პარასკევს "შალკე"-"ბაიერნი" გველის
პარასკევს "შალკე"-"ბაიერნია" და სანაკრებო ბატალიებიდან ინტრიგა ნელ-ნელა საკლუბო თემებისკენ იწევს. მედიაც ცდილობს, ასწიოს ტემპერატურა და ლოკალურ დაპირისპირებებსაც შეეხოს, მაგალითად, ასეთს - ბენედიქტ ჰიოვედესი თომას მიულერის წინააღმდეგ. არ არის საინტერესო?

რა თქმა უნდა, არის და აქ მთავარი, პირველ რიგში, მიულერის ფაქტორია. ის ახლა შესანიშნავ ფორმაშია, განსხვავებით ევროპის ჩემპიონატისგან, სადაც ახლანდელის აჩრდილი იყო. შაბათს დაწყებული საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში გერმანელებმა სტუმრად ნორვეგიას რომ სძლიეს (3:0), მიულერმა ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა - ორი გოლი თავად შეაგდო და ერთიც ჯოშუა კიმიხს გაატანინა. აკი თქვა კიდეც იოახიმ ლიოვმა მატჩის შემდეგ - მერჩივნა, თომასს დღეს კი არა, ევროპის ჩემპიონატზე გაეტანა გოლებიო...

ჰიოვედესი ცენტრალურ მცველად იდგა ნორვეგიასთან მატჩში. ის "შალკეს" მოთამაშეა და ამიტომაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა, ასეთ ფორმაში მყოფ მიულერს როგორ გაუძლებთო?

"მიულერის არ მეშინია, - ამაყად უპასუხა ბენედიქტმა "ბილდის" კორესპონდენტს. - თან მე ხომ მარტო არ ვიქნები მის წინააღმდეგ? მიულერი კი არა, ჩვენი მეტოქე იქნება "ბაიერნი" და ყველამ იცით, რომ ის გერმანიის საუკეთესო გუნდია. ამიტომ ჩვენ ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ პარასკევს, ვიდრე - "აინტრახტთან" წინა ტურში".

ახლა მიულერის პოზიციაც გავიგოთ: "მე და ჰიოვედესმა ამ დღეებში ბევრი ვილაპარაკეთ მომავალ თამაშზე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავამატო - პარასკევს "ბაიერნს" დიდი გეგმები აქვს და ბენედიქტს მართლა ძალიან გაუჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"