ორი ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და იქაურ ტურნირებში ასპარეზობს
ორი ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და იქაურ ტურნირებში ასპარეზობს.

სოფიო შაფათავა ჩენჟოუს 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება. წყვილებში ანგელინა გაბუევასთან (რუსეთი) ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი და უკვე ორი შეხვედრა გამართა. გუშინ მეოთხედფინალში კატერინა ლეჰნერტი (ფილიპინები) და ქსიუ ვანი (ჩინეთი) დაამარცხა - 6:3, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეორე ნომერ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის დაუპირისპირდება, რომლებმაც მასპინძლებს - სიქი კაოსა და ვუშუან ჟენის აჯობეს - 4:6, 7:5, 10:7.

ერთეულებში შაფათავას ჯერ არ უთამაშია - ნორვეგიელ მელანი სტოკთან სასტარტო შეხვედრას დღეს გამართავს.

ოქსანა კალაშნიკოვა ჩინურ პრესტიჟულ ტურნირში - ჟუჰაის ელიტტროფში (საპრიზო ფონდი 2.214.500 დოლარი) მონაწილეობს. გერმანელ ტატიანა მარიასთან შეამხანაგებული "ლოტოსის" გუნდშია.

აქ კიდევ ორი დუეტია: ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია)-არანტხა პარა-სანტონია (ესპანეთი) და ჟაოქსუან იანი-ქსიაოდი იოუ (ორივე-ჩინეთი); "ორქიდეაშიც" სამი წყვილია გაერთიანებული: იპეკ სოილუ (თურქეთი)-იიფან ქსუ (ჩინეთი), ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია)-ოლგა სავჩუკი (უკრაინა) და ჩენ ლიანი-იიფან ვანი (ორივე-ჩინეთი).

"ლოტოსისა" და "ორქიდეას" წარმომადგენლები წრიულად შეხვდებიან ერთმანეთს, ჯგუფებში გამარჯვებულები კი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. გუშინ პირველ პაექრობაში კლეპაჩმა და პარა-სანტონიამ კალაშნიკოვასა და მარიას აჯობეს - 6:1, 7:6.

ინგლისური შეფილდის 10.000-იან ტურნირში ითამაშებს მესამე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე. სტარტზე მისი მეტოქე ფინელი მაია ნიკოლ ეკლუნდი იქნება.

ანტალიის ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) უნდა ეასპარეზა სოფიო ქვაცაბაიას, მაგრამ წინა შეჯიბრებაში მიღებული ტრავმა, ეტყობა, სერიოზულია, რადგან სოფიო ამჯერად განაცხადში არ არის.

შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს გიორგი ცივაძე. გუშინ წყვილთა პირველ წრეში რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) ერთად შვეიცარიელებს - ლურუა მარტინესსა და სიმეონ როსიერს მოუგო - 3:6, 6:3, 10:7.

ქართულ-ყაზახურ წყვილს მეოთხედფინალში პოლონელების - მაჩეია ნოვაკისა და იან ვოიჩიკის მძლეველი (7:5, 2:6, 10:7) ინდოელები - არმაან ბჰატია და დრუვ სუნიში შეხვდებიან.

რაც შეეხება ერთეულთა პაექრობას, ცივაძეს სტარტზე ურთიერთობის გარკვევა სწორედ მეწყვილე აზიელთან მოუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო ქვაცაბაიამ პაპას ორჯერ აჯობა
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს