ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი

[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი

გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, პირველი კანდიდატი 60 წლის უკრაინელი სპეციალისტია, მეორე - 57 წლის ბელორუსი...
ფოტოზე: ლეონიდ კუჩუკი და ვიაჩესლავ გროზნი

თბილისის "დინამოს" შეფობა მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ამ მოვალეობას ახლა თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება.

"ლელოს" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია 60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი. ბოლოს ის უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

"ლელომ" მოიპოვა ინფორმაცია მეორე კანდიდატზეც. ეს გახლავთ ბელარუსი სპეციალისტი, 57 წლის ლეონიდ კუჩუკია. ის მუშაობდა მოლდოვურ "შერიფში", ორი სხვადასხვა ვადით წვრთნიდა კრასნოდარის "ყუბანს" (ბოლოს სწორედ ამ გუნდს ავარჯიშებდა) და იყო მოსკოვის "ლოკომოტივის" თავკაციც. აღსანიშნავია, რომ კუჩუკს სანდრო კობახიძესთან ერთად კიევის "არსენალში" (2011-2012 წლებში) უმუშავია.

ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებზე თბილისის "დინამო" კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• elgvisa

იშვიათად ვაკეთებ კომენტარებს, უფრო ვკითხულობ, მაგრამ მართლა გეგუჩაძეს შეუთავსეთ დინამო და ახალგაზრდული..... შედეგი ზღაპრული იქნება

• jojo

am Kats vin amodzravebs da karnaxobs.danishne Vince axalgazrda tundac devdariani axalxgazrda ambitsiuri rom mogyavs kubanio,zaporojoe da me same kategoria trenerebi masetebze iketesi araris goo.vemxrobi qartvelis danishvnas

• ბექა

ფიფია-დააბრუნე დევდარიანი

• ჯიჯი ალფაიძე

ამ ფიფიამ რომ გაასხვისოს დინამო?კაცი აზრზე არ არის რა და როგორ უნდა გააკეთოს.ან თვითონ რას წვალობს,ან ჩვენ რას გვერჩის?

• effe

გეგუჩაძეს რას ერჩოდნენ ვერ იმუშავებდა ორივეგან??

• გიგა

რას ეწევით ამნაირს.სად მოძებნეთ ეს სასტავი

• ფერნანდო

ამათ ქეცბაია ჯობია

• ფერნანდო

ცოტა უფრო ნორმალური არავინაა?

• status quo

ფიფია ან აზრზე არაა რას აკეთებს ქართულ ფეხბურთში,ან იცის და სპეციალურად უნდა გუნდის ჩაძირვა.ეს არაფრისმაქნისი სლავი მწვრთნელები რა ჯანდაბად უნდა ვერ გავიგე.

• რეზო

ცეცაძის გარეშე დაღუპება სამტრედია.ამიტომ შეირგეთ და შეეშვით დინამოს.როგორმე მივხედავთ თავს.თანაც საჩემპიონოდ ხართ გამზადილი.

• ტყეშელაანთ გიჟი

ყუბანი ხო ჩაძირა, და დინამოს რა უნდა უქნას მაგ კაცუნამ?

• jeims

რატომ კარგავს დროს და ფულს ამ უზრო მწვრთნელებში? დინამოს ჭირდება კარგი სელექციონერი მწვრთნელი რომელიც ახალ ფეხბურთელებს აღმოაჩენს და ასწავლის ფეხბურთის თამაშს და სწორ აზროვნებას. ახლა თუნდაც ანჩჰელიტი დანიშნეთ და გინდა ფერგიუსონი შედეგი არ იქნება. ახლამა ნ\მწვრთნელმა უნდა იპოვეს ახლალი ფეხბურთელები რომლებიც ითამაშებ გამართულ ფეხბურთ 4-5 წელიწადში.

• Guadua

Georgia 18 ოქტომბერი 2016 14:38 დინამოს გია ცეცაძე უწამლებს - ჰოოო? და რითი სჯობს ცეცაძისათვის დღევანდელი უთავბოლო ფეხბურთელებისა და მენეჯერებისაგან შეკოწიწებული დინამო სამტრედიას? ხელფასით და თბილისში უმაყურებლო,უკაცრიელ 60 000-იან რკინა ბეტონში ყოფნით? სამტრედიაში აწყობილი აქვს კლუბი,ჰყავს მაყურებელი,სამი წელი რომ არავინ დაიმატოს/გაუშვას, მუდამ ლიდერებში იქნება ამ კონტიგენტით. წავიდა დინამოს დომინანტობსი დრო. შეეგუოს რომ ის თანასწორტა შორის ტანასწორია და არა სხვებზე მეტი და უკეთესი.

• pablito

ფულს არ ხარჯავს ფიფია? ყველაზე სულელური ნათქვამია, დინამოს აქვს ყველაზე მეტი დაფინანსება საქართველოში, ფულს უბრალოდ არსაწორად ხარჯავს და ამიტომაც არაა ისეთი შედეგი როგორიც დინამოს შეეფერება. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს მაღალი დონის 2-3 ლეგიონერი(ჩისკო) და არა სკრიბეს დონის, ხედავთ როგორც გაამართლეს.

• pablito

ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა გაამართლა დინამოში, დუშან უჰრინმა და დანარჩენები ხო ხედავთ რაც იყვნენ, ქართველი მოიყვანეთ ისევ ეგ ჯობია, თუნდაც გეგუჩაძე ან სოსიაშვილი

• გიგი

რა გროზნი რის კუჩუკი. ეს დინამო კუჩუკობას და ჩუკენკუცჰუკობას თავს როდის დაანებებს??? ვინმე ნორმალური სპეციალისტი მოიყვანეთ, ვაისის ან გეგუჩაძის კვალიფიკაციის.

• არჩილ ხოფერია

არ ვღადაობ! ნამდვილად მჯერავს რომ ბატონი რეზო ძალიან მაგარი მწვრთნელია. რაც შეეხება ჭორებს მის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ მომკალით და ვერ დავიჯერებ! პირველ ტაიმში შალიკო კაკაბაძე ფეხბურთელს რომ ცვლიდა, მაშინ ტოტალიზატორის არსებობა საქართველოში არავის გაეგონა! თუ ხედავ რომ ფეხბურთელი პირველი 15 წუთის განმავლობაში თავმოჭრილი ინდაურივით დაბორიალებს, დავალებას ვერ ასრულებს, სქემაში ვერ ჯდება, არ უნდა გამოცვალო, უნდა აცალო სანამ გააფუჭებს თამაშს?!

• არჩილ ხოფერია-s

ღადაობ ალბათ ხო? მწვრთნელი კი არა თამაშების გამყიდველი და ჩამწყობია ეგ კაცი. სულ თავის ვიგოდაზე ფიქრობს და კორუფციის კაცია. ეგ არ იყო პირველი ტაიმის შეცვლებით რო ფულს შოულობდა?

• Jango

თქვენი ჭირიმე ქართველებოოო, ვაჰ რას მოვესწარით, 22 კომენტარიდან არცერთი არ დაწერილა ლათინურად, აი ეს კია უკვე მიზეზი რომ ავღნიშნოთ :) ასე არ სჯობს? ვინაც ლათინურით ძალად დაწეროს , კლავიატურა დაწვოდეს :)

• არჩილ ხოფერია

ქვეყანას, საფეხბურთო ქვეყანას, ძოძუაშვილისთანა სუპერ სპეციალისტი ჰყავდეს და სადღაც-სადღაც ვიღაცა ნარჩიელა უცხოელებს ეძებდეს დინამოს მწვრთნელად?! საცოდაობაა ნამდვილად! ხომ ჩამოგყავდათ აქამდე გინდ ნაკრებში, გინდ გუნდებში უცხოელი მწვრთნელები, ზოგი მათგანი მართლაც უმაგრესი, რა მივიღეთ ხომ ნახეთ, ფეხბურთის დაცემა! უნიჭიერესი ეხბურთელები გვყავდა, უძლიერესი თაობა და სამარცხვინო შედეგები! ვანდოთ ბატონ რეზოს დინამოს გაწვრთნა, 2 წლიანი კონტრაქტი მაინც გავუფორმოთ და ყველას დაუმტკიცებს რომ რაც უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ახლა იგივეა მწვრტნელის როლში! მისი 72 წელი დაბრკოლება არ იქნება! ჰკითხეთ თუ დაგთანხმდათ დინამო მალე მიაღწევს შედეგებს!

• Guadua

რა უნდა მოხდეს ისეთი რომ გეგუჩაძე ისევ დაბრუნდეს დინამოში?ისე კარგი კი იქნებოდა, დიდი სამეული გეგუჩა, ცეცა,ფრუიძე და ვინმე მეოთხე ტორპედოში, აგერ სანაიაც სასწრაფო ტემპებით იზრდება შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესუსებიდან მაინც რაცხას აღწევს

• rusi

კუჩუკი ლოკომოტივიდან გააგდეს არასასურველი შედეგების გამო ძალიან მალე. დუშანა დააბრუნონ ჯობია!

• Georgia

დინამოს გია ცეცაძე უწამლებს -

• GEORGIA

გრზონი მაგარი ფულისტია და რუსეთ-უკრაინაში ამიტომ ვერ მოიკიდა ფეხი. ლეონიდ კუჩუკი კი უმაგრესი მწვრთნელია - მაგას ქართველები ევასება და თავადაც შემტევ ფეხბურთის მიმდევარია. უკრაინაში დნეპრისგან გაწვალებული სანდრო კობახიძე მან დააყენა ფეხზე.

• maximus

ორივე ნორმალური ტრენერია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს საქართველოში უკეთესი არ ჩანს დგეს... ისე გროზნი კარგი ვარიანტია ამ იარაბეკს ჯობია ათი თავით... ერთი 3-4 კარგი ლეგიონერი და გამოვა რაღაცა თორემ სკრიბესა და მისთანების ჩამოყვანა იგივე შედეგს მოგვცემს...

• gionat

სკეპტილურად უყურებ ორივეს შანსებს, გროზნი არაფრის მაქნისია კუჩუკი ჩვენნაირ გუნდში ვერაფერს გააკეთებს მაღალ სათამაშო დისციპლინაზე აქვს აწყობილი ტაქტიკა. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 4 ან 5 გამოცდილი და საკმაოდ ძლიერი ლეგიონერი ლათინური ამერიკიდან(სასურველია ბრაზილიიდან) და ნიჭიერი ქართველები. სწორედ ამის ხაჯზე გადიან ევროტურნირის ჯგუფებში ისეთი გუნდები როგორიცაა ლუდოგორეცი, კვიპროსული და ებრაული გუნდები იყო ასევე კლუჟის მაგალითიც მოკლედ ამ ეტაზე სანამ უსუსური ჩემიონატი გვაქვს ძლიერი ლეგიონერების და ნიჭიერი ქართველების სინთეზშია ჩვენი შანსი ევროარენაზე.

• simartle

ძოძუაშვილი მიყვანონ მაგრი სპეციალისტია, არცერტხელ არ ანდეს მარტო ნაკრები, არადა ლატვის ფეხბურტი მაგის აწყობილი იყო ევროპაზე რომ გადიოდა ლატვის ნაკრები და სკონტო კარგად რომ ტამაშობდა, ასევე რუსულ ბოლოადგილოსან კლუბეშიც ისახელა ტავი. სად დაედზებტ ტრინერებს მად გყავტ ყურის დზრირში, უბრალოდ ფიცხი ხასიატი აქ და ფიფიას და მაგნაირებს ცხვირს არ ჩაყოფიებს ტავის საქმეში და ამის გულისტვის არ იდზახებენ, ტან კაცი მაგარი მომტხოვნია, არფრისგან შეუდზლია გუნდის გაკეტება. დაწერონ ჯურნალისტებმა სტადია და სპეციალისტებმა შეაფასონ, მასეტი გამოცდილი სპეციალისტი არ გყავს საქარტველოს საზგვარ გარეტ რომ ყოფილიყო რომელიმე ნაკრების და გუნდების ტრინერი.

• გგგ

გაუვარდეს არა ისა! ესეც გამომივიდა ფეხბურთის პროფესორი. 4 წელი დინამოს აწვალებს თავისი უგუნური სელექციებით. რა გუნდის გამკეთებელიც არის, გამოჩნდა მშვენივრად.ცუდი ის არის, ეგაა მეპატრონე და სანამ მის მფლობელობაშია, იქამდე ასე იქნება დინამო

• gizog

Feola-ს ვეთანხმები, ის რაც დინამოში წლებია ხდება ლოგიკას არ ექვემდებარება, გასარკვევია მაშ რას ემსახურება.

• giorgi

ეგბ ვაზალოთ ქართველ მწრთვნელს რა გახდა ასეთი აზალეტ სამხარაძეს 1წელი მაინც.

• ვეტერანი

მკვდარს ოყნა უშველის? არა,რა თქმა უნდა. დაფინანსება მოდის გარანტირებულად და რა მნიშვნელობა აქვს შედეგს. ამდენი გაუნათლებელი და უნიჭო ერთად რამ შეგყარათ. მაინც არ გაუშვებთ ვიცი.

• დინამო

....მგონი დაწყევლილია :(

არ უნდა ფულის ხარჯვა ამ კაცს და ხალხს ნაცარს აყრის თვალში. არც ...., რომ ვერ ხვდებოდეს რომ ამ კონტინგენტით ვერაფერს მიაღწევს ევროპაში.. ჰა ჰა, ერთხელ შეუძლება გაუვარდეს და ეს მაქსიმუმი იქნება...კარგი გუნდის ასაშენებლად, რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ლეგიონერი უნდა ჩამოიყვანოს ბრაზილიის ან არგენტინის მეორე ლიგებიდან ან კიდევ სხვა ლათინური ქვეყნების ლიგებიდან და დაამატოს ადგილობრივი ახალგახრდები. მაგრამ, მათ ფულს ვინ გადაუხდის?? არ უნდა ფულის გადახდა და რა უნდა ქნა...ამიტომ მწვრთნელის დადანაშაულება უფრო ადვილია, გაუშვებს და ყოველ მომდევნო წელს ასე აკეთებს...მადლობა გადავუხადოტ რაც ადრე გააკეთა და უნდა ვაიძულოთ გაყიდოს დინამო იმ ხალხზე ვინც სერიოზულ ფულს ჩადებს მასში. სხვაგვარად ერთ წრეზე სიარულია.

• Jango

იდიოტიზმი ქართულად მოქმედებაშია ისევ არა? :)

• ფეოლა

ფიფია ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ თბილისის დინამომ არავითარ წარმატებას არ მიაღწიოს , ვსვამ კითხვას ვის დავალებას ასრულებს ფიფია ?????

• ia

ხალხო გინდ მაურინიო მოიყვანეთ თუ ფეხბურთელებს არ მოიყვანთ არაფერი ესველებათ...ცოდოა ფიფია ამას რომ ვერ ხვდება...

• gizog

მე, ვოვა გუცაევს დავნიშნავდი, დიდი სკოლა აქვს გამოვლილი დიდი დნამოდან მოყოლებული და კიდევ სასწაული აქვს გაკეთებული მწვრთნელობის დროს, ახლგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას იტალიის ნაკრები ჰყავს დამარცხებული. ამავე დროს, როგორც რომან ფიფიას უყვარს თქმა სულით და ხორცით ნამდვილი დინამოელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აზრი ვითომ საქრთველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდის შექმნა შეუძლებელია ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეო, მთლად მყარ არგუმენტად არ მიმაჩნია. ვის შეუძლია თქვას, რომ ბელარუსის ჩემპიონატი ჩვენზე იმდენად მაღალი დონისაა იმდენად, რომ იქ შეიძლება ჰაყავდეთ გუნდი ''ბატე'' , რომელიც ყოველ წელს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ არ შეგვიძლია. გუნდს სჭირდება გამოცდილი პროფესიონალი ხელმძღვანელობა და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე

• Mtieli

იკას ვეთანხმები )ფეხბურთელები არა ყავთ და მწვრთნელებს ცვლიან წარამარა.

• kaxa

ფეხბურტელები მოიყვანეთ 5- ი კარგი ლეგიონერი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ააწყვეთ გუნდი, რა ვერ შეიგნეთ.

• shuka

გეგუჩაძე დააბრუნეთ !!!

• მოსკოველი

მორიგი შეცდომა იქნება. გროზნი - ჩამოწერილია. კუჩუკი - სქემებით ათამაშებს გუნდს რობოტებივით.

• rusi

არც ერთი არ მოიყვანოთ დინამოში! ფიფია ცოტა აზრზე მოდი რას აკეთებ!

• ika

ბიჯო ფეხბურთელები მოიყვანეთ რა მწვრთნელი )

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ

გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"! [VIDEO]

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

თბილისის "დინამო" დღეს ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს

ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის

სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...

ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა

"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...

უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს

გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: ერთმანეთზე მნიშვნელოვანი

თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ვიაჩესლავ გროზნის გარეშე დაიწყო

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო