"აჟენი" პირველი დივიზიონიდან წლეულს დაქვეითდა და უკან დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი
თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენს" რვა ტური დასჭირდა საიმისოდ, რათა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ლიდერობა განემტკიცებინა.

ჩვენებურთა ეს გუნდი პირველი დივიზიონიდან წლეულს დაქვეითდა და უკან დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. "აჟენმა" მერვე ტურში შინ დაამარცხა ლაშა თავბერიძისა და შალვა სუთიაშვილის "ანგულემი" - 40:23.

მჭედლიძემ სრულად ითამაშა. დებიუტი ჰქონდა "აჟენის" რიგებში თავბერიძეს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე იასპარეზა, თუმცა 32-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა.

ამ გამარჯვების შემდეგ "აჟენს" 27 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ის ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 13:47.

ქართველთაგან მხოლოდ ხატიაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა კიდევ ორი გუნდია. 22-22 ქულა დააგროვეს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ "ოიონაქსი" და "დაქსი". ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" სტუმრად მოუგო ბექა შეყლაშვილის "ალბის" - 18:16.

შეყლაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას ნაცვლად 67-ე წუთზე თამაშში ვეფხვაძე ჩაერთო.

ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 41:16. ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.

საპლეიოფო ხუთეულს ოდნავ დასცილდნენ "ქართული გუნდები": "მონ დე მარსანი" და "ბეზიე". ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 14:35. გორგაძემ სრულად ითამაშა.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" კი, ასევე სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 23:38. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

II დივიზიონი

VIII ტური

ალბი-ოიონაქსი 16:18, აჟენი-ანგულემი 40:23, კარკასონი-ორიაკი 47:13, კოლომიე-ვანი 45:5, მონტობანი-ბეზიე 38:23, ნარბონი-მონ დე მარსანი 35:14, პერპირიანი-ბურგუენი 45:15, დაქსი-ბიარიცი 41:16

სატურნირო მდგომარეობა

1. აჟენი - 27 ქულა, 2. ორიაკი - 23, 3. კოლომიე - 22, 4. ოინაქსი - 22, 5. დაქსი - 22, 6. ანგულემი - 21, 7. კარკასონი - 19, 8. პერპინიანი - 19, 9. მონტობანი - 18, 10. მონ დე მარსანი - 17, 11. ნარბონი - 16, 12. ბიარიცი - 15, 13. ბეზიე - 13, 14. ვანი - 13, 15. ბურგუენი - 12, 16. ალბი - 11

IX ტური

ოიონაქსი-აჟენი, ანგულემი-პერპინიანი, ბურგუენი-ბიარიცი, მონტობანი-ნარბონი, მონ დე მარსანი-კარკასონი, ვანი-ალბი, ორიაკი-ბეზიე, კოლომიე-დაქსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ" - უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
რაგბის ლეგიონი: სამი ლელო, მეოთხედფინალისტები და დებიუტი ახალ გუნდში [VIDEO]
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
თამაზ მჭედლიძე: ეს საოცარი იყო
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მეშვიდე ლელო მიმდინარე Pro D2-ში [VIDEO]
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა