ფინალი შვეიცარიული დასასრულით

ვავრინკა ტკივილით თამაშობდა

აშშ-ის ღია პირველობის ახალმა ტრიუმფატორმა სტენ ვავრინკამ აღიარა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე რთული ტურნირი იყო.

"ვცდილობდი თამაშში დავრჩენილიყავი, წინ არ გამეშვა მეტოქე და არ მეჩვენებინა ტკივილი, რომელსაც მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს გავუძელი. ეს იყო "დიდი სლემის" ყველაზე მტკივნეული ტურნირი ჩემთვის. უკვე მატჩის დასაწყისში დაღლილობა ვიგრძენი, მესამე სეტში გადაადგილება მიჭირდა, მეოთხე სეტში ტკივილმა წამომიარა. მაგრამ ეს არავის დავანახე და უბრალოდ, გამარჯვებისთვის ბრძოლა გავაგრძელე", - განაცხადა ფინალის შემდეგ ვავრინკამ.

ფინალის წინ

გუშინდელ ფინალამდე, ნოვაკ ჯოკოვიჩი 21:4-ს უგებდა ურთიერთშეხვედრებში სტენ ვავრინკას, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან "დიდი სლემის" ტურნირებზე სერბისა და შვეიცარიელის თამაში ყოველთვის ძალიან დაძაბული გამოდის. გარდა ამისა, ვავრინკას ერთი უნიკალური მიღწევა ჰქონდა - 2014 წლიდან მოყოლებული, ათიდან ათი ფინალი მოიგო ATP-ის ტურნირებზე. ფინალის წინ, ჯოკოვიჩმა შემთხვევით არ უწოდა თავის მომავალ მეტოქეს "დიდი მატჩების ადამიანი".

თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა ვავრინკას უკვე მესამე წრიდან დაეტოვებინა ნიუ იორკის კორტები, როცა ბრიტანელი დანიელ ევანსისგან ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და მეოთხე სეტის ტაი-ბრეიკზე მატჩბოლის მოგერიებაც კი მოუწია. ამის შემდეგ, შვეიცარიელი თითოეულ ეტაპზე სეტს უთმობდა თავის მეტოქეებს, მაგრამ მაინც დაამარცხა ილია მარჩენკო, ხუან მარტინ დელ პოტრო და კეი ნიშიკორი.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან უკვე ფინალის შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიაზე აღიარა, რომ არ ჰქონდა ფინალში გასვლის იმედი. სერბს ცუდი ზაფხული გამოუვიდა - ჰქონდა პრობლემები პირად ცხოვრებაში, გარდა ამისა, მაჯის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა უიმბლდონსა და ოლიმპიურ თამაშებზე. აშშ-ის ღიაზე ნოვაკს ერთის მხრივ გაუმართლა, რადგან ექვსიდან მხოლოდ სამი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება მოუწია. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს უარყოფითი მომენტიც იყო, რადგან მსოფლიოს პირველ ჩოგანს სათამაშო პრაქტიკა აკლდა.

ფინალი

ფინალმა გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. იყო ნერვები, ბრძოლა, ემოციები. ვავრინკამ არა მხოლოდ კარგი ფიზიკური ფორმა, არამედ ბრწყინვალე ფსიქოლოგიური მომზადება და გამარჯვებისკენ სწრაფვა აჩვენა. მან მესამედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და მესამე გამარჯვებას მიაღწია.

თუმცა, პირველი სეტი ჯოკოვიჩის კარნახით წარიმართა. თავიდან ის ძალიან კარგად აწვდიდა და პირველ ბურთზე ქულების 92 პროცენტი ჰქონდა აღებული. მეტოქე ცდილობდა რაღაცის შეცვლას, მაგრამ ძალიან ბევრს ცდებოდა. 2:5-ზე ვავრინკამ ზედიზედ სამი აუტით ორმაგი სეტბოლი აჩუქა სერბს. თუმცა, ორი კარგი მოწოდებით და ორი წარმატებული კომბინაციით, შვეიცარიელმა გადაარჩინა გეიმი.

შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ჯოკოვიჩმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა წაგებული თავის მოწოდებაზე, 0:40 მიიღო. ორი ბრეიკ-პოინტი მან გადაარჩინა, მაგრამ მესამეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ვავრინკამ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. შემოკლებული გეიმი ჯოკოვიჩმა მინი-ბრეიკით დაიწყო, 2:0-ზე კი ჩოგბურთელებმა 19 დარტყმისგან შემდგარი ფანტასტიკური გათამაშება ჩაატარეს. წერტილი შვეიცარიელმა დასვა, თუმცა ეს იყო პირველ პარტიაში მისი ბოლო ქულა. მომდევნო ხუთი გათამაშება ჯოკოვიჩმა მოიგო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6(7:1).

მეორე სეტი უცნაური გამოვიდა. იშვიათად ნახავთ ამდენ ბრეიკს "დიდი სლემის" ტურნირზე მამაკაცთა ფინალის დროს. ვავრინკამ 4:1 წაიყვანა ანგარიში, როცა მეტოქის მოწოდება 40:15-დან მოიგო და თავისი 0:40-დან გადაარჩინა. ცოტა ხანში, ჯოკოვიჩს ბრწყინვალე მონაკვეთი ჰქონდა და გაათანაბრა ანგარიში - 4:4. და ამის შემდეგ, ისევ შვეიცარიელის დრო დადგა.

სწორედ სტენს მიჰყავდა თამაში, აიძულებდა პირველ ჩოგანს დაცვაში ეთამაშა, შეცდომები დაეშვა და ენერვიულა. ვავრინკამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მეორე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მესამეში 3:0 დაწინაურდა. ამ მომენტში, შვეიცარიელს ყველაფერი გამოსდიოდა. ის იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ჯოკოვიჩი მინიმუმ ამ პარტიაში განწირული ჩანდა.

მაგრამ ნოვაკი ასე იოლად არ დანებდა. ხანგრძლივ მეხუთე გეიმში მან აიძულა მეტოქე შეცდომები დაეშვა და 40:15-დან შეძლო სტენის გეიმის აღება, რის შემდეგაც, საკუთარ მოწოდებაზე გაძლო და ანგარიში გაათანაბრა. კვანძი მე-11 გეიმში გაიხსნა. შვეიცარიელი კარგად იბრძოდა და ამან შედეგი გამოიღო. "თანაბარ" ანგარიშზე ჯოკოვიჩმა ორჯერ გაუშვა ბურთი აუტში, რითაც ჯერ მეტოქეს სეტბოლი აჩუქა, შემდეგ კი მისი გამოყენების საშუალება მისცა. მესამე სეტში, ვავრინკას 18 "ვინერსი" ჰქონდა, მის მეტოქეს - მხოლოდ რვა.

მეოთხე პარტიაც ვავრინკამ ბრეიკით დაიწყო და 3:0 წაიყვანა ანგარიში. ჯოკოვიჩმა კი, მოულოდნელად, კოჭლობა დაიწყო. სერბმა თავიდანვე არ აიღო სამედიცინო ტაიმ-აუტი, მაგრამ გეიმებს შორის შესვენებისას, ტკივილისგან სახე ეცვლებოდა. ორი ორმაგი შეცდომის მიუხედავად, მეოთხე გეიმი სერბმა მოიგო და 1:3-ზე ექიმს კორტზე შესვლის ნება დართეს, რომელმაც ნოვაკს ორივე ფეხი დაუმუშავა.

სამედიცინო ტაიმ-აუტით ვავრინკა უკმაყოფილო დარჩა და ამ სიტუაციას დიდი ხანი განიხილავდა სუპერვაიზერთან. შესვენების შემდეგ, ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. 4:1 ვავრინკას სასარგებლოდ.

5:3-ზე მატჩზე ჩაწოდებისას, სტენი 0:30 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო თანაფარდობის აღდგენა. მესამე ნომრად განთესილმა პირველ მატჩბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მალე, ბადესთან კარგი თამაშით, მეორე შანსი მიიღო. ბოლო გათამაშებაში სერბმა ბურთი აუტში გაუშვა და ვავრინკამ საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნა გამარჯვება - 6:7 (1:7), 6:4, 7:5, 6:3. შეხვედრა სამი საათი და 54 წუთი გრძელდებოდა.

სტატისტიკა

ნიუ იორკსა და აშშ-ის ღია პირველობას, როგორც ჩანს, მრავალფეროვნება უყვართ: ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, აქ ხუთი სხვადასხვა ჩოგბურთელი იმარჯვებდა - ენდი მარეი, რაფაელ ნადალი, მარინ ჩილიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა.

თავად ვავრინკამ კარგი ტრადიცია გააგრძელა - ყოველ წელს თითო "სლემს" იგებს - 2014 წელს გაიმარჯვა ავსტრალიის ღიაზე, 2015 წელს - როლან გაროსზე. კარიერული "დიდი სლემისთვის" მას უიმბლდონზე გამარჯვება არ ჰყოფნის, სადაც წელს ნახევარფინალამდეც ვერ გავიდა.

სამი გამარჯვება "დიდი სლემის" სამ ფინალში. სტენ ვავრინკა ერთგვარ ელიტურ კლუბში შევიდა, რადგან აქამდე ასეთი რამ ჯიმი კონორსმა, ბიორნ ბორგმა, სტეფან ედბერგმა, გუსტავო კუერტენმა და როჯერ ფედერერმა შეძლეს.

ვავრინკა გამონაკლისი გახდა ერთი წესიდან - ბოლო 29 წლის განმავლობაში, მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა შეძლო აშშ-ის ღიას მოგება ფინალში პირველი სეტის წაგების შემდეგ - ედბერგმა და ხუან მარტინ დელ პოტრომ. არადა, გუშინდელ ფინალამდე, ნოვაკ ჯოკოვიჩს 52-დან 52 მატჩი ჰქონდა მოგებული ნიუ იორკში, როცა პირველ სეტს თავის სასარგებლოდ ასრულებდა.

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ვავრინკა (შვეიც, 3) 7:6(1), 4:6, 5:7, 3:6

6 ეისი 9

7 ორმაგი შეცდომა 3

63/123 (51%) I მოწოდება 92/164 (56%)

49/63 (78%) ქულები I მოწოდებაზე 65/92 (71%)

32/60 (53%) ქულები II მოწოდებაზე 37/72 (51%)

24/31 (77%) ქულები ბადესთან 11/20 (55%)

3/17 (18%) ბრეიკ-პოინტი 6/10 (60%)

62/164 (38%) ქულები მიღებაზე 42/123 (34%)

30 ვინერსი 46

46 უნებლიე შეცდომა 51

143 სულ მოგებული ქულები 144

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ