"არასოდეს მეგონა თუ ხალხს ასე ვეყვარებოდი"
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანმა ვარსკვლავმა კევინ გარნეტმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ლეგენდარულმა ფორვარდმა კობი ბრაიანტსა და ტიმ დანკანს მიბაძა და "მინესოტას" საწვრთნელი ბანაკის გახსნიდან ოთხი დღით ადრე დატოვა დიდი კალათბურთი.

"მიჭირს სიტყვებით ჩემი მადლიერების გამოხატვა. უბრალოდ მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის გამო. არასოდეს მეგონა, თუ ხალხს ასე ვეყვარებოდი", - განაცხადა სპეციალურად ჩაწერილ ვიდეოში გარნეტმა.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ, კევინმა შაბათს ამცნო "მინესოტას" ხელმძღვანელობას. როგორც იტყობინებიან, კლუბი და კალათბურთელი მორიგდნენ კონტრაქტის გამოსყიდვაზე, რომლის მიხედვითაც, გარნეტს 2016-17 წლების სეზონში 8 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.

"დიდი სიამოვნება იყო იმაზე დაკვირვება, როგორ ყალიბდებოდა ახალგაზრდა გარნეტი NBA-ის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად. მე ამ პროგრესის უშუალო მოწმე ვიყავი. ის ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად. წარმატებას ვუსურვებ კევინს მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე. "მინესოტას" ფანები ყოველთვის თბილად გაიხსენებენ იმ წარმატებებს, რომელიც გარნეტის სახელს უკავშირდება", - განაცხადა "ტიმბერვულვზის" მფლობელმა გლენ ტეილორმა.

გარნეტის ანგარიშზე NBA-ში 1462 მატჩია, რომლის განმავლობაშიც, საშუალოდ, 17.8 ქულასა და 10.0 მოხსნას აგროვებდა. შარშან, მან 38 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და 3.2 ქულითა და 3.9 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.

კევინი "მინესოტას" ყველა დროის რეკორდსმენია რამდენიმე კატეგორიაში: თამაშები (970), წუთები (36 189), ქულები (19 201), მოხსნები (10 718), დაფარებები (1 590), პასები (4 216), ჩაჭრები (1 315), ორმაგი დუბლები (607) და სამმაგი დუბლები (16).

გარნეტი ერთხელ იყო NBA-ის ჩემპიონი "ბოსტონის" შემადგენლობაში.

მომდევნო სეზონი გარნეტისთვის 22-ე უნდა ყოფილიყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, რაც NBA-ის აბსოლუტური რეკორდი იქნებოდა. გარნეტამდე, 21 სეზონი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მხოლოდ რობერტ პერიშსა და კევინ უილისს უთამაშიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება კარის გარეშე
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა