"ეს ისტორია დღემდე უსიამოვნოდ მახსენდება. ეს ამბავი ბევრს ზღაპარი ჰგონია. თუმცა ლონდონის "არსენალში" ტრანსფერი სრულიად რეალური იყო..."
დოსიე

ზურაბ ხიზანიშვილი

დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში

პოზიცია: ნახევარმცველი/მცველი

საკლუბო კარიერა

წლები გუნდი მატჩი (გოლი)

1998-99 დინამო თბ 2 (1)

1999-00 თბილისი 9 (0)

2000-01 ლოკომოტივი თბ 16 (1)

2001-03 დანდი 43 (0)

2003-06 რეინჯერსი 42 (0)

2005-06 ბლექბერნი (იჯარა) 26 (1)

2006-11 ბლექბერნი 36 (0)

2009 ნიუკასლი 7 (0)

2010 რედინგი (იჯარა) 15 (0)

2010-11 რედინგი (იჯარა) 22 (0)

2011-14 ქაისერი 76 (1)

2014-15 დინამო თბ 4 (0)

2015 სამტრედია 14 (1)

2015- ინტერი ბ 17 (3)

სანაკრებო კარიერა

1996-97 საქართველოU17 9 (1)

1998 საქართველოU19 8 (0)

1999-00 საქართველოU21 3 (1)

1999-15 საქართველო 93 (1)

ტიტულები

საქართველოს ჩემპიონი (1999), შოტლანდიის ვიცე-ჩემპიონი (2004), საქართველოს თასის მფლობელი (2000), შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი (2005), საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2015), საქართველოს სუპერთასის მონაწილე (1999).

პერსონალური ტიტული

შოტლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2003)

პირადი ცხოვრება

ზურაბ ხიზანიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟია. ჰყავს მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.

...1999 წლის 5 ივნისი იყო. საქართველოს ნაკრები ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში საბერძნეთს მასპინძლობდა. მაშინ "ჯვაროსნებს" ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ავარჯიშებდა. 65-ე წუთზე, მან ბადრი ახვლედიანის ნაცვლად მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი შეუშვა - 17 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" კი ირიცხებოდა, მაგრამ ხშირად დუბლშემადგენლობაში თამაშობდა...

მას შემდეგ "ხიზანას" ეროვნულ ნაკრებში (93 მატჩი, 1 გოლი) კიდევ 16 წლის განმავლობაში იწვევდნენ და რომ არა ტრავმა, ნაკრებს მეტად წაადგებოდა და, დიდი ალბათობით, ახლაც გუნდში იქნებოდა...

5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველო-ავსტრიის შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილი ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მას 16-წლიანი კარიერისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"ლელომ" ზურაბ ხიზანიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც ის უცნობ და საინტერესო ისტორიებს ჰყვება...

რატომ 13?

- არც ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან 13 ნომერი ამოჩემებული მქონდა და მიყვარდა. იმიტომ, რომ ამ დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ამ გუნდის წევრი კი მამაჩემი, ნოდარ ხიზანიშვილი იყო და ამით ყოველთვის ვამაყობდი...

იმიტომაც, რომ "13" მამას უახლოეს მეგობარს, ვიტალი დარასელიას უყვარდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელი იყო, 13 მაისს საქართველოს უდიდესი სიხარული მოუტანა მისმა გოლმა...

...კარიერა თბილისის "დინამოში" დავიწყე. ყველა მცველად მიცნობს და უკვირდათ, თემურ ქეცბაიამ ნაკრებში რამდენჯერმე საყრდენის პოზიციაზე რომ დამაყენა. მაგრამ კარიერა სწორედ ნახევარმცველის პოზიციაზე დავიწყე და თავიდან თბილისის "დინამოში" სწორედ ამ ამპლუაში მათამაშებდნენ...

ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და როცა ეროვნულში დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი მოვიდნენ, მარჯვენა მცველად დამაყენეს. პირადად მე მცველობა მერჩივნა. ამ პოზიციაზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი...

9 დღე არსენალში

- ეს ისტორია დღემდე უსიამოვნოდ მახსენდება. შოტლანდიურ "დანდიმდე", ლონდონის "არსენალი" მიწვევდა. ეს ამბავი ბევრს ზღაპარი ჰგონია. თუმცა ტრანსფერი სრულიად რეალური იყო...

არსენ ვენგერის მიწვევით მთავარ გუნდში 9 დღე ვვარჯიშობდი. მერე მეორე გუნდში საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. მაგრამ საშინელი წვიმა წამოვიდა და თამაში ჩაიშალა. ლონდონში მიშა ძოძუაშვილი მახლდა. მას უთხრეს, რომ ჩემით კმაყოფილები იყვნენ და სამედიცინო შემოწმება თუ არ ჩააგდო, თამაში საჭირო აღარ არის, კონტრაქტს გავუფორმებთო...

სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გავიარე. პარალელურად, "არსენალი" თბილისის "ლოკომოტივს" საკომპენსაციო თანხაზე უთანხმდებოდა. მოულოდნელად, "ლოკომოტივმა" ძალიან დიდი ფული მოითხოვა, რამაც ინგლისელები გააოცა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ამაზე დღემდე გული მწყდება...

კონტრაქტი კაპელოსთან

- "დანდის" კარგად შევეწყვე, რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე და 2003 წელს ცნობილი კლუბები ჩემით ისევ დაინტერესდნენ. მათგან ყველაზე პოპულარული "რომა" იყო. რომაელებთან "დანდის" იტალიელი ფეხბურთელი შუამავლობდა. ეს ამბავი თბილისში, ბაბუის დაკრძალვაზე შემატყობინა...

თავიდან ვფიქრობდი, რომ გასასინჯად მიწვევდნენ. რომში კლუბის დირექტორს, ფრანკო ბალდინისა და გუნდის მაშინდელ მწვრთნელს ფაბიო კაპელოს შევხვდი. ფიფას წესით სარგებლობა სურდათ - ძველ კლუბთან ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვით ადრე, ახალ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების უფლება მქონდა...

ახალი სეზონიდან "რომას" ფეხბურთელობის პერსპექტივა ძალიან მახარებდა. მაგრამ ორ კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არაევროკავშირელებზე ლიმიტი გაამკაცრა და თამაშის უფლება მხოლოდ სამ მოთამაშეს დართო. "რომას" კი ძალიან ბევრი ასეთი ლეგიონერი ჰყავდა - კაფუ და სხვა სამხრეთამერიკელები. ლიმიტის გამო, თამაში საეჭვო გამიხდებოდა. იტალიელებიც მიხვდნენ უხერხულობას და დარჩენა თავადაც აღარ ვისურვე - კონტრაქტი ორივე მხარის სურვილით შეწყდა...

ეს 2003 წელს მოხდა. მაშინ გლაზგოს "სელტიკიც" მიწვევდა, მაგრამ შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, "რეინჯერსში" წავედი, სადაც შოთა არველაძე თამაშობდა...

მძიმე ტრავმა და ისევ სელტიკი

- სხვათა შორის, "დანდიმდე" მოსკოვის "სპარტაკში" მიწვევდნენ. მაშინ მამაჩემის რჩევებს ვუჯერებდი, მან კი მოსკოველებს უარი უთხრა. თბილისის "ლოკომოტივიდან" რუსეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში გადასვლა კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მე ბრიტანეთში თამაშზე ვოცნებობდი და მამას დავუჯერე.

მეორედ კი რუსეთში თამაში უკვე "რეინჯერსში" ყოფნისას შემომთავაზეს - ვალერი გაზაევმა იმ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა შემომთავაზა, რომელმაც მალე უეფას თასი აიღო. თუმცა ბრიტანეთში თამაში და იქაური საფეხბურთო გარემო მერჩივნა...

არც შევმცდარვარ - "დანდისა" და "რეინჯერსის" შემდეგ ვითამაშე "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში" და შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთში ფეხბურთი სულ სხვა სიამოვნებაა...

მაგრამ კარიერის უკეთ აწყობაში ტრავმებმა შემიშალა ხელი. პირველივე სეზონში, 19 წლის ვიყავი, "დანდი"-"სელტიკის" მატჩში მუხლზე ჯვარედინი იოგები რომ დამიწყდა. იმდენად მძიმე ტრავმა იყო, ოპერაციასა და შემდგომ რეაბილიტაციას, ფორმაში შესვლასთან ერთად, მთელი წელი დასჭირდა. ის ტრავმა დღემდე მახსენებს თავს. მუხლს პატარა ბავშვივით სათუთად ვუვლი, ამინდის გაუარესებას წინადღით ვგრძნობ და ოჯახში ხუმრობით მეკითხებიან - ზურა, ხვალ როგორი ამინდი იქნებაო?..

ეროვნულ გუნდში ფულის გამო არ ვთამაშობდი

- ნაკრებში გატარებული თითოეული დღე მიხაროდა. მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა - ნაკრების წევრებისთვის პრემიები რომ მოვითხოვე, ამაზე გამლანძღეს, ფული არ ჰყოფნისო. გული მომიკვდა - რაზეც არ მიფიქრია, ის დამაბრალეს.

უბრალოდ, ნაკრებში იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და პრემიებს მათთვის ვითხოვდი, თორემ ნაკრებიდან ფული ჯიბეში ერთხელაც არ ჩამიდვია, ბავშვთა სახლებსა და გაჭირვებულებს ვურიცხავდი. მერიდება ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ეჭვები უნდა გაიფანტოს, რადგან ეროვნულ გუნდში ფულის გამო არ ვთამაშობდი - ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და პატივი იყო.

მაგრამ იყო პერიოდი, ნაკრებიდანაც რომ გამომაგდეს. მაშინ ამბობდნენ, ამასთან პოლიტიკა არაფერ კავშირში არ არისო, მაგრამ სწორედაც რომ პირდაპირ კავშირში იყო. 2007 წელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა და სააკაშვილის გარემოცვამ საფეხბურთო ნაკრების წევრებს მიშას საარჩევნო კლიპში მონაწილეობა მოგვთხოვა. მე პრინციპული უარი ვთქვი, რადგან მიშას მხარდამჭერი არ ვიყავი. მითხრეს, მაშინ ნაკრებსაც დაემშვიდობეო...

ცოდვას ვერ დავიდებ, ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩემი მოცილება ნაღდად არ უნდოდათ. ამას როგორ დავაბრალებ? მაგრამ ხომ იცით, რა დროც იყო და ვხვდებოდი, ჩემ გამო მათზე უდიდესი ზეწოლა იყო. ფედერაციის ხელმძღვანელებს დაველაპარაკე. ისინი ცდილობდნენ, ჩემი საკითხი უმტკივნეულოდ მოეგვარებინათ და არც მე მიცდია გამწვავება...

მწვრთნელობაზე ვფიქრობ...

- ამჟამად, ბაქოს "ინტერში" ვთამაშობ, რომელთანაც კონტრაქტი მომავალი წლის მაისში მიმთავრდება. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ ლიცენზირების კურსები გავიარო, სამწვრთნელო კარიერა დავიწყო და მერე პრაქტიკა ბრიტანეთში გავიარო.

კარიერის გამო ბევრი დავკარგე - ჩემთვის არ არსებობდა მეგობრების წრეში დროის ტარება, ახალგაზრდობის საუკეთესო წლების გართობა... სულ ვთამაშობდი. მაგრამ პიროვნულად ჩამოვყალიბდი, დამრჩა ადამიანების სიყვარული და ის თბილი მზერა, რომელსაც უსიტყვოდაც ვხვდები. ეს ყველაზე დიდი განცდაა.

მაგრამ იმის ახსნა შეუძლებელია, რაც 5 სექტემბერს ნაკრებიდან ჩემი გაცილების დღეს ვიგრძენი. მსგავსი გრძნობა არასოდეს მქონია, ამის ახსნა და გადმოცემა შეუძლებელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zviad
ბლექბერნში 5 წელი იყო და 36 მატჩი ჩაატარაა?????????
123
ხიზან ჯიგარი ხარ, მაგრამ ბოლო თამაშებში ისეთ კურიოზულ შეცდომებს უშვებდი, პოლიტიკას როგორ აბრალებ შენს ნაკრებში გამოუძახებლობას
დათო
გაიხარე ხიზან,!!!!!!!!
ბაჯო
ხალხო მადლობა უტხრატ იმ მსჰიერ ფეხბურტელებს რომლებიც ჰემპიონატსჰი ტამასჰობენ მე ჰემი სჰევესცარი შოტის და ჰივაზის საუბარს სადაც აკაკი სჰულაიას დასცინოდნენ ტუ გომიტ მაგრა გააზგობ მაგარი ფეხბურტელი გამოვაოოო და მატ ტახებიტ ტვიტონ მილიონერები გახდნენ.
alexandre
ხიზანა თავს ზოგავდაო - ვერავინ იტყვის. მადლობა, ზურაბ, თავდადებისთვის. არ უსმინო ავადმყოფებს. დაგვილოცნის შენითვის მომავალი. გაიხარე
საკი
gizog - "მადლობა ნაკრების ყველა წევრებს, რომ უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს". ბრავო gizog. ასეთი კომკავშირული სიტყვა დიდი ხანია არ მსმენია. უანგაროდ ემსახურებიან? კაი კაცო, მართლა? იმიტომაც აქვთ "თვალსაჩინო" შედეგები ნაკრებს ხომ!!!აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული>>>>
gizog
მადლობა ზურაბ კარგი თამაშებისთვის და გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის. მადლობა ნაკრების ყველა წევრებს, რომ უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს.
ჩვენისთანა ბედნიერი ერი
2007ში მიშას მხარდასაჭერი ფეხბურთელების კლიპი საერთოდ არ ყოფილა.ასეთი ტყუილი იმიტომ სჭირდება რომ მედროვეა, როგორც ქართველების უმრავლესობა. საქართველოს ნაკრებს მაგის და კალაძის შეცდომების გამო აქვს წაგებული უმეტესი თამაშები.
giga
კარგი ფეხბურთელი, კარგი კაცი და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის (მეუღლე) "მფლობელი".
MARADONA
ნოდარ ხიზანიშვილის მეოთხედი არ არის მისი შვილი. მაგარამ უჯიგროდ და უნიათოდ არასოდეს უთამაშია ნაკრებში.მიშას და პოლიტიკას რაც შეეხება,ყველამ თავისი საქმე იცის. არა მგონია,რომ ახლა მუხლებს იტყავებდნენ ქართულ ფებურთზე ზრუნვით. ასეთი საშინელი სიტუაცია დღეს რომ არის ფებურთში არასოდეს ყოფილა.დღეს სომალის ნაკრებთანაც ვერ იქნები დარწმუნებული რომ ფრეს მაინც მივაღწევთ.მამამისი დიდი ფეხბურთელი იყო...
goga
კარგი კაცი ხარ ზურა, ძალიან დიდ პატივს გცემ, მე ყოველთვის მომწონდა შენი თამაში კლუბებშიც და ეროვნულ ნაკრებშიც.მამაშენის თაობის დინამომ იმხელა სიხარულები გვაჩუქა მთელ საქართველოს ამას რა დაგვავიწყებს! ღმერთი გფარავდეს შენც და შენს ლამაზ ოჯახსაც, წარმატებები!!!!
Nikoloz
მაგას რო ეტამასჰა ავსტრიასტან, ამისულასჰვილზე და ლობჯანიდზეზე კარგად იტამასჰებდა
CHumad
წარმატებები პირველ რიგში ხიზან, მე მგონია რომ დგესაც ერევიან ნაკრების საქმეებში და ჩაერევიან , სანამ ასე იქნება მანამ არაფერი ეშველება ნაკრებს ვინც გინდათ მოიყვანეთ მაინც ესე იქნება, ტუ მწრთვნელი არ იტყვის რომ ერევიანო ან სულ წავა , ჩემი აზრი ეს არის და ცუდი არის თუ მასეა , გმერთმა ქნას ვცდებოდეე, წარმატება ნაკრებს და ყველა ქართველ ფეხბურთელს
ვახო
წარმატებები ხიზან.მადლობა ქართული ფეხბურთისთვის გაწეული სამსახურისთვის..ხიზანას ფულთან დაკავშირებული ბრალდება მართლაც სამარცხვინო და დიდი სიცრუეა..მან უდიდესი ფინანსური დახმარება გაგვიწია სამაჩაბლოში კონფლიქტის ზონაში ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდისთვის უამრავი სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა ჩამიგვიტანა და საჩუქრად გადმოგვცა.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ბავშვებისთვის მინიჭებული ამ დიდი სიხარულისთვის
ვახო
წარმატებები ხიზან.მადლობა ქართული ფეხბურთისთვის გაწეული სამსახურისთვის..ხიზანას ფულთან დაკავშირებული ბრალდება მართლაც სამარცხვინო და დიდი სიცრუეა..მან უდიდესი ფინანსური დახმარება გაგვიწია სამაჩაბლოში კონფლიქტის ზონაში ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდისთვის უამრავი სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა ჩამიგვიტანა და საჩუქრად გადმოგვცა.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ბავშვებისთვის მინიჭებული ამ დიდი სიხარულისთვის
სოსო
დიდი მადლობა ზურა,წარმატებებს გისურვებ მომავალშიც და იქნებ ხიზანიშვილებს ერთი ორი შთამომავალი კიდევ შეჰმატო,დამიჯერე, მაგაზე უკეთესს ვერც შენთვის და ვერც საქართველოსთვის ვერაფერს გააკეთებ და არც საქმეში შეგიშლის ხელს,პირიქით,სტიმულიც კი იქნება.ღმერთმა გაგიმარჯოს!
kaxaberi
ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ხიზან, მომავალ წარმატებებს გისურვებ, გაიხარე.
ფეოლა
მადლობას კი გეტყვი მაგრამ დიდ მადლობას ვერა, იმიტომ რომ შენ გულშემატკივრების გულის კართან ცდილობდი თამაშს მაგრამ კარის გაღება და იქ თამაში კი არასოდეს არ გიცდია,
beqnu
წარმატრბები ხიზან კარგი ფეხბურთელი და პირვრლ რიგში კარგი ადამიანი ხარ !
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ზურა ხიზანიშვილის გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"120 მილიონი რაში დახარჯეს?" - კაპელომ "მილანი" გააკრიტიკა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც "ნაპოლიში" პირველ სეზონში
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა" - კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
ვიდალი თუ ხიზანა? - "ბარსელონას" ფეხბურთელმა "ხიზანას სასწაული თამაში" გაიმეორა [VIDEO]
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
"პსჟ თუ "არსენალი"? - კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
"ინტერი" ტიტულს ვერ დაიცავს"- კაპელომ მომდევნო სეზონში სერია A-ს მთავარი ფავორიტები დაასახელა
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...