ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რატომ გაღიზიანდა ლევან მჭედლიძე Sportall.ge-ს ინფორმაციაზე?

რატომ გაღიზიანდა ლევან მჭედლიძე Sportall.ge-ს ინფორმაციაზე?

თქვენ გაიტანეთ და, ვინ ოხერი დაგამადლით?!
რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიასთან თბილისურ მატჩში "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო (ასეთი იყო ოფიციალური ინფორმაცია) დააკლდა. არადა, ამ მატჩის წინა დღეს "ემპოლიმ" მარიო პროიეტისა და მაურო ლასტრუჩის მემორიალში მიიღო მონაწილეობა და იქ მჭედლიძემაც ითამაშა...

არასტანდარტულ მოედანზე "ემპოლიმ" 6:0 მოუგო "სესას", "ვიტოლინას" კი უფრო მოკრძალებული ანგარიშით, 3:0 აჯობა. ორივე შეხვედრაში ლევან მჭედლიძემ ჯამში 4 გოლი გაიტანა.

მომხდარ ფაქტს გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცხადია, არც "ემპოლის" თავდამსხმელს დაუტოვებია ეს რეაქცია უპასუხოდ. ის გაღიზიანებული ტონით წერს, რომ 7 აგვისტოს მერე არ უვარჯიშია, რომ ხუთშაბათს (ავსტრიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე) მხოლოდ მსუბუქად დაიტვირთა და ფორმაში შესასვლელად დაბალი ლიგის გუნდთან ითამაშა, რომ ავსტრიასთან 5 წუთის სათამაშოდაც არ იყო მზად და, რაც მთავარია - საქართველოსთვის უარს არასოდეს იტყვის!

თემა, თავისი არსით, იმდენად მნიშვნელოვანია, საჭიროდ მიგვაჩნია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ისიც კარგად გვესმის, რომ ზოგი დაგვეთანხმება და ზოგი არა, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია - სანამ ის არსებობს, ყოველთვის იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა. კამათი უხდება ფეხბურთს...

ფაქტია, მჭედლიძემ ითამაშა "ემპოლის" შემადგენლობაში. ითამაშა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა მატჩი იყო ეს - ამხანაგური, ყოველგვარ სატურნირო დაძაბულობას მოკლებული შეხვედრები, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ისეთი ხასიათის მატჩები იყო, ფეხბურთელისთვის იდეალური რომაა ფორმაში შესასვლელად. იყო ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ მზად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებოდაც მზად ხარ.

თანაც, ჩემი ღრმა რწმენით, მჭედლიძე არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც შეგნებულად აცდენენ ეროვნული ნაკრების მატჩებს. დიახ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა, მაგრამ ეს მჭედლიძეზე ყველაზე ნაკლებად ითქმის.

მაგრამ ახლა კენჭი მის ბოსტანშიც უნდა ვისროლოთ. "გენიოსო ჟურნალისტო" - ასე მიმართავს ის იმ ქართველ ჟურნალისტს, ვინც ეს ამბავი იტალიურ საინფორმაციო ზღვაში იპოვა და Sportall.ge-სთვის ქართულად გადმოთარგმნა.

- ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ორ ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა

"გენიოსო ჟურნალისტო, რეიტინგისთვის ყველაფერს რომ აკეთებ" - ასე იწყება მისი გზავნილი. მე ვერ მივხვდი, რა გააკეთა აქ ჟურნალისტმა რეიტინგისთვის? რა, არ უნდა დაეწერა, ქართველ ფეხბურთელს იტალიაში, თუნდაც ამხანაგურ, არაოფიციალურ შეხვედრაში გოლები რომ გააქვს?

არაერთხელ წავიკითხე ის ინფორმაცია (ალბათ, მჭედლიძეც ამ ინფორმაციის გამოა გაღიზიანებული და სხვა წერილს არ გულისხმობს). იქ არსად წერია იმის თაობაზე, რომ მჭედლიძემ ტრავმა მოიმიზეზა და სანაკრებო მატჩი თავიდან აიცილა.

მაშ, რა არის აქ გასაღიზიანებელი? იქ გადმოთარგმნილია ფაქტობრივი "ნიუსი" იტალიურიდან და მორჩა, სულ ესაა.

ამის უფლებას (და ბევრი სხვა რამისაც) ჟურნალისტს ვერავინ წაართმევს. შე დალოცვილო, რაღა უარყოფითი კუთხით უყურებ, დადებითით შეხედე - გოლები გაიტანე თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში და, განა, ეს ეწყინება ვინმეს? გვესმის, ოფიციალურ თამაშებში გატანილ გოლებს რომ აღვწერთ, იმის წაკითხვა გირჩევნიათ, მაგრამ... თქვენ გაიტანეთ და, ვინ ოხერი დაგამადლით?!

ყველაზე დიდი ნეგატივი ამ ამბავში ის არის, რომ მჭედლიძე, დიდი ალბათობით, იტალიელ ჟურნალისტზე ვერასოდეს დაწერს იმას, რაც ჩვენებურზე დაწერა. ამხელა ირონიით ვერ დაწერს.

დაბოლოს, ჩვენი აზრი ესაა: სანაკრებო შეკრების დროს ყველა ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ტრავმირებულიც და სრულიად ჯანმრთელიც, თბილისში უნდა ჩამოვიდეს და გუნდთან ერთად იყოს. ამაზე არაერთხელ დაგვიწერია და დროა, ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხს ბეჭედი დაუსვას. მოდი, ნაკრების სამედიცინო შტაბმა შეამოწმოს ყველა მოთამაშე და თავად გამოიტანოს ვერდიქტი.

ამას მჭედლიძის თაობაზე არ ვწერ. მე მისი გულწრფელად მჯერა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყოველთვის ყველა ეჭვზე მაღლა უნდა დადგნენ...

მართლა საინტერესოა, რას ფიქრობს ამ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sportaal.ge-ს

თქვენი სათაური იყო პროვოკაციული დაბევრს განაწყობდა მჭედლიძისწინააღმდეგ! კაცის რომელიც მართა არასდროს არ ზოგაცს თავს და ტრამვები დიდ წილა ზუსტად ნაკრეშუ თავდაუზოგავი თამაშისგან აიკიდა ბავშობიდან!

• aburjga

წვერი, რა ამბავია ამხელა წვერი, დაღესტნიდან ხომ არ ხარ, ბოლო-ბოლო მჭედლიძე ხარ?!

• vai

როდის აქედ გახდა ტრამვა ქართული

• jj bufon

ბიჭს ტ რ ა ნ ვ ა თუ აქვს რას ერჩით

• მსქროლავი ტროლი

შესაძლოა, ფეხბურთელისგან არ უნდა ვითხოვდეთ გამართულ ქართულს, მაგრამ.... კაცი, რომელსაც დღეში ასჯერ მაინც ესმის სიტყვა "ტრავმა" და მაინც "ტრანვა"-ს წერს, დავიჯერო, მწვრთნელის ნათქვამს გაიგებს და გაიაზრებს?!... რაც შეეხება გაღიზიანებას, ვგონებ, იქამდე კაიძალი ოფლისღვრა მოუწევს, სანამ ჟურნალისტებზე გაღიზიანების უფლებას მისცემს თავს... სულერთია, ქართველი ჟურნალისტი იქნება, თუ - იტალიელი .....

• ლუკა

ძალიანი იაფი სვლა იყო ლელოს მხრიდან. ლელოს მთავარ რედაქტორს იაღლიში მოუვიდა ამ სტატიის გაშვებით. იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადონ ლელოს ჟურნალისტებმა, ისევ თავისას უბერავენ. ამით ვერც მკითხველს ასიამოვნებთ და ვერც ფეხბურთელს. მჭედლიძე 100% მართალია, ცამდე მართალია და ესენი ძალით თითხნიან სტატიებს და "ნიუსებს", მერე თავისებურად ხარშავენ და ავრცელებენ ვითომდა სასიკეთო განზრახვებით. ასე არაფერი არ გამოგივათ პატივცემულო ჟურნალისტებო. ამით მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას შელახავთ, თორემ მჭედლიძეს ბევრს ვერაფერს დააკლებთ.

• Lado

ალეკო, მართალი ხარ და ეს ვითომ ფეხბურტელები კი თავის თავს ბევრის უფლებას აძლევენ. მჭედლიძე, "მარიაჟს" შეეშვი! "ტოჟე მნე ეუსებიო!"

• შენც გენიოსი ყოფილხარ

XXX ალეკო კაკაურიძე მართლა ვერ ხვდები, რომ ნიშნიშ მოგებით დაწერილი სტატიაა? რომ ამბობ, რომ გადმოთარგმნილია ფაქტობრივი "ნიუსი" იტალიურიდან და მორჩა, სულ ესააო - იტალიელმა ჟურნალისტებმა გაუსვეს ხაზი იმას რომ საქართველო- ავსტრიის თამაშის წინა დღეს ითამაშა მჭედლიძემო? შენც გენიოსი ყოფილხარ :) XXX

აქ ზოგიერთი კომენტარი წავიკითხე და ისინი ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია უნდა დაემალათ, რომ ხალხი "არ გაღიზიანებულიყო", ოე, ჩრდილოეთი კორეა ფეხბურთელი ამ შემთხვევაში არ არის მართალი და ისიც კარგად უნდა ესმოდეს ამ ინფორმაციის გამო რატომ გაღიზიანდა ხალხი გასაგებია რომ მჭედლიძე ასეთ რამეში შემჩნეული არ არის, მაგრამ ქვეყნის პატრიოტი სულ უნდა იყო, ყოველთვის გამონაკლისების გარეშე

• vasili-ს

სადღაც ვარჯიში არ იყო ტურნირი იყო არასტანდარტულ მოედანზე

• AVTO

goga კეთილი - არ შეგედავები და მადლობა შესწორებისთვის...

• Lado

ჟურნალისტი მართალია! მჭედლიძე აფერისტობს და ეს მშვენივდარ ჩანს.

• oTo

ამ კაცს სულ ტრავმა როგორ აკვს. ემპოლი რატო ინახავს მიკვირს.ეს არის კაცი რომლის იმედზე ვერასდროს იკნები.

• Vasili

ჟურნალისტებმაც რო აიღოთ ტელეფონი და დაურეკოთ , ბოლობოლო ნაკრების ფეღბურთელია და ჰკითხოთ და ისე გაერკვეთ არ ჯობია? მეც რო წავიკითხე მეგონა რო საღსალამათი კაცი არ ჩამოვიდა და თანაც 4 გოლი გაუტანია, არადა ახლად გამოჯანმრთელებულმა , სადღაც ვარჯისზე ბურთი გააგორა , სულ ეგ იყო და ეგ.../ ნაკრებში უთამაშებელი ფეღბურთელი არ უნდა მოდიოდეს, როცა ფორმაში არ ხარ, გუშინ დამტვრეული იყო დღეს რათქმაუნდა ვერ გამოგვადგება, ასე რომ ვინც ფორმაშია და სათამაშო პრაქტიკა აქ გამოიძახონ ისენი...

• სასაცილოა

არავის შემოწმება საჭირო არ არის! თუ არ უნდა ვინმეს ნაკრებში ნუ ჩამოვა და საერთოდ აღარც უნდა გამოიძახო ეგეთი ფეხბუღთელი ნაკრებში. ჯურნალისტები კიდე იქ უნდა ჩაერიონ სადაც საჭიროა. ესენი კიდე ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ.. მოკლედ საშველი არც ფეხბურთს და არც საქართველოს უჩანს

• megre

აუუ რაა ამ ფსევდო პატრიოტიზმმა ხო წაიღო ტავინი, მჭედლიძე საერთოდ დაიკიდე ეს ნაკრები მადლობას მაინც არ გეტყვიან მთლად რო დაიმარხო თავი მინდორზე, და ამ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტებისგან ერთი რაღაც მაინტერესებს, სხვისგან რო ითხოვთ თავგანწირვებს და პატრიოტიზმის, თვენი მოვალეობა და პატრიოტიზმი სადაა?? საერთოდ არ გაგაჩნიათ ვიცით. როდესმე ერთი სტატია მაინც გამოაქვეყნეთ რომელიც ქართულ ფეხბურთში გამეფებულ კორუფციას გამოაშკარავებდა თვენი მხრიდან??? როდესმე ჟურნალისტური გამოძიება თუ ჩაგიტარებიათ? ბავშვების მშობლები რომ ამბობენ უფულოდ არცერთ საფეხბურთო სკოლაში ბავშვს რომარ მიიღებენო, მთლად მესის ან პელეს დარი მონაცემები რომ ქონდეს ბავშვს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ათამაშებენ თუ სოლიდური თანხა არ გადაიხადე, გუნდებში რომ სულ ატკატებია და ყველა მწვრთნელს რომ თავისისთან დაახლოებული ფეხბურთელი მიყავს გუნდში, ფეხბურთელებს ხელფასებს რომ სხვას უწერენ ოფიციალურად და ხელზე რომ უფრო ნაკლებს აძლევენ, გუნდის უცხოური შეკრება რომ ფულის საკეთებელი საშუალებაა რადგან შედიან 10 დოლარიან სასტუმროს ნომერში და აფორმებენ 30-ს. ერთი თქვენი ამ ვითომ პატრიოტი ჟურნალისტების სტატია თუ წაუკითხია ვინმეს ამ თემებთან დაკავშირებით? ერთი ჟურნალისტური გამოძიება თუ ჩაგიტარებიათ ამ თემებზე? თუ ეს ყველაფერი სხვა ქვეყანაში ხდება? ჰოდა ის არ გამოგრჩეთ ეხლა ქვილითაიამ, მჭედლიძემ.... სადღაც ავსტრიაში ან იტალიაში რომელ ეზოში გააგორეს ბურთი. ...

• araushavs

არც ტრანვა და არც ტრამვა!! ტრავმაა სწორი... მჭედილიძეს გრამატიკა არ მოეთხოვება, შესაბამისად გამოჯანმრთელობას ვუსურვებ და იმედა მალე დაუბრუნდება ფეხბურთს.

• გიო

მართალიხარ ალეკო მიაწექი ბოლომდე მაგ არაფრის მაქნის ვითომ გენიოსებს,ვინმემ გამცეს პასუხი ამ კაცს რა ესაქმება ნაკრებში და რა გაუკეთებია სუ ტრანვა აქვს და როცა ჯამრთელი ბძანდება აუცილებლად სასტავი ლევანს ის ხომ ემპოლის სკამზე დაწებებული ფეხბურთელია,და მაგის გულიზე სხვა იჩაგრება როარიყოს ის ჯობია სხვა მაინც ითამაშებს სულ სტაბილურად თუნდაც ვაწაძე ტრანვიანი კაცი მაინც არაა,და ამ ემპოლას კიდე გრძელი ენაა აქვს მაკარონეს ჩრდილისაც ეშინია ...

• ირაკლი

იცოდა რომ მაინც წააგებდნენ და ტყუილა რატომ უნდა გარჯილიყო ბიჭი?

• giorgi

კარგით ახლა. რა პათოსითაც იყო ნაწერი მშვენივრად ჩანდა.

• goga

ავთო ფილოლოგი ვარ განათლებით და მალე სადოქტოროს დაცვას ვაპირებ, ჩემზე დიდი გულშემატკივარი ქართულ ენას მგონი არ ჰყავს, დანამდვილებით შემიზლია გითხრა რომ ტრამვა შეცდომაა, სწორია ტრავმა. მედიცინაშიც და ზოგადად ქუჩაშიც, ვინც იყენებს უშვებს შეცდომას.

• giorgi

რა ვართ ეს ქართველები, რომ ვიცოდეთ ადამიანზე რეციდივისტი და კაცის მჭამელია, იმ წუთასაც რო მოკლას ადამიანი ან საზიზღრობა ჩაიდინოს, მაინც გამოუჩნდება დამცველი და აქებს და ადიდებს. ძალიან მეიმედებოდა მჭედლიძის, მაგრამ ასეთი მიდგომა საქმისადმი და მითუმეტეს ეროვნული ნაკრებისადმი არანაირ გამართლებას არ იმსახურებს. შე დალოცვილო, ძალიან ბევრ ადამიანს არ შეგვიძლია არც სტადიონზე წასვლა და არც თქვენი ყურება, მაგრამ დავდივართ და მაინც ჩვენსას ვაწვებით, რამ გაგაჩერა სხვაგან, როცა შენი "ეროვნული" გუნდი თამაშობს, ფიზიკურად მაინც დავუდგებოდი გვერდზე, ეს არის ადამიანობა სწორედ, შენი მხრიდან კი გულგრილობას აქვს ადგილი. სწორედ მაგაშია საქმე, საკუთარ ინტერესს უფრო წინ აყენებთ, ვიდრე ეროვნულს. რა უნდა ეშველოს საქართველოს გეკითხებით? ხვალ შეიძლება დაიქცეს ყვეყანა და იარაღი უნდა ავიღო და დავდგე. ასეთი გულცივები როგორა ხართ, სად იყავი მანამდე, გამოგექვეყნებია და გეთქვა ორიოდ სიტყვა ჯიგრულად, ყველა გაიგებდა. ან, კიდევ, ქვილითაიას ამბავი - 5 რიცხვში უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ნაკრებს და არ თამაშობს, 7-ში კი ქვილითაიას ძლივს ამაგრებენ, ბრდღვნის იქაურობას, აუშვით უნდა ითამაშოს, მზადაა... თფუი... მართლა ფურთხის ღირსია საქართველო, მაგრამ ყოველთვის წესიერ ადამიანებზე გადადის ყველაფერი. ასეთი ხალხი არ არის იმის ღირსი, რომ ამ დალოცვილ ქვეყანაში იცხოვროს.მაპატიეთ ამ ემოციური შინაარსისათვის...

• AVTO

Goga და jiji მინდა გითხრათ რომ ორივე ფორმა მიღებულია ქართულ ლექსიკონში და Avto Kalandadze-ც მართალია თავისთავად და თქვენც - საკამათო თემაა, მაგრამ მედიცინაში ორივე სიტყვა დაშვებულია - აი ტრანვა კი ნამდვილად შეცდომაა, რაც მჭედლიძემ იხმარა...

• Goga

Jer mchedlidzem TRANVA-o da mere avto kalandadzem egre ki ara TRAMVA-o, tan Dacina :))))))))))))) qveyanashi - 0!

• gelashvilis fani

ganagdebuliaqvs kontraqti tore egeti moumzadeblebi chamosulan da utamashiat nakrebshi romeli erti chamovtvaloo :D :D levanze armaq saubari am shemtxvevashi :D :D

• gioo

ზუსტადაც რომ საქართლევო-ავსტრია წინა დღეს უნდა დაეწერა, ამ ვითომ ფეხბურთელებმა უკვე წაიღეს ტვინი რა ჩამოვიდნენ და ნაკრების ექიმი შეამოწმებს და მორჩა

• Nika

კაი რა რეებს ლაპარაკობთ რადგან ოლიმპიადაზე ვიღაცამ ტრამვით გამოსვლაგადაწყვიტა მაგიტომ ლევანსაც ტრამვით უნდა ეთამაშა ის გავიწყდებათ რომ ლამის ყოველ მეორე ვარჯიშზე ტრამვას იღებს და გამიზეზებას ყველა პონტში თავი უნდა აარიდოს

• jiji

ტრამვა არა avto kalandadZe - ტრავმა კალადაძეე..! ეხა არა გიო - ახლა! ტრამვა-თითქმის ტრამვაია! ეხა-მიშაა სააკაშვილი! ქართულად... კაცებო!

• Mateus

"საქართველო-ავსტრიის მატჩის წინა დღეს"... ამის მაგიერ უბრალოდ თარიღი დაგეწერა 4 სექტემბერი, ერთი უბრალო პოზიტიური ნიუსი იქნებოდა. მაგრამ შენც იცი და ჩვენც, თუ რატომ დაწერე მაინცდამაინც ეგრე :)

• joni

ოლიმპიადაზე ბატუტზე მხტომელი გოლოვინამ ტრამვით იასპარეზა კანოეზე ყველას გვახსოვს კაცი მოუშუსებელი ჭრილობით საკვალიფიკაციოზე გავიდა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა მჭედლიძე რომ წერს 5 წუთით სათამასოდ არ ვიყავი მზადო მკვდარი იყო არა უბრალოდ ჯიგარი არ აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს ნაკრებში იმიტომ უნდათ თამაში მხოლოდ რომ მერე კარგი ხელფასი აიღონ თავის გუნდებში ამიტომ ესეთი ხალხი რომელიც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და მერე ორ თამაშს ამხანაგურს დაბალი ლიგის გუნდათან და ა.შ. მონაწილეობენ საერთოდ უნდა მოკვეთო გუნდიდან და ბოლოს არ გვინდა ასეთი ნაკრები და არც ასეთი ფეხბურთი მისი ფედერაციით

• gizog

ლევან, შემდგომში თუ მოვდება და მსგავს ორაზროვან, შეფარულ სტატიას გამოაქვეყნებს, რომელიმე ჟურნალისტი აღარ შეცდე და ამ ტონით აღარ უპასუხო არავითარ შემთხვევაში, ისინი ხომ თავის მაღალპროფესიული კვალიფიკაციით ყველაზე და ყველაფერზე, არა მხოლოდ სპორტული ჟურნალისტები, მაღლა დგანან და მათზე მხოლოდ კარგის და შექების თქმა და დაწერა შეიძლება. იმედია ჩემს აზრს სხვა ფეხბურთელები და საერთოდ სპორტსმენებიც გაითვალისწინებენ.

• nodarichi123

ესეთი ოქრიაშვილიც გვყვავდა მარა აზრი, ჯობდა იქ მოემზადოს სადაც იყო. უტამაშებელი კალაძეც დაყენეს იტალიასთან და ვერ ყარა ბიჭმა გოლები ჩვენ კარში:დდდდდდდდდდდ

• Avto Kalandadze

ტრანვა არა ლევან - ტრამვა ლევაააან :)))

• bavaria

ტრანვა კი არა ტრავმა, ტრავმატოლოგია და არა ტრანვატოლოგია?!

• გენიოსო

სათაურია გასაღიზიანებელი გენიოსო ჟურნალისტო, საქართველო-ავტსტრიის მატჩის წინა დღეს. აქ არაპირდაპირ საუბრობ იმაზე, რომ ნარებში არ ჩამოვიდა და კლუბში ითამაშა რითაც ქართველ გულშემატკივარს განაწყობ ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა თუ ეს ვერ მოხვდით არამგონია ახლა მიხვდეთ.

• გიო

კაი რა რა მჭედლიძე, ეხა მაგის ყოფნა არყოფნით რა იცვლება? გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში

• სანდრო777

აი რაზე ვღადაობ იცით, მჭედლიძეზე მეტს მე თუ არ ვთამაშობდე ფეხბურთს და ტიპი ფეხბურთელია მე კიდე ბანკში ვმუშაობ ))) საერთოდ არ არის ეს ადამიანი გამოსაძეხებელი ჩემი აზრით ამის გატანილი გოლი ოფიციალურ მატჩში ბოლოს როდის იყო? წელიწადში ერთხელ მეც გავიტან გოლს, რაც შეეხება ამ ინფორმაციას აქ ფაქტია იყო ტიპმა ითამაშა წინა დღეს და ნაკრებში არ იყო, მჭედლიძეს თავი რო დავანებოთ, ქვილითაიამაც ითამაშა სხვათშორის ავსტიასთან მატჩამდე კლუბში, ვეთანხმები ავტორს ყველა ფეხბურთელი ნაკრებში უნდა იყოს და ნაკრების ექიმებმა შეამოწმონ. ქვილითაიაზე დამწყდა გული მაგრად, თორემ მჭედლიძე მგონია რომ არც არის გამოსაძახებელი

• Smt

(გასახარი?) კითხვის ნიშანი არ უნდა ეწეროს იქ)))

• tornike

ნუ ხართ ეს ჟურნალისტები, სიტყვით პატრიოტები მხოლოდ, ადამიანს 1 თვე არ უვარჯიშია და რეაბოლიტაციის დაჩქარებისთვის აუცილებელია რომ გუნდთან ერტად მოემზადოს და მალე ჩადგეს სასტავში. აქ რო ებოდიალა ნაკრებში კიდევ ერთი თვით გადაედებოდა სერია აში თამაში

• Smt

სასაცილოააა))) სწორედ ეგაა უბედურება სხვის ნაწერს რო აკოპირებთ, ლევანმა როგორც მიიღო და გაიგო ისე გაიგო გულშემატკივართა უმეტესობამ და ნეგატიურად განეწყო ფეხბურთელის მიმართ. ამიტო იმ დაკოპირებულ სტატიაში ლევანის გატანილი 4გოლი სულაც არ იყო პოზიტივი და გასახარი? იქ უფრო სხვა აზრი იკითხებოდა და სწორედ ისე გაიგო ყველამ.ამიტო წერეთ მეტი და აკოპირეთ წოტა.

• გასტონ კურაზავა

აქცენტი ზუსტად ნაკრებში წაუსვლელობაზეა. მაშინ არ იყო საჭირო საქ-ავსტ მატჩის ხსენება.. და ქართული ჟურნალისტები(ყველა არა რა თქმა უნდა) რომ ინტრიგანი მეზობელივით იქცევიან ხშირ შემთხვევაში, ეგ უეჭველია.

"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე

ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა

ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

გოგლიჩიძის 70 წუთი და "ემპოლის" ფრე "კომოსთან"

გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო

[VIDEO] გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლი" "ნაპოლის" ვერ გაუმკლავდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

გოგლიჩიძის კარგი თამაშის მიუხედავად, "ემპოლიმ" "რომასთან" მარცხი განიცადა

გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს