საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩეული, მაგრამ არდამტკიცებული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადების ტექსტს ავრცელებს.

"საბედნიეროდ, დღეს (უკვე გუშინ), საქართველოს რაგბის კავშირი, კიდევ 10 დღის ვადით დარჩა რაგბის კავშირად და არ იქცა კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიად.

ისევ გვაქვს შანსი და რაც ყველაზე მთავარია, ისევ გვაქვს არჩევანი!

ქართული რაგბის და ვეტერანი ბორჯღალოსნების სახელით, მე, თავად ბორჯღალოსანი, ირაკლი აბუსერიძე და ჩემი გუნდი, მოგმართავთ ყველას, ვინც 10 დღეში კვლავ დადგებით იგივე არჩევანის წინაშე: არჩევანი რთული არ არის! ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია! როგორც მე ვერ გავხდები 10 დღეში მშენებელი, ისე ვერ გახდება მშენებელი იოსებ ტყემალაძე მორაგბე.

არჩევანი ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ვიცი, რომ ეს არჩევანი არის მძიმე. ვიცი, რა მუქარებსაც ისმენთ მუნიციპალური კლუბები. ვიცი, რა ხალხიც არის ჩარეული და რამდენს უნდა ეს კავშირი საშოვარ ადგილად აქციოს. გახსოვდეთ, ეგეთი ხალხი მოვა და წავა. აი, სტადიონიდან წასული, იმედგაცრუებული გულშემატკივარი უკან აღარ მოვა! ბევრი მაგალითი გვაქვს ამის.

გახსოვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც სპორტი ავირჩიეთ ცხოვრების გზად და რაგბი ცხოვრების წესად, გულშემატკივართან ვართ ანგარიშვალდებული! გაიხსენეთ ხალხით სავსე სტადიონი, გაიხსენეთ ტაშის ხმა, გაიხსენეთ გახარებული სახეები, გაიხსენეთ გამარჯვება და გვერდზე დაგვიდექით, რომ 10 დღეში ისევ ერთად გავიმარჯვოთ!

არჩევანი ასეთია: ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!" - დაწერა ირაკლი აბუსერიძემ.

გიორგი
აზრზე არ ვარ ვინ და რა არის ტყემალაძე, მაგრამ აბუსერიძევ, პარლამენტში რომ შედიოდი, რამდენ დღეში გახდი პარლამენტარი? მაშინ არ გიფიქრია რომ არაა პარლამენტში ჯდომა შენი საქმე?
QT
რაიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის, მთავარი კრიტერიუმი არ არის ის, რომ შენ იყო ამ სფეროს წარმომადგენელი. კარგი ქირურგი შეიძლება ვერ იყოს საავადმყოფოს კარგი დირექტორი. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რგოლში აუცილებლად იყოს ჩართული დარგის მცოდნე, ამიტომ გუნდი რომელიც მართვას ამათუიმ ორგანიზაციას უნდა იყოს დაკომპლექტებული კარგი მენეჯერით და მის ირგვლივ მცოდნე ხალხით.
zviads
მამუკამ უარი თქვა და კიდევ 2 კაცმა...
ILIA
ძალიან ჩახლართული სიტუაციაა. ჩემი ნება რომ იყოს, მამუკა გორგოძეს ავირჩევდი ხელმძღვანელად. ქართველთაგან რაგბში ყველაზე ცნობილი ეგ კაცია. და კიდევ - ფულს ნამდვილად არ "მოტეხავს".
გიორგი
აბა მაგათ ჰკითხე თუ არ აქვს ფასი. ბიუჯეტი ხომ ექნებათ?
კოკო
გეყო რა სულ ბოღმას ანთხევ აბუსერძევ, პარლამენტში ისწავლე!!!
ონოფრე
ორივე ბიძინას კაცია და რა ფასი აქვს ეგეთ არჩევნებს?
დათო
მივიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ნორმალურ არჩევნებში. უშლით ვინმე? თუ რადგანაც ისინიც (აბუს ოპონენტები) ყოფილი რაგბისტები არიან - მოსულა ძალმომრეობა?
გიორგი
რატომ არაფერს ეკითხებით 60, 70 და 80 წლების ვეტერანი მორაგბეების მთელ არმიას!აბის რომ დაუჩემებია მშენებელიო, თვითონ რა უკეთებია რაგბისთვის?! ბიძო რა რაგბისტი იყო,ამდენი რომ გაუკეთა რაგბის?! ასევეა ტყემალაძეც,მან ბევრი სიკეთე გაუკეთა რაგბის და კიდევაც გაუკეთებს!აბუმ რაც პარლამენტში გააკეთა, იმას გააკეთებს რაგბში!!!!
გიორგი
ეს მაგარი ვისწავლეთ, ხალხის სახელით ლაპარაკი, ის მხარე ვინც თქვენ არ გემხრობათ რაგბისტები არ არიან? ან არ იყვნენ? ყველას სახელით რომ ლაპარაკობ. თუ დააშინეს ბათუმის კლუბი, ქუთაისის აია, ლელო და ა.შ. ბაჩო ხურციძეც რაგბისტი იყო, რატომ არ გინდათ აღიაროთ რომ არასწორად იყო არჩევნები ჩატარებული, სამართლებრივად იდავეთ და თავი დაანებეთ ერთმანეთის შეურაცხყოფას, სირცხვილია, ხალხი თქვენ ვაჟკაც ბიჭებად გიცნობთ და არ არის ლამაზი პროვოკაციული შეძახილები. რაც შეეხება იძულებით მინდობილობას უნდა დაისაჯოს ის ადამიანი თუ მართლა ძალით დააწერინა, საქმეც უნდა აღიძრას, ამაში ყველა დაგიდგებათ გვერდში
gio
აბუსერიძე სენ და სენისათანა მაფიოზები დაღუპავთ ქართულ რაგბს, პოლიტიკა ხო დაღეჭე ეხლა როგორც მენეჯერი დაანგრევ ყველაფერს.
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
დაძაბულობა რაგბის სამყაროში... ირაკლი აბუსერიძე "სპორტალში" [LIVE]
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო