ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"

"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"

მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკა სპორტისთვის
რატომ მიდიან ფეხბურთელები და ზოგადად, სპორტსმენები პოლიტიკაში? ეს კითხვა მუდამ ისმის და საზოგადოებაში განხეთქილების ვაშლის როლს ასრულებს.

ზოგისთვის სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვა მიუღებელია - თავის საქმეს მიხედონო. მეორე მხრივ, არგუმენტები გააჩნიათ სპორტსმენებსაც, რომელთაც სხვებზე მეტად გააქვთ სამშობლოს სახელი - ვინ დაადგინა, რომ აზროვნება და ქვეყნის მართვის უფლება მხოლოდ იურისტებსა და ეკონომისტებს აქვთ, სპორტსმენებმა კი სატკივარზე ხმა არ უნდა ამოიღონ?!

სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთობის თემა ახლა კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნებში ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს. მაჟორიტარი კანდიდატები არიან რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი და ამ სახეობის აღორძინებისა და პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბიძინა გეგიძე, მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და 4-გზის ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული შოთა ხაბარელი. ასევე ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი თემურ ხუბულური, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე...

ნაძალადევის მე-18 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს ერთგვარი საფეხბურთო დაპირისპირება ელის - ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის კონკურენტი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილია.

ყაველაშვილს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და ერთი ხანობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელიც გახლდათ. სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაუტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ დანიელ მეკარე პიტერ შმეიხელს. კარიერის დასრულების შემდეგ კი, 2006 წელს, შვეიცარიაში უეფას კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო; 2007 წელს ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა; 2009 წლიდან არის მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPRO) საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია "ტალანტების ფაბრიკა".

მოკლედ, კარიერის დასრულების შემდეგაც ყაველაშვილი მუდამ საფეხბურთო სამყაროსთან ასოცირდებოდა. ვეტერანი ფეხბურთელის პოლიტიკაში წასვლაც არ ყოფილა დიდად მოულოდნელი ნაბიჯი, რადგან ამ მხრივ ის აქტიური იყო და წინა ხელისუფლებას მუდამ აკრიტიკებდა. ისიც ცნობილია, რომ 2012 წლამდე, დაჭერის მუქარის გამო, საქართველოში ორი წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა.

ეს ფაქიზი თემაა და შევეცდებით, ისე გავაშუქოთ, რომ გამოჩნდეს, სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს პოლიტიკაში მისვლა რომელი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად სურთ.

"ჩვენი ქვეყნის საქმე ისეა, რომ პოლიტიკასთან კავშირი ყველას გვქონია. ცხადია, არა პროფესიულად და ოფიციალურად, მაგრამ რაც აქტიურ სპორტს შევეშვი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არ გამოვთიშულვარ.

იმის მიუხედავად, რომ 15 წელიწადზე მეტხანს შვეიცარიაში ვცხოვრობდი, ქართულ ფეხბურთში ჩართული ვიყავი - გასაკრიტიკებელს ვაკრიტიკებდი და ჩემს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის განვითარების პროგრამაც წარმოვადგინე.

დამეთანხმებით, დღეს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, სპორტი საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკისა და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. მთავარი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, ეს იყო - პარლამენტში ყოფნითა და, სავარაუდოდ, სპორტის კომიტეტში მუშაობით იმ კანონების ინიცირებას მოვახერხებ, რომელიც ქართულ სპორტს ქვეყნის სამსახურშიც ჩააყენებს და თავის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციასაც შეასრულებს - აღზრდის ჯანსაღ თაობებს", - ამბობს ყაველაშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელი აკონკრეტებს, პარლამენტში არჩევის შემთხვევაში რა ინიციატივების წამოყენებას აპირებს:

"აუცილებელია, მასობრივ სპორტს მივხედოთ. სამწუხაროდ, დღეს სპორტში მოსახლეობის მხოლოდ 0,4 პროცენტია ჩართული.

სკოლებში მშვენიერი სპორტული დარბაზებია, მაგრამ შუადღის მერე გამოკეტილია და ეს ძვირფასი რესურსი ტყუილად ცდება. ისინი მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს და სკოლასაც ფინანსური საშუალება მიეცეს, ერთი-ორი მწვრთნელი რომ შეინახოს, რომლებიც იქ სექციებს ჩამოაყალიბებენ.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია. ასეთი კიდევ ბევრია და იმედია, არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით წარვდგები".

ყაველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში ირიბად ადრეც მონაწილეობდა:

"2012 წლის არჩევნების წინ, "ქართულ ოცნებაში" სპეციალური დარგობრივი ჯგუფები მუშაობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სპორტის განვითარების პროგრამას ამუშავებდა და მასთან აქტიურად ვთანამშრომლობდი. ის პროგრამა ეფექტური გამოდგა - ფეხბურთით უკმაყოფილონი კი ვართ და მას კიდევ მივხედავთ, მაგრამ სხვა სახეობებში პროგრესია.

საერთოდაც, ბოლო ოთხ წელიწადში ყველაფერი იდეალურად არ არის და ყველა პრობლემის გადაჭრაც ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ მთავარია მიდგომა და სურვილი. ამ გუნდის წევრიც ამიტომ ვარ".

ვეტერანი ფეხბურთელი იმასაც ჰყვება, როგორ შეხვდნენ მის არჩევანს ოჯახის წევრები:

"ყველამ სხვადასხვაგვარად მიიღო - ზოგს, შეეშინდა, რომ ნაკლები დრო დამრჩებოდა ოჯახისთვის, ზოგს კი დიდად არც უნდა, პოლიტიკოსის შვილი რომ იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ანი

ფეხბურთის პრეზიდენტობაზე უარი გითხრეს დიპლომის უქონლობის გამო. პოლიტიკისთვის მზად ხარ? განათლება მიიღე?

• ვეტერანი

ფეხბურთის გაგებაში ჩვენთან კი არა ფიფა-ში და უეფა-შიც არ არიან, ასე რომ ტყუილა იგლიჯავთ ნერვებს, მაინც არაფერი გამოვა. მძლეოსნობაში ჩვენ ძლიერები არასოდეს ვიყავით, ძველი ფეხბურთიდან სადღაც 20% დარჩა. თამაშის წესების და მენეჯმენტის სრული რეფორმაა საჭირო განვითარება გზას ასცდა. თუ მოედანზე გამოსული მოთამაშეების ღირებულება 1მილიარდს არ უახლოვდება,ასეთი გუნდების თამაშის ყურება საერთოდ არ ღირს.

• roma

ღრმა ანალიზს თუ გავაკეთებთ,უნდა ითქვას,რომ ფეხბურთის დაღმა სვლა არ დაწყებულა ამ 26-ი წლის განმავლობაში,ცხონებული ყიფიანის თაობის შემდეგ აღარ დაბადებულა და აღარ აღზრდილან ჩვენში დიდი ფეხბურტელები და არც დინამოს და მითუმეტეს არც ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია,ჩვენი ბოლო ტრიუმფი იყო 1981-თი წელი,ასევე 82-აც არაუშავდა,ხოლო ამის სემდეგ,ე.ი 1982 წლიდან,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ყველაფერი არსებობდა საქართველოში ფეხბურთის გავითარებისთვის დაიწყო და დღესაც გრძელდება ქართული ფეხბურთის რეგრესი,გარკვეულ წლებში იყო გამონათობები,მაგალითად შოთა არველაძე,გიორგი ქინქლაძე,კახა კალაძე,თემურ ქეცბაია,მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ,საქართველოსგან დამოუკიდებლად და ამ შემთხვევებს,რაიმე განსაკუთრებული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია,სამართლიანობისთვის კი უნდა აღინიშნოს ის,რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები გაცილებით ჩამოუარდებოდნენ ხარისხით ჩვენს 60,70 და 80-იანი წლების ვარსკვლავებს,მესხს,მეტრეველს,ხურცილავას,ჩივაძეს და ყიფიანს.ახლა,რაც შეეხება ყაველაშვილს,ხალხო გაიგეთ ერთი რამ ის,რომ რაიმე ღირებულს წარმოადგენდეს,მას ავსტრიიდან,შუაგული ევროპიდან საქართველოში ვინ გამოუშვებდა,მას იქვე ევროპაში დაასაქმებდნენ,მასეთი პიროვნებები ევროპაში "კონა" აბაზია,ძალიან გთხოვთ გაიგეთ სწორად ჩემი სიტყვები,მე არავის დამცირება არ მინდა,უბრალოდ ვამბობ სიმართლეს,ასევეა კობიაშვილი,მოვიდა ის და რა მერე,რა გამოსწორდა,იოტისოდენა შეიცვალა რამე,არაფერი,ამნაირი ხალხი ყველა მთავრობის დროს ბლომადაა და ისინი ყველა ვერ საქმდებიან და იწყებენ ყვირილს,სამართლიანობაზე,უსამართლობაზე და სხვა,რატომ,იმიტომ,რომ მათ სურთ ყურადღების მიქცევა,დასაქმება,დიდი ხელფასები და ა.შ.ხოლო საქმე კვლავ რჩება გაუკეთებელი,გახსოვთ ყაველაშვილი და არა მარტო ის ბევრი სხვაც,რამდენს ლაპარაკობდნენ ნაციონალების დროს ფეხბურთში უსამართლობაზე,ფედერაციის არასამართლიან არჩევნებზე,კი ბატონო მართლაც იყო გადაცდენები,მაგრამ ახლა უარესი არაა,ახლანდელი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები რა სამართლიანად ჩატარდა?არამც და არა,უარესად,წარმოგიდგენიათ ხალხო ყველაზე აპოლიტიკური დარგი სპორტი და ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქართული ოცნების სახეა,მეტიც მათი მაჟორიტარია,რაზეა აქ ლაპარაკი,უკვე ყველაფერი ნათელია,იღებს ამაზე ვინმე ხმას,არა ბატონებო,სრული სიმშვიდეა და ასეთ ქვეყანაში მითხარიტ,როგორ განვითარდება ფეხბურთი,ან ეკონომიკა და დანარჩენი სხვა რამ.უბრალოდ სირცხვილია ეს ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება,დიდი სირცხვილია.

• გივია

ამ ფეხბურთელებს ხო ხედავთ რო პოლიტიკაში არაფერი გამოგდით და ტყუილად ხალხს აძულებთ თავს? ისევ რაც იცით იმას რო მიაწვეთ არა? პოლიტიკაზე ნაკლებად ჩამყაყებულია, ნაკლებად გამოსასწორებელია (თუ უფრო მეტად არა), ნაკლებად ბინძურია და ნაკლებად გადაჩეხილია ხრამში? ყველამ რო ის ვაკეთოთ რაც ვიცით ქვეყანასაც რო წაადგება და ხალხსაც ახალია რამე?

• ლუკა

ყაველაშვილი უფრო წარმომიდგენია პარლამენტში, ვიდრე კობიაშვილი. ამ უკანასკნელს ჯერ ერთი კურდღელი ვერ დაუჭერია და უკვე მეორეს მისდევს. კარგად ვიცით 2 კურდღლის მადევარი რასაც დაიჭერს :) ყაველაშვილი უფრო ღირსეული კანდიდატი არის ვიდრე ბევრი სხვა. ქვეყანაში სპორტის განვითარება გაიგივებულია კორპუსებს წინ მინი-მოედნების გაკეთებით, ამაზე მეტი გეგმა არ აქვთ პოლიტიკოსებს. სპორტის მასობრიობა ნიშნავს სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას და სიახლოვეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული სოფლის და დაბის მაცხოვრებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა მივიდეს ახლომდებარე სპორტულ დარბაზში, მოედანზე, საცურაო აუზში, სარბენ ბილიკზე, ტყე-პარკში, რეკრეაციულ ზონაში. აი ეს გახდის სპორტს მასობრივს და ეს გააჯანსაღებს მოსახლეობას, ეს შეუწყობს ხელს ჯანსაღი ახალი თაობის გაზრდას და ასაკიანი თანამოქალაქეების დღეგრძელობას, მაღალი ხარისხის სიცოცხლეს. ჯანდაცვის ხარჯები კი საგრძნობლად შემცირდება.

• ჯონდო

და შენ რაგბისტი ხარ, კალათბურთელი, მოჭიდავე, ძიუდოისტი თუ ძალისანი? ეს სახეობები ისედაც პროგრესს განიცდისნენ უკვე წლებია. შენ რა როლი გაქვს ამ ყოველივეში? ანეგდოტია რა

• Kaxa

ბატონო მიხეილ, იმედია ამ კომენტარს წაიკიტხავთ. ერთი თქოვნა მაქვს - თქვენი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, თქვენს მიერ შემუშავებული ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგია - "ტალანტების ფაბრიკა" გააცანით ფეხბურთის ფედერაციას და მაქსიმალურად გაუწიეთ ლობირება მის განხორციელბას. ერთხელ მოვუსმინე თქვენს გამოსვლას ამ სტრატეგიის შესახებ და ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად და პროფესიონალურად შედგენილი დოკუმენტია. არა მგონია, ფეხბურთის ფედერაციას უკეთესი ჰქონდეს.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

ბექა ღვინიაშვილი: გამარჯვებებს მხოლოდ მამას ვუძღვნი!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა

ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...

ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე

"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა

ვასილ მაისურაძე: ექიმების გამო, 5 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი

ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე?

მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს

"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა

შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს

"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

სპორტი და პოლიტიკა: "ქართული ოცნება" სპორტსმენებით შეუტევს

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სპორტის კომიტეტს ჩაიბარებს

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

ქართველთან სპეციალურად წავაგე - ცრუობს თუ არა ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი?

მგონია, რომ ჭრიკიშვილი ორი წლის წინ ბევრად ძლიერი იყო - ინტერვიუ თემურ ხუბულურთან

[ისტორიის უცნობი ფურცელი] როგორ დაამარცხა საქართველომ გერმანია...

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპთან" მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა

ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?

ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს

თემურ ხუბულური - NO MONEY! ანუ გატეხილი ნეკნით მოპოვებული ჩემპიონობა

ნოდარ ახალკაცი - დიდი ეპოქის შემოქმედი

ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა

ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო