საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემო მეგობრებო!!! ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.

ბოლო წლების განმავლობაში, ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად ნულოვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია... ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად...

ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა, სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერმინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.

მ/წ-ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21-23 ოქტომბერს ქ.ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა - 2 350 ლარი, გუნდის შემადგენლობა - 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი - ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან - ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ - უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.

მსურს დაგამშვიდოთ - 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.

ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხები იყო ეს. ამიერიდან არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.

ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა?! ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების?! რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომბერს, ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული? ასე გვინდა სპორტი განვავითაროთ? ასეთი მიდგომით არაფერი გამოვა!

ეს ჩემთვის და, ვფიქრობ, მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!

ის იმედი, მუხტი, სიხარული, რწმენა იმისა, რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.

ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22-28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!

რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ - ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არცერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!

ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის "შავ სიაში" შეყვანის მიზეზი!

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა", - წერს ქაცარავა.

ვითომ გულსემატკივარს-s
ქეშად რომ ფულებს მაზავდნენ რაიონებში იმათ სპორტისთვის არც არასდროს მიუციათ თანსხა და ახლა მითუმეტეს ხელისუფლებაში რომ აღარ არიან სულ არ მისცემდნე.ისე ფედერაციის კარგ ხელმძღვანელს კი უდნდა გადაენაწილებია თანხები ისე რომ გუნდი უსახსროდ არ დაეტოვებია მით უმეტეს თუ 2012 წელთან შედარებით 14 გაეზარდათ დაფინანსება.
mamuka09ze-s
ამ ფედერაციას 2012 წელს 10 000 ლარი ქონდა დაფინანსება 2016წელს კი 145 000 ატყობთ რაიმე სხვაობას. შეიძლება საკმარისი არ არის მაგრამ ჭაობიდან ეგრევე მწვერვალზე ვერ მოხვდები. ვერვ იმ კაცისას დავიჯერებ ამ სპორტზე გული თუ შეტკივა და თანხას არჩევნების შემდეგ შეპირდნენ, რომ მან 2400 ლარის შოვნა ვერ შეძლო, ეს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული წინასაარჩევნო ტრიუკს უფრო გავს ვიდრე ამ სპორტზე შეყვარებული კაცის გულისტკივილს.
givi
იქნებ ქაცარავას ფედერაციის მიერ მიღებული თანხების დინამიკაც გამოექვეყნებინა 2011 წლიდან. 2012 წელთან შედარებით 14 ჯერ აქვს გაზრდილი დაფინანსება. უგულავას დროს რატომ ვერ იღებდა ხმას? მაშინ მეტს იღებდა.
ვითომ გულშემატკივარს გულშემატკივარი
კანონმდებლობაში სპორტული ღონისძიება ცალკე გამოყოფილი არაა. თუ კრიტიკა გვინდა კი ბატონო ... ნაღდად ვიცი მაგ ფულით ნარმანიამ ქუდი იყიდა ზამთრისთვის, ამბობენ მაგარი ცივი ზამთარი იქნებაო და თბილი ქუდი უყიდია, მოეთმინა ცოტა და მიეცა ეს ფული
gizo
მერია წინაწარ დაუგეგმავ ვერავითარ დახმარებას ვერ გასცემს არჩევნების პერიოდში ამას კრძალავს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49, პუნქტი 3. ''არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით". და კანონს უნდა დაცვა. ბატონ დავითს ცოტა ადრე რომ ეზრუნა დახმარების მოსაგვარებლად ეს პრობლემა არ შეექმნებოდა. თუ გადავხედავთ მერიის და მის ტერიტორიულ ერთეულების მიერ გაწეულ ხარჯებს აღმოჩნდება, რომ არჩევნების პერიოდამდე ჯომარდობის ტურნირის მოსაწყობად 4-ჯერ მეტი ხარჯია გაწეული ვიდრე ბატონი დავითი ითხოვს. ამიტომ ამ წერილის პათოსს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მიუხედავად ქართული სპორტის დიდი გულშემატკივრობისა. ერთი კი უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო აპარატი არ უნდა იყოს ისეთი მოუქნელი, რომ წერილზე, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს პასუხს 26 დღეს არ უნდა ანდომებდეს.
bebo
ბატონო დავით უნდა გაგემარტათ რას ნისშნავს კანოე და ყოველ შემთხვევისთ ვის ისიც გეხსენებინათ ვინ სად გაიმარჯვა და რა თქვა პრემიერმა სხვა შემთხვევაში მერიაში გაუჭირდებოდათ რისთვის ითხოვდით დახმარებას
lalika
ქაცარავა მერად. შეხედულება მაინც აქვს და მე ძალიან მომწონს როგორც პიროვნება
a talanti
ნაციონალებს და ნათელაშვილს რაიმე მიზეზი მიეცი და ეგენი არ ჩაეჭიდებიან?!შეიძლება თეორიულად არ ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად,მაგრამ მიშიკო და მისი ნაცბანდა ათას კუდს გამოაბამენ...ორი თვეა ველოდები სამსახურში დანიშვნას,მაგრამ არჩევნების გამო ბრძანება არ იწერება და რა ვქნა ახლა ფეისბუქზე დავწერო თუ აქცია მოვაწყო?!

აუუუუუუჰ! წაესიენ მიცკევიჩის ლომები ქაცარავას კომენტარებით! რა მოსყიდვა?! ფედერაცია ამომრჩეველი არ არის. ის ფედერაციაა და ფედერაციებს ქალაქის სპორტის სამსახური კურირებს. გაწერილია სპორტული ღონისძიებების თანხა, როგორც გეგმიური , ისე ფონდიდან, არა გეგმიური. საკუთარ ბიუჯეტში მაინც ჩაიხედეთ! დონეეეეეეეეეე, მერია

ნამდვილად ყურებს არ ვუჯერებდი რომ გამოაცხადეს გვარი ნადირაძე,მეორეთ რომ გამოაცხადეს მაშინ დავრწმუნდი რომ ქართველი იყო. ამ ბიჭმა დიდი სიხარული მოგვანიჭა ქართველებს,მას ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებ ,რომ უფრო დიდი წარმატებებით გაგვახაროს.მაგრამ ბატონო დავით ცოტა ადრე რომ შეგეტანათ განცხადება არ მგონია რომ ამ მცირე თანხით არ დაეფინანსებიეთ მერიას. კანონი ყველასთვის კანონია ბატონო დავით.სულ გამარჯვების გზებით ევლოს ნადირაძეს.იმედია ამის შემდეგ ის პირები ვისაც ევალებათ სათანადო ყურადღებით მოეკიდებიან ამ სპორტს და ყველანაირად ხელს შეუწყობენ მათ ვინც ამ სპორტით დაკავდება.
ნარმანია
ვა, შენ რო ფული მოქცე, მა მერიაში რაღა ჭამონ ჭრელ წინდებში თასმებჩატანებულებმა?
ჯონი ქეში
ფეისბუქზე კი კარგად იწონებდნენ თავს ზაზას სურათით ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსები. იმ ქვეყნის დედა ვატირე ყოველ მეორე უსაქმური ჩინოვნიკისთვის 100 000 იანი ჯიპის და მისთვის ბენზინის ულიმიტო ტალონისთვის რო აქვს ფული და ზაზასნაირი მაგარი ბიჭებისთვი 2000 ლარი არა. ტყ,ტყ.....
ვითომ გულსემატკივარს
შენ ნარმანიას გულშემატკივარი ხარ თუ სპორტის.არჩევნებისთვის რომ რაიონებში ფულებს უმაზავდნენ ქეშად აი ეს არის მოსყიდვა და არა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.
mekoo
ეჰ,ნუღარ გექნებათ იმედი,რომ ფულს მოგცემენ.აფერისტი მთავრობაა მორჩა და გათავდა.
haha
ეტყობა ვინ არის ერთუჯრედიანი. ჯერ კითხვა ისწავლე, მერე დასკვნების გამოტანა და ბოლოს ზრდილობა. თუმცა მე მგონი აზრი არ აქვს, აწი მამაღმერთიც ვეღარ გიშველის.
გულშემატკივარი
ხალხნო,საქმე განა ფულშია,აქ ზოგიერთმა პარლამენტის შემცირებაც კი მოითხოვა(თუმცა არც ამის წინააღმდეგი ვარ), საქმეა კანონმდებლობაში. მეც სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ და ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ სანამ არ დასრულდება ეს ოხერი არჩევნები. კანონი კრძალავს რაიმე ახლის დაფინანსებას,სამამ არჩევნები არ ჩაივლის,ითვლება მოსყიდვად. მე თუ მკითხავთ სრული სისულელეა,მაგრამ კანონია. ასე რომ პარლამენტი 20 კაციანიც რომ გახდეს და ფული იყოს თავზე საყრელად,მაინც ვერ დააფინანსებდნენ
lelo
ნარმანიას! წადი ბიძია სახლში ან შენ რას წვალობ ან ჩვენ რას გვაწვალებ?
2333
HAHA სჰე ერთუჯრედიანო ჰუმანიტარული დახმარება რო დაჭირდეს ვინმე და მეორე ტურის არჩევნების წინ რო ფული მისცეს ეგეც მოსყიდვად ჩაითVლება? ან შშმ პირებს რო დაუფინანსოს რაიმე ღონისძიება ან კიდე ვინმე გაჭირვებულს რო ფული გადაურიცხოს? გამოვლენ აქ ეს მატრაკვეცები .......
jjj
ქაცარავა მიშას მიმართე მიშას. ან რუსთავი 2-ს და აუცილებლად მოგცემს მოსამართლეს აძლევდა 6 მილიონს მოსასყიდად და 2000 ლარს ვერ მოგცემს? და მერიამ ფული ფედერაცია რატომ უნდა მისცეს? ისე ეს თანხა რო დაგჭირდებოდათ წლის დასაწყისში არ იცოდით? ანუ ფედერაცია არის არაკომპეტენტური. ახალი ყოფილა ასარჩევი
მალხაზი
dato-ს შენი აბსურდული განათლება შენთვის დაიტოვე...აქ საუბარი ნაკრებზე და საქართველოზეა და არა კერძო პირებზე...ნუ ცდილობთ რეალური პრობლემა რაღაც უსუსური არგუმენტებით გადაფაროთ..საუბარი 2350 ლარზეა და არა მილიონებზე...ერთი უსახური დანამატის თანხაა
ნიკოლოზ
ძალიან დამწყდა გული და იმედი გამიცრუვდა,კარგი წერილია და ვინც ამ წერილს აგდებულად და ზერელედ მოეკიდება მას არც პოლიტიკაში და მითუმეტეს არც სპორტში არაფერი ესაქმება.
mamuka09ze
შავდათუაშვილის გამარჯვებას და ლიპოს ცრემლებს რა დამავიწყებს, ჩემპიონებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ოლიმპიადის გმირი ნადირაძეა, ეს ყველასთვის უცნობი ბიჭი. დათოს-მაგ სიმართლით იარეთ შენ და ნარმანიამ, ასევე ოცნებამ
lelo
ნარმანიას! გონზ მოდით თორემ ხალხი თქვენც გაგიყენებთ თქვენი წინამორბედის გზას!თქვენ კაპიკებს ...
giga
არჩევნების მერე იქნება, ახალი წელი მოდის და მერე მოდიო
x
შეგეტანათ განაცხადი არჩევნებამდე 60 დღით ადრე. ვისწავლოთ კანონმორჩილება!
dato-s
შეიძლება ძალიან გიყვარს ნარმანია მაგრამ მაგის გამო ყველანაირი სისულელე კი არ უნდა თქვა.
haha
ვაჰაააჰააააააა. ჯერ ერთი მერიას რომ მიეცა ეგ ფული, ჩაითვლებოდა არჩევნების რეკლამად. მეორე და მთავარი-გაწერილი გეგმა უნდა გქონდეს წლის დასაწყისში, მაშინ ესეთი პრობლემები არ შეგექმნება, მესამე და ბოლო, ამ ხელისუფლების ......., წინა ხელისუფლების ...... და მერე რომ მოვა იმ ხელისუფლების ....... , მაგრამ რამდენი ხვეულია საჭირო ტვინში, რომ მიხვდე 6 მილიონი, 34 მილიონი, პარლამენტი, მთავრობა, არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კაიაკი.
irakli
რამდენ ფედერაციას და სხვა სასიკეთო საქმეს შეიძლება მოხმარდეს 150 პარლამენტარის მაგივრად თუნდაც 100 მდე რომ შემცირდეს მათი ოდენობა, ძირითადად იმ ადამიანების ხარჯზე ვისი სახელებიც არც გაგვიგია და დიდი ალბათოით მომავალშცი ვერ გავიგებთ.
dato
დავით ბატონო თუ ვერ ერკვევით გაგანათლებთ მერიის მიერ ყველანაირი თანხის გამოყოფა არჩევნების წინ არის ამომრჩეველის მოსყიდვა,მიბრძანდით არჩევნების მერე
ირაკლი
ესეთი ადამიანები ხელში უნდა ავიყვანოთ თავისი კანოებითა და ნავებით და ისე ვატაროთ ..ესენი კი ძუკუ გეუბნები რა აზზე მოდი
chabuka
24 მილიონს ხარჯავენ პარლამენტისთვის,რომელმაც 4წლის განმავლობასში უნდა იღლაბუცოს იქ{დიახ}ამთ კი რაღაც კაპიკებს არ აძლევენ.
გიორგი
სამაგიეროდ ცესკოს თავჯდომარემ მოითხოვა 6 მილიონი და უარი ვერ უთხრეს.ნადირაძის გამოსვლა რიოზე მეხის გავარდნა იყო და ყველაფერი გადაფარა მაგ კაცის ასპარეზობა. გმირობის ტოლფასი იყო. ბატონო ზაზა:მერიის იმედზე მტერი იყოს,ქართველ კაცს და სპორტის მოყვარულს დახმარების სურვილი ყოველთვის ექნება.ჩემი აზრით, ჯობია ანგარიში გაიხსნას და მსურველებს იქ შეეძლებათ საკუთარი წვლილის შეტანა
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
თბილისის მერიის პასუხი დავით ქაცარავას განცხადებას
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
"2020 წელს ტოკიოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რომ არაფერს დავიშურებ"
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი