ფეხბურთელს აბსურდული რამ დააბრალეს
ესპანურმა მედიამ და ფანების დიდმა ნაწილმა ჟერარდ პიკე აითვალწუნა. ეს მას მერე მოხდა, რაც ბარსელონაში ერთ-ერთი დემონსტრაციის შემდეგ ფეხბურთელმა დადო ფოტო ვაჟ მილანთან ერთად, რომელსაც კატალონიის დამოუკიდებლობის დროშის სტილში გადაწყვეტილი მაისურა ეცვა.

ხულიენ ლოპეტეგის ნაკრებმა მუნდიალის ორ საგარეო მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა, იტალიის ნაკრებთან ფრეს (1:1) ნაწვიმარ შკოდერში ალბანეთთან 2:0 გამარჯვება მოჰყვა. ესპანეთის ნაკრები რჩება ჯგუფის დაძლევის მთავარ ფავორიტად. სრულიად უაზრო პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთმა მაინც შეძლო ალბანეთის დაცვის კედლის გარღვევა - ჯერ მასპინძელთა შეცდომით დიეგო კოშტამ ისარგებლა, შემდეგ კი თავი ნოლიტომ გამოიჩინა კარგი დარტყმით.

იტალიასთან მატჩისგან განსხვავებით, რომელიც, სხვათა შორის, ესპანურმა მედიამ "როხას" დადებითად არ შეუფასა, ლოპეტეგიმ ორი ცვლილება განახორციელა - დაცვაში ნაჩო მონრეალმა შეცვალა ტრავმირებული ალბა, ნახევარდაცვაში კი სასტარტოში გამოჩნდა ტიაგო ალკანტარა. 15 ათასმა მაყურებელმა მასპინძელთაგან სახეირო ვერაფერი ნახა, ალბანეთი მუდამ დაცვაში იყო გამაგრებული.

ესპანეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი დაკარგა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ თვეს ვერ ითამაშებს. ხოლო მეორემ, ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისთვის მუნდიალი რუსეთში უკანასკნელი იქნება ნაკრების შემადგენლობაში და ამის მერე ის გუნდიდან წავა.

სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კატალონიელის მაისურამ, რომელსაც, თითქოს, აკლდა ესპანეთის დროშის ფერებში ყვითელ-წითელი ხაზები.

პიკე ისედაც არ უყვართ ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში, ამიტომაც ამან ფანების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. შემდეგში "მარკას" და სხვა საშუალებებსაც ბოდიშის მოხდა მოუწიათ, რადგან უამინდობაში პიკემ უბრალოდ მოტკეცილი, გრძელსახელოებიანი მაისურა აირჩია, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ყვითელ-წითელი ხაზები ბოლოში.

"პიკეს შემთხვევაში წყნარად უნდა ვიყოთ, დავიცადოთ და ეს ნაგავი თავისით დაილექება და არ მივიღოთ წინასწარი დასკვნები. ხომ გამოჩნდა, რომ სულ ტყუილად აკრიტიკებდნენ მას", - განაცხადა "როხას" თავკაცმა.

"მარკამ" ფანები გამოჰკითხა და აღმოჩნდა, რომ 90% მხარს უჭერს "ბარსელონას" მცველის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

პიკეს ჩავი ერნანდესი გამოეხმაურა და მას გადაწყვეტილება მოუწონა: "ის, როგორც პიკეს ექცევიან, მართლაც დამღლელია, რადგან ის ნამდვილი პროფესიონალია და ნაკრებში მუდამ მონდომებით თამაშობს. მას უფლება აქვს განაცხადოს, რომ ასეთი მოქცევისგან დაიღალა და წასვლა სურს. მეც დაახლოებით ასეთ პრესში ვიყავი მოქცეული. რაც შეეხება მაისურის ინციდენტს, ჩვენი უბედურება ისაა, რომ ასეთ ნონსენსს დიდ ყურადღებას ვაქცევთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
რამოსი არ ჩერდება - ლეგენდარული ესპანელი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში ამ ქმედების გამო გააძევეს [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ინგლისი-ესპანეთი: ახლა ვიცი, რომ შემიძლია! [VIDEO]
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
მეგობარო, შენ ახლა სხვა ცხოვრებაში გადადიხარ - ჩავის ემოციური წერილი ინიესტას
მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. G და I ჯგუფები. V ტურის წინ: ბუფონის მეათასე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
39 წლის ხავიმ შოთა არველაძის "ფახთაქორს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
დღეს "ბაიერნი" დაუკავშირდა, თუმცა თავად "ვესტ ჰემი" აირჩია - "რეკორდმაისტერს" ლოპეტეგიმაც უარი უთხრა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს
დავიდ ვილია შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახონ
სერხიო რამოსის მომავალი კლუბი ცნობილია
ხულიენ ლოპეტეგიმ "ვულვერჰემპტონი" დატოვა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაში ჩავი ერნანდესის რეკორდი დაამხო
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი