1-ელ თებერვალს ძიუდოს აკადემიაში ეგრეთ წოდებული მეორე დონის ჩემპიონატი ჩატარდა
1-ელ თებერვალს ძიუდოს აკადემიაში ეგრეთ წოდებული მეორე დონის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც შარშანდელიდან მოყოლებული, იმათთვის ტარდება, ვინც საქართველოს ჩემპიონატზე მედალოსანთა შორის ვერ ხვდება.

ამით ფედერაცია მათ დამატებით შანსს აძლევს ნაკრებში მოსახვედრად, თუმცა ამჯერად კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა - გამარჯვებულები 4-5 მარტს პოლონურ კატოვიცეში "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებენ. ამასთან, ამ შეჯიბრებით დაკომპლექტდება საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე კლუბები - აქაური მედალოსნები დაემატებიან ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებს.

ბუნებრივია, ამ ტურნირის საერთო დონე ჩამორჩება ეროვნული ჩემპიონატისას, თუმცა საინტერესო ფალავნები და საინტერესო შეხვედრები გუშინაც იყო. გამოვლინდნენ ახალი კადრები, რომელთაგანაც წარმატებას ქომაგები თუ სპეციალისტები ნაკლებად ელოდნენ; არც იმას გამოვრიცხავთ, რომელიმემ ეროვნული ნაკრებისკენაც გაიკაფოს გზა.

ასეთთა შორის, უპირველესად, 81 კილოგრამის ჩემპიონს, საქართველოს აბსოლუტურ ფალავან გიორგი კაციაშვილს დავასახელებთ, ვინც მართლაც რომ მაღალი დონის ათლეტია.

თუმცა სხვა ახალგაზრდებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. თუნდაც - ონისე სანებლიძემ 90-ში, რომლებსაც წინ ახალი ასპარეზი ელოდებათ.

საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში

60 კგ.

1. ლაშა ჩადუნელი; 2. თემურ ნოზაძე; 3. ივანე ხუბაშვილი, ირაკლი კუპატაძე.

66 კგ.

1. ნიკოლოზ ჭიკაიძე; 2. გელა კელიხაშვილი; 3. ვანო თოთლაძე, გიგა ბერიაშვილი.

73 კგ.

1. ზვიად კაპანაძე; 2. ანზორ ხმიადაშვილი; 3. გიორგი ხმელიძე, ბექა უდესიანი.

81 კგ.

1. გიორგი კაციაშვილი; 2. თენგიზ პაპოშვილი; 3. ვანო ჩურჩხელაშვილი, ლევან გუგავა.

90 კგ.

1. ბექა მიქუტიშვილი; 2. გიორგი გულიაშვილი; 3. თორნიკე ჯუღელი, ვასილ ბალაბანიშვილი.

100 კგ.

1. ონისე სანებლიძე; 2. ზაურ მამარდაშვილი; 3. დავით რამაზაშვილი, გიორგი კობაიძე.

+100 კგ.

1. რევაზ წულუკიძე; 2. გიორგი ბოლოთაშვილი; 3. ამბროსი კონკროშვილი, თამაზ ჯავახიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
კაცია-ფალავანია! ინტერვიუ აბსოლუტურ ფალავანთან, გიორგი კაციაშვილთან
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე
გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემზე მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ
3 მედალი ბაქოს გრანდ-სლემზე