თბილისის მერია საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს
თბილისის მერია საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს.

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ეხმაურება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებას, ფოთში 21-23 ოქტომბერს საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის თაობაზე.

- "მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!"

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას 17 ოქტომბერს ეცნობა უარის პასუხი ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მერიის განმარტებით, უარის მიზეზი გახდა 2016 წლის IV კვარტალის ბიუჯეტში თანხების უქონლობა, რაც საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ, ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი "თბილისი 2016"-ის ჩასატარებლად დამატებით გაუთვალისწინებელი თანხების საჭიროებამ გამოიწვია.

"IV კვარტლიდან საჭირო გახდა თანხების მობილიზება III კვარტალში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ბიუჯეტის პროგრამებში ცვლილების განხორციელება, რის გამოც ვერ მოხდა IV კვარტალში "სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის შევსება, შესაბამისად ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას აღნიშნულ ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე თანხების უქონლობის გამო ეთქვა უარი, რაც ბატონ დავით ქაცარავას ოქტომბრის დასაწყისში, სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის დროსაც განემარტა და შედგა მოლაპარაკება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას დაუფინანსდა: 25-26 მაისს საქართველოს ჩემპიონატზე კანოე-კაიაკში თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 25-29 მაისს საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე და ფოთის საერთაშორისო რეგატაზე ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 24-26 ივნისს ნაკრები გუნდის მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო რეგატაში კანოე-კაიაკში; 23-25 სექტემბერს ქ. ფოთში ნაკრები გუნდის მონაწილეობა საქართველოს ღია პირველობაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

ამასთან, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მერიას სპორტის მიმართულებით შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, მიუხედავად ამისა, ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, 2016 წელს დაფინანსდა თბილისის 33 სპორტული ფედერაცია, საქართველოს 17 ეროვნული ფედერაცია, ასევე დაფინანსდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები, კავშირები და კლუბები.

სულ 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა 200-მდე სპორტული ღონისძიება:

განხორციელდა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამები თბილისში მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთათვის და 18 წლამდე წარმატებული სპორტსმენი ბავშვებისთვის; 2016 წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 400 მწვრთნელ-მასწავლებელს და 250 წარმატებულ სპორტსმენს.; 2016 წლის ბიუჯეტით პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 950 000 ლარი.

"აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის, თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვითარდება პარასპორტის 9 სახეობა", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს დამონტაჟდა თბილისის ათი რაიონის 24 ცენტრალურ სკვერში, გარე-გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები; 2016 წელს ქალაქ თბილისში მუხიანის IV მ/რ-ში მიმდინარეობს 3 სარაგბო მოედნის მშენებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (საჭირო შენობა-ნაგებობებით), რომელიც 2017 წელს დასრულდება; სოფ. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლების მე4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება რაგბის სტადიონის მშენებლობა; მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 2 საცურაო აუზს, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდება 2017 წელს; გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სპორტული წრეები.

"მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავით ქაცარავას ამ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა სხვა მიზნები ამოძრავებდეს, თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების ხელშეწყობას", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქაცარავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, რომ თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ 22 სექტემბერს წერილი შეიტანა ქ.თბილისის მერიაში, საქართველოს თასზე 21-23 ოქტომბერს ქ. ფოთში ჩასატარებელ თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით და 2 350 ლარი მოითხოვა, რასთან დაკავშირებით ფედერაციამ მერიისგან უარი მიიღო.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

vano
ჩვენისთანა დილეტანტი განა არის სადმე ერი?
gizo
ბოდიშს ვუხდი თბილისის მერიის თანამშრომლებს, მათ პასუხს არ დაველოდე და ისე გამოვთქვი მათი მუშაობის შესახებ ჩემი აზრი. ძველი გამოთქმაა ''ბატონთან მისული მომჩივანი, ცალცალკე ორივე მართალი იყოო."
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"იბერია სტარი": ლაპარაკია ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტ თანხაზე, რომლითაც უეფას თასის მოგება გვსურს
"მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!"
ევროპის სუპერთასი მთელ საქართველოს შემოივლის - რას მოიგებს ქვეყანა?
"2020 წელს ტოკიოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რომ არაფერს დავიშურებ"
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
თბილისის მერია სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას იწყებს