ცალი ფეხით თანამედროვე ფეხბურთში ვერავის მოუგებ
მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლება. ევროპაში ადრე იყვნენ ნაკრებები, რომლებთანაც ყველა სამ ქულას გეგმავდა. ახლა ასე აღარ არის. "თამაში ყველამ ისწავლა" - ერთი შეხედვით ეს გაცვეთილი ფრაზა დღეს ძალიან აქტუალური ხდება.

დღევანდელ ჩვენს წერილში ვისაუბრებთ ორ "ჯუჯაზე", ფარერებსა და ლუქსემბურგზე. პირველი მათგანი შინ დაუზავდა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენა უნგრეთს, მეორე კი ბოლო წამზე დამარცხდა მასპინძელ ბულგარეთთან.

ფარერები

ფარერის კუნძულების ნაკრების ბოლოდროინდელი პროგრესი თვალსაჩინოა. ეს, უპირველეს ყოვლისა, 55 წლის დანიელი მწვრთნელის, ლარს ოლსენის დამსახურებაა. ოლსენი 1986 – 1996 წლებში თამაშობდა დანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მან ქვეყნის პირველ გუნდში 84 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ოლსენის მიერ ნაკრებში გატარებული წლები დანიური ფეხბურთის "ოქროს ხანას" დაემთხვა. შესაბამისად, ოლსენმა თავისი სოლიდური წვლილი დაიდო ამ ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო მიღწევებში.

მოგეხსენებათ, ფარერები დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის. ის დანიის შემადგენლობაში შედის. სწორედ მეტროპოლია ზრუნავს აქ ფეხბურთის განვითარებაზე. ფარერების ნაკრებს არცთუ იშვიათად წვრთნიან დანიელი სპეციალისტები. მათგან ყველაზე სახელიანი გახლდათ წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი, ალან სიმონსენი.

ახლა ისევ ლარსენზე. ფარერების ნაკრების პროგრესის საიდუმლო იმაშიცაა, რომ დანიელ მწვრთნელს არავინ აჩქარებს და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არავინ აქცევს. დანიაში ის "რანდერსსა" და "ოდენსეს" წვრთნიდა. 2011 წლიდან კი ფარერების ეროვნულ გუნდს მოძღვრავს.

ახლა ორიოდე სიტყვა ფეხბურთელებზეც ვთქვათ. ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გუნარ ნილსენია. თავის დროზე 29 წლის გოლკიპერს ერთი მატჩი თვით "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაშიც კი ჩაუტარებია. გამოიცვალა არაერთი ინგლისური კლუბი. ითამაშა ნორვეგიაში. ძალა შოტლანდიაშიც მოსინჯა, ახლა ისლანდიის პირველობაზე ცდის საკუთარ თავს.

ფარერების ნაკრების დაცვის ძირითადი ბირთვი (ბარურ ნილსენი, ვილარმურ დავიდსონი) დანიაში თამაშობს. ნორვეგიული "ვიდარის" ღირსებას იცავს კიდევ ერთი უკანახაზელი, როგვი ბოლდვინსონი.

ფარერების ნაკრების შუა ხაზი გადატვირთულია ლეგიონერებით. მაგალითად, ჰალურ ჰანსონი დანიური "ჰორსენსის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, დანიაში ("რანდერსი") თამაშობს ბარდურ ჰენდრიკსონი. ასევე დანიური კლუბის, "ფრემადის" ღირსებას იცავს ჰეირი ვატსდალი.

დანიის ნაკრების წამყვანი თავდამსხმელი, სიმუნ ედმუნდსონი "ოდენსეში" თამაშობს. დანიური კლუბები ფარერელი ფეხბურთელებით რომ ინტერესდებიან, ეს გუნდის თავკაცის დამსახურებაა. დანიაში ოლსენს მართლაც დიდი ავტორიტეტი აქვს.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგის ნაკრების დამსახურებაა, ბულგარეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართული მატჩი საფეხბურთო თრილერად რომ იქცა. ლუქსემბურგი აგებდა, მერე იგებდა. მერე ისევ აგებდა. მაინც გაათანაბრა და სულ ბოლო წამზე დამარცხდა - 3:4.

რაც მთავარია, გუნდმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. როგორც ფარერელთა შემთხვევაში, პროგრესის მთავარი შემომქმედი აქაც ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ეს გახლავთ ადგილობრივი სპეციალისტი, ლუკ ჰოლცი.

წარსულში ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის. ბოლო დროს ლუქსესემბურგი ისე აღარ თამაშობს, როგორც "ჯუჯას" შეეფერება. უტევს, იტანს, უშვებს... მოკლედ, ნაღდ საფეხბურთო ფერხულშია...

ლუქსემბურგელთა წარმატების საიდუმლო ისიცაა, რომ მათ რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელის ნატურალიზება მოახერხეს. მაგალითად, ნაკრების კარის დარაჯი ანტონი მორისი ბელგიელია. ის "სტანდარდის" აღზრდილია, ახლა კი "მეხელენში" თამაშობს.

ფრანგია დაცვის ბურჯი სტეფან შანო. მან ინგლისში, "შეფილდ იუნაიტედში" ითამაშა, მერე კი ფრანგული "ლე მანისა" და "გენიონის" ფორმა მოირგო. ამჟამად ოკეანეს გაღმა თამაშობს და "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავს.

ფრანგია ლუქსემბურგის ნაკრების კიდევ ორი მცველი. ორივე "მეცში" თამაშობს - სედრიკ საკრასი და პიტ სიმონი.

ბელგიელია ნახევარდაცვის მთავარი კაცი, მარიო მუტში. გერმანიაში დაიბადა "ბრაუნშვაიგის" ნახევარმცველი, ერიკ ვეიგა.

სამაგიეროდ, ნაღდი ლუქსემბურგელია გუნდის კაპიტანი, აურელიან ჟოაკიმი. ის სხვადასხვა დროს თამაშობდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, შოტლანდიაში...გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა თავდამსხმელი მორის დევილი. ის კარგა ხნის განმავლობაში "კაიზერსლაუტერნის" ღირსებას იცავდა, ახლა კი "ფრანკფურტშია" განათხოვრებული.

გერმანიაში აღიზარდნენ ასევე ფლორიან ბოჰნერი და ედვინ მურატოვიჩი. ლუქესემბურგის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ აპირებს საზღვარგარეთ მცხოვრები ფეხბურთელების სანაკრებო სამსახურში ჩაყენებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ