გადავავლოთ თვალი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატებს და მოვიმარჯვოთ საანგარიშო ქართული მედლების დასათვლელად
საქართველოს ნაკრების დაარსების დღიდან (1994 წლის 20 მარტი) დღემდე 22 წელი გავიდა, ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე უკვე მეოთხედ მიემგზავრება.

თუმცა ევროპის საკალათბურთო ისტორიის საფუძველშიც არ გამოკლებიან ქართველები მთავარ ევროპულ საკალათბურთო ფორუმებს. არც ოქროს თასის აღმართვა იყო უცხო ხილი. 90-იან წლებში კი CCCP-ის წარწერიანი მაისურა გავიხადეთ და ახალი ფორმა მოვირგეთ - GEORGIA.

ქართველთა ევროოდისეა 1947 წელს დაიწყო. მოკლედ გადავავლოთ თვალი ევროპის ჩემპიონატებს და მოვიმარჯვოთ საანგარიშო ქართული მედლების დასათვლელად.

1947

1947 წელს საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დებიუტანტმა სსრკ-მ ექვსივე მატჩი მოიგო და ოქროს დაეუფლა.

საეჭვოა, ოთარ ქორქიას გარეშე "წითლებს" წარმატებისთვის მიეღწიათ, - განაცხადა მოგვიანებით ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ. ქორქიასთან ერთად საბჭოთა ნაკრებში ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა.

1949

არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპის 1949 წლის ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართა. მას ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

1951

საფრანგეთში ჩატარებულ ევრობასკეტზე სსრკ-ს ოთარ ქორქია გაუძღვა და, ცხადია, ჩემპიონი გახდა. ნოდარ ჯორჯიკია მწვრთნელ სტეპან სპანდარიანს პარიზში არ წაუყვანია.

1953

ევროფორუმს მოსკოვმა უმასპინძლა. ოთარ ქორქიას (მეათე ნომერი იყო) გუნდმა ათივე მატჩი მოიგო.

1955

ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-მ ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან წააგო და ლეგენდა ოთარ ქორქია ბრინჯაოს დასჯერდა.

1957

სამგზის ევროპის ჩემპიონმა, ოთარ ქორქიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და "წითლებს" ბულგარეთის ევრობასკეტზე აღარ გაჰყვა. თუმცა, ამ შეჯიბრებას ჩვენიანის გარეშე არ ჩაუვლია - საერთაშორისო კარიერა ევროპის ჩემპიონობით დაიწყო გურამ მინაშვილმა.

1959

სსრკ თურქეთშიც საუკეთესო იყო. მინაშვილმა მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა.

1961

იუგოსლავიის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი ვლადიმერ უგრეხელიძემ შეცვალა. მანაც პირველი ადგილი დაისაკუთრა.

1963

მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ ნაკრებში მინაშვილი დააბრუნა, ხოლო უგრეხელიძისთვის ადგილი ვერ გამონახა. გურამ მინაშვილი ოთარ ქორქიას დაეწია - მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.

1965

საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე მინაშვილი ზურაბ საკანდელიძემ შეცვალა. მასთან ერთად ოქროს მედალი ამირან სხიერელმა ჩამოიკიდა. 1965 წელს ევრობასკეტს საბჭოეთის ორმა ქალაქმა უმასპინძლა - მოსკოვმა და თბილისმა.

1967

ფინეთში ზურაბ საკანდელიძე მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

1969

საკანდელიძეს ნაკრებში სერგეი კოვალენკო შეუამხანაგდა და სსრკ-მ მეათედ დაამტკიცა რომ ძველ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავდა.

1971

გფრ-ში გამართულ ევრობასკეტზე გამოჩნდა მიხეილ ქორქია. ზურაბ საკანდელიძემ კი რეკორდი დაამყარა - ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

1973

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რვაჯერ?! დიახ, ზედიზედ რვაჯერ ევრობასკეტზე სსრკ-მ გაიმარჯვა. თუმცა ცხრამდე ვერ ავიდა - 1973 წელს მე-3 ადგილს დასჯერდა. ვლადიმირ კონდრაშინის გუნდში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და სერგეი კოვალენკო.

1975

მიხეილ ქორქიასთან ერთად საბჭოთა კრებული ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ იუგოსლავიასთან 84:90 დამარცხდა.

1977

ბელგიაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც ორი წლის წინათ: სსრკ-მ იუგოსლავიასთან წააგო, მიხეილ ქორქიამ ვერცხლის მედალი მიიღო.

1979

რვაწლიანი შესვენების მერე ევროპა კვლავ გაწითლდა - საბჭოთა ნაკრებმა მეთორმეტედ მოიგო ევრობასკეტი. სსრკ-მ პირველად ითამაშა ქართველების გარეშე.

1981

22 წლის ნიკოლოზ დერიუგინმა CCCP-ის წარწერიანი მაისურა პირველად ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაიცვა და მეოთხე მატჩში თავიც გამოიჩინა - თურქეთს 25 ქულა ჩაუგდო. დერიუგინის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.

1983

სსრკ-ის ნაკრები საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანეთთან 94:95 წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ნიკოლოზ დერიუგინი საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა.

1985...

1985, 1987, 1989, 1991, 1993, 1995... ლიტვურ, ბერძნულ ან იუგოსლავიურ გაზეთში რომ ვწერდეთ, ამ წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე სათქმელი გვექნებოდა, მაგრამ ქართველებს არცერთგან უთამაშიათ.

ეს არც იყო გასაკვირი: საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლად შეუდგა ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას. როგორც გითხარით, გზა ძალიან გაუგრძელდა...

2011

2011 წელი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული იყო - პირველად ითამაშა ერთბაშად 12-მა კალათბურთელმა ევრობასკეტზე. ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო ჩემპიონატში ბევრი გააკვირვა, ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ევროპის ტოპ-12-ში შევიდა.

2013

სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე ორი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. მათ გარეშე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მიზანთან ახლოს ვიყავით - სლოვენიასთან და ხორვატიასთან ბოლო წამებზე დავთმეთ.

2015...

ასეთი გამოცდილი გუნდით არც ერთ ევრობასკეტზე არ გვითამაშია. შედეგიც შესაბამისი იყო: ქართველებმა ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მერვედფინალში ითამაშეს. დაძაბულ საპლეიოფო ბრძოლაში ჩვენმა გუნდმა ბოლო წამებზე, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი 81:85 დათმო.

2016

ევრობასკეტი 2016-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი მონტენეგროში ჩაატარა: 90:84 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgian
ვაჟა ბრავოო, ძაან მაგარი სტატია შემოგვთავაზე!
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
[სახელი] უტიტულო ვარსკვლავი - დღეს გელა დარსაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ᕥᓝᓠᓥᓘᕐ VS ᕐᓨᓨ - ᓔᕠᕗᕘ ᓒᕛᓘᓠᓝᓑᓘᓡ ᓐᓛᓑᕐᕕᕘ
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგა ALL STAR 2016 გაიმართა
[ერთი გმირობის ამბავი] ქორქია VS აშშ
"ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓛᓐ" ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓡᓣᓞᓔᓠᓗᓐᓡᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓛᓐᓢᓩᕨᓘ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓓᓐᕐᓛᓐᓠᓪᓮᓐ
შვიდდღეული: ესპანელები როგორ გვაჯობებდნენ?
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
გურამ მინაშვილი - აზარტი, ჟინი, ბრძოლა...
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
მიხეილ ქორქიას გახსენება: შენი საუკეთესო თამაში იყოო
როგორ "ჩამოართვა" ცეკამ მინაშვილსა და აბაშიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გახსენება
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა!
ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის წინასატურნირო პრესკონფერენცია
დღესაც რა ლამაზ ჟღერს - 57 ცსკა-სთან!
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის კალენდარი
დიდი გამარჯვების 55-ე წელი: თბილისის "დინამოს" ევროპული ოდისეა