ამ კადრებიდან გამომდინარე, "მერანი"-"რუსთავის" მატჩთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ძნელია
15 სექტემბერს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ საფეხბურთო სამყარო ისევ ააღელვა: ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის დასკვნით, 8 სექტემბერს მარტვილში გამართული პირველი ლიგის IV ტურის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, გარიგებული იყო...

სფფ-ის განცხადებაში ეწერა: "უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადეკვატურად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა საკითხი და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად გადაწყვიტა: "მერანი"-"რუსთავის" თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა დამარცხება 0:3; გუნდებს დააკლდათ 6-6 ქულა და 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ".

ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ერთიან ფონდს მიმართა შუამდგომლობით, რომ გამოძიების დასრულებამდე, ამ კლუბებისთვის დაფინანსება შეეჩერებინა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 22 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა - ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა, კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ მედიას ამ მატჩთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციები გაგვაცნეს და, რაც მთავარია, შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც გვაჩვენეს. ეს კოლაჟი სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა და იმ მონაკვეთებს მოიცავდა, რაზეც ამ ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს...

- მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

18-ფურცლიანი რაპორტი

შეხვედრის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა მიხეილ აბაიშვილს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და საქმეზე გადავიდა:

- ამ მატჩიდან 3 დღეში უეფადან მოგვივიდა თამაშის 18-ფურცლიანი რაპორტი, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა ხდებოდა ამ მატჩის განმავლობაში. ჩემდა სამწუხაროდ, საქმე იმ ქალაქის გუნდს ეხება, სადაც კარიერა დავიწყე. ჩემთვის არანაკლებ ძვირფასია მარტვილის "მერანიც". თუმცა აქ მთავარია ქართული ფეხბურთის ინტერესი და სწორედ აქედან გამოვდივარ...

გამიკვირდა, რომ თამაშს არ იღებდნენ "რუსთავის" წარმომადგენლები და როცა ეს ამბავი ცნობილი გახდა და რაპორტი მატჩის ჩანაწერიანად გადავეცით, არ დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ და რას აკეთებდა. ამის ნაცვლად, ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ რაპორტში "რუსთავის" ნაცვლად "ოლიმპი" ეწერა. მაგრამ ეს ტექნიკური დეტალია, რომელიც ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა.

- გადაწყვეტილება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე მიიღეთ? ხომ არ არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვითაც, რაპორტი გარიგებაში ბრალდებულ კლუბებთან ერთად უნდა განგეხილათ?

- სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს გაწვდიან. მატჩის კადრებს ნახავთ და დარწმუნდებით, რომ დისციპლინარებს ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიუღიათ. სფფ-ის ევალება, რომ რაპორტი გუნდებს გადასცეს. სხვათა შორის, იქ დაფიქსირებული ერთ-ერთი კონფიდენციალური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოშიც აღმოჩნდა...

ამბობენ, რაღა ეს თამაში შეარჩიეთ, თაროზე უამრავი თამაშია შემოწყობილიო. საქმეები თავად აქვთ თაროებზე შემოწყობილი, ჩვენ კი წარმომადგენლებს ლამის ყველა თამაშზე ვგზავნით, ვიღებთ ვიდეოზე და თვალებს არ ვხუჭავთ. სულ ამაზე არ იყო ლაპარაკი, ფედერაცია თამაშების ჩაწყობაზე რეაგირებას არ ახდენსო? ახლა ეს გავაკეთეთ და მიმაჩნია, რომ სფფ-ის ასეთი დამოკიდებულება წლების წინათაც რომ ჰქონოდა, ახლა ბევრად უკეთეს დღეში ვიქნებოდით.

გადაწყვეტილება მხოლოდ რაპორტის საფუძველზე არ მიგვიღია. თამაშს სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გადაიღეს. საერთოდ, თვალები მეც მაქვს და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. იმასაც ვერავინ შემოგვაპარებს, უბრალო მანქანას წითელი "ლეიკო" რომ ჰქონდა გადაკრული და "სასწრაფო დახმარებად" ასაღებდნენ. ასეთი რამ მცირე ხნის წინ მოხდა...

წლების წინ, მსგავსი რაპორტები მრავლად მოდიოდა და კლუბს მხოლოდ ფინანსურ სანქციებს აკისრებდნენ, თანაც, მხოლოდ მესამე რაპორტის შემდეგ. ამ დროს, ერთ კლუბს მაშინდელი 10 ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. ისე გამოდის, რაპორტში სამჯერ მოხვედრილი გუნდი არც დასჯილა.

სხვათა შორის, ამ მატჩის ერთ-ერთი მონაწილე უეფას რაპორტში შვიდჯერ მოხვდა! ჩვენც ძველებურად თვალის დახუჭვა რომ გავაგრძელოთ, მოგეწონებათ?!

- მთავარია, ის თუ გაიგეთ, ვინ იყო ამ გარიგების შემკვეთი?

- ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცდება, თორემ სწორედ მათი გამოვლენა გვსურს. ახლა კი ის ხალხი აღშფოთდა, ვინც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. ეტყობა, ახლა უშუალოდ შევეხეთ. მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ გარიგებები და ჩაწყობები ქართული ფეხბურთიდან ამოიძირკვება.

თვალები არ უნდა დავხუჭოთ!

გია გორგოძე, ჟურნალისტი:

- მარტო ის ფაქტი, რომ ავსტრალიაში ან აზიაში ჩვენი დაბალი ლიგის მატჩზე მილიონებს დებენ, ყველაფერზე უნდა მეტყველებდეს. ასეთ დროს სიტყვა "საეჭვო" უადგილოდ ჩანს - საეჭვო კი არა, ფაქტია. ჩვენ კი არ უნდა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ ამით ვინმეს უფლება ირღვევა, არამედ, ნანახზე თვალები არ უნდა დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ ეს სიბინძურეა.

დავით მუჯირი:

- მსგავს საკითხებში ჩვენ და მედია ერთიანები უნდა ვიყოთ. ეს ჩვენ კი არა, ქართულ ფეხბურთს სჭირდება. სხვაგვარად, ამ პრობლემებს ვერ შევეწინააღმდეგებით.

ერთი ამბავი ატყდა, რაპორტების საფუძველზე კლუბი როგორ უნდა დაისაჯოსო?! იურისტებსაც ველაპარაკეთ და სადისციპლინო კომიტეტის დებულებაში უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებზე პირდაპირ წერია, რომ უეფა ამაზე ეროვნულ ფედერაციას აცნობებს, დარღვევის გაცნობისას კი, "შეიძლება ყოველგვარი გამოძიების შედეგებისა და ფაქტების დადგენის გარეშე დაწესდეს სანქციები - იურიდიული პირების მიმართ გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა (5-დან 15 ათას ლარამდე), გუნდისთვის 1-დან 6 ქულამდე დაკლება, თასიდან დისკვალიფიკაცია".

მოკლედ, პირდაპირ წერია, რომ უეფას რაპორტზე დაყრდნობით კლუბის დასჯის უფლება გვქონდა. სპორტული სამართლიანობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ბზიკაძე უეფაშია მიწვეული და ამ და სხვა დეტალებზე კონსულტაციებს გადის.

სულ იმას ვამბობდით, სფფ-ს ნება არ აქვს, გარიგებებს ებრძოლოსო. ეს გავაკეთეთ და, ჩვენ "ოლიმპი" კი არა, "რუსთავი" ვართო. ეს ტექნიკური და, ამ შემთხვევაში, უმნიშვნელო დეტალია. მთავარია, რაზეა რაპორტში დეტალური ინფორმაცია. სხვათა შორის, მოხსენება 18 ფურცელს მოიცავს, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

- რა თანხა დაიდო ამ შეხვედრაზე?

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

კახა ჭუმბურიძე:

- როცა დისციპლინარების გადაწყვეტილება საჯარო გახდა, ერთი ამბავი ატყდა. მაგრამ ვერავინ ამბობს, სფფ-ის მსგავსი აჟიოტაჟი და რომელიმე კლუბის დასჯა რაში დასჭირდა? ვინმეს ჯინი გვჭირს? ამას ვერავინ იტყვის და მით უფრო, ვერ დაასაბუთებს. მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებს, რომ გარიგებებს შევეწინააღმდეგოთ, რადგან საქმე ქართული ფეხბურთის მომავალს ეხება.

იმასაც იტყვიან, რომ ფეხბურთელი მოუმზადებელია და ამიტომ არ დარბოდაო. მაგრამ ის, რასაც ნახავთ, შეუძლებელია, ყველას ერთად მოგვეჩვენოს. ამ მატჩის კადრების ნახვის შემდეგ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.

გასაოცარი კადრები

ახლა რაც შეეხება ჟურნალისტთა რეაქციას: შეხვედრამდე მედიის წარმომადგენელთა პოზიცია იყო, რომ სფფ-ის არგუმენტირებული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა.

მაგრამ კადრების ნახვის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა: "მერანი"-"რუსთავის" მატჩისას დაფიქსირებელი იყო ფეხბურთელების უცნაური უმოქმედობა, როცა მეტოქეს არათუ ხელს არ უშლიდნენ, არამედ, ელემენტარულ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს პირველი ლიგის ლიდერებისა და უშუალო კონკურენტების მატჩი იყო.

მაინც, რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ რუსთაველთა მოთამაშემ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან "მერანის" თავდამსხმელს დაუგორა; და როცა მარტვილელები დაწინაურდნენ, მათ თავდამსხმელს კონკურენტთან გოლით გამოწვეული სიხარული არ ეტყობოდა; ნაცვლად იმისა, რომ ნახევარმცველებსა და მცველებს მეტოქის ფეხბურთელები შეევიწროებინათ, გამცილებლების როლს ასრულებდნენ და ზონებს უთავისუფლებენ; რუსთაველები ბოლო წუთებზე მარცხდებოდნენ, მაგრამ წინ წასვლისა და შეტევების ორგანიზების ნაცვლად, ბურთის თამაშში შეტანისას დრო თავად გაჰყავდათ; ჩანდა ნახევარმცველები, რომლებიც მცველის მიერ "ამოტანილ" ბურთს მეტოქეს უთმობდნენ, ბოლო წუთზე მეკარეს ბურთის თამაშში შესაყვანად ორი მცდელობა დასჭირდა და ასე შემდეგ.

მოკლედ, ამ კადრებიდან გამომდინარე, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ძნელია.

და ბოლოს: სფფ-ისა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადაეცა. ხოლო სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აღნიშნული საკითხის გამოძიებას აგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ale
გენაცვალე კობი,,სწორად იქცევიტ,,მერანის გუნდის უფროსი ბაკურია უნდა მოკვეტოტ ფეხბურტიდან,,ეგ ყველაფრის მკქმნელია
dato
არამარტო სანქციები უნდა დაუწესო არამედ ფეხბურთელები უნდა დაიჭირონ, ეს უკვე შსს საქმეა! კობი მიდი ბოლომდე მთავარია სამართლიანად მიუდგე და ყველა დაისაჯოს!
lashamax
ჟურნალისტებს მივმართავ. რატომ არ თხოვენ კობიაშვილს პასუხს. ცხადაძის გაშვებაზე. კითხონ რა მისცან ნაკრებს ცხადაძის გაშვებამ და ვაისს მიყვანამ
cobra
ფედერაციაში შეყრილი ხალხი მუშაობს უბრალოდ დანისნულება რომ ქონოდა შენობას სხვა არაფერი
vai tqvens patrons
მოკლედ კომედიებიხართ ფეხბურთელმა გოლის გატანის თუ არ იყვირა ჩაწყობილია? თამაში არ იციან ბიძია თამაში და ამ ეჭვით ყველა თამაში ჩაწყონ\ბილია იარეთ მეორე ლიგის პირველი ლიგის თამაშებზე ტურისტებად რო უშვებთ ვითომ წარმომადგენლებს და გაშიფრეთ ესე თამაშობენ კი არ აწყობენ არ იციან თამაში)
Fan
სასჯელი უნდა იყოს ოპტიმალური, ისე რომ გუნდები არ დაიშალოს და იქ მოთამაშე ბიჭებს არ წავართვათ მომავალი
Georgia
მიდი კობი მიაწექით!!! ბოლომდე დასაჯეთ! არანაირი დაფინანსება!!!!!!
Guadua
კობიაშვილო, მინდორზე მორბენალი კაციდან კაბინეტის ერთ უხეირო და ტავგზადაბნეულ ბიუროკრატად როგორ გადაიქეცი კაცო ა? რას გიშვებიან ეს ჩინოვნიკობა, სისხლს ხომ არ იცვლით? რამდენი საინტერესო წერილია თქვენთან გადმოგზავნილი წინადადებებით და შემოთავაზებებით, როგორ გაუმჯობესდეს ფეხბურთში კლიმატი, მაგრამ შენ პირადად ფეხებზე გკიდია ეგა,არც ფეისბუქზე ხარ აქტიოვში და არც ფედერაციის ემეილში, მაშინ რას აკეთებ მანდ? მოკლედ ერთი რამ დაგრჩენია და ეს არაა სრულებითაც ხუმრობა, სრულიად სერიოზულად ვწერ: ყოველი მატჩის წინ მეორე ლიგაშიც, პირველ და უმაღლესშიც რელიგიური და სამოქალაქო ფიცი დაადებინო ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს პატიოსანი თამაშისა. ან სპეციალიზირებული რელიგიური მიამრთულებიოთ სპორტული ფიცი უნდა გახდეს აუცილებელი პირობა ყოველი მატჩისათვის.
Walkabout
მეც თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მატჩი ჩაწყობილი იყო, მაგრამ მაინც ძველ აზრზე ვრჩები, მტკიცებულებების გარეშე არავის დასჯა არ შეიძლება, არ იცი ვინ ჩააწყო, და მაინც სჯი, ფაქტიურად ხალხს გაუხსნელ დანაშაულზე სჯი და არგუმენტად მოგაქვს თვალები მაქვსო...)) ერთი ის იურისტები მანახა მუჯირი რომ ამბობს ვესაუბრეო, მაინტერესებს დიპლომში რა პროფესია უწერიათ?))) მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო ეს ამ ამბის წინა სტატიაზე დავწერე და ეხლაც ამ აზრზე ვარ... -------------------------------------- ფეხბურთის ფედერაციას სურვილი აქვსო, მაგრამ ხომ ხედავთ მხოლოდ სურვილი და ნება არ არის საკმარისი, ხომ ხედავთ პატიოსნებაც (თუ არიან) არ არის საკმარისი... ყველა საქმეს რომ ცოდნა სჭირდება ეს არავის აინტერესებს, იმას ვიზამთ ამას ვიზამთო რომ გაიძახოდნენ ხომ მიდის უარესობისკენ საქმე? მოკლედ საქმის ცოდნაა საჭორო, ანუ პროფესიონალიზმი! მე ვეთანხმები ავტორს, ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეც არაა, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო თავზე გადაახევს იმ დასჯის ბრძანებას მის დამწერს, რუსთავიც ძალიან მარტივად გაიმართლებს თავს და მერანიც, რამეთუ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, შენ, მბრალდებელმა ორგანომ უნდა დაუმტკიცო დანაშაული თუ ის ჩადენილია, შენ უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები, მაგრამ როგორ წარადგენ როცა ისინი არ გაქვს და ერთადერთი ,,მტკიცებულება" უეფას რაღაგ რეკომენდაციისმსგავსი ქაღალდია, რომელიც რეალურად არც არაფერს არ ამტკიცებს! მაგრამ რუსთავს და მერანს რახან ეს ბედოვლათები დანაშაულს ვერ უმტკიცებენ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ეს დანაშაული ჩადენილი არ არის? არსებობს ეჭვი რომელსაც ან დაამტკიცებ ან ვერა მაგრამ რაღაც ზომები ხომ უნდა მიიღო ამ ეჭვის ან დასაბუთებისთვის ან გასაქარწყლებლად? ხოდა აი ისევ იმას მივადექით რითაც ტავიდან დავიწყეთ: საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი! აღმოჩნდა რომ დღეს ფედერაციაში უბრალოდ არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში, რა გააკეთონ, ხოდა ადგნენ და მარტივი გამოსავალი იპოვეს, ორივე დასაჯეს!)) დასაჯეს ყოველგვარი მტკიცებულების საფუძველზე! დასაჯეს უეფას ვიღაც ჩინოვნიკის მხოლოდ ეჭვის საფუძველზე! ყოველგვარი საქმის შესწავლის (გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ) და ანალიზის გარეშე... ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას წინათ ბედნიერი სახეებით რომ გვამცნობდა შსს-სთან მემორანდუმი გავაფორმეთო დარწმუნებული ვარ საერთოდ არ იცოდნე რას ნიშნავს მემორანდუმი და რა შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ეგ მემორანდუმი, რომელ მხარეს რა ვალდებულებები ეკისრებოდათ... საერთოდ ვითყვი რომ ძალიან ზნელია მსგავს შემთხვევებში ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ მუშაობა უნდა ხალხო მაგ საქმეებს, უეფა რომ მოგწერს მარტო მაშინ კი არა, ოპერატიული სამსახურები უნდა იყვნენ მუდმივად ჩართული, აგენტურა უნდა ყავდეთ, ტექნიკური საშუალებები, მოსმენები უნდა ხდებოდეს, მოკლედ სერიოზული სამიანობა უნდა იყოს რასაც მარტო სამართალდამცველები ფედერაციის ჩართვის გარეშე ვერ შეძლებან და შეიძლება მივიღოთ რაღაც შედეგი და არა ასე როცა ვიღაცის წერილის საფუძველზე ყოვლად უპასუხისმგებლოდ საქმის თავიდან მოშორების მიზნით ვიღაცა დასაჯო და იყვირო ნახეთ რა მაგარი ვარო...
საფიჩხია
კობი და ფედერაცია სწორად იქცევიან და ესეც უნდა იყოს,აბა იმ გაჭირვებულმა გუნდებმა რა ქნან მაგათ ქვემოთ რო არიან და წვალობენ და ამათ წამოწოლილი მოუნდათ შედეგი.
Fan
რა არის ლოიალური სასჯელი დაფინანსების შეწყვეტა? ეს ხომ გუნდების დაშლას ნიშნავს. ყველა გადაწყვეტილება,რომელიც იქნება არა თანმიმდევრული და სხვა მოვლენების გადასაფარად მიღებული, იქნება არასწორი და უფრო დიდი დანაშაული!
Gio
ეგ კი არა თვითონ ფეხბურთელები უნდა დასაჯო და აუკრძალო გარკვეული ვადით მინიმუმ თამაში!!!
გივი-ს
გივისაც დავაკლოთ ქულები-დ-დ-დ-დ
Gio
ძალიან კარგია და იმის თქმა რაღა რუსთავს მიდგნენ სხვა ვერნახეზე დიდ სისულელეს ვერავინ დაწერს, რომელიღაცით უნდა დაიწყოს და ეს რომელიღაცა ვინც იქნება ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვავს, ამით არმორჩება ყველაფერი კიდე გააგრძელებს ბევრი გაყიდვას მაგრამ პატარა ეჭვზეც კი უნდა დასაჯო და ნელ-ნელა თვითონ მივლენ იმ ზომამდე რო არუღირთ ჩაწყობა რადგან უფრო მეტს წააგებენ!! პლიუს ამით ფეხბურთის განვითარება ფერხდება, როცა დაძაბული თამაში არარის ვერიზრდები და როცა ჩაწყობაა შემდეგ თამაშებზეც კარგავ მოტივაციას!!
რამო ბათუმი
ამ თამაშის ვიდეოს ვინც ნახავს იფიქრებთ ეს საჯელი ძალიან ცოტაა ამ გუნდებისთვის, ეს არის მთელი ქვეყნის სირცხვილი. გუნდებთან ერთად ფეხბურთელიბიც უნდა დაისაჯოს.
დავითი
GIVI-ს რა გინდა ვერ ვხვდები კობიაშვილთან ვიდეო ნახე ? მესმის რო ალბად შენ რუსთაველი გულშემატკივარი ხარ მაგრამ ასეტი სუბიექტიურობაა რომ ვღუპავტ საქართვეოლოს !ამის შემდგომ რომ ვინმე იტყვის მეტალურგი " მამა აბრამის ბატკანიაო" მერე მას რა უნდა უწოდოს საზოგადოებამ არ ვიცი ენ თვალები უნდა დაიბრმაო ან სულელი უნდა იყო ეს არის აშკარა კორუფციული გარიგება ! ლევანმა ეს გამოაშკრარავა და ამიტომ პირიქიტ ამის აღკვეთისთვის მადლობა .
kante
ეს რუსთაველები თან უნიჭო სცენებს დგამენ და თან იმუქრებიან :))) ვახ საცოდავო ქვეყანავ... იმის ნაცვლად რო თავიანთ გუნდთან მივიდნენ და პასუხი მოსთხოვონ, აქეთ იშვერენ ხელს. ასე გააგრძელეთ ყოჩაღ... კობი, მიაწექი რა. ნუ აქცევ ყურადღებას ამ ჭაობის ბინადრებს
gio
გივი აქ რუსთავზე არ არის საქმე ქართული ფეხბურთი კვდება იმ ხალხის გამო ვინხც ფეხბურთშია დასაქმებული მათ შორის რუსთავშიც
ნეიტრალი
რატომ იქცევა არასწორად, დასასჯელს რომ სჯის? :დდდ ჰა გივი? იქნებ აგვიხსნა დამატებით რას გულისხმობ? ყველა ჩამწყობი, ქართული ფეხბურთის მტერი უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან, კიდევ ლოიალური სასჯელი გამოუტანეს. დისკვალიფიკაცია და ქვედა ლიგაში დაქვეითება იქნებოდა შესაბამისი სასჯელი ამ ვაიფეხბურთელებისა და ვაიადამიანებისთვის.
givi
დანებე რუსთავს თავი თორე დიდიხანი არ იჯდები მაგ სკამზე
givi
კობი არასწორად იქცევი
დინამო
მცირეა სასჯელი! ვერ დავიჯერებ რომ ესენი მსგავს არ გაიმეორებენ!!!! საჭიროა უფრო მკაცრი ზომები, ესეთი ხალხი უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან!
kako
marto eg tamashia garigebuli ar gzxvenia? sachxereze ras itkvi tu bizinas gundia? ramdeni ramea gasaketebeli kartul fexburtshi shen kidev gldanis deputatoba ginda.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლაშა დვალიშვილი: საარჩევნო კამპანიას "ლელოს" რედაქციიდან ვიწყებ!..
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
ევრო 2021 - ესპანეთი-ჩეხეთს ქართველი მსაჯები და დელეგატი მოემსახურებიან
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
რა ფერში უნდა შევღებოთ "დინამო არენა"? კამათი დაიწყო
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები

მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...