სოფიო შაფათავა ტაშკენტის ტურნირის ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მაინც მოხვდა
ტაშკენტში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის 16 წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - თბილისელი სოფიო შაფათავა.

ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა (რეიტინგით 206-ე) სტარტზე რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი, 127-ე) აჯობა - 6:1, 7:6, მაგრამ მეორე წრეში ჩეხ ტერეზა მარტინცოვას (172-ე) ვერ გაუმკლავდა - 4:6, 5:7.

მარცხის მიუხედავად, შაფათავა მაინც მოხვდა ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით. საქმე ის არის, რომ რეიტინგით 45-ე ადგილზე მყოფმა იუჰანა ლარსონმა (შვედეთი), რომელიც ტაშკენტის ტურნირის რეიტინგფავორიტი იყო, ავადმყოფობის გამო შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მის ადგილას თურქმა ჩაგლა ბუიუკაკჩაიმ (69-ე) გადაინაცვლა. გამოთავისუფლებული ადგილი კი შაფათავას ერგო და დღეს სტარტზე სწორედ თურქთან გაარკვევს ურთიერთობას.

ჩინური ვუჰანის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2.589.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ჩაებმება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმავ წყვილთა რეიტინგში 49-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ესპანელ ლარა არუაბარენასთან (ესპანეთი, 61-ე) ერთად იგი სტარტზე შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისა (ურეიტინგო) და სვეტლანა კუზნეცოვას (რუსეთი, 58-ე) შეხვდება.

წარმატების შემთხვევაში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, მეორე წრეში მე-6 ნომრად განთესილ ტიმეა ბაბოშისა (უნგრეთი, მე-13) და იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი, მე-10) დუეტს გაუწევს მეტოქეობას. ბაბოშმა და შვედოვამ გუშინ მარია ირიგოენსა (არგენტინა, 48-ე) და ტატიანა მარიას (გერმანია, 62-ე) მოუგეს - 7:5, 6:3.

ჩინეთში იმყოფება საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დღეს იგი შენჟენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 704.140 დოლარი) ჩაებმება.

რეიტინგში 103-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური გზიდან 27 წლის ფრანგი ბენუა პერის (38-ე) ჩამოშორებას შეეცდება.

გიორგი ცივაძე ჩიმკენტის (ყაზახეთი) 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. ერთეულებში სტარტზევე დამარცხდა ბელარუს მაქსიმ ტუბართან - 4:6, 3:6, ხოლო წყვილებში დიმიტარ კუზმანოვთან (ბულგარეთი) ერთად რუსების - ვიქტორ ბალუდას და ალექსანდრ პავლიუჩენკოვის დუეტთან წააგო - 6:3, 5:7, 7:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წარუმატებლად ითამაშა კიევის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გიორგი ჯავახიშვილმა: მასპინძელ რომან ბოიჩუკისთან პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორეს 2:4-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

აქვე ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების მიერ განახლებულ რეიტინგებში ქართველთა მაჩვენებლებს გაგაცნობთ:

ქალები

ერთეულები. 206 (235). სოფიო შაფათავა (255), 271 (261). ეკატერინე გორგოძე (175), 465 (464). მარიამ ბოლქვაძე (68), 482 (496). სოფიო ქვაცაბაია (64), 779 (1084). ოქსანა კალაშნიკოვა (19), 1071 (1040). ანა შანიძე (7).

წყვილები. 49 (50). კალაშნიკოვა (1550), 161 (159). შაფათავა (434), 229 (226). გორგოძე (270), 363 (360). ქვაცაბაია (141), 586 (580). ბოლქვაძე (62), 708 (713). თათია მიქაძე (37), 1119 (1081). შანიძე (10), 1257 (1261). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები

ერთეულები. 103 (106). ნიკოლოზ ბასილაშვილი (590), 337 (306). ალექსანდრე მეტრეველი (139), 852 (857). გიორგი ცივაძე (20), 1753 (1748). ალექსანდრე ბაკში (1), 1753 (1748). შოთა მეფარიძე (1), 2051 (1633). გიორგი ჯავახიშვილი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბრეშას ტურნირის წყვილებში 1/2-ფინალში გავიდნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ