"საქართველოს ნაკრები მტკივნეული თემაა, არ მესმის, რა გვემართება..."
...უკან მოილია ძალიან საინტერესო კარიერა, არაერთი ქვეყნის გუნდი, საქართველოს ნაკრები, ციხე და პირველია ქართველებში, ვინც სამი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მოკლედ, ასეთი იყო 40 წელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს 26 სექტემბერს შეუსრულდა.

უმაღლეს ლიგაში 15 წლის გამოჩნდა - თელავის "კახეთში" მიიწვიეს და პირველი გოლი სკოლის მოსწავლემ გაიტანა. იქ 2 სეზონი გაატარა და 1994 წელს კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" გააფორმა, სადაც უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა.

სულ კარიერაში 7 ქვეყნის გუნდში ითამაშა, ახალ კლუბთან კონტრაქტი კი 16-ჯერ გააფორმა. მათ შორის იყო როტერდამის "ფეიენოორდი" (სადაც თბილისის "დინამომ" იჯარით გაუშვა), ვლადიკავკაზის "ალანია" (სადაც სამ სხვადასხვა პერიოდში ითამაშა), სადაც 1999 წელს რუსეთის პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. 2000 წელს გადავიდა კიევის "დინამოში" და გახდა უკრაინის ჩემპიონი. პირველია ქართველებში, ვისაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდში ("სოსიედადი") უთამაშია.

ქართველებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იყო და ყველაზე ძვირადღირებულთა ტრანსფერებში მისი გვარი ხშირად ხვდებოდა: 2000 წელს კიევის "დინამოდან" "სოსიედადმა" 4,5 მილიონ ევროდ შეიძინა, 1999 წელს "ალანიამ" კიევის "დინამოს" 3 მილიონად მიჰყიდა, ხოლო 2005-ში დონეცკის "მეტალურგიდან" იმავე "ალანიაში" 2,5 მილიონად დაბრუნდა.

"დემეს" ბევრი და თან ლამაზი გოლი გაუტანია. ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა 1999 წელს კიევის "დინამოში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარა. 34-ე წუთზე ანგარიში კახა კალაძემ გახსნა, ხოლო 72-ეზე, დემეტრაძემ ბადე "მაკრატელათი" შეარხია. სხვათა შორის, უკრაინის ტელევიზიამ ამ შეხვედრის კომენტატორად კოტე მახარაძე მიიწვია...

დემეტრაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც პოლიტპატიმრად შერაცხეს: 2010 წლის ივლისში "ქურდულ სამყაროსთან კავშირის" ბრალდებით დააკავეს. საპატიმრო 2013 წლის 13 იანვარს დატოვა.

"ლელომ" დემეტრაძესთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც რესპონდენტი განვლილ წლებზე, კარიერაზე, ციხეში გატარებულ დროსა და სხვა საინტერესო ამბებზე გვიყვება...

მეგონა, ვიღაც მგუდავდა...

- ფეხბურთელებს შორის ყველაზე ლაღ და არასტანდარტულ რესპონდენტს რომ ვასახელებდეთ, უკონკურსოდ გაიმარჯვებდი. შენი გულწრფელი ინტერვიუები ყოველთვის სახალისო წასაკითხი იყო...

- მე და ოფიციალური? შანსი არაა! კაცი სტანდარტებში თუ ჩაჯდები, მერე "გერხევა".

- სტანდარტებში არასოდეს ჩამჯდარხარ?

- არასოდეს!

- ისეთი ტიპი ხარ, ასე მგონია, ჰალსტუხი გეზიზღება...

- მაგრად! შარვალ-კოსტიუმს კიდევ ვიცმევდი, მაგრამ ჰალსტუხი... ალბათ, ცხოვრებაში სულ ორ-სამჯერ თუ მეკეთა. მაშინაც ერთი სული მქონდა, როდის მოვიძრობდი. ეს ჩემთვის ტანჯვა იყო, ასე მეგონა, რომ ვიღაც მგუდავდა.

- თავად მცველების "ჰალსტუხი" იყავი, სულ გუდავდი და ახრჩობდი. რას ფიქრობ, საუკეთესო წლები რომელ გუნდში გაატარე?

- რუსეთსა და უკრაინაში, "ალანიაში", კიევის "დინამოში", დონეცკის "მეტალურგსა" და კიევის "არსენალში". კარიერაში გასახსენებელი ბევრი მაქვს, მათ შორის - არასასიამოვნოც. მაგრამ სამი ქვეყნის ბომბარდირი გავხდი და, რა თქმა უნდა, ეს მეამაყება.

უჟმური ტოშაკი

- "არასასიამოვნო ამბები" ახსენე. რომელ გუნდში გადაგხდა ეს "არასასიამოვნო ამბები"?

- არ მინდა, რომელიმე შეურაცხვყო და ცუდად ვახსენო, რადგან ბევრ და ცნობილ კლუბში მითამაშია. უბრალოდ, ზოგან თამაში გამომდიოდა, ზოგან - არა.

მაგალითად, "სოსიედადში" რომ ჩავირიცხე, ესპანელებმა არაევროკავშირელ ლეგიონერებზე ლიმიტი დააწესეს, სამს თამაში შეეძლო, ერთს - სკამზე ჯდომა. თავიდან ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი, მაგრამ მერე დავშავდი და ხელი სწორედ ამან შემიშალა. ასეთ მდგომარეობაში კონკურენცია გამიჭირდა და ძირითადიდან ამომაგდეს. თანაც, იქ მთავარი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი იყო. ცხოვრებაში მსგავსი უჟმური ადამიანი არ მინახავს. რაღაც ინტრიგებს ხლართავდა და დიდად არავის უყვარდა. ძალიან მიკვირს, "რეალში" როგორ მიიწვიეს. ის ნაღდად არ იყო საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია.

- 40 წლის გადასახედიდან განვლილ კარიერას როგორ შეაფასებდი?

- მთლიანობაში, დადებითად, რადგან ბევრ ცნობილ კლუბში ვითამაშე და, როგორც ვთქვი, სამი ქვეყნის ბომბარდირი გავხდი. ეს პატარა საქმე არ არის. ესპანეთსა და ჰოლანდიაში დიდხანს ვერ გავჩერდი, თუმცა ესეც სასარგებლო გამოცდილება იყო. მაგრამ თუ გინდა მკითხო, რას შეცვლიდი, გეტყვი, რომ - არაფერს.

- არაფერს?! რა, მეტის მიღწევა არ შეგეძლო?

- მეტის მიღწევა იმასაც შეუძლია, ვინც ყველაზე მეტს მიაღწია. თუმცა, ერთადერთი, შეიძლებოდა, მეტი მომენდომებინა და გარკვეულ საკითხებზე მეტად დავფიქრებულიყავი, მაგრამ... რაც იყო, იმითიც კმაყოფილი ვარ. საფეხბურთო კარიერა კლუბებსა და ნაკრებში ისე დავამთავრე და ცხოვრების ეს ეტაპი ისე გავატარე, უკან მოხედვის არ მეშინია. ადამიანებისგან სიყვარულს ვგრძნობდი და დღემდე ვგრძნობ, მთავარი კი სწორედ ეს არის - რა სახელი გექნება.

ციხეში ერთი ფეოლა გვაკლდა...

- ციხის პერიოდზეც ვილაპარაკოთ. ოთხ კედელს შორის გამოკეტვა ყველასთვის მძიმეა, მაგრამ ფეხბურთელობისას საუკეთესო კონტრაქტებს აფორმებდი და კარგი ცხოვრება არ გიკვირდა. ამის შემდეგ ციხე კიდევ უფრო მძიმე განსაცდელი იქნებოდა...

- რა თქმა უნდა. 2,5 წელი აბსურდული ბრალდებით ვიჯექი - ფეხბურთელს ქურდული სამყაროს წევრობა დამბრალდა. თუმცა ყველამ იცის, სინამდვილეში რაც უნდოდათ, მეთქვა ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ამის მიზანი კი ის იყო, რომ ყველას დაენახა - ნებისმიერ ცნობილ ადამიანს ჩემს გზას გაუყენებდნენ, თუ მათ მხარეს არ დადგებოდა.

- ცნობილია, რომ ციხეში საკმაოდ დაიკელი წონაში და ბევრსაც ვარჯიშობდი...

- იმიტომ, რომ ციხეში ფეხბურთი ყველაზე დიდი გართობა იყო. მაგრამ თავიდან ფეხბურთს რადიოში ვუსმენდი და ვოცნებობდით, ტელევიზორი გვღირსებოდა. ძალიან მძიმე პირობები გვქონდა. მერე "ზონაში" გადამიყვანეს, სადაც საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ხალხი დამხვდა - თბილისის "დინამოს" ყოფილი მფლობელი მერაბ რატიანი და ძალიან მაგარი კაცი, ვერელი გულშემატკივარი მიშა დაფქვიაშვილი. ერთი ფეოლა გვაკლდა, თორემ მაგარ გუნდს გავაკეთებდით.

- ფეხბურთს ხშირად თამაშობდი?

- ყოველდღე, საღამოს შვიდ საათამდე, ზაფხულში კი რვის ნახევრამდე, ანუ მანამდე, სანამ "ზონა" დაიხურებოდა.

სიროტასთან მეგობრობა

- ციხიდან გამოსული ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი იყავი, მაგრამ კლუბი მალე დატოვე. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ "ზუგდიდში" უკრაინელ ინვესტორებთან ერთად მიხვედი...

- არა, კლუბში არ მივსულვარ და რაც ამაზე დაიწერა, სისულელე იყო.

- აბა, რა მოხდა რეალურად?

- "ზუგდიდში" ვიცე-პრეზიდენტად დანიშნული სვიატოსლავ სიროტას დონეცკის "მეტალურგიდან" ვიცნობ და მას შემდეგ ვმეგობრობთ. კლუბში ჩამოსვლა რომ გადაწყვიტა, აქაურ საფეხბურთო ვითარებას არ იცნობდა და რაღაც საკითხებში რჩევა მკითხა. ეს იყო და ეს, მეტი სერიოზული არაფერი მომხდარა და "ზუგდიდში" ერთი დღითაც არ მიმუშავია. მაგრამ სიროტამ მცირე ხნის წინ საქართველო და კლუბი დატოვა, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ.

- როგორც ვიცი, ბოლო ორი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობ...

- ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, როცა ტექნიკური დირექტორის, ნიკა ჩხეიძის თანაშემწე ვიყავი. ფედერაციასთან თანამშრომლობას ახლაც ვაგრძელებ და ნაკრებებს სელექციონერის როლში ვეხმარები. მაგრამ გამოჩენა და აფიშირება არ მიყვარს, ჩრდილში ყოფნა მირჩევნია.

ბავშვებს ჩარჩოებში აქცევენ

- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ...

- ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ჩვენს დროს ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერ გადიოდა და ხალხი უკმაყოფილო იყო ამით. სამწუხაროდ, დრო გადის და ბოლო წლებში ასეთ დიდ ტურნირებზე მოხვედრის იმედიც გადაგვეწურა.

არადა, ოპტიმიზმი ყოველი ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე გვიჩნდებოდა. ბოლოს რაღაც მაინც არ გამოგვდის და ყველა ერთად იმედგაცრუებულები ვრჩებით. ამ დროს, პოტენციალი იყო და ახლაც არის. ამიტომ, ძნელი ასახსნელია, რა გვემართება.

- საერთოდ, ბოლო თაობებში ვარსკვლავური პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად ჩანან. შენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?

- მე ამ ვითარების სერიოზული ანალიზის პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ გეთანხმებით, რომ ძლიერი ინდივიდუალისტები თითქმის აღარ იზრდებიან. ხშირად, საფეხბურთო სკოლებში ნიჭიერ ბავშვებს ჩარჩოებში აქცევენ, ფინტებსა და მეტოქის მოტყუებას უშლიან, ასე კი ინდივიდუალისტების ნიჭი იკარგება და უფერულ თაობებს ვიღებთ.

არ მესმის, ბავშვს ნიჭი რომ აქვს, იმის გამოვლენას ხელს რატომ უნდა უშლიდე?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
ხელისუფლება რო გახევს ქონებას ამას რაქვია ნეტა.დდ მაზავშიკია თუ ყომარბაზია ამ ნაგავ პოლიტიკანებს და მათ ზომბებს ყველას მირჩევნია დემე.აპა რამდენი აქვთ ხალხისგან უკანონოდ ახეული ქონება კეზერებს და მისნაირებს. ერთი სიტყვით ყველამ თავის ჩაოხრებულ საქმეს მიხედოს რაც შეეხება ესპანეთს დემე იყო პირველი ქართველი ვინც ითამაშა ესპანეთში და საერთოდ.როცა რამე არიცი სხვას რო კითხო ცოდვა არარი.
saba
ვიქტორ აველაძე 2007 წელს გადავიდა ლევანტეში და დემეტრაძე მანამდე იყო
aras da sxvebs
ხელზე მაზავშიკობა დღეს კრიმინალია ეგ ერთი. წაგებულის ქურდების დახმარებით ახევა ასევე ეგ ორი. და დაჭერილი ზუსტად მეორეზე იყო.
Biktor gvania
Ra shecdomebs ushvebt pirveliao visac espanetis primera divizionshi utamashiao, AR aris es simaertle Shota arveladzesac utamashia espanetis primera divizionshi ,,levantes,, shemadgenlobashi.
ჯონდო-ს
ჯონდო რაზე იყო დაჭერილი დემეტრაძე აბა თქვი? ქრთამზე, ხულიგნობაზე თუ . . . ? არაფრისთვის რომ ხეხა ციხე ამაშია საქმე თორემ ანგელოზია და მისი ცხოვრება ყველას მისაბაძიო არავინ ამბობს.
ara
კრიმინალი კი არა მაზავშიკი იყო. გეგი და ჯონი, თქვე ნაცებო, თუ მაზავშიკობა კრიმინალია, მაშინ რატო გყავდათ მაზავშიკი გუგეშასვილი (აი სტადიონი რომ გაყიდა და მერე ოცნებას მიტინგები რომ მოუწყო, სტადიონებს რატო ანგრევთო.)ადგილობრივ დეპუტატად.
Gegi
ნაკრებისთვის რაც გაუკეთებია მაგისთვის მადლობა, მაგრამ კრიმინალებთან ახლო კონტაქტი, თამაშები, ქურდული.. ეს მისთვის უცხო არ იყო.. ყიფიანთან თემები..
ჯონდო
პოლიტპატიმარი არა ფლავი, ჩვეულებრივი...... ვის რაში სჭირდებოდა მაგის დაჭერა.
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
გიორგი დემეტრაძე: ზონაში ფეხბურთს ასფალტზე ვთამაშობდი...
ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს
ჯონ ტოშაკი: "რეალს" მარტო მარსელო კი არა, ნახევარი შემადგენლობა შესაცვლელი ჰყავს
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება
გიორგი დემეტრაძე: ფეხბურთი ფულისთვის არასოდეს მითამაშია
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
კურასაო, მოზამბიკი, შანხაი, მუმბაი - სად წვრთნიან პრემიერლიგის ექსვარსკვლავები
თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
35 წელი დიდი გამარჯვებიდან - ცხადსა და სიზმარში ნანახი [VIDEO]
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ
გიორგი დემეტრაძე: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება ფეხბურთი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ პერესმა ბეილის გაყიდვა გადაიფიქრა
ვინ გახდება სფფ-ის ახალი გენმდივანი? 3 სავარაუდო კანდიდატი
"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე
TimeLine: თქვენი სახელი? მესი, ფეხბურთელი ვარ
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება