25 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი თბილისში შეიკრიბება და იტალიასთან მატჩებისთვის მოემზადება
წლეულს 2 და 6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნულ გუნდს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები აქვს იტალიასთან სირაკუზასა და თბილისში.

ამ ორთაბრძოლებისთვის მონდომებით ემზადებიან ნაკრების ლიდერები, რომლებიც წარმატებით თამაშობენ ევროპულ კლუბებში.

მაკედონიაში 5 ტურის შემდეგ, ქართველების ორივე გუნდი პირველ ოთხეულშია. 12 ქულით ლიდერობს რევაზ ჭანტურიას "პელისტერი", რომელმაც ბოლო ორ მატჩში დიდი უპირატესობით დაამარცხა "რადოვიში" (25:14) და "რაბოტნიჩკი" (32:21).

9 ქულით მეოთხე ადგილზეა თეიმურაზ ორჯონიკიძის "პრილეპი". ქართველმა ხელბურთელმა "პროლეტთან" მოგებულ მატჩში (27:26) 9 ბურთი გაიტანა, ხოლო "რადოვიშთან" პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, თუმცა მანამდე 3 გოლი მიითვალა. "პრილეპმა" ის შეხვედრა 22:26 წააგო. ორჯონიკიძის ანგარიშზე 5 მატჩში 35 გოლია.

რუმინეთში 8 ტურია ნათამაშები და ქართველთა ორივე გუნდი ჯერჯერობით პლეიოფში გამსვლელი მერვე ადგილის ქვემოთაა. 7 ქულით მეთორმეტე საფეხური უკავია შოთა თევზაძის "რეშიცას", რომელიც ორჯერ დამარცხდა - "ფოჩანისთან" - 20:27 და "სტიაუასთან" - 25:28.

9 ქულით მე-11 პოზიციაზეა "დუნარეა კელერაში", რომლის ლიდერ ირაკლი ჩიქოვანს უკვე 40 გოლი დაუგროვდა. "კელერაშმა" შინ 24:25 დათმო ორთაბრძოლა "ოდორჰეისთან", შემდეგ კი "ვასლუის" 34:32 მოუგო. ორივე მატჩში ქართველმა ინსაიდმა 6-6 გოლი გაიტანა.

ზემოთ დასახელებული ხელბურთელების გარდა, უცხოურ კლუბებში კიდევ რამდენიმე ქართველი თამაშობს. "ქუთაისისა" და ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი კბილაშვილი საბერძნეთის მეორე დივიზიონის კლუბ "აიიოს სერიფატოში" გადავიდა. ამ გუნდს 3 ტურის შემდეგ 1 მოგება აქვს. კბილაშვილმა 2 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ირანის ზედა დივიზიონში განაგრძობს კარიერას რატი მსხვილიძე, რომელიც ქალაქ ურმიის გუნდში ჩაირიცხა. ვეტერანმა სერგო დათუკაშვილმა სეზონი სერბეთის "ვოივოდინაში" დაიწყო, ხოლო რობერტ ბეჟანიშვილი ირლანდიის ლიგაში მოსინჯავს ძალებს.

ჯერჯერობით უკლუბოდაა ვლადიმერ რუსია, რომელიც ტრავმირებულია და ვერ ვარჯიშობს.

25 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი თბილისში შეიკრიბება და იტალიასთან მატჩებისთვის მოემზადება. ჩვენი III ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული მთავარ შესარჩევ რაუნდში გადის.

შეხვედრათა კალენდარი

2 ნოემბერი. სირაკუზა. იტალია-საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია

14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი.

დანარჩენ ორ საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ:

I ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

II ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
თეიმურაზ ორჯონიკიძემ უნგრეთში მიმდინარე სეზონში 42 გოლი გაიტანა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს
ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად
პლეი-ოფში გასასვლელად ქართველების გუნდს ცოტა დააკლდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთში დამარცხდა
ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
საქართველო-იტალია 25:28 - ჩელენჯტროფის იმედად
თეიმურაზ ორჯონიკიძე რუმინულ კლუბში გადავიდა
ორჯონიკიძე ფინეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო
10 მსაჯით ევროპაში
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია
ქართული გოლები რუმინეთში
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი EHF-ის თასის გათამაშებას გამოეთიშა
რუმინეთში კბილაშვილს ვერ აჩერებენ
ჭანტურიას 13 გოლი ერთ თამაშში
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
ჩიქოვანის "კონსტანცა" მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება
რევაზ ჭანტურია და ირაკლი კბილაშვილი EHF თასზე
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ქართველების კლუბმა სეზონი დაიწყო
ქართველი ლეგიონერების მონაგარი | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაკედონიაში ქართული დერბი ფრედ დასრულდა