ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი. III ტური

ეჰ, რეფერი, რეფერი....

კალათბურთი კონტაქტური სპორტია. როდესაც თანაბარი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსაჯობას. სპორტის ამ აწოწილ სახეობაში ბევრია ისეთი მომენტი, როდესაც მსაჯი წამიერად დგება დილემის წინაშე, ბურთი ერთ გუნდს გადასცეს თუ მეორეს მიანიჭოს უპირატესობა. ასე მოიქცევა თუ ისე, ტრიბუნიდან მომზირალი გულშემატკივრისთვის რთული იქნება მსაჯის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ლაპარაკი.

ჰოდა, ასეთ დროს არბიტრი, როგორც წესი, მასპინძლის მხარეს იჭერს, რომ ქომაგთა გინება არ დაიმსახუროს. საქართველო-მონტენეგროს მატჩისას კი, არბიტრების შემყურეთ, თავი მონტენეგროში გვეგონა - ჯერ ზაზა ფაჩულიას მისცეს სადავო მეხუთე ფოლი, შემდეგ გიორგი შერმადინს დაატოვებინეს (ხუთი ჯარიმის გამო) მოედანი.

არადა, ისინი მონტენეგროელები რომ ყოფილიყვნენ და მატჩი პოდგორიცაში გამართულიყო, დიდი ალბათობით, არ დააჯარიმებდნენ.

სწორედ ზაზას და გიორგის არყოფნა დაეტყო გუნდს ბოლო წამებზე, როდესაც მეტოქემ ბურთი ჩვენს ფარზე რამდენიმეჯერ მოხსნა. თუმცა, თუ მსაჯებს ჩვენი წაგება ჰქონდათ ჩაფიქრებული, ვერც ფაჩულია და შერმადინი გვიშველიდნენ.

რატომ ვმსჯელობთ არბიტრების მოქმედებაზე ასე თამამად? მიზეზი მარტივია: სწორედ იმ დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა...

ზუსტად 3 წლის წინ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სლოვენიასთან ბოლო წამებზე 68:74 დამარცხდა. ვისაც ის მატჩი ახსოვს, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვით, ბოლო წამებზე არბიტრებმა მხოლოდ სლოვენიის სასარგებლოდ უსტვინეს. სწორედ ისე, როგორც გუშინ, სპორტის სასახლეში.

სამიანები

მსაჯის ერთი დასტვენა ან ერთი არდასტვენა როდესაც წყვეტს თამაშის ბედს, ბევრი გამართლებაზე ლაპარაკობს. მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა ნამატჩევს აღნიშნა:

"არ ვთვლი, რომ გაგვიმართლა, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. მეორე პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი სხვაობა მოიპოვა, მალევე მოვახერხეთ ჩამორჩენის გაბათილება. სწორედ ამ ეპიზოდმა იქონია დიდი გავლენა მატჩის შედეგზე.

ისევე, როგორც ჩვენ, საქართველოსაც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ასეთი გუნდების მატჩში ძალიან ბევრს წყვეტს მცირე ნიუანსები".

მაინც რა ნიუანსებმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი? როდესაც მეტოქე 13 სამქულიანს ჩააგდებს, შენ - 3-ს, ლოგიკურად მოგებაც მას უნდა დარჩეს... საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მოვუსმინოთ:

"საქართველოს ნაკრები მოედანზე სათანადოდ კონცენტრირებული გავიდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში კონცენტრაცია დავკარგეთ, განსაკუთრებით, შეტევაში.

იყო შეცდომები, რომლებმაც თამაშის ბედზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ბევრი იოლად ჩასაგდები ბურთი ვერ მოვათავსეთ კალათში, მონტენეგრომ კი რთული სროლები გამოიყენა.

ჩაგვიგდეს 13 სამქულიანი. ეს ძალიან ბევრია. დაცვაში ამ კომპონენტზე ვმუშაობდით, თუმცა მონტენეგროელმა კალათბურთელებმა ბევრი სამიანი ძალიან შორიდან სტყორცნეს, 9-10 მეტრიდან... და ჩააგდეს... ასე მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის გუნდები აკეთებენ".

ფარი

მონტენეგრომ 13 სამქულიანის პარალელურად, 12 ორქულიანი გამოიყენა, 42 ორიანი ისროლა და 33 სამიანი. ეს სტატისტიკა პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მეტოქეს შორეული ტყორცნების სტრატეგია ჰქონდა არჩეული.

საკითხავი ის არის, რატომ აირჩია ბოგდან ტანიევიჩმა ასეთი ტაქტიკა. მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ ბალკანელებს "ორლანდო მეჯიქის" მეფარე ნიკოლა ვუჩევიჩი ჩამოჰყვათ, სამწამიან ზონაში მაინც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ (ბოლო ათწამეულს თუ არ ჩავთვლით).

თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს მოხსნებში 48:37 აჯობა, ხოლო სამწამიანი ზონიდან თითქმის ორჯერ მეტი ბურთი ჩაუგდო - 40:24. ამ მხრივ აღსანიშნავია ზაზა ფაჩულიას თამაში, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.

როდესაც ფარქვეშიდან ქულების მოგროვება გიჭირს, პერიმეტრზე აკეთებ აქცენტს. მონტენეგროს კი, სლოვაკეთისგან განსხვავებით, მაღალი დონის შემსრულებლები აღმოაჩნდა და მიზანსაც მიაღწია.

გულშემატკივარი

2010 წლის შემდეგ (საქართველო-ბელგია) სპორტის სასახლე პირთამდე მეორედ გუშინ გაივსო. თვით მონტენეგროელებიც მოხიბლულნი დარჩნენ ქართული ქომაგობით:

"საქართველოში 50 წლის წინ მაქვს ნათამაშები. მაშინ "დინამოში" ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ასპარეზობდნენ. ყველაზე მეტად გავსებული დარბაზი და მხურვალე ქომაგობა მახსოვს.

ვიცოდი, რომ ქართველებს კალათბურთი ძალიან გიყვართ, მდიდარი ტრადიციები გაქვთ და დღესაც ბოლომდე გაივსებოდა დარბაზი. მშვენიერი სანახაობა იყო და ვფიქრობთ, ჩვენც კარგი კალათბურთი ვუჩვენეთ", - აღნიშნა ჩერნოგორიელთა დამრიგებელმა ბოგდან ტანიევიჩმა.

ჩვენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კი თითოეულ ქომაგს მხურვალე მადლობა გადაუხადა.

წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა თვალწინ გიდგას რამდენიმე ეპიზოდი, რომლის საჩვენოდ დასრულების შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის მოგება. გულშემატკივარი დარბაზიდან გულდაწყვეტილი კი წავიდა, მაგრამ არა გულნაკლული - კალათბურთელებმა იბრძოლეს, მაღალი კლასის კალათბურთი უჩვენეს და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებამდე ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდათ.

დაბოლოს

საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან რომ მოეგო, ერთი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე იქნებოდა. თუმცა არც ამ წაგებით დასრულებულა ყველაფერი, შანსი ისევ არის. თანაც დიდი შანსი... თუნდაც შვიდიდან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაა საკმაოდ რეალური.

"წავაგეთ ბრძოლა. ომი გრძელდება. ჩვენი ცხოვრებაც ომია, არც ერთ საქმეში არ შეიძლება დანებება, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ბოლომდე უნდა მიიყვანო.

მჯერა ჩემი კალათბურთელების, ვიცი მათი მებრძოლი ხასიათის შესახებ და დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ერთად მივაღწევთ მიზანს, რომელიც შესარჩევის დაწყებამდე დავისახეთ - ევრობასკეტი 2017", - გვაიმედებს ილიას ზუროსი.

იხილეთ ვიდეო

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ტური

A ჯგუფი

ბელგია-ისლანდია 80:65

შვეიცარია-კვიპროსი 76:80

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბელგია 3 3 0 232:183 6

2. ისლანდია 3 2 1 228:216 5

3. კვიპროსი 3 1 2 190:216 4

4. შვეიცარია 3 0 3 220:255 3

B ჯგუფი

გერმანია-ჰოლანდია 71:75

ავსტრია-დანია 86:66

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. გერმანია 3 2 1 233:208 5

2. ავსტრია 3 2 1 220:199 5

3. ჰოლანდია 3 2 1 237:218 5

4. დანია 3 0 3 212:277 3

C ჯგუფი

შვედეთი-რუსეთი 73:85

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. რუსეთი 2 2 0 168:127 4

2. ბოსნია 2 1 1 128:154 3

3.შვედეთი 2 0 2 144:159 2

D ჯგუფი

პოლონეთი-ესტონეთი 78:64

ბელორუსი-პორტუგალია 72:62

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. პოლონეთი 3 3 0 258:200 6

2. ესტონეთი 3 2 1 221:208 5

3. ბელორუსი 3 1 2 213:240 4

4. პორტუგალია 3 0 3 187:231 3

E ჯგუფი

სლოვენია-უკრაინა 81:77

ბულგარეთი-კოსოვო 105:84

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. სლოვენია 3 3 0 280:223 6

2. უკრაინა 3 2 1 226:216 5

3. ბულგარეთი 3 1 2 252:246 4

4. კოსოვო 3 0 3 215:288 3

F ჯგუფი

საქართველო-ჩერნოგორია 74:76

სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6

2. საქართველო 3 2 1 254:186 5

3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4

4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3

G ჯგუფი

მაკედონია-უნგრეთი 66:76

დიდი ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 95:72

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. უნგრეთი 3 3 0 261:207 6

2. დ. ბრიტანეთი 3 2 1 268:247 5

3. მაკედონია 3 1 2 234:247 4

4. ლუქსემბურგი 3 0 3 211:273 3

მეორეადგილოსანთა ცხრილი

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. საქართველო 2 1 1 168:139 3

2. ესტონეთი 2 1 1 145:140 3

3. უკრაინა 2 1 1 156:153 3

4. ავსტრია 2 1 1 134:133 3

5. დ. ბრიტანეთი 2 1 1 173:175 3

6. ისლანდია 2 1 1 140:144 3

7. ბოსნია 2 1 1 128:154 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• PARFIUMER

მე ასე უყურებ ამ საქმეს, ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს, მეტი არასდროს არავისთვის არაფერი მოგვითხოვია, მთავარია თავის ქვეყნისთვის დაიხარჯნონ ბოლომდე... პატივს ვცემ ამ ნაკრებს და მიყვარს კალათბურთის ყურება ჩვენები როცა თამაშობენ.

• gia

სხვა საქმეა როგორ ვითამაშეთ... ფაქტი კი ერთია თამაშის ბედი გადაწყვიტა მსაჯმა. ამას რად უნდა ამდენი მსჯელობა ხალხო

• nika

4 მოგებით ევრობასკეთზე გასვლის შანსი არაა?????

• beso

დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისათვის...იმედია რევანშს ავიღებთ...ეხ რას იზამ მსაჯების უპასუპისმგებლობა, სიბრმავე და მგონია მთავარი მაინც სკამია...მოკლე სკამი და მხოლოდ და მხოლოდ მოკლე სკამი...

• მაგი

ყველაფერს წერთ, გარდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტისა... გაიხსენეთ საოცრად დაიწყო თამაში შენგელიამ, რომელიც ძალიან მალე დააჯინა ზუროსმა და მტელი 6 წუთი არ შეუშვა მოედანზე, სწორედ მაშინ შემოაბრუნეს თამაში სტუმრებმა. ერთიც, ცინცაძეს საერთოდ როგორ უნდა ასროლინო, ეს რა უბედურებაა... სანაძეს მეტი დრო უნდა მიეცეს, სროლა მაინც შეუძლია !

• გგგ

შეიძლება მსაჯმა შეცდომები მართლაც დაუშვა, მაგრამ ამას ჩვენი შეცდომებიც დაემატა და მარტო მსაჯზე დაბრალება გაუმართლებელი იქნება. როდესაც მოწინააღმდეგე შენზე უკეთესად ესვრის და ამას ისიც ემატება, რომ მუდმივად ვჯარიმდებით შეტევაში, სრულიად ლოგიკური გამოდის ჩვენი მარცხი. ეს კიდევ პირველი შემთხვევა არ არის

• glaxuna

რომა რაღაც საკითხებში გეთანხმები, მაგრამ მაინც ,,მცირე სკამის,, პრობლემააა! იყო ზედმეტი სიჩქარეც,რის შედეგადაც ბურთს ვკარგავდით (!) - საჭიროა ნაკლები ემოციები - და ახალ თაობას - სერიოზული ყურადღება (!)

• bavaria

ვისაც კალათბურთი ესმის, ის ალბათ დაინახავდა ჩვენი გუნდის თამაშში ახალ შტრიხებს, თუ რა ლამაზად ათამაშებან ჩვენები კომბინაციას, როცა ერთი კალათბურთელი ფარისკენ იწყებს მოძრაობას და გამთამაშებელი ბურთს შეაყოლებს ხოლმე, დაითვალეთ რამდენი ასეთი ბურთი ჩავუგდეთ მონტენეგროს? რაღაც მგონია ბოლომდე არ დააფასეს მონტენეგრო და ეს ფაცი ფუცი და ციცნაძის ზედმეტობები ზუსტად ამისი ბრალი მგონია,ცინცაძეს მგონი ისევ ალბანეთთან ეგონა თამაში. ხომ ნახეთ ბიჭებო, რომ მონტენეგრო საკმაოდ კარგი გუნდია, ახლა სრული მობილიზაცია და რევანში თქვენზეა, მონტენეგრო არა მგონია ასეთი მობილიზებული დაგვხვდეს, როგორც თბილისში... მოვიგებთ!!!

• სოსო

ბრავო მსაჯებს,მაგრად იმუშავეს ბოლო წუთებზე. ჩვენებს შეეძლოთ მოგება,მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენჯერ ჩააგდეს ბოლო წამებზე გადამწყვეტი ბურთი ჩვენებმა? მე აღარ მახსოვს,მოკლე სკამის გამო ძალიან იღლებიან და ბოლო სროლაზე სიზუსტე ღალატობთ,მით უმეტეს,რომ მაღალი დონის სტაბილური სნაიპერი არ გვყავს.ჩვენს კალათში კი ასეთი სროლა ხშირად ვარდება. პირველ მეოთხედში სწრაფი თამაშის ტაქტიკა იუგებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ჩვენები წინ გაიჭრნენ,მაგრამ მოწინააღმდეგემ თანდათან დაალაგა დაცვა ჩაკეტა სივრცეები და ჩვენი დაღლის ფონზე დაიწყო ანგარიშის შემცირება,მათჰყავთ ორი ხუთეული ჩვენ კი 7-8 კაცით გავდივართ იოლას,ამიტომ იყო ,რომ ჩვენი სროლის სიზუსტე კლებულობდა მათი კი პერიმეტრიდან მატულობდა.ცინცაძემ შესანიშნავად დაიწყო,მაგრამ ინტენსიური ბრძოლის პირობებში ყველაზე ადრე დაიღალა და ამდენი უზუსტობებიც ვფიქრობ ამის ბრალია. წინა სეზონში თურქულ არხებზე ვახერხებდი შენგელიას ლაბორალის თამაშების ნახვას.გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა,მაგრამ ბევრი მოსაგები თამაში წააგო ბოლო წუთებზე უკანა ხაზელების ჩვენზე უფრო სულელური შეცდომების გამო,უბრალოდ იღლებოდნენ და საღ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებდნენ.

• roma

glaxuna,ჩემო კარგო,შემთხვევით არ ხდება,რომ ყოველთვის ჩვენ გამოვდივართ დამარცხებულები,ვითომ ყოველთვის მსაჯების ბრალია ყველაფერი და თანაც ბავშვური შეცდომებს მხოლოდ ჩვენ უშვებთ,არა ჩემო კარგო სამწუხაროდ ეს ასე არაა,აქ სხვარამეშია საქმე და მე ეს ყველაფერი ჩემი კომპენტეციის ფარგლებში ავხსენი,არ მისმენთ,არ იზიარებთ ჩემს შეხედულებებს,კი ბატონო თქვენი ნებაა,მაგრამ განმეორებით მატჩში ჩერნოგორიაში იგივე განმეორდება და თანაც უარესი,მე ეს არ მინდა,რომ ასე მოხდეს,მაგრამ სიმართლე მწარეა და უნდა ვაღიაროთ,გეთანხმები 6-ი კალათბურთელის გარდა ყველა ტურისტია,მაგრამ მწვრთნელმა ისე უნდა გადაანაწილო შესაძლებლობები,რომ გამოინახოს ძალა მატჩის მოსაგებად,ეს არი ს მწვრთნელის მოვალეობა,აბა ჯეიმსები თუ გყავს გუნდში მაშინ რაპრობლემაა,სხვათაშორის არც მონტენეგროს ჰყავდა ჯეიმსები,მაგრამ მოგვიგო,რაც შეეხება ჭიდაობას და კალათბურთს,კი ბატონო ჭიდაობა სხვა რამაა,ის ინდივიდუალური სპორტის სახეობაა და კალათბურთი გუნდური და სხვა,მაგრამ მე მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ,ყველას და ყველაფერს უნდა გადაახტე,თუ იქნება საჭირო მსაჟებსაც უნდა მოუგო და ფიბასა-ც და სხვებსაც,მაგრამ სახლში მონტენეგროს უნდა მოუგო,ამაში მეორე აზრი არარსებობს,ეს გუნდი ხომ არ არის ესპანეთი,საფრანგეთი,საბერძნეთი,სერბეთი და სხვა გაცილებით ძლიერი ნაკრებები,მხლოდ და მხოლოდ მონტენეგროა და სხვა არაფერი,თუმცაღა იმ გუნდებსაც თანასწორად უნდა ეთამაშო და ზოგიერთებს უნდა მოუგო კიდევაც,რომელებიც მე ჩამოვთვალე,ასეთია ცხოვრება,დიდი ბრძოლის გარეშე არაფერი არ მოდის.ჩვენს ქვეყანას კალათბურთში კარგი თაობა ჰყავს,აგერ უკვე რამდენი წელია გვანებივრებენ კარი მატჩებით და მინდა,რომ ეს ბიჭები გამოყენებული იყვნენ მაქსიმალურად,კარგი გაგებით ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და შედეგის მისაღწევად.მერწმუნეთ მთავარი მაინც ტაბლოა,შედეგი.

საქართველო მეორე ადგილიდანაც გავა ევროპაზე, მაგრამ რატომ უნდა წავაგოთ ყველა გადამწყვეტი მატჩი , რომელშიც 100 პროცენტით შეგვიძლია მოგება და ყოველთვის სათუოს ვხდით წარმატებას. არ არის მონტენეგრო ევროპის უძლიერესი ნაკრებების ათეულის წარმომადგენელიც კი. ეს ჩვენ თვითონ ვქმნით არაფრისგან საფრთხობელას. ერთი საშუალო დონის ნორმალური გუნდია რომელსაც ყოველგვარი გაჭირვების გარეშე უნდა ვუგებდეთ თბილისში. რასაც ზუროსი ლაპარაკობს სისულელეა. მწვრთნელი იმიტომაც სჭირდება გუნდს რომ შეხვედრას წარუძღვეს და გადამწყვეტ მომენტებში საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც ანგარიშში დავწინაურდით და ბიჭები აზარტის ხარჯზე შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ მწვრთნელი რისი მაქნისია თუ ამ დროს გუნდი არ დაალაგე და სწორად არ წარმართე შემდგომი მოქმედება, რაც ვერ გააკეთა ზუროსმა. ასე რომ არ იყოს "ბარსელონას" მწვრთნელი საერთოდ არ დასჭირდებოდა ფეხბურთში. და ყველაფერი ეს ვუჩევიჩები და ვიღაციჩევიჩები კი არა ოლიმპიადაზე ნბა-ს სუპერვარსკვლავები ძლივს იგებდნენ რიგ თამაშებს ისე ყავდათ ამოკეტილი საშუალო დონის კალათბირთელებს.

• თემო

ჯერ-ჯერობით საუკეთესო მეორეადგილოსანი ვართ... ე.ი. მონტენეგროში წაგების შემთხვევაში ბურთების საკუთესო სხვაობის იმედი უნდა გვქონდეს. სლოვაკეთი და ალბანეთი რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დავამარცხოთ.

• giorgi

თამაში რომ მოგვეგო, კრიტიკა ალბათ ნაკლებად დაიწერებოდა. მაგრამ მონტენეგროსთან თამაშის სტატისტიკს თუ გადავხედავთ,საკმაოდ ბევრ კომპონენტში ვაჯობეთ მონტენეგროს, თუ არ ჩავთვლით სამქულიანების დაბალი პროცენტულ მაჩვენებლბეს და უაზროდ ბევრ დაკარგვებს შეტევაში, ფაცი-ფუცობით და არასწორად მიგებული გადაწყვეტილებებით, როცა შეიძლებოდა პოზიციურად შეგვეტია. სათამაშო დისციპლინამ ბევრჯერ დაგვაღალატო ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში , როგორიც გუშინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც ლიტვასთან ევრობასკეტზე 2015 წელს... ნეტა ჩვენი ნაკრეის კალათბურტელები თუ კითხულობენ ხანდახან მაინც ხალხის აზრს? ალბათ არა, სამწუხაროდ და ალბათ მოედანზეც მწვრთნელსაც ხშირად აღალატებენ. მესმის დიდი ემოცია ასეთ თამაშებზე, მაგრამ ცოთა მეტი პროფესიონალიზმი არ გვაწყენდა

• musenbazi

სანაძის საბედისწერო შეცდომა, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო ბურთი დაკარგა სწრაფ შეტევაში პლუს ტექნიკური აიღო და 4 ქულიანი შეტევა გააკეთეს მონტენეგროელებმა... სანიკიძემაც მისთვის უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვა... მაგრამ ეს გერმანელი ჩათლახი მსაჯი ხომ სულ სხვა თემაა... ძალიან დასანანი და მტკივნეული მარცხი იყო, კიდე არ ამომდის გონებიდან!!!

• 777

თუ სამქლიანების სროლას ვერ ისწავლიან, შედარებით ძლიერ გუნდებთან არაფერი გამოგვივა.

• bavaria

ეს კალათბურთია, თანაბარი დონის გუნდების თამაშისას ასეთი რამეები თითქმის ყოველთვის ხდება, მსაჯებს ასეთ დროს დიახაც უდიდესი როლი ენიჭებათ. მსაჯებმა გაგვწირეს, 3 თუ 4 მართლა 8-9 მეტრიანი სამიანი ჩაგვიგდეს, ჩვენები პერიმეტრზე რამდენჯერაც მარტო დარჩნენ, ვერცერთი ვერ ჩააგდეს, არა უშავს, მე მგონია მადლობა უნდა ვუთხრათ ბიჭებს ამ ულამაზესი მატჩისათვის და გავამხნევოთ საპასუხო მატჩის წინ, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ. წინ ფაჩულია და კომპანია!

• glaxuna

roma არასწორად მსჯელობ - ნაკრებმა იბრძოლა,კლასიც ანახა და გამარჯვებაც ახლოს იყო , მაგრამ მ ა რ თ ლ ა მსაჯის შეცდომებმა გადაწყვიტა თამაშის ბედი - გაცილებით მ ე ტ ი არასწორი ჩასტვენა იყო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ,მაგრამ პ რ ო ბ ლ ე მ ა სხვა რამეა - ე.წ. ,,მცირე სკამი,, გვყავს მ ხ ო ლ ო დ 6 მაღალი კლასის კალსთბურთელი - სანაძე ფორმაში ა რ არის,შარშან გაცილებით ძლიერად იყო... ა რ გაიზარდამპირიქით, ბურჯანაძე და მეტრეველი..ა რ იზრდებიან და ეს ა შ კ ა რ ა ა ... და ჭიდაობა და კალათბურთი ძ ლ ი ე რ განსხვავდება ერთმანეთისაგან (!)

• mamuka

კი, ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ მსაჯმა რო გადაწყვიტა თამაშის ბედი ამას ბრმაც დაინახავდა. ასეთი თანაბარი გუნდების თამაშის დროს მსაჯის თითოეული მოქმედება ახდენს გავლენას

• roma

დიდი ბოდიში გულშემატკივარს,მაგრამ ჩვენ გუშინ დავმარცხდით ჩვენი არაპროფესიონალიზმის და არაკომპენტენტურობის ხარჯზე,ეს ეხება პირველ რიგში კალათბურთელებს და მწვრთნელებს,ასეთი ვითომ ბავშვური შეცდომების ხარჯზე დავმარცხდით შარშან ლიტვასთან ევრობასეკეთზე,თითქმის მოგებული მატჩი დავთმეთ,მაგრამ გაიგეთ ყველამ,რომ ეს ყველაფერი ის ბავშვური შეცდომების ბრალი არაა,ეს არის კიდევ ვიმეორებ არაპრესიონალობა და არაკომპენტენტურობა,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა.რაც შეეხება მსაჯებს,კი ბატონო რამდენიმე მომენტში ჩაუსტვინეს არასამართლიანად,მაგრამ იყო მომენტები,რომ მეორე მხარის მიმართაც არასამართლიანად უსტვენდნენ,ისინიც ადამიანები არიან და მათაც მოსდით შეცდომები,ეს ყველგან ხდება,მაგრამ საკუთარ მოედანზე ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ უნდა იყოს,ამ ჯუფში სამი გუნდიდან მონტენეგროს უნდა აჯობო,თორემ ალბანეთს და სლოვაკეთს ყველა კი მოუგებს,ეს პრობლემა არაა,თუ რამის ამბიცია გაქვს,მაშინ კეთილი ინებე და საკუთარ მოედანზე მაინც დაამარცხე მონტენეგრო,თავის მსაჯებიან,ფიბა-იანად,როგორც ეს გააკეთა ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა ოლიმპიადის ფინალში,გახსოვთ ყველას,როგორ დაამარცხა მოწინააღმდეგე,მისი მწვრთნელები,მსაჯები,ერთი მსაჯი კი არა მთელი მსაჯების ხროვა და გახდა გამარჯვებული,აი მაგალითი,ამ შემთხვევაში კითხვები არ იყო,ძალა აღმართს ხნავს.

• Khvicha

ისედაც ორი ცენტრი სკამზე იჯდა და კიდევ დაემატა მსაჯის მიერ არნახულმა ასე ვთქვათ მსაჯობამ როდესაც ვუჩენიჩმა მუჯლუგუნი ჰკრა შენგელიას და ამაზე თვალი დახუჭა მსაჯმა, ბოლო ვიდეორეფერი შემიღონ და დადგან ეს კამერა რომ შეიძლებოდეს ეპიზოდის ნახვა განმეორებით ისე როგორც ეს იყო ოლიმპიადაზე მოჭიდავეებთან, მოკლედ მსაჯის გამო წავაგეთ ეს უკვე ფაქტია.

• haha

ჩხუბის მერე მუშტება არ იქნევენ. თუ მოგება ბვინდოდა გუშინ უნდა მოგვეგო. დანარჩენი ემოცია და სურვილია.

• giorgi

ამ კომენტატორებმა იმდენი აქეს მსაჯები. მაგრამ სინამდვილესი გამოჩდა რა დონის არიან. ან დავალება ან ჭ კლასი.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

დონჩიჩის მორიგი შესანიშნავი შეხვედრა და გამარჯვება "ორლანდოსთან" [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა

გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]

"ტენერიფემ" იტალიაში იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაინაღდა

NBA. 54 ქულა და კანადაში წაღებული გამარჯვება [VIDEO]

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

გოგას სოლიდური თამაში, თანაც დიდი დროით [VIDEO]

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]

"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]

კარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

შერმადინმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა - "ტენერიფემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გასვლაზე დაამარცხა [VIDEO]

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული

"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა