ჰაკერები არ ჩერდებიან, საიდუმლო დოკუმენტის ახალი დეტალები
ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მესამე ნაწილი გამოაქვეყნა. ლაპარაკია ხუთი ქვეყნის 11 სპორტსმენზე, რომელთაგანაც ცხრამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვა.

ეს სია ასე გამოიყურება: ნიკოლა ადამსი (ოქრო კრივში, ბრიტანეთი), ლაურა ტროტი (ორი ოქრო ველოსპორტში, ბრიტანეთი), შივონ-მარი ო'კონორი (ვერცხლი ცურვაში, ბრიტანეთი), ოლივია კარნეგი-ბრაუნი (ვერცხლი ნიჩბოსნობაში, ბრიტანეთი), ჯანეტ ოტესენი (ბრინჯაო ცურვაში, დანია), კიმ ბრენანი (ოქრო ნიჩბოსნობაში, ავსტრალია), ალექსანდრ ბელონოგოვი (ბრინჯაო ნიჩბოსნობაში, ავსტრალია), ჯეკ ბობრიჯი (ვერცხლი ველოსპორტში, ავსტრალია), მირეია ბელმონტე გარსია (ოქრო ცურვაში, ესპანეთი), იულიან იუსტუსი (ტყვიის სროლა, გერმანია), ლაურა ზიგემუნდი (ჩოგბურთი, გერმანია).

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, თერთმეტივე სპორტსმენზე დაშვებული იყო თერაპიული გამონაკლისი აკრძალული პრეპარატების მიღებაზე.

ასევე ირკვევა, რომ რიოს ოლიმპიადაზე 53 ბრიტანელ სპორტსმენს ჰქონდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების უფლება.

"ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. უბრალოდ, არ შემიძლია შევურიგდე ასეთ ქმედებებს. არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაციების გამოქვეყნება", - განაცხადა ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლ საპსტიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა