვედრას. ასეთი უნდა იყოს ფეხბურთი. თუ ამას ხშირად მოახერხებ, წარმატებებსაც მიაღწევ".

კლოპი ზამთრის შესვენების მომხრეა

ინგლისელები ფეხბურთს თითქმის ყოველდღე თამაშობენ, მათ შორის, დღესასწაულებზეც, რადგან იქ ფეხბურთი დღესასწაულია.

ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაყურებელი კმაყოფილია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში კალენდარი ისე გადაიტვირთა, რომ მოთამაშეები ამხელა დატვირთვებს თავისუფლად ვერ უძლებენ და მაგალითად, ინგლისის ნაკრების მორიგი ფიასკოს ერთ-ერთი მიზეზი, "კლოპოს" აზრით, სწორედ ეს გახლდათ. ბევრი თვლის, რომ დროა, პრემიერლიგამ ზამთრის შესვენება შემოიღოს, კლოპიც ამ სიაშია.

"მე ვიცნობ ამ ფეხბურთელებს, მათ სწორი მიდგომა აქვთ, შემართულები არიან და მუშაობა სურთ, მაგრამ… დელე ალი, რა საოცარი სეზონი ჰქონდა მას, მაგრამ რამდენი მატჩი ჩაატარა ამ ახალგაზრდა ბიჭმა, თანაც, შეუსვენებლად. შესაბამისად, იგი 100%-ით მზად არ გახლდათ. ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა ჰარი კეინსაც, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიბრწყინა. ფეხები ამხელა დატვირთვას შეუსვენებლად ვერ უძლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჰაჰ

რა ტვინი წაიღე ამ შენი მანქანით, ან რა გზა იცის, ფინალების წაგება? დგახარ და უნამუსოდ ბარსას აკრიტიკებ როცა ბარსამ მარტო ენრიკეს დროს მოიგო იმდენი ტიტული რასაც შენ ვერასდროს ვერ მოიგებ. პიტალო კაცი ხარ

ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ

ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს

[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა

"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის

რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას

"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი

[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა

ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ

[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო

"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს

19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?

ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..

ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის

ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს

"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა

კლოპი სამწვრთნელო კარიერის განახლებას გეგმავს - გერმანელს 2 ვარიანტი აქვს