ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი თასის ფინალში "მერანთან" შანსებს 50/50-ზე აფასებს
არბიტრის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა და "დინამო არენაზე" შეკრებილმა ქუთაისელმა ფანებმა უზომოდ გაიხარეს: საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედომ" ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, თბილისის "დინამოსთან" დაძაბულ და ინტრიგით სავსე ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა და მეშვიდედ გავიდა ფინალში...

- დინამო (თბ)-ტორპედო 2:3 - გროზნის ჩამწარებული დებიუტი [VIDEO]

ორმაგი შანსი

ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორი:

- ეს იყო ფანტასტიკური ფეხბურთი და შედეგი - ჩვენ ისევ ფინალში ვართ! კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ გარდატეხა მოხდა და ატმოსფერო აშკარად შეიცვალა. გუნდი შეიკრა და მეტი მონდომებითა და ემოციით თამაშობს. ფინალში გასვლა კი ისტორიული მომენტია, რადგან 5 წელია, რაც გადამწყვეტი მატჩი არ გვითამაშია.

- ფინალის მოგება ყოველთვის რთულია, მაგრამ ევროპალიგაზე თამაშის რეალური შანსი გაგიჩნდათ...

- ცხადია, ევროპაში თამაშის შანსი საგრძნობლად გაგვეზარდა, მაგრამ არ მინდა, ემოციებს ავყვე, რადგან ფინალში პირველი ლიგის გუნდი რომ გადის, ის ხელწამოსაკრავი ვერ და არ იქნება. გადახედეთ "მერანის" შემადგენლობას - ბევრი ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის გუნდებში წამყვან როლებში იყო.

მაგრამ, რომ იცოდეთ, ჩემპიონატშიც არ ვართ უიმედო მდგომარეობაში - მესამე ადგილზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" მხოლოდ 2 ქულით გვისწრებს, ფინიშამდე კი 3 ტურია დარჩენილი. სამეულში მოხვედრა კი ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლის კიდევ ერთი შანსი იქნება. ფინალში გასვლა ორმაგი შანსია და სხვა კუთხითაც წაგვადგება.

- რას გულისხმობთ?

- ეს ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან მხოლოდ ერთიანი ფონდიდან გვაფინანსებდნენ. მაგრამ თასის მოგების შემთხვევაში, დამატებითი პრემიები დაირიცხება, რაც გუნდის გაძლიერების წინაპირობა გახდება.

"დინამოსადმი" ასეთი დამოკიდებულება არ გამაჩნია

კახა ჩხეტიანი, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი:

- ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მშობლიური გუნდის სახელით ფინალში თავადაც მითამაშია, ახლა კი "ტორპედოს" მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში გავიყვან. ამხელა ემოცია დიდი ხანია აღარ განმიცდია.

მხოლოდ ის კი არ მიხარია, რომ ფინალში გავედით, არამედ ისიც, რომ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, ღირსეულად ვეთამაშეთ და, რაც მთავარია, სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ. იმავეს ვიტყვი ჩვენს მეტოქეზე - თბილისის "დინამომაც" გახსნილი ფეხბურთი ითამაშა და ვფიქრობ, მაყურებელმა საკმაოდ მაღალი დონის მატჩი იხილა. საბედნიეროდ, მეტი გოლის გატანა ჩვენ მოვახერხეთ და მოვიგეთ.

- აშკარა იყო, რომ "დინამო" კარგად შეისწავლეთ...

- თამაშამდე "დინამოს" თამაში რამდენჯერმე ვნახეთ და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც შევისწავლეთ, მაგრამ რაც არ უნდა კარგად შეისწავლო მეტოქე, მთავარია, მოთამაშეები დავალებებს როგორ შეასრულებენ. ჩემმა ფეხბურთელებმა კი თამაშში სული და გული ჩადეს, დავალებებსაც ჩინებულად გაართვეს თავი.

- ქუთაისის "ტორპედომ" საშინლად დაწყებული სეზონი სულ რაღაც ერთი მატჩით გაილამაზა, ჩემპიონატში მისი თამაშით განრისხებული გულშემატკივრები კი უზომოდ გაახარა...

- რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა, მაგრამ არ დაგავიწდეთ, რომ ჩვენი მეტოქე მარტვილის "მერანია"...

- გასაგებია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტოქე პირველი ლიგის გუნდია და "ტორპედოს" ფავორიტის სტატუსს ანიჭებს...

- მერწმუნეთ, ზრდილობისთვის ნამდვილად არ ვამბობ - ფინალში შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. "მერანმა" ფინალამდე ურთულესი გზა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიარა - უმაღლესი ლიგის ოთხი გუნდი დაამარცხა - ბათუმის "დინამო", "დილა", "კოლხეთი" და ბოლოს ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი - "ჩიხურა". მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უდავოდ ანგარიშგასაწევი გუნდია და მან თავისი სიძლიერე დაამტკიცა.

შემთხვევით გუნდი ფინალში ვერ გავა, გინდა პირველ ლიგაში თამაშობდეს და გინდა - მესამეში. ასე რომ, ჩვენ მოდუნების უფლება არ გვექნება. ამ გუნდში 3 წლის წინ ვმუშაობდი და მარტვილელებს ფინალში გასვლას ვულოცავ. იმედი მაქვს, გულშემატკივარს ფინალშიც ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

- ძნელი მისახვედრი არ არის, რა განცდა უნდა ჰქონდეს მწვრთნელს, როცა თასის ფინალში გუნდი თბილისში, უპრინციპულესი მეტოქის, თბილისის "დინამოს" დამარცხებით გაჰყავს...

- მე "დინამოს" მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ამ გუნდში თითქმის ყველას ვიცნობ, ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც. ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ და არა - მტრები. ნახევარფინალის მოგება ნებისმიერ გუნდთან ასევე გამახარებდა.

- მოულოდნელი ის იყო, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი რომ აჩვენა. სად იყავით აქამდე?

- "ტორპედოს" საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, ჩვენს ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. მათ ეს ნახევარფინალში დაამტკიცეს. მაგრამ ფეხბურთი ისეთი რამ არის, საკუთარი შესაძლებლობები ყოველდღე უნდა გამოავლინო. იმედია, კიდევ უფრო გავძლიერდებით და გულშემატკივარს უფრო მეტად გავახარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lado
თავიდან ტორპედომ მძიმედ დაიწყო,მაგრამ ეს იმ ის ბრალი იყო რომ რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი და მწვრთნელიც ახალი იყო..თან საყურადგებოა რომ ახალი ფორმატით ჩატარებული ჩემპიონატი სპეციფიკური გამოდგა სწრაფად ფეხი ვერ აუწყვეს.ეხლა კარგია ბიჭები შეთამაშდნენ კიდე ახალმა მცვრთნელმა თავის ხელი დაატყო,ასევე უნდა აღინიშნოს რომ შედარებით კარგი შემადგენლობაც დახვდა და მადლობა ყველას ვინც ეს ბიჭები შეინარჩუნა,ვინც ახალი მოიყვანა და ყველას ვინცკი შრომობს კლუბში ნებისმიერი ადამიანი,მადლობა ყველას დიდი სიხარული იყო..ფინალსჰი წარმატებები ბიჭებო!ხოლო რაც შეეხება ფინასებს ცარმატებას მიაღწიეთ და უფრო დაინტერესდებიან გუნდიტ,მარტო ფონდის ხარჯებით ეს გუნდიც დაგვეშლება ისე მ წირეა.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს