ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გუშინ კიდევ ორი გამარჯვება იზეიმა სოფიო ქვაცაბაიამ
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გუშინ კიდევ ორი გამარჯვება იზეიმა ერთეულებში პირველ ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ.

მერვედფინალში მან რუმინელი დენიზე-ანტონელა სტოიცა დაამარცხა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს რუსი ულიანა აიზატულინა, რომელმაც გუშინ თანამემამულე ვიქტორია კალინინა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.

წყვილებში ქვაცაბაია ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის მეორე ნომერია.

ქართულ-ბულგარულმა დუეტმა მეოთხედფინალში ალონა ფომინას (უკრაინა) და დოგა სელენ ტაკუნიაჩს (თურქეთი) აჯობა - 6:2, 6:2, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სოფიოს და დიას მესამე ნომერი გერმანელები - ტაისია და იანა მორდერგერები გაუწევენ მეტოქეობას, რომლებმაც ალექსა პიროკსა (უნგრეთი) და საბრინა რიტბერგერს (გერმანია) სძლიეს - 6:0, 7:6. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ლაურა ჰეინრიხსი (გერმანია), ელეონორა მოლინერო (ლუქსემბურგი) და არინა ფოლტსი (უზბეკეთი), კატერინა სლიუსარი (უკრაინა), რომლებმაც, შესაბამისად, ალექსა პიროკი (უნგრეთი)-საბრინა რიტბერგერისა (გერმანია, 6:3, 6:2) და ვიქტორია კალინინას (რუსეთი)-იუე ვენის (ჩინეთი, 6:3, 6:1) ტანდემებს მოუგეს.

ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა სოფიო შაფათავა. წყვილებში იგი სტარტზე რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებთან - ძიუ სანსა და ჟანლან ვეისთან დამარცხდა - 5:7, 2:6, გუშინ კი ერთეულებში მესამე ნომრად განთესილ იაფენ ვანთან დათმო შეხვედრა - 6:2, 6:7, 4:6 შეხვედრა.

დიდი ბრიტანეთის 10.000-იან ტურნირში გუშინ მეორედ გავიდა კორტზე მარიამ ბოლქვაძე. მე-4 ნომრით განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მეტოქეობა ვერ გაუწია ჰოლანდიელ ბიბიანე შოოფსს - პირველი ხელი 2:6 წააგო. მეორე სეტში, როცა ნიდერლანდელი 2:0 დაწინაურდა, ჩვენებურმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო ქვაცაბაიამ პაპას ორჯერ აჯობა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა