ასევე: ჯამბაზი კრაუჩი, ფილოსოფოსი ჟოზე და გერმანელი ცხენი დიდი "კუშით"
კარიკატურა: "იუვენტუსი" "პარმას" დაკრძალვაზე...

იტალია

დიდი ამბავი "ტარდინიზე"

დაკვირვებული და ალღოიანი ფეხბურთის მოყვარული "პარმასა" და "იუვენტუსის" მატჩში ბურთის გაგორებამდეც მიხვდებოდა, რომ იმ საღამოს "სტადიო ტარდინიზე" რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო.

ბოლოადგილოსანი, განწირული, გაკოტრებული და გაუბედურებული ტრადიციული კლუბის სტადიონზე უჩვეულოდ ბევრმა მაყურებელმა მოიყარა თავი - მართალია, "ტარდინი" არ გადაჭედილა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რობერტო დონადონის გუნდს 28 თამაშში მხოლოდ 13 ქულა ჰქონდა, თამაშის სანახავად უცნაურად ბევრი ტიფოზი მივიდა.

შესაბამისად, სტადიონზე ისეთი გარემო იყო, რომ თვით "იუვენტუსის" ფანებსაც კი დაეწვებოდათ გული და ვინ იცის, "იუვეს" რამდენმა ქომაგმა გაივლო გულში მოსაზრება იმის შესახებ, "პარმას" გამარჯვება სულაც არ იქნებოდა ურიგოო. მით უმეტეს, რომ ტურინელებს იტალიის ჩემპიონობას ვეღარავინ წაართმევს და თანაც, "იუვეს" სამ დღეში "მონაკოსთან" ათასჯერ მნიშვნელოვანი მატჩი ელოდა.

არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ასე ფიქრობდნენ "იუვენტუსის" ფეხბურთელებიც და ამიტომაც მოხდა "ტარდინიზე" ის, რაც მოხდა.

ახლა ამ ამბავს სხვა თვალითაც შევხედოთ: სასამართლოს "პარმა" სეზონის დასაწყისშივე რომ გამოეცხადებინა გაკოტრებულად, შესაძლოა, ამ გუნდს ახლა ჩემპიონობის შანსიც კი ჰქონოდა. რას ვგულისხმობთ და იმას, რომ მას მერე, რაც მარტში "პარმა" ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად და დაიგეგმა დასაფლავებაც, დონადონის გუნდმა სამ თამაშში 7 ქულა აიღო. აქედან, სამი ლიდერ და თითქმის ჩემპიონ "იუვენტუსთან"!

...და რა ხდებოდა მანამდე? "პარმას" ფეხბურთელებს თვეების განმავლობაში არ ჰქონდათ თბილი წყალი და ხელფასი, პირველ წრეში კი იმავე "იუვენტუსთან" სულაც 0:7 წააგეს. გასულ შაბათს კი "პარმამ", რომელსაც "იუვეზე" 57 ქულით ნაკლები ჰქონდა, "ბებერი ქალბატონი" აბსოლუტურად დამსახურებულად დაამარცხა.

ცნობისათვის, "იუვენტუსი" მთელი სეზონის განმავლობაში ჯამში სულ 61 წუთი აგებდა და აქედან 30 წუთი "პარმასთან", "სტადიო ტარდინიზე".

"ნამდვილი კაცები" - მსხვილი შრიფტით წერდა მეორე დღეს "გაძეტა დელო სპორტი", მაგრამ მთელ ამ რომანტიკულ ეიფორიაში არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ "პარმას" თითოეული ფეხბურთელი ახლა მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ სხვა კლუბებს მოაწონონ თავი. თუმცა ეს პატარა ზღაპარი პარმელებს მაინც აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

მეორე დღეს დონადონის ბიჭებმა საჯარო ვარჯიში ჩაატარეს და ფანებთან ერთად კიდევ ერთხელ იზეიმეს "იუვენტუსთან" გამარჯვება, რასაც გრილ-ფართი და ღვინის სმა მოჰყვა.

ამ კლუბს დიდი სიამოვნებით ვუსურვებდით გადარჩენას, მაგრამ ამისათვის დიდი ფული და სერიოზული ინვესტორია საჭირო. ფულიანები და სერიოზულები კი იტალიას გასაგები მიზეზების გამო არ ეტანებიან - ამ დროისთვის სერია A მხოლოდ ერიკ ტოჰირისთვის და ვიღაც გაურკვეველი ბიზნესმენებისთვისაა საინტერესო.

ემპოლი-კიევო "ბომბონერაზე"

აურელიო დე ლაურენტისი ექსტრავაგანტური კაცია და სიტყვა-პასუხი რომ არ ეშლება, ეს ყველამ იცის. "ნაპოლის" პრეზიდენტი ამჯერად იტალიის საფეხბურთო ლიგის შეფების ფიქრებს გამოეხმაურა - როგორც იცით, ითქვა, იქნებ 2016/17 წლების სეზონის გახსნითი მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩავატაროთო.

"მეტსაც გეტყვით, - გამოსცრა დე ლაურენტისმა, - იმისათვის, რომ ზოგიერთ ბაზარზე იტალიური ფეხბურთის პოპულარობამ იმატოს, იტალიის ჩემპიონატის ყოველი მეათე შეხვედრა სხვა ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ ხოლმე.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება, თუ "ემპოლი"-"კიევო" ბუენოს აირესში ჩატარდება. მე უკვე წარმომიდგენია, როგორ დგანან არგენტინელი ფანები "ბომბონერას" სალაროებთან საათობით რიგში...

ჩვენ საქმიანი მიდგომა გვჭირდება და არა ასეთი სისულელეები."

ინგლისი

კვირის ჯამბაზი

ვერ დავიჩემებთ, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში (1:1) პიტერ კრაუჩმა მთები გადადგა - მეტიც, "სტოკის" ძირითად შემადგენლობაშიც კი არ ყოფილა - მაგრამ "დრიბლინგში" მისი ადგილი მაინც გამოინახა. ვალდებულებიც კი ვართ, რომ კრაუჩს ერთი ქვეთავი მივუძღვნათ - იმიტომ, რომ ძალიან მაგარი კაცია.

კრაუჩი "თვითერზე" ხანდახან ისეთ რაღაცებს წერს, წაკითხვად რომ ღირს ხოლმე. მაგალითად, როცა ფიფამ "ოქროს ბურთის" ლაურეატები გამოაქვეყნა, კრაუჩმა დაწერა, ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ფიფაში არაპროფესიონალები და ფულზე გაყიდულები მუშაობენ - ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა სიაში ჩემი გვარი ვერ ამოვიკითხეო.

მერე იყო და, როცა კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთი" ჩაიბარა, კრაუჩი ამ მოვლენას ასე გამოეხმაურა: "არა უშავს, იქნებ გაისად მაინც მომაქციონ ყურადღება..."

აი, ასეთი, ტიპური ინგლისური იუმორი აქვს აყლაყუდა პიტერს. ახლა რაც შეეხება იმას, რაც გასულ უქმეებზე მოხდა: ინტერნეტპორტალი TransferNewsLive წერდა, "მანჩესტერ სიტის" შეფებმა ახალი თავდამსხმელის ყიდვა გადაწყვიტეს - ეს არის დიდი ფეხბურთელი და თანაც, ინგლისელიო.

კრაუჩმა ეს სტატია გაიზიარა და ასეთი სტატუსი მიუწერა: "სტოკ სიტიში" ბედნიერი ვარ!"

ფილოსოფოსი ჟოზე და მისი აღგზნებული ასისტენტი

ბედნიერი იყო "ჩელსის" კო-მწვრთნელი რუი ფარიაც. კრიტიკოსები იტყვიან, ზედმეტად ბედნიერიც კი იყოო. "ქუინზ პარკის" კარში გატანილი გვიანი გოლის შემდეგ ის მოწინააღმდეგე გუნდის სკამისკენ ისე გაექანა, თითქოს უნდოდა, რომ 7:09-ის მატარებლისთვის 7:10-ზე მიესწრო და იქ მწვრთნელსა და "ქუინზ პარკის" სათადარიგო ფეხბურთელებს ხელები გაუშალა.

"ფეარ პლეის" სამშობლოში მედიამ რუის ეს საქციელი დაგმო, თუმცა იმავე წუთს, "ჩელსის" მცველ ივანოვიჩს გოლით გამოწვეული ზეიმის დროს ადგილობრივმა ფანებმა სანთებელა მოარტყეს. ბარი-ბარში...

ჟოზე მოურინიო კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე ორიგინალური კომენტარით გამოირჩა. მან თქვა:

"იდეაში, სულაც არ წარმოადგენს პრობლემას ის ფაქტი, რომ მაყურებლები მოედანზე რაღაცებს ისვრიან. შოკოლადი რომ გადმოაგდონ, ფეხბურთელმა უნდა აიღოს და შეჭამოს. ფული რომ ისროლონ, უნდა აიღოს და ჯიბეში ჩაიდოს, ერთი ზედმეტი ფუნტი ხომ ნამდვილად არავის აწყენს..." - იფილოსოფოსა ჟოზემ და მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ მთლად ტყუილიც არ უთქვამს.

"მერტეზაკერი" დოღში

ცხადია, ინგლისში ბევრი ხალისობს პერ მერტეზაკერის სირბილის სტილზე. საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ნიკ ალენმა თავის ცხენს "მერტეზაკერი" დაარქვა და დოღში ჩართო.

გასულ უქმეებზე დიდი დოღი შედგა და "მერტეზაკერის" გამარჯვებაზე ფსონებს იღებდნენ - ერთი ფუნტი რომ დაგედოთ, 250-ს მოიგებდით.

მაგრამ "მერტეზაკერი" დოღს გამოეთიშა - სტარტზე აღარ გასულა. მიზეზები უცნობია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"ერთხელ მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ცოლმა დამირეკა და მკითხა: "სად ხარ?"
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
ფილიპო ინძაგის დღეს "ბოლონიას" ჩააბარებენ
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
ტრანსფერ ONLINE: 19 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
კრაუჩი მესის გოლზე: ეს მხოლოდ გენიოსს შეუძლია
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
კრაუჩი: რონალდო იბიცაზე სვამდა, მუცელზე საფერფლე ედო და ვერც კი მიცნო ვინ ვიყავი
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
38 წლის აყლაყუდა პიტერ კრაუჩი "სტოკიდან" "ბარნლიში" გადავიდა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: "ნაპოლი" გვიან გაცოცხლდა
მაღალი კაცი ფეხბურთიდან წავიდა - პიტერ კრაუჩმა კარიერა დაასრულა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ვაუ, რა მიმზიდველი ვარ..." - კრაუჩი რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა