ბერძენ-რომაელთა ნაკრებისთვის პირველი დღე რამდენადაც წარმატებული აღმოჩნდა, იმდენად წარუმატებლად იჭიდავეს 14 სექტემბერს
თბილისში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელთა ნაკრებისთვის პირველი დღე რამდენადაც წარმატებული აღმოჩნდა, იმდენად წარუმატებლად იჭიდავეს 14 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე დავით ბედინაძის შეგირდებმა ორი ოქრო მოიპოვეს, გუშინ კი ხალიჩაზე გასული ხუთეულიდან ყველას ხელი მოეცარა. ეგ კი არა, დამამშვიდებელშიც მხოლოდ ორი გადავიდა, თუმცა სანუგეშოს ფინალამდე ისინიც ვერ მივიდნენ, ანუ ბრინჯაოსთვისაც კი ვერც ერთმა ვერ იჭიდავა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს ხუთეული სიძლიერით ჩამოუვარდება წინას - გუშინწინდელებიდან ხუთივე ევროპის წლევანდელი მედალოსანი იყო, მათ შორის - ჩემპიონი და ფინალისტი, გუშინ კი მხოლოდ ორი მედალოსანი გავიდა ხალიჩაზე და ორივე ბრინჯაოს პრიზიორია.

სანუგეშოშიც ერთი მათგანი გადავიდა - გიორგი ქაცანაშვილი (85), დანარჩენებიდან კი ამის საშუალება მხოლოდ ლევან გოგუას (69) მიეცა.

ქაცანაშვილმა ერთი შეხვედრა კი მოიგო, თანაც, წმინდად - უზბეკი მუზაფარბეკ კომილჯონოვი 10:2 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უნგრელთა მომავალ ჩემპიონ ალექს გერგო ჟოკესთან 1:5 წააგო. სამწუხაროდ, ჩვენებურმა სანუგეშოში წმინდად დაყარა ფარ-ხმალი ბელარუს იჰარ იარაშევიჩთან - 0:8.

გოგუამ ორი შეხვედრა მოიგო საკმაოდ ძნელ ბრძოლაში - პოლონელ პიოტრ ზაბლოცკის 2:1 სძლია, ლიტველ დმიტრი პარეჩელაშვილს - 3:0, თუმცა აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტსა და ევროპის მესამე პრიზიორ ულვი განიზადესთანაც ამავე ანგარიშით დათმო. დამამშვიდებელში ჩვენებურმა 1:11 წააგო ირანელ მოჰამედრეზა მაჰმუდ როსტანისთან და ტურნირსაც გამოეთიშა.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი გიორგი ჩხიკვაძე (42) პირველივე წრეში დამარცხდა თურქ ადემ ბურაკ უზუნთან - 4:12, რაც გამოვარდნად დაუჯდა, რადგან ნახევარფინალში თურქმაც წააგო.

ნაკრებში ბოლო წუთს დავით ფუტკარაძის ნაცვლად ჩართულმა ლუკა ოჩიგავამ (46) საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა - ბულგარელ ივან დამიანოვს 7:0 აჯობა, მაგრამ მეორე წრეში ვერაფერს გახდა თურქთა ევროპის ფინალისტ კადირ კაზიმ კამალთან - 0:8 და ესეც დაემშვიდობა ჩემპიონატს.

ლუკა ხუციშვილი (76) პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ასე დასვენებულმა 4:9 წააგო ბელარუსთა მაქსიმ ბონდარენკასთან, მეტად ჭიდაობის საშუალება კი მძლეველის დაბრკოლებამ არ მისცა.

ამით ბერძენ-რომაელთა ტურნირიც დასრულდა, რომელიც ირანმა მოიგო 68 ქულით (2 ოქრო, 2 ვერცხლი). მეორე-მესამე ადგილები აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაიყვეს 63-63-ით, თუმცა აზერბაიჯანმა აჯობა იმით, რომ ერთი ჩემპიონი მაინც ჰყავთ, თურქებს კი - არც ერთი (სამაგიეროდ, სხვა სინჯის მედლები ჰქონდათ უფრო მეტი). საქართველო 2 ოქროთი მე-6 ადგილზეა - 30 ქულა.

დღეს ტურნირში გოგოები ჩაებმებიან, სადაც ჩვენ სამი მონაწილე გვეყოლება, თუმცა ყველა მათგანი ხვალ იჭიდავებს. წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატში მარიამ კარელიძეც (43) უნდა გამოსულიყო, თუმცა ბოლო მომენტში დაასვენეს. ხვალ ძალებს გულიკო არუთინიანი (40), თამუნა სამხარაძე (46) და თამარ ხოჯაშვილი (52) მოსინჯავენ.

42 კგ.

1. ომიდ ჰოსეინ არამი (ირანი); 2. ვლადისლავ კუჟკო (უკრაინა); 3. იხტიორ ბოტიროვი (უზბეკეთი), ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი); 10. გიორგი ჩხიკვაძე (საქართველო).

46 კგ.

1. ფაილ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი); 2. ელბეკ ეგრაშევი (უზბეკეთი); 3. ნესტორ დანიელ დელგადო რამირესი (მექსიკა), ვლადიმირ ზაბეივოროტა (რუსეთი); 8. ლუკა ოჩიგავა (საქართველო).

69 კგ.

1. ახჟოლ მახმუდოვი (ყაზახეთი); 2. ულვი განიზადე (აზერბაიჯანი); 3. მალხაზ ამოიანი (სომხეთი), უასინ დოგუკან თურანი (თურქეთი); 8. ლევან გოგუა (საქართველო).

76 კგ.

1. ალექსანდრ კომაროვი (რუსეთი); 2. ნასირ ჰასანოვი (აზერბაიჯანი); 3. ალი ჰალილ ჰუნცი (თურქეთი), სტანისლავ რილსკი (ყაზახეთი); 14. ლუკა ხუციშვილი (საქართველო).

85 კგ.

1. ალექს გერგო ჟოკე (უნგრეთი); მარკუს რაგინგერი (ავსტრია); 3. იჰარ იარაშევიჩი (ბელარუსი), ჰაკობ ბაღდასარიანი (სომხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ბედინაძე ძველებს ენდო
გიორგი შოთაძემ სომეხი ფალავანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ქართველი ფალავნების ოქრო, ვერცხლი, 2 ბრინჯაო და კიდევ 4 მედლის შანსი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე
აბულაძე და ქაცანაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
ქართველი "ბერძენ-რომაელები" ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ვერ ივარგეს
ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელების" ყოჩაღი სტარტი - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი
ქართველმა ჭაბუკებმა "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" 12 მედალი მოიპოვეს
დღეს თბილისში სტარტს ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს
ზვიად პატარიძის დიდი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: შემადგენლობამდე საკონტროლოებიო
17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში
ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ისევ მშვენიერი დასაწყისი - ოქრო-ვერცხლი