იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოგებით დაიწყო
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო. ჯამპიერო ვენტურას გუნდი ისრაელს ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

თუმცა, თამაში რთული გამოდგა და სამი ქულის მოსაპოვებლად "სკუადრა აძურას" დიდი ბრძოლა გადახდა - 55-ე წუთიდან მოყოლებული, იტალიის ნაკრები კაცნაკლული იყო, ისრაელი კი ანგარიშის გათანაბრებას ლამობდა და გაშმაგებით უტევდა.

უმნიშვნელოვანესი მოგება

როგორც ისრაელთან მატჩამდე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, იტალიის ნაკრებისთვის შესარჩევი ეტაპის თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. შესაძლოა, ბევრს ეს ფრაზა გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ თუ იტალიის ნაკრების ჯგუფს ჩავხედავთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფორმატს გავითვალისწინებთ, ბუფონის სიტყვები სრულიად ლოგიკურია.

პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან, იტალიას კი ესპანეთთან უწევს კონკურენცია. მოკლედ, ან იტალიას, ან ესპანეთს პლეი-ოფში მოუწევთ ასპარეზობა, ეს კი მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვის არასასურველი პერსპექტივაა.

ისევ 3-5-2

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯამპიერო ვენტურა განაგრძობს ანტონიო კონტეს გზას და მისი იტალიაც 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს. შეტევაში ისევ მარტინს ედერი და გრაციანო პელე ვიხილეთ, დაცვაში "იუვენტუსის" ტრიო, შუა ხაზში კი ახალი სახეები გამოჩდნენ: მარკო ვერატი და ჯაკომო ბონავენტურა ცენტრში, ხოლო ლუკა ანტონელი ფლანგზე.

ვენტურამ შეცვლებიც ლოგიკური გააკეთა - მას შემდეგ, რაც ჯორჯო კიელინი გააძევეს მოედნიდან, თამაშში ანჯელო ოგბონა ჩაერთო, ანტონიო კანდრევა ალესანდრო ფლორენციმ შეცვალა, ბოლოს კი ჩირო იმობილეც ჩაერთო თამაშში, რომელიც კონტრშეტევებზე მისწრებაა და შეძლო კიდეც თავის გამოჩენა...

აღსანიშნავია, რომ ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ვენტურა არ სწყალობს გარემარბებს - შესაბამისად, განაცხადს მიღმა დატოვა დომენიკო ბერარდი, ლორენცო ინსინიე და სტეფან ელ შაარავი, რომლებსაც სწორედ ფლანგიდან ეხერხებათ თამაში. ვენტურამ პირდაპირ თქვა, რომ მაგალითად, ბერარდი მის სქემაში არ ჯდება, რისთვისაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, ვენტურა მისი წინამორბედის, კონტეს გზას განაგრძობს...

ვერატის ბრწყინვალე დაბრუნება

ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად დაასახელეს მარკო ვერატი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, გრაციანო პელემ გოლს პლუს საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ვერატი წარმართავდა იტალიის ნაკრების თამაშს, ანაწილებდა პასებს, იწყებდა შეტევებს და ამასთან, ნაყოფიერი იყო დაცვით ფაზაში.

მარკომ არაერთხელ მოახდინა ტექნიკის დემონსტრირება და დარჩა შთაბეჭდილება, რომ კლასით აღემატებოდა დანარჩენ ფეხბურთელებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მარკო ვერატის დაბრუნება შედგა - ისრაელთან შეხვედრაში ის იტალიის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

ჯამპიერო ვენტურა (იტალია): "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. რთულია, როდესაც კაცნაკლული თამაშობ და მეტოქე მთელი ძალებით ცდილობს ანგარიშის გათანაბრებას.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ, რადგან გოლი გავუშვით და თანაც, იმის მსგავსი, როგორიც საფრანგეთთან. და მაინც, ჩვენ ვიმუშავეთ, როგორც ერთ მუშტად შეკრულმა გუნდმა, ერთად გავუძელით წნეხს და ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ესპანეთთან შეხვედრისთვის ფეხბურთელები უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იქნებიან".

ელიშა ლევი (ისრაელი): "იტალიელებმა, პრაქტიკულად, ყველა საგოლე შანსი გამოიყენეს, ჩვენ კი ბევრს ვუტევდით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. ჩვენს თამაშში იყო პოზიტიური მომენტები და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იტალიის ნაკრები მეტწილად დაცვაში იდგა და ეს კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. მას შემდეგ, რაც ანგარიშის სხვაობა შევამცირეთ, მეტოქეზე დაწოლა გავაძლიერეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება, კონტრშეტევაზე გავუშვით".

ჯორჯო კიელინი (იტალია): "საშინელი მატჩი იყო პირადად ჩემთვის, რადგან წითელი ბარათი მივიღე და გუნდი კაცნაკლული დავტოვე. საბედნიეროდ, მოვიგეთ და სახლში უმნიშვნელოვანესი ქულები მიგვაქვს. ისრაელში მოგება იოლი რომ არ იქნებოდა, ვიცოდით და ჩვენი მოლოდინი გამართლდა. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა უფრო ძლიერმა გაიმარჯვა".

მარკო ვერატი (იტალია): "ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში დავბრუნდი და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო, ამ დღეს კი დიდხანს ველოდი. რთულ ჯგუფში ვართ და თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იტალიის ნაკრებმა მუნდიალზე აუცილებლად უნდა ითამაშოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაზუსი - "კალიარის" მეკარეს "ნაპოლის" გამარჯვება აწყობს?
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს
იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"როცა საქართველოში ეს ვნახე, კულტურული შოკი მივიღე" - "რუსთავის" იაპონელი ფეხბურთელი
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა
თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადააყენეს
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კიელინი: ამას კვარაცხელიასგან არ ველოდი
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
იტალიელმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ "კიევო" ჩაიბარა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადადგა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ჯამპიერო ვენტურა: მე არ გადავმდგარვარ
"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა
უმუნდიალოდ დარჩენის გამო, იტალია მილიარდზე მეტს იზარალებს, ვენტურა კი 700 ათასს ითხოვს
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დე ლაურენტისი: ვენტურა სერია C-ში 3 თვის შემდეგ გადავაყენე