გელა წულაძის, ვასილ სომხიშვილისა და ავთო აფრიდონიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თბილისის პირველობის ფინალურ მატჩში "ოვერტაიმი" 98:74 დაამარცხეს
დედაქალაქში 14-წლამდელთა საუკეთესო გუნდი "აკადემიაა". გელა წულაძის, ვასილ სომხიშვილისა და ავთო აფრიდონიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თბილისის პირველობის ფინალურ მატჩში კლუბი "ოვერტაიმი" 98:74 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

აკადემიელებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა ქუთაისელი ლუკა ლიკლიკაძე, რომელიც თბილისურ გუნდში ამ სეზონის წინ გადმოვიდა და უმალ გუნდის ლიდერად იქცა. ლიკლიკაძემ 33 ქულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მესამე პერიოდში განსაკუთრებით იაქტიურა და მებრძოლი "ოვერტაიმი" საბოლოოდ გატეხა.

საჩემპიონო ტიტულისთვის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ოვერტაიმელები საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ ძალები ბოლომდე არ შერჩათ. მესამე პერიოდში აკადემიელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და ზურა და გიორგი რაზმაძეების გაწვრთნილი "ოვერტაიმი", დიდი ბრძოლის მიუხედავად, წაგებას ვერ ასცდა.

მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ორმა კალათბურთელმა მიიღო - არმიელმა ნიკა კაკუბერმა და "ოვერტაიმის" წევრმა ტრისტან ტურაშვილმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აკადემიელი ლუკა ლიკლიკაძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი ლევან წულაიამ გადასცა.

ბოლო აკორდი საჩემპიონო თასის გადაცემა გახლდათ. "აკადემიის" კაპიტან ლუკა კალატოზიშვილს თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

მესამე ადგილისთვის მატჩში "არმიამ" დაძაბულ ბრძოლაში - 65:61 დაამარცხა "მაკაბი" და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს