ნენად ლალოვიჩის სამწყსომ ამ იდეის შემოღება ჭიდაობის პოპულარიზაციის, მისი მასობრიობის გასაზრდელად გადაწყვიტა
ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ უარი თქვა თავის ერთ-ერთ მორიგ ნოვაციაზე. საქმე ეხება წონაში ერთი ქვეყნიდან ორი მონაწილის გამოყვანის იდეას, რომელიც წლეულს საექსპერიმენტოდ ჩატარდა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა, როგორც აღნიშნული ორგანიზაციის თავკაცები აცხადებენ, იდეამ არ გაამართლა და ისევ ძველი წესი დარჩება ძალაში, ანუ ქვეყნიდან ერთ წონაში მხოლოდ ერთი ფალავანი იჭიდავებს.

ნენად ლალოვიჩის სამწყსომ ამ იდეის შემოღება ჭიდაობის პოპულარიზაციის, მისი მასობრიობის გასაზრდელად გადაწყვიტა, რადგან დასამალი არავისთვისაა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოს ჭიდაობა მასობრიობის შემცირებას უჩივის და "შაგრენის ტყავივით" იკვეცება.

ისინი იმედოვნებდნენ, რომ ასეთი შანსი დამატებით მოიზიდავდა მონაწილეებს, თუმცა, როგორც ამ ორგანიზაციაში აცხადებენ, საპირისპირო სურათი მიიღეს - ორ-ორი მონაწილე ისევ იმ წამყვანმა ქვეყნებმა გამოიყვანეს, რომლებიც აქამდეც სრულად დაკომპლექტებული გუნდებით დადიოდნენ შეჯიბრებებზე და სადაც კონკურენცია ისედაც მაღალია. ამით ის დანარჩენი გუნდები დაიჩაგრნენ, რომლებსაც ყოველთვის უჭირდათ სრულად დაკომპლექტებული გუნდებით ასპარეზობა - ახლა ლიდერთა ორმაგი კონკურენციის ქვეშ მოექცნენ და გაჩნდა საშიშროება, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდეთ მედლების მოპოვებაო.

ერთი სიტყვით, ჭიდაობაში ამ კუთხით ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელად რჩება და არცაა მოსალოდნელი, უახლოეს პერიოდში ამ საკითხს ისევ დაუბრუნდნენ. თუმცა გადაწყვეტილება მაინც ნაჩქარევი გვგონია - ეგებ ჯობდა, კიდევ რამდენიმე მთავარ ტურნირზე დაკვირვებოდნენ იდეას, იქნებ ვითარება სასიკეთოდ შეცვლილიყო? ძიუდოში თუ გაამართლა ამ წესმა, ჭიდაობა ასეთი რა განყენებული სფეროა?

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლალოვიჩის გუნდმა ჭიდაობაში მრავალი რეფორმა წამოიწყო, რომელთაგანაც ზოგმა გაამართლა, ზოგზე კი უარი თქვეს. ამ ცვლილებების შედეგად საერთოდ გაუქმდა ჩოქბჯენის წესი, გაცილებით მკაცრად მოითხოვენ აქტიურობას, პასიურობა კი ისჯება. მართალია, ვითარება სულაც არაა იდეალური და გასაკეთებელი ჯერაც ბევრია, მაგრამ ჭიდაობა გაცილებით უფრო სანახაობრივი, ტექნიკური და ლამაზი გახდა. ფალავნები უკვე აღარ ელოდებიან დროის გასვლას, მონეტის აგდებას "არიოლი-რეშკას" პრინციპით (ალბათ, ამაზე დიდ სისულელეს ჭიდაობაში ვეღარ მოიფიქრებენ) და ტაქტიკური ჭიდაობის ნაცვლად ილეთებზე ფიქრობენ.

დღეს გაცილებით ბევრი ილეთი კეთდება დგომიდან. რაც მთავარია, ადრინდელისგან განსხვავებით, მოჭიდავეები უკვე გდებების გაკეთებაზე ფიქრობენ და არა მოგების რაღაც დამატებით გზებზე, ილეთი კი ჭიდაობაში მთავარი და აუცილებელი პირობაა.

იმედია, პროგრესი, მსგავსი სასიკეთო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება და რაც ხარვეზია, ისიც გამოსწორდება. შედეგად, ჭიდაობა ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიან წევრად დარჩება და იქიდან გარიცხვა აღარ დაემუქრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა