20 წლის შემდეგ აღდგენილი "შევარდენი 1906" წარმატებული გუნდი გამოდგა - მეორე ლიგის "გ" ჯგუფში 8 მატჩიდან 7 მოიგო
20 წლის შემდეგ აღდგენილი "შევარდენი 1906" წარმატებული გუნდი გამოდგა. ჟურნალისტმა გეგი კიკაბიძემ და ახალგაზრდა მენეჯერმა დიმიტრი ბარათაშვილმა გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტებს - გიორგი ფეიქრიშვილსა და გიორგი ხუბეჯაშვილს ჩააბარეს, კლუბის საპატიო პრეზიდენტი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გია ნემსაძე გახდა.

"შევარდენი 1906" მეორე ლიგის "გ" ჯგუფში მოხვდა, რომელიც შემადგენლობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. პირველი წრე დასრულდა და "შევარდენი 1906" გათამაშებას 22 ქულით ლიდერობს - 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც მშვენიერი აქვს - 37:5. "შევარდენი" 5 ქულით უსწრებს კონკურენტ "რეალ ვარკეთილს" , ხოლო სოხუმის "ცხუმს" - 6 ქულით.

"სეზონის დაწყებამდე ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა იმას, რომ შეუთამაშებელი შემადგენლობით 8 თამაშიდან შვიდს მოვიგებდით. მიხარია, რომ ახალი გუნდით პირველი წრის ჩემპიონები გავხდით.

საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შევკრიბეთ. ახალგაზრდული და 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრები - ვაჟა ნემსაძე და არჩილ მესხი მოვიწვიეთ, ახლახან კი ვასიკო მაისურაძის დროინდელი 17-წლამდელთა მეკარე ალეკო ადამია დავიმატეთ.

ამას გარდა, მეორე წრისთვის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. მაგალითად, ამიერიდან ჩვენთან "ვიტ ჯორჯიისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე ითამაშებს. ის ზაფხულამდე ცხინვალის "ლიახვში" ირიცხებოდა. მერე უცხოეთში წასვლა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა და უგუნდოდ დარჩა.

დავიმატებთ ბექა მუმლაძესაც, რომელმაც 18 წლისამ თბილისის "დინამოში" ითამაშა, ბოლოს კი ისიც "ლიახვში" იყო. ისინი "შევარდენი 1906"-ს გააძლიერებენ.

იმედი მაქვს, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ში მოვხვდებით, მერე კი, გავა დრო და უმაღლეს ლიგაში გადასვლაზეც ვიფიქრებთ.

"შევარდენი" ისეთი ისტორიული კლუბია, მისი დაბალ ლიგაში დიდხანს დარჩენა სირცხვილი იქნება", - ამბობს კიკაბიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shmagi
ერთი იცოდეთ ეს გუნდი თუ გადავიდა ნახევარ გუნდს გაუსჰვებენ და ეგაა ქარტული ფეხბურტი და მოიყვანენ ისეთ ხალხს ვინ არაა გირსი
ფეხბურთის ქომაგი
ამ შევარდენშიდაც ძაან არეული სიტუაციაა,ჩამოირიგებენ ერთკერადად ფულს და ეგაა,მთავარი პრობლემა ისაა რომ განვითარების გეგმას არ ითხოვენ ასე ერთი დღის შექმნილი გუნდებისგან
dima
აბრაგამ ხელფასები დარიგებულია და შეგილია აღარ იფიქრო საიდან ველოდებით !
messi10
ერთი ნემსაძე თამაშობს ჩამოთვილთაგან :)) დანარჩენები ვისაც ლომის წვლილიაქვთ ამ წარმატებაში რატო არ ახსენებთ :))))
აბრაგანი
ხელფასები დაარიგეს? თუ ისევ ფონდიდან ელოდებიან ჩარიცხვას?
oh
ვარკეთილის რეალმა დამცა :)))))
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
გიორგი კახელიშვილი და დაჩი ფოფხაძეც "შევარდენში"!
გეგი კიკაბიძე: ლიგა 2-ს, ფაქტობრივად, ახალი გუნდით ვითამაშებთ
გეგი კიკაბიძე: გვინდა, ყველასთვის თითით საჩვენებელი გუნდი გავხდეთ!
მიხეილ როსტიაშვილი: ფაქტია, მოსკოვის ცსკა-ში ვვარჯიშობ!
"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად
თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის ცსკა-ში
"შევარდენმა" პრაღის "სლავიას" ფეხბურთელი დაიმატა
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს
გიორგი ფეიქრიშვილი: ყაზახები წინ წავიდნენ
გიორგი ფეიქრიშვილი ისევ ყაზახეთში დაბრუნდა