ძმები არველაძეების ფონდმა სოფელ დუისში, ბირკიანში, ომალოსა და ჯოყოლოში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა
16 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში პროექტი "საფეხბურთო თერაპია" დაიწყო. შიდა ქართლის შემდეგ, კახეთი მეორე რეგიონია, სადაც ძმები არველაძეების ფონდმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა - სოფელ დუისში, ბირკიანში, ომალოსა და ჯოყოლოში. შიდა ქართლის სოფლების მსგავსად, პანკისის ხეობის გუნდებსაც მთავარი მწვრთნელები ეყოლებათ. ფესტივალის დაწყებამდე ფონდის დამფუძნებლებმა ბავშვებს ფორმები, ბურთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.

საფეხბურთო ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობნენ ფონდის დამფუძნებლები - რევაზ და არჩილ არველაძეები, აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია, ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და პროექტის ინსტრუქტორი გოჩა ტყებუჩავა.

პანკისის ხეობაში პროექტი ხორციელდება საქართველოს სამარიტელთა კავშირის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, ავსტრიის სამარიტელთა კავშირისა და ავსტრიის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის გახსნას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი დაესწრო. ფესტივალი სოფელ ომალოში გაიმართა და ზემოთ ნახსენები 4 სოფლის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული ომალოს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ჯოყოლოელები 2:0 დაამარცხა.

"საფეხბურთო თერაპიის" ფარგლებში, მიმდინარე წელს ფონდმა უკვე 20 საფეხბურთო სკოლა დააფუძნა. მთელი წლის განმავლობაში, შიდა ქართლისა და პანკისის ხეობის სოფლებში მაცხოვრებელი 400-მდე ბავშვი, კვირაში სამი დღე, სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.

"ჩვენ კარგად ვიცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა პრობლემებია, მით უფრო - პანკისის ხეობაში. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ეს რეგიონი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - სპორტისა და ფეხბურთის განვითარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. აქედანაც გამომდინარეობდა ფონდის სურვილი, რომ ამ ხალხს გვერდით დავდგომოდით და ახალგაზრდობისთვის ფეხბურთში ჩართვისა და სოციალური აქტივობის საშუალება მიგვეცა.

გვერდში დაგვიდგა ავსტრიის სპორტის სამინისტრო და იმედია, ერთი წლის შემდეგ პროექტს ისევ გავაგრძელებთ. პანკისის ხეობაში უნდა დაინახონ, რომ მათ საქართველოში ისეთივე პერსპექტივა აქვთ, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს. რეალურად, აქ იმდენად ფეხბურთზეც არ არის ლაპარაკი. მაგრამ რაც ვნახეთ, ნიჭიერი ბავშვები არიან.

ბედნიერები ვიქნებით, დიდ ფეხბურთს ერთი მათგანი მაინც თუ ითამაშებს", - ამბობს არჩილ არველაძე.

ფოტოები ძმები არველაძეების ფონდის ფეისბუქის გვერდიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
გაიხარეტ ძმებო არველაზეებო, თქვენ კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეტება შეგიზლიათ ქართული ფეხბურტისთვის გამომდინარე ამ საქმეში თქვენი მაღალი კომპეტენტურობიდან. გფარავდეთ და შეგეწიოთ უფალი.
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ფეხბურთი ყველასათვის: ...იმიტომ, რომ იქ ცხოვრება გაჩერებულია
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?
ლევან კობიაშვილი: მთლიანობაში კარგია...
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
პორტუგალიაში ძმები არველაძეების ფონდის საქმიანობით დაინტერესდნენ
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
გიორგი დემეტრაძე: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება ფეხბურთი
ვინ გახდება სფფ-ის ახალი გენმდივანი? 3 სავარაუდო კანდიდატი
"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა