"შეიძლება, სელექციაში იყო პრობლემები, მაგრამ ამ გუნდითაც შეიძლებოდა ელიტრაუნდში გასვლა"

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი ბოლო ადგილზე, ქულისა და გოლის გარეშე დაასრულა. დავმარცხდით ბულგარეთთან (0:1), ფინეთსა (0:2) და შვედეთთან (0:4).

ცხადია, საინტერესოა, რა დაგვემართა ისეთი, რომ ქულა კი არა, გოლიც ვერ გავიტანეთ? საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გურამ ასპინძელაშვილს...

- ბატონო გურამ, მაინც რა მოხდა ფინეთში?

- ჩემი აზრით, ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა იქონია ბულგარეთთან პირველმა მატჩმა. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გვქონდა დიდი უპირატესობა, რომელიც გოლში ვერ აისახა. ფინეთთან მეორე თამაში თანაბარი იყო, იქაც გვქონდა კარგი მომენტები...

- გოლი ვერ გაიტანეთ. ალბათ, ამას თავადაც არ ელოდით...

- მართალი ბრძანდებით, ნამდვილად არ ველოდი... მოკლედ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. კარგად ეწყობოდა ჩვენი შეტევები, ბოლო ფაზამდე მიდიოდა, მაგრამ ლოგიკური დასასრული აღარ იყო. ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით. ფაქტია, ამ მხრივ ბევრია სამუშაო. და მაინც, მიმაჩნია, რომ ამ გუნდით შესაძლებელი იყო ელიტრაუნდში გასვლა. უბრალოდ, ზედმეტმა ემოციებმა დაგვაღალატა. იმდენად დიდი იყო მოტივაცია, რომ ამან ცუდი სამსახური გაგვიწია.

იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - პირველი წაგების შემდეგ ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა სოციალური ქსელებით წამოსულმა კრიტიკის ნიაღვარმა. ვცადეთ, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ რეაქციას, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ თუ ნახვა გინდა, მაინც ყველაფერს ნახავ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცდომები დაუშვით სელექციის დროს?

- ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რამდენიმე სხვა ტიპის ფეხბურთელი უნდა გვყოლოდა და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა შედეგი მიგვეღო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. მიმაჩნია, რომ ამ გუნდითაც შეგვეძლო გასვლა ელიტრაუნდში.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრებში უნდა აგეყვანათ პსჟ-ის აკადემიის ფორვარდი ქუთათელაძე...

- ადრე ის სამჯერ გამოვიძახეთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქუთათელაძე არ იყო მზად ნაკრებში სათამაშოდ.

- რჩებით ნაკრების მწვრთნელად?

- კი, ვაგრძელებ მუშაობას. ჩვენ მალე გვინდა შედეგი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ძალიან კარგი პროგრამები შემუშავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, თუნდაც რეგიონების ასაკობრივი ნაკრებების კუთხით... ახლა მთლიანად ახალი ნაკრების შექმნასა და სელექციაზე გადავერთვებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

armazi
გამოდის რომ ქომაგების ბრალია წაგებები..
givi
რატო გაგვაკრიტიკეტ პირველი წაგების მერეო რა სასაცილოები ხართ აბა უნდა შეგვექეტ რა კარგად მოიგეთქო დავაი რა ფეხბურტი შეგვაძულეთ ვინ იყო მანდ უპატრონო არ გცხვენიათ მაინც?
გიო
არ დამჯდარა კაი მგისანივით.
ქომაგი
მთელ გუნდს აძლევდნენ თურმე პროტეინებს შეკრების და ტურნირის მანძილზე(რაც არ შეიძლებოდა),რამაც გამოიწვია ის რომ ყველამ 2-3კგ მოიმატა წონაში.ამან გამოიწვია ეს ცუდი შედეგი.აბა უცბათ დადგა გუნდი რომელიმაც ადრე თითქმის ყველა თამაში მოიგო? ყველა პროფესიონალი ექიმი ამბობს რომ ეს არ შეიძლებოდა!!!
gri-s
წააგო ყველამ ერთად მწვრთნელის თამადობით.შენ ძალიან ხშირად წერ ფულიან მამიკოებზე, ყველამ გაიგო უკვე ვინცა ხარ და შენთვიტონ ხარ ეტყობა მიჩვეული ფულით საქმის კეთებას და ახლა არ გამოგივიდა წესიერ ხალხთან.ეგაა სიმართლე,თორემ იმ გუნდში არცერთი არაა ფულიანი მამა,ყველამ იცის ეგ.ისიც ეწერა ივანიაძეს ფულიანი ბიძები ყავსო და იცი რომ ეგ ბიჭი ბათუმელია და საერთოსაცხოვრებელში ცხოვრობს?დავითაშვილს ლანძღავდი და დარწმუნებული ვარ მის ფრჩხილად არ ღირს შენი შვილი.რომელი ნახე იქ ფულიანი მამა?შენი თავით მსჯელობ აშკარად.უცხოეთში მოთამაშე ბიჭებზეც გეწერა ფულით არიანო და იმდენს ვერ ფიქრობ რომ ევროპაში ფულით ვერ მოხვდებოდნენ ეგ ბიჭები.შეიზლება ეგეც იცი და გავასწავლე,რომ წავიდეთ აქედან,იქაც გავმაზოთ და ვითამაშოთ.
gri
მაინტერესებს სად არიან ეხლა ის რომლებიც ესე იცავდნენ ამ ნაკრებს,,გია ნიკო,,ალბატ ფულიანი მამიკოები არიან ვიხაცეების,,გაინახდეს ისევე მესებისა და რონალდოების გამოცახებები ნაკრებსი..
gia
ერთი ბავშვი გკავდათ ბათუმიდან და უმიზეზოთ არ ცაიკვანეთ
gia
ნაკრები მარტო თბილისი არ არის რეგიონებიდანაც უნდა ნახოთ და ეძებოთ ბავშვები
gio tb
ოკრინელი- ესეეთი უნამუსობა მართლა არ მინახავს, ძირითად მიზეზად კომენტარები დაასახელა', ფუუ რა Uთავმოყვარეო ყოფილხარ
geronti
კი მაგრამ, მთავარი იყო მონაწილეობა და შედეგს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ? მარტო მწვრთნელმა კი არა, პასუხისმგებლობა ფედერაციამაც უნდა გაიზიაროს. რა, ინგლისი, ესპანეთი და გერმანია გვყავდნენ ჯგუფში და მიტომ ვაჩვენეთ ასეთი შედეგი? სახლში წაბრძანდით, სახლში.
GELA
ილოს შოუს უყურებთ ალბათ,ასეთი ლექსი ბრძანეს იქ-"ავსტრია ფეხბურთს გვიგებს და მონტენეგრო კალათბურთს, მოდით ყველამ იჭიდავეთ დაანებეთ თავი ბურთს". ერთში არ ვეთანხმები მხოლოდ- კალათბურთის საკითხში. თქვენ?
GELA
სოსო! მართალი ხარ შენ, ოღონდ მარტო ოკრიბელს ნუ დააბრალებ, მეც დამნაშავე ვარ, ადრე რომ დავიბადე და კიდევ ის რომ ფეხბურთს არც მე ვთამაშობდი, აბა რა გურამის ბრალია? ჰოდა შეეშვით მაგ კაცს, კაი?
მურთაზი
მიეცით ხმა კობიაშვილს ეგება მოშორდეს ფეხბურთს
levani
amashia saqme bavshvebs ver zrdit. chamokidebulebi arian soc qselze da tamashi ro aqvt meore dges vigas axsovs. aba play stationshi yofiliyo shejibreba tu ver aigebdnen pirvel adgils. aseti impotenti taoba modis chventan. asakobrivebshi 4it 0s aravin aravistan ar agebs
სოსო
ოკრიბელო,შენი ბრალია ყველაფერი,გოლი ვერ გაიტანე,მთელი თამაში ბურთს არ შეხებიხარ,სასტავში არ ყოფილხარ,ფეხბურთელიც საერთოდ არ ხარ და მწვრთნელს რა უნდა ექნა,თან მოედანიც მრუდე იყო.ხა ხა ხა ხა
okribeli
ხედავთ, სოციალურ ქსელებში ცუდმა პოსტებმა დაგვაკარგინესო ელიტ რაუნდის საგზურიო... ჩვენ დაგვაბრალა ამ უთავმოყვარეომ. მე ვერ შევაგდე გოლი და gio tb-ს დაცვაში ეძინა თურმე.
gela
მოაშორეტ ნაკრებიდან სანამ დროა
ბრძენი
და კოორდინატორი ვინაა ასაკობრივების?
gio tb
კველაპერს დააბრალა და საკუტარ ტავზე ერტი კრიტიკული სიტკბაც არ უტკვამს. ესეტი უნამუსო როგორ ხარ, გადადეკი სასცრაფოდ
gri
რო იცახის ცუდი რამე მოხდაო ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ უნდა დატოვოს ნაკრები ტქვას მასინ? ტვიტონ,ფეხბურტელებმა ტუ ფედერაციამ?
zura
კობიაშვილს ეგ მოსწონს და ცხადაძე არა...
status quo
გურამ,ნამუსიც კაი საქონელია,არ გრცხვენია? წადი შე კაცო....
givi
ქუთათელაძემარ უნდა დატოვოს თანამდებობა კობიაშვილმა უნდა დატოვოს თანამდეგობადა ყველაფერი გამოსწორდება
iosebs
სრულებიტ გეტანხმებიტ,,ისევე უნდა დაირეკოს და უნდა გაპიარდნენ მესები და რონალდოები,,სადარიან ეხლა ტავგამოდებული დამცველები ამისი?ხმას რატო ამოიხებენ როცა ისევე დაურეკავენ..ამას უვიცობასტან ერტად ტავხედობაც ყოფნის და არ მიდის ნაკრებიდან..სხვა არავინ გამოიცახოს და სედეგიც საუკეტესო ექნება
გიორგი
ასაკობრივმა ნაკრებმა კი არ ტააგო, მამიკოების ნაკრებმა.
goliati
unamuso xalxi xart. shenc da geguchadzec mag shedegebis mere kide xmas rogor igebt
ქუთაისელი და თბილისელი ქართლოსი
ხმა ჩაიკმინდე და ეხლავე დატოვე ეს ფულიანი თანამდებობა უსირცხვილოვ,და მალე პასუხის მგებლობისათვის მოემზადე.
ioseb
მამიკოების დარეკილებით რომ წყდება დღეს ბავშვების ნაკრებში აყვანა იმიტომაა გოლი რომ ვერ გაგვაქვს. სხვა შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია ყინულზე გაზრდილმა ბავშვებმა როგორ უნდა მოუგონ იმ ქვეყნის შვილებს სადაც გაიზარდნენ მიშა მესხი, დავით ყიფიანი, გიორგი ქინქლაძე...
Kaxa
Magari nagli xar guram!!!
kaxa
ბატონო გურამ თავიდანვე უარი უნდა გეთქვათ მაგ ასაკში მწვრთნელად როცა გნიშნავდნენ, მაგ ასაკში საუკეთესო შედეგები ჰქონდა მაისურაძეს და გავიდოდა კიდეც შემდეგ ეტაპზე,ის უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა თქვენგან ვიდრე ეს რა სიტუაციაშიც ეხლა იმყოფებით.მონახეთ ადგილი იქ სადაც იყავით.
Me
რო წავიდეს ვინ მისცემს ხელფასს? პსჟ-ს ფორვარდი არ იყო იმ ეტაპისთვის მზადო ამბობს გუნდის მწვრთნელი, რომელმაც უქულოთ დაასრულა ტურნირი.
მიშა
ასეთი შედეგის მერე ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა ეს კიდე უსირცხვილოდ აცხადებს რა გადადგომა გეგმა მაქვს სასწაულიო ვაი თქვენს პატრონს თქვენ ფეხბურთი კი არა ფული გაინტერესებთ ფეხბურთი სულ ფეხებზე გკიდიათ
ავოიეეე
ეს სიზმრებშია, მეცხრე ცაზე დაფრინავს, ჩამოქვეითდი მიწაზე რეალობა აქ არის და თან ძალიან მწარე. ეს ნაკრები ხომ ააფრინე ცაში შენსავით და ახლა სხვებიც გინდა ოცნებებში გადაიყვანო?!
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U16. ასპინძელაშვილმა ნაკრებში პსჟ-ის ფორვარდი ნიკა ქუთათელაძეც გამოიძახა
U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]
U17. საქართველო VS ფინეთი - მხოლოდ გამარჯვებისთვის...
U16. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს სძლია
გურამ ასპინძელაშვილი: არც თამაშით ვარ კმაყოფილი და არც შედეგით
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]