დღეს მალაგაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენგან ბიჭების გუნდი სრულად იქნება წარმოდგენილი, გოგონებში კი 6 მონაწილე გვეყოლება
დღეს, 16 სექტემბერს, მალაგაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენგან ბიჭების გუნდი სრულად იქნება წარმოდგენილი, გოგონებში კი 6 მონაწილე გვეყოლება.

55 კგ.

მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ირაკლი კუპატაძე პირველ წრეში ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბელგიელ ვლადისლავ ლიმსა და რუმინელ ვლად ლუნკანს შორის უძლიერესი იქნება.

პირველ წრეში თავისუფალია დავით გეჯაძეც, ოღონდ მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ახლავეა ცნობილი - ფრანგი მაქსიმე მერლინი.

60 კგ.

ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი, ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტი და ევროპის სამგზის პრიზიორი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობინზონ ბეგალარაშვილი პირველ წრეში უნგრელ ბენცე პონგრასის ხვდება, მოგების შემთხვევაში კი უკრაინელ არტემ ლესიუკსა და ფინელ იოელ ილიტალოს შორის უმჯობესთან გაარკვევს ურთიერთობას. ამავე ჯგუფშია ჭაბუკებში იტალიელთა შარშანდელი ევროპის ჩემპიონი მანუელ ლომბარდოც, ვისაც ჩვენებურმა შარშან თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალში მოუგო. ამჯერად მას ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ბეგლარაშვილის მეტოქე, შესაძლოა, ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუა აღმოჩნდეს. თუმცა მას ჯგუფში ძლიერი მეტოქეებიც ჰყავს.

66 კგ.

ამ ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი თორნიკე ნაგლიაშვილი 60-დან წლეულს ამ წონაში გადმობარგდა. ის ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც ბერძენი ალექსიოს ცარმანტიდისის ძლევას შეეცდება, მეორე წრეში კი, შესაძლოა, ჭაბუკებში მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული და ოლიმპიური ფესტივალის იტალიელი მომგები ჯოვანი ესპოზიტო შეხვდეს.

73 კგ.

ეროვნულ ნაკრებში გვარიანად გამოცდილი (თებერვალში სოფიაში მსოფლიოს თასზე უფროსებში ვერცხლი მოიპოვა, მერე კი ბუდაპეშტში სულაც "დიდ პრიზზე იჭიდავა და მესამეზე გავიდა), ხოლო ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი კაციაშვილიც მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში, სადაც ჩერნოგორიელ ბალსა სინანოვიჩს დაეჭიდება, ვინც ნამდვილად არ გვგონია დაუძლეველი ზღუდე. ასევე არ ჩანს ძლიერი მეორე სავარაუდო მეტოქეც - შვეიცარიელი ნაიმ მატი ან იტალიელი ანდრეა ჯისმონდი. ამ ორი ეტაპის დაძლევა ჩვენებურს მეოთხედფინალში გაიყვანს.

81 კგ.

ამ წონაში ორი ფალავანი გვყავს, თუმცა ქართველების "ცვენაა" - უკრაინიდან რევაზ მესაბლიშვილი გამოდის, პორტუგალიიდან კი - ანრი ეგუტიძე.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების ფინალისტი თამაზ კირაკოზაშვილი პირველივე წრეში ბრიტანელ სტიუარტ მიკვეიტს ხვდება, ამათში მოგებულს კი მომდევნო ეტაპზე გერმანელი ტიმ გრამკოვი ელოდება.

გიორგი ქურდიანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი რეიტინგის ხორვატ ლიდერ დომინიკ დრუზეტას ხვდება. ამავე ჯგუფშია მესაბლიშვილიც.

90 კგ.

ამ წონაში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ წლეულს პირველად გვიწევს ფონს გასვლა ისეთი ჯოკერის გარეშე, როგორიც ბექა ღვინიაშვილია, თუმცა ნაკლები ტალანტი არც მისი შემცვლელი ონისე სანებლიძეა. ის პირველ პაექრობას სლოვენიელ ნარსეი ლაჩკოვიჩთან ჩაატარებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ლიტველ როკას ნენარტავიჩუსსა და პოლონელ ერიკ რიციაკს შორის მოგებულს შეხვდება. იგოლნიკოვთან სანებლიძის გზა მეოთხედფინალში იკვეთება.

100 კგ.

წლეულს ავსტრიული ტურნირის მომგები დავით ოზბეთელაშვილი პირველ შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს გერმანელ იოჰანეს ფრეისთან და მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალშიც გავა, იქ კი ყველაზე სავარაუდო მეტოქე რუსი ასლან ჯიოევი ჩანს.

+100 კგ.

გურამ ქოსმენაშვილის პირველი მეტოქე თურქი კადირ ბინგოლია, წინსვლის შემთხვევაში კი ჰოლანდიელი ხურ სპიჯკერსი ელოდება.

გოგონები,48 კგ.

სალომე მარგიანი საკმაოდ ძნელ ჯგუფშია - პირველი წრის პაექრობას ჰოლანდიელ ამბერ გერსჯესთან ჩაატარებს, ვინც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ - ქვედა წონაში, ამათში მოგებულს კი წინ გერმანელი ევროპის პრიზიორი მირიამ შნაიდერი ელოდება. ამ ჯგუფშია ფრანგთა მსოფლიოს მედალოსანი სეფორა კორჩერიც.

52 კგ.

გოგონების ტურნირში ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ამ წონას უკავშირდება, რადგან აქ გამოდიან ჩვენი ქალთა ძიუდოს ჯერჯერობით ყველაზე ტიტულოვანი წევრები, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონები: მზია ბებოშვილი და მარიამ ჯანაშვილი.

ჯანაშვილი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტია, ამ ტურნირში კი მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც რუს ნატალია მალიუკოვასა და ებრაელ შირ კელნერს შორის მოგებულს შეხვდება. ამ ჯგუფშია ბრიტანელი ჩელსი გილესიც, ვინც შარშან ჩვენებურმა ახალგაზრდული მსოფლიოს ნახევარფინალში დაჯაბნა. ნახევარფინალში ამ ჯგუფის გამარჯვებული პირველ ჯგუფზე გადის, სადაც ახალგაზრდებში იტალიელი ევროპის შარშანდელი გამარჯვებული და მსოფლიოს პრიზიორი ასტრიდე გნეტო გამოდის.

ბებოშვილი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ჭიდაობს ოფიციალურ შეჯიბრებას. ის ბადის მეორე ნახევარშია ანუ ფინალამდე ვერ შეხვდება ჯანაშვილს, პირველ შეხვედრას კი სერბ ნადეჟდა პეტროვიჩთან გამართავს.

57 კგ.

მარიამ ჯანაშვილის უმცროს დას - ხატია ჯანაშვილს წილისყრამ არ გაუმართლა, რადგან მეორე წრეში რუმინელი მსოფლიოს ფინალისტი სტეფანია ადელინა დობრე ელოდება, მანამ კი ჩვენებურმა რუსი კარინა ჩერევანიც უნდა დაჯაბნოს.

შედარებით გაუმართლა ჭაბუკებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონსა და ევროპული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულ ეთერ ლიპარტელიანს, ვინც მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად ჩართეს ახალგაზრდებში, თორემ ასაკით ჯერ არ უწევს აქ ჭიდაობა. ის თავდაპირველად თურქ იაიდა სეიეს ხვდება, ვისაც, ალბათ, კარგად იცნობს, რადგან გოგოებმა დასკვნითი შეკრება თურქეთში გაიარეს.

+78 კგ.

ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ფინალისტი სოფიო სომხიშვილიც გამოცდილების მისაღებად ჩართეს ახალგაზრდებში, თორემ ასაკით არც მას უწევდა აქ გამოსვლა. ის მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში რუს ანა გუშჩინასთან პაექრობით.

შეგახსენებთ, რომ მალაგაში პირადგუნდური ტურნირი ტარდება. გუნდური შეჯიბრება კვირას, 18 სექტემბერს გაიმართება, დღეს კი პირადში ბიჭებიდან 55, 60, 66 და 73-ის ათლეტები იასპარეზებენ, ხოლო გოგოებიდან - 44, 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები.

დანარჩენ წონებში პირადი პირველობის შეჯიბრებები შაბათს, 17 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
ბუდაპეშტის გრან პრი: ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვეს
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ნაგლიაშვილმა და კაციაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში: ისევ გიორგი კაციაშვილი!
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
ჭიდაობა საოკუპაციო ხაზთან - დირბის მემორიალური ტურნირი
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ჰოლანდიური აჯობებს თუ ამერიკული?
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი დღე უმედლოდ
კაცია-ფალავანია! ინტერვიუ აბსოლუტურ ფალავანთან, გიორგი კაციაშვილთან
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ადვოკატი: თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული