კომპანია 2017 წელს გახდება ფორმულა 1-ის უმსხვილესი აქციონერი
გუშინ, ცნობილი გახდა ის, რაზეც ავტოსპორტის სამყაროში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ - ამერიკულმა კორპორაცია Liberty Media-მ დაადასტურა ფორმულა 1-ის აქციათა 18.7 პროცენტის შეძენა.

მანამდე, ყველაზე პრესტიჟული ავტოსერიის მფლობელი იყო საინვესტიციო ჯგუფი - CVC Capital Partners, რომელმაც უფლებები 2005 წელს შეიძინა.

Liberty Media შეიძენს აქციათა 100 პროცენტს, რომელიც Delta Topco-ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი, აქამდე, ფორმულა 1-ის ეკონომიკას აკონტროლებდა. რაც შეეხება ჩემპიონატის აქციათა 18.7 პროცენტს, მასში ამერიკულმა კომპანიამ 746 მილიონი დოლარი გადაიხადა. გარიგება საბოლოოდ 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, მანამდე კი CVC დარჩება ფორმულა 1-ის უმსხვილეს აქციონერად. მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტი გაფორმდება, მთავარი აქციონერი უკვე Liberty Media იქნება პაკეტით - 35.5 პროცენტი. CVC-ს დარჩება 24.7 პროცენტი. Liberty Media-ს მთელი ეს გარიგება დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი უჯდება.

ფორმულა 1-ის დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდება ჩეიზ კერი, რომელიც ამ პოსტზე პიტერ ბრაბეკ-ლეტმატს შეცვლის. ბერნი ექლსტოუნი ისევ დარჩება ფორმულა 1-ის აღმასრულებელ დირექტორად. სხვათა შორის, 85 წლის ბრიტანელმა, რომელიც აქციათა 5.3 პროცენტს ფლობს, ამ გარიგებიდან 300 მილიონი ფუნტი მიიღო.

კომპანია Liberty Media უმსხვილესი გასართობი მედიაჰოლდინგია და მის შემადგენლობაში შედიან ისეთი კორპორაციები, როგორებიცა არიან - Discovery Channel და STARZ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა