ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის შესარჩევ F ჯგუფში მეოთხე შეხვედრას სტუმრად ტირანაში ჩაატარებს
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ F ჯგუფში მეოთხე შეხვედრას სტუმრად ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი ასლან რუსის სახელობის დარბაზში თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ილიას ზუროსის 13-კაციანი გუნდი ალბანეთში ორი დღის წინ ჩავიდა და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, არაა გამორიცხული, რომ იმ ხუთეულიდან, რომელმაც მონტენეგროსთან 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში ითამაშა, ალბანეთთან რომელიმე კალათბურთელმა დაისვენოს.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პირველი ვარჯიში ალბანეთში [VIDEO]

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე F ჯგუფში აშკარად უსუსტესია. ალბანეთის ნაკრებმა აქამდე ჩატარებული სამივე თამაში დათმო, თბილისურ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა 86:47 მოუგო.

რაც შეეხება ჩვენს სხვა მეტოქეებს, დღესვე F ჯგუფის ლიდერი მონტენეგროს ნაკრები სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

N მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი

8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)

3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)

10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)

2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)

5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)

6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)

16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)

23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)

13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)

15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)

7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)

9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)

33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015).

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6

2. საქართველო 3 2 1 254:186 5

3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4

4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3.

სოსო
რას დახოხავთ ბიჭებო,წამოწექით,გამოიძინეთ!გასეირნების შემდეგ დასვენება მოგიხდებათ. უბრალოდ სამარცხვინოა ასე,,თამაში".მართლა ,,პახმელიაზე"ჩანან ესენი.გუნდს,რომელსაც ასე თამაში შეუძლია ,ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება და არც ღირსია.
alexandre
აი პირველი ტაიმიც დამთავრდა. ცინცაძესთვის გასეირნების თქმა შეიძლება. ისედასაც ძინავს. ალბათ მაინც მოვიგებთ, მაგრამ ასეთი არასერიოზული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგრამ რას ვიზამთ. არაპროფესიონალიზმი - ქართული სენია. ისე საინტერესოა - ჩვენ კომენტარებს რომ ცენზურის ქვეშ ატარებთ, სტატიებს არავინ არ კითხულობს, არ აკონტროლებს?
varlami
ოლააა ავტორ ახლა სადაა გასეირნება??

ერთი მონტენეგროსთან გაისეირნეს და მეორეც დღეს ზაგარს მიიღებენ. თუ მოიგეს საერთოდ. სამარცხვინო პირველ პერიოდს აყომარებენ მოსეირნეები.
aburjga
Црна Гора ჰქვია მათ საკუთარ ენაზე! ასეც იწერება! ავოეე მონტენეგრო!!!
gori
სატაურები აკონტროლეთ
გუკა
მონტენეგრო და არა ჩერნოგორია. გადაეჩვიეთ ამ რუსულ დასახელებებს როგორმე. ყველგან მონტენეგროა მიღებული და თქვენ ჩერნოგორიას უძახით ისევ
ზზზ
მივმართავ საიტის ადმინისტრაციას! წესიერი სათაურები შეურჩიეთ!ეს ისევ თქვენს დაბალ დონეზე მიუთითებს.ვინმე რო დაწერს ჩვენს ნაკრებზე ან ფეხბურთელზე რამეს გლახად ყველა გადარეულია და ანალოგიურს აკეტებთ ახლა.თუ ძლიერები არიან და რამე შეუძლიათ მოეგოთ წინა თამაში.ისე წერია თითქოს მოქმედი ჩემპიონები ვართ.მაგე არ აფასებდენ ლლესტეს ვიტომ და კი გადაუარა მთელ ინგლისს!!!
დევი
რას ჰგავს სათაური, ეს მეტოქის დამცირებაა, რაც არ ეგების.
merseders benc
მოგება საქართველოს დიდი ანგარიშით.
kaxa
ალბანეთი გავანადგუროთ საქართველოს გაუმარჯოს.
levani kaxeti
არ გვინდა ეს უაზრო ბაქი-ბუქი. ბევრჯერ გვიტრაბახია თამაშის წინ,მერე მოგხვედრია მწარედ ცხვირპირში და წამოვსულვართ კუდამოძუებული. ძვირფასო ჟურნალისტებო, დააყენეთ ერთი ადგილი და პატივი ეცით სხვასაც. ჰო, ისე, ცნობისთვის: ჩვენთვის ყოველ ჩაგდებულ ბურთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, აი, ალბანელებს კი, დასაკარგი არაფერი აქვთ და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ... მე მგონი მიმიხვდით;
ალეკსანდრე
პროფესიონალები ყველა შეხვედრას სერიოზულად უდგებიან
laki
3 თუ 4 წლის წინა, ზაზა იძახოდა თბილისში, დავმარხავთ ბელორუსის ნაკრებსო (რაღაც ამდაგვარად, ამპარტავნულად) და ძლივს მოუგეს იმ დღეს... გასეირნება კი არა ისე მოემზადონ თითქოს სამომრად გადიან!.. და ბოლოს- ისწავლეთ მეტოქის დაფასება!!!
თემო
გასეირნება კი არა ჭკუას მოუხმეთ და მეტოქე დააფასეთ
მსქროლავი ტროლი
დარწმუნებულები ხართ, რომ საზ-ივი რეპორტაჟს გაახერხებს? მე მგონი, მაგ დარბაზში ტელეკამერა არ ეტევა....
gg
გეყოთ ბაქი ბუქი.აქეთ არ გამოგასეირნონ ცუდად...
varlami
ისწავლეთ მეტოქის დაფასება მითუმეტეს ჟურნალისტმა. რომ ვაი და ვერ გაისეირნონ მერე რას დაწერთ? არ შეიძLება ასე შექმნა ყველაფრის
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალშიი" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
Golden Boy - დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის