რა ვერ გაიყვეს ერთ დროს თანაგუნდელებმა ერთმანეთში?
რუუდ გულიტმა "ზიგო სპორტთან" ინტერვიუში რობერტო მანჩინი გამოლანძღა. ამით ის თავის მეგობარსა და თანამემამულე ფრანკ დე ბურს გამოესარჩლა - აქაოდა, მანჩინისგან დაშლილი "ინტერი" ჩაიბარა და ახლა დიდი ძალისხმევა დასჭირდება გუნდის აზრზე მოსაყვანადო.

"ინტერი" ძალიან უცნაური გუნდია. იქ ბევრი ტალანტია, მაგრამ მანჩინიმ საქმეს თავი ვერ მოაბა, გუნდი ფიზიკურად მოუმზადებელია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ წასვლა მოუწევდა და ეტყობა, ამიტომაც არ გაანძრია ხელი, რომ გუნდი სეზონისთვის სათანადოდ მოემზადებინა. ფრანკს სჭირდება დრო და სწორი გზის გამონახვა იმისთვის, რომ უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას გამოასწოროს თამაშის ხარისხიცა და ფიზიკური მომზადების დონე. მაგრამ მერე უკვე სხვა პრობლემა იქნება მოსაგვარებელი - როგორ შეკრას და შეათამაშოს გუნდი, რომელსაც ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს.

მიუხედავად წინა მწვრთნელისგან დატოვებული სირთულეებისა, მჯერა, დე ბური წარმატებებს მიაღწევს".

ცხადია, მანჩინი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. აი, რა უთხრა მან რადიო "ინკონტროს":

"გულიტს ძალიან გაუმართლა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. ხშირად ხდება ხოლმე ასე - როცა მოედანზე ყველაფერი გამოგდის, მაგრამ ამის მერე ფეხბურთში აღარაფერს წარმოადგენ, ძნელია ამასთან შეგუება და იწყებ სხვა მწვრთნელების ან ფეხბურთელებისკენ ტალახის სროლას. ძალიან კარგია, თუ გულიტი დე ბურის მეგობარია, მაგრამ ეს არ აძლევს მას ამგვარი ბრალდებების გამოთქმის უფლებას. მარტო გულიტი არ არის ასეთი, სხვებიც არიან. საერთოდ, ეჭვიანობა საშინელი სენია".

როცა გულიტი "მილანში" ბრწყინავდა, მანჩინი "სამპდორიას" ვარსკვლავი იყო. მერე იმავე "სამპდორიაში" ისინი თანაგუნდელებიც იყვნენ და შესაძლოა, იმ დროინდელი ბატალიებიდან ორივეს რაღაც წყენა გამოჰყვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
არიენ რობენი რუუდ გულიტის გვერდით
რუუდ გულიტი: დაცვის ცენტრის გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო
"პსჟ-ის წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა" - გულიტმა კვარაცხელიას გუნდზე ისაუბრა
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
რუუდ გულიტმა ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა არ ისურვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
რუუდ გულიტი: გვარდიოლა მეცოდება - ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი