ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა 2 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩი სირაკუზაში იტალიის ეროვნულ გუნდთან შვიდი ბურთის სხვაობით (19:26) დათმო. ჯგუფის მესამე წევრ ლუქსემბურგთან საიანვრო პაექრობებისთვის უკეთეს სატურნირო მდგომარეობაში შესახვედრად განმეორებით პაექრობაში აპენინელთა რვა ბურთის უპირატესობით დამარცხება იყო აუცილებელი.

ამ ორთაბრძოლისთვის მასპინძელთა გუნდს დაემატა ერთ-ერთი ლიდერი რატი მსხვილიძე; თამაშის წინ გამართულ ტექნიკურ მიტინგზე კი ნაკრების კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, რომელიც სირაკუზაში მეტოქის სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის გააძევეს, განმეორებით შეხვედრაში თამაშის უფლება დართეს: ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს სადავო ეპიზოდი.

მატჩის პოლონელმა მსაჯებმა - იაკუპ ერლეცკიმ და მაჩეი ლაბუნმა დაადასტურეს, რომ ეპიზოდი წმინდა სათამაშო იყო და არა - არასპორტული საქციელი, ხოლო მატჩის თურქმა დელეგატმა ქენან გიოქმენმა ევროპულ ფედერაციასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ დაადასტურა, რომ თევზაძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა. ასე რომ, სრული საფუძველი გვქონდა, გუშინ წარმატებაზე გვეფიქრა, მით უმეტეს, სიცილიურმა პაექრობამ გვიჩვენა, რომ იტალიელთა დამარცხება სულაც არ იყო შეუძლებელი.

განმეორებითი მატჩი სტუმართა იერიშებით დაიწყო და უკვე მე-3 წუთისთვის ისინი ტურკოვიჩისა და ჯანოკაროს გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ირაკლი ჩიქოვანმა ერთი ბურთი გაქვითა, რასაც იტალიელთა ორი გოლი მოჰყვა - 1:4. ასე ორ-სამბურთიანი სხვაობით მიიწევდნენ აპენინელები წინ, მაგრამ 21-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე თევზაძემ ზედიზედ ორჯერ იხსნა თანაგუნდელები გოლისგან, რასაც ქართველთა ორი სწრაფი იერიში და ჩიქოვანისა და მსხვილიძის დამაგვირგვინებელი დარტყმები მოჰყვა - 9:9. პირველი ტაიმის მიწურულს ჭანტურიამ წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები - 13:12, მაგრამ შესვენებამდე 3 წამით ადრე კი რადოვჩიჩმა ანგარიში გაქვითა.

მეორე ტაიმის მე-20 წუთამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა: ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. მასპინძელთა ნაკრებს, რომელშიც შეხვედრის მთელი სიმძიმე, უმთავრესად, რამდენიმე ხელბურთელზე გადავიდა, თანდათან დაღლა დაეტყო.

შეტევებმა სიმწვავე დაკარგა, ექსიუგოსლავიელებით გაძლიერებული იტალიელები კი უფრო სწრაფად და ზუსტად მოქმედებდნენ, 54-ე წუთისთვის სამი ბურთით დაწინაურდნენ - 25:23.

საფინალო სასტვენამდე დარჩენილ დროში გუნდებმა სამ-სამი გოლი მიითვალეს. იტალიელებმა ამჯერადაც გაიმარჯვეს 28:25 და ჯგუფში დაწინაურდნენ.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად შანსი არ დაუკარგავს - 2017 წლის ივნისში ჩელენჯტროფი გაიმართება. იქ შესარჩევის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი და საკვალიფიკაციო რაუნდის ის 6 გუნდი, რომელთა შორის საქართველოც იქნება.

ჩვენს ჯგუფში მომავალი წლის იანვარში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია,

14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი.

ევრო 2020-ის I საკვალიფიკაციო ეტაპი

6 ნოემბერი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო-იტალია 25:28

13:13

საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე, ზურაბ ცინცაძე, ლექსო წითელიშვილი (1), თეიმურაზ ორჯონიკიძე (2), ირაკლი ჩიქოვანი (11), სერგო დათუკაშვილი (1), ზურაბ სიმონია, რატი მსხვილიძე (6), შოთა გრიშიკაშვილი (2), გიორგი გვაზავა, ხაზეინ რუსტამოვი (1), ზურაბ აბრამიშვილი, რევაზ ჭანტურია (1), გიორგი დიხამინჯია, მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ვახტანგ მეიფარიანი.

იტალია: ვიტო ფოვიო, თომას პოსტონია, მიქელე როსი, ფრანჩესკო ვოლპი (2), ალესიო მორეტი, დეან ტურკოვიჩი (7), არდიან იბალი (1), მიკელე სკატარი (4), ჯულიო ვენტური, ანდრეა პარიზინი (2), უმბერტო ჯანოკარო (3), ჯუზეპე კოლაზუონო, კარლო სპერტი (3), მარტინ ზონერერი, ჯანლუკა დარიპანი, დემის რადოვჩიჩი (6), მთავარი მწვრთნელი ფრედი რადოიკოვიჩი, მწვრთნელები: ჯუზეპე ბრანდი, ჯუზეპე ვინჩი.

მსაჯები: იაკუპ ერლეცკი, მაჩეი ლაბუნი (პოლონეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
"ჩემთვის შვილივით არის, მაგრამ..." - ტენ ჰაგმა ანტონიზე ისაუბრა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
"ოქროს ბურთს" დემბელე კი არა, მისი თანაგუნდელი იმსახურებს" - ცნობილი ფრანგი მწვრთნელი
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
10 მსაჯით ევროპაში
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება
ᓡᓐᓥᕐᓠᕗᓕᓔᕚᓝᓡ ᓮᓔᓚᓑᕣᕠᓗᕔᓚ ᓕᓐᕟᓗᓐ ᓜᕐᓙᓠᓔᓑᓛᓐ ᓛᓡᓝᓤᕚᕘᓝᕡ ᓗᓐᓡᓘᕡ ᓔᕕᓠᓝᓞᓣᓚ ᕖᓝᓜᓐᓨᕘ ᓛᓔᓝᓠᓔ ᕐᕓᓒᓘᓚᓘ ᕓᓐᓘᓙᓐᓕᕐ
იტალია-საქართველო 26:19 - სიცილიურმა დაცვამ მასპინძლებს არგო
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთში დამარცხდა
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს