რაგბის გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის ავტორებს ეხმაურება
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ფოთელი მორაგბეები: დიმიტრი ბასილაია, ირაკლი მირცხულავა, ანზორ სიჭინავა, ზურაბ ჟვანია

იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც წინ პასი არ შეიძლებაო! მომგონიც და ამ თამაშისმაგვარი რაღაცის სპორტად მომნათვლელიც - დურუ ხუნჭუასგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, ჯიგრიანად შეაგინა ფილმ "მდგმურების" ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა.

გამახსენდა, ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - იმ სპორტს რა ვუთხარი, სადაც 22 კაციდან მარტო ორს აქვს უფლება, რომ ბურთი ხელში აიღოსო. ოღონდ ჩემი მეგობარი, რომელიც რაგბისთან ძალიან დაკავშირებული და ამ ოჯახის შინაური კაცია, ამ ოცდაორკაციანი სპორტის არც მომგონს და არც ნათლიას არ აგინებს. რაგბი რა შუაშია ან ფეხბურთი, ზრდილობიანი კაცია და თავისიც უყვარს და სხვისასაც პატივს სცემს.

მეც რომ მიკერძოებულობაში არ ჩამომერთვას, ისე შევეცდები, გამოვეხმაურო კვირა ღამეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რეჟისორს, სცენარისტს, იდეის ავტორს და სხვას... ანუ გამოვეხმაურები, როგორც გამოეხმაურებოდა რაგბის რიგითი გულშემატკივარი, თუმცა არა მარტო რაგბის, მთლიანად ქართული სპორტის და მათ შორის, უპირველესად, ფეხბურთის.

"ფეხბურთი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ. რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ" - ეს გამოთქმა თითქმის ყველა რაგბის ქომაგმა იცის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის სამშობლოში, ინგლისში რაგბის Rugby Football-ს (ანუ ფეხბურთს ქალაქ რაგბიდან) უწოდებენ.

უფრო ცოტას ეცოდინება ის ფაქტი, რომ სახელოვანი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე საქართველოს რაგბის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო. მეტიც, ქალაქ ფოთში ბორის პაიჭაძე და მთელი მისი საძმო რამდენიმე წელი რაგბისაც თამაშობდნენ და ამავე ქალაქში სარაგბო გუნდიც ჰყავდათ. და არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც მართლა უცნაურია ის გაღიზიანება, რომელიც ფილმ "მდგმურებში" მორაგბეების მიმართ არის გამოხატული.

გასაგებია ფილმზე მომუშავე ჯგუფის მიზანი - მათ აჩვენეს ის პრობლემა, რაც საერთოდ სპორტს გააჩნია ფოთში, მაგრამ რაგბი რატომღაც მოძალადის როლში აღმოჩნდა. არ მინდა პოლემიკა და მით უმეტეს, ფეხბურთისა და რაგბის უკეთეს-უარესობაზე კამათი, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ: როცა 2003 წელს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასზე პირველად გავიდნენ, ვარჯიშობდნენ ვაკის პარკის ბილიკებზე და "პადვლებში" სახელდახელოდ მოწყობილ "შტანგის" დარბაზებში? ისინი 2007 წლის მსოფლიოზეც ისე გავიდნენ, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდათ! მაგრამ დედას არავინ იგინებოდა.

შემდეგ აქედან აღებული კარგი სტარტით ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და ამაში ფოთმაც შეიტანა თავისი დიდი წვლილი - და კვლავ კითხვა: რატომ არ ეამაყებათ ფოთელებს, რაგბის მომგონ ინგლისელებს ერთადერთი ლელო ფოთელმა ბიჭმა (დიმიტრი ბასილაიამ) რომ დაუდო? არ მგონია, რომელიმე ფოთელ ფეხბურთელს ასეთი რამ გაეკეთებინა, თორემ ეს გვეცოდინებოდა ყველას, ამით ძალიან გახარებულები ვიქნებოდით და ყველანი, ფეხბურთის და რაგბის გულშემატკივრები ერთად ვიამაყებდით.

ცხადია, პრობლემა აქვთ და გაღიზიანებულები არიან. თუმცა ეს პრობლემა რაგბის არ შეუქმნია. პირიქით, მისაბაძი მაგალითია რაგბი, თითოეული მორაგბე და რაგბის ოჯახი, რომელმაც საოცარი რამ მოახერხა და არაფრისგან (მატერიალურ ბაზას ვგულისხმობ) შექმნა ის, რაც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო ასოცირდება წარმატებებთან, თავდადებასთან და საქმის სიყვარულთან.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ერთი კინო არ აქვს ქალაქსო და სწორედ ეს არის პრობლემა - მორაგბეების მიერ ქალაქის "ოკუპაციას" კი არ უნდა მიეწეროს ფეხბურთის სავალალო დღე, არამედ სხვა მიზეზს. კინოც (კლუბი) მორაგბეებმა შეიწირეს? რა თქმა უნდა, არა! ამაზე საუბარი, მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვყვანს და ამიტომ დავასრულებ ჩემს "კირკიტს".

კირკიტს ხუმრობით ვამბობ, თორემ რომ ჩაუკირკიტდეს კაცი, იმასაც იტყოდა, რომ რაგბისადმი არაკეთილგანწყობა ფილმის ბოლოს, ტიტრებშიც გამოჩნდაო - როგორც წესი, ფილმზე მომუშავე ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელობას, "რაგბი არენის" ხელმძღვანელობასაც, მაგრამ არა ფოთის სარაგბო კლუბზე მართლა გადამკვდარ და დიდი დამსახურების მქონე მწვრთნელს, ამირან შავგულიძეს, მეტსახელად "პიკასოს".

არადა, ფილმში მორაგბეთა მწვრთნელი საკმაოდ კონსტრუქციულად ასაბუთებს რაგბის არსებობის ლოგიკურობას ფოთში და მხოლოდ ერთხელაა ემოციური, ოღონდ არაუწმაწური - ესეც, ალბათ, არასწორად დასმული კითხვის ან რაღაც გაუგებრობის მიზეზით.

საქართველოში რაგბის არსებობის მანძილზე სარაგბო ოჯახი საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდა. საზოგადოების თვალში რაგბი ამან გამოარჩია და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. რაგბის ოჯახი, რომლის განუყოფელი ნაწილია რაგბის ქომაგი, ამაყობს ამ იმიჯით. ცოტა მეჩოთირება, მაგრამ ფილმის სათაურმა, "მდგმურებმა", "ჯაყოს ხიზნები" გამახსენა. და ფოთში მორაგბეების სტადიონზე არსებულ სიტუაციაში ბარბაროსი, მომგონსაგინებელი რაგბი თუ მორაგბე მაგრად ჰგავს ჯაყოს? რაღაც უადგილო შედარება გამოვიდა ან იქნებ გადავამეტე?

თავშივე ვთქვი, ფეხბურთი და რაგბი ძმები არიან-მეთქი და ძმებად დარჩებიან. ძალიან მაგრად მინდა, რომ ქართული ფეხბურთი მალე ავიდეს ქართული რაგბის სიმაღლეებზე და რომც გაასწროს, იმათ რატომ (დაფინანსებას და ყურადღებას ვგულისხმობ) და რაგბის რატომ არაო, ასეთ კითხვას, დარწმუნებული ვარ, რაგბის ოჯახიდან არავინ დასვამს.

და ერთი კიდევ - ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ფეხბურთსაც და რაგბისაც არა მხოლოდ დიდი ტრადიციაც აქვს, მათ ჩვენს ეროვნულ სპორტად ვთვლით, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად ჯენტლმენურ-კორექტული.

გიორგი მამარდაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რას ამბობთ?!
კაი ფეცბურთი ბევრად პოპულარული თამაში მსოფლიოში, მერე რა? ჩვენ არ გამოგვდის და რაც გინდა ის ვქნათ. საქართველოს ფეხბურთი ფედერაციაში კორუფცია. ესა ფეხბურთის სიყვარული? თუ ფლანგიდან ფლანგზე ბურთი რომ ვერ გადაქვთ? თუ ნაცნობობით რომ იღებენ გუნდებში ფეხბურთელებს? ფეხბურთი ბიზნესი გახდა, რომელსაც თუ ახლობელი ან ფული არ გაქ ვერ გაეკარები. რაც შეხება რაგბს ეს ყველაზე კაცური თამაში და ჩვენი ქვეყნა ამ სპორტში კდიევ დიდ წარმატებებს მიაღწევს რადგან ვაჟკაცები თამაშობენ. პ.ს. მადლობა რაგბისტებს, რომ გულს გვიხარებენ და ასე უყვართ სამშობლო. ჩვენ თქვენთან ვართ !
giorgi
"თემური-ს" კომენტარზე : ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების თამაში რომ ანტიფეხბურთი იყო, არ გვინდა ამაზე დავა. აი ასეთი თამაშით ვერასოდეს მოუგებ შენზე ძლიერს რაგბში... ვის ფეხბურთი უნდა მოსწონდეს და ვის რაგბი, გემოვნების საკითხია. Mე ორივე მომწონს და ვუყურებ. მაგრამ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების რამოდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით ბოლო 25 წელიწადში, ღირებული არაფერი მომხდარა: არანაირი თანმიმდევრული წინსვლა, მსოფლიო რეიტინგში კატასტროფული ადგილი და ბოლოში ყველაფრის მწვრთნელებზე გადაბრალება. ამის მიუხედავად ფეხბურთის ყურებას მე თავს არ ვანებებ, მაგრამ რაგბის ნაკრებთან ფეხბურთის ნაკრების შედარება მე მგონია ცოტა უხერხული
jarji21
საქართველოს რაგბის ჩემპიონატზე განა დადის ხალხი? :) და რამდენი კაცი ესწრება?ესწრებიან მხოლოდ ნაკრების თამაშებს. ჩვენთან ის სპორტი ხდება პოპულარული რომელშიც მოგებას ვახერხებთ სანაკრებო დონეზე, პატარა ხალხი ვართ და ყოველი მცირე გამარჯვება გვიხარია, ამისათვის მივდივართ სტადიონზე, იმას კი ვერ ვგრძნობთ რომ ეს გამარჯვება ჩემპიონატის დონიდან უნდა მოდიოდეს, იქ კი ასეთი რამ არ იქნება მანამ,სანამ დასწრება არ იქნება. ეგაა და ეგ.
თემური
ერთსაც დავამატებ ჩემს ნათქვამს, განა კალათბურთში არ ვარტ უფრო მაგრები? პრორიტეტული უნდა იყოს ეხბურთი, კალათბურთი-ყველაზე პოპულარული სახეობები, აგრეთვე ჭიდაობა, ჭადრაკი, რომლებშიც ისტორიულად ძლიერები ვყავით და სპორტის ოლიმპიური სახეობები, შემდეგ შეიძლება მოდიოდეს რაგბი (გულის მოსაფხანად(, რომელსაც 16 ქვეყანაში თამაშობენ, ჩვენ მე-12 ვარტ რეიტინგში, ხოლო პირველი 6 ქვეყანა, როგორც წესი, არც კი გვეთამაშება ხოლმე
თემური
რა სისულელეა, თითქოს რაგბიში უფრო მაგრები ვართ, რაგბის ნაკრები ასჯერ რომ შეხვდეს რომელიმე ჩემპიონს ასჯერვე სულ მცირე 50 ქულის სხვაობით დამარცხდება, ასეა ფეხბურთში? რა თქნა უნდა არა, ესპანეთთან თამაშის გახსენებაც შეიძლება, ინგლისთან 2 ბურთის სხვაობით წავაგეთ და ნწვრთნელი გადადგა, ახლა შევხვდებით შოტლანდიას და ვნახავთ რაც მოხდება, თუმცა შოტლანდია რაგბის ლიდერებთან ყოველთვის აგებს ხოლმე. რაგბის ქომაგობა ეს ქართველების ახალი გაბრიყვებაა, არ ვამბობ, რომ რაგბისტებს არ ვუგულშემატკივროთ, მაგალითად, რუსეთთან, სადაც არავითარი ყყრდღება არ ექცევა სპორტის ამ სახეობას, ფეხბურთზე კი სპეციალური არხიც კი მუშაობს და დიდი თანხებიც იხარჯება, თუმცა რუსებიც ვერ დაიკვეხნიან დიდი წარმატებებით
ფფფ
ფეხბურთის არც ფულადი რესურსები არ აქვს საქართველოს, და არც გულშემატკივრების სიმრავლე. ამიტომ დაანებეთ თავი რაც არ გამოგივათ და მიხედეთ რაგბს
დავითი
სამწუხაროდ კომენტარებს ვერ ვუშვებ. "რაგბი ჩვენი თამაშია" და ვფიქრობ რომ ფეხბურთიც კიდევ კალათბურთი კიდევ ძიუდო კიდევ თავისუფალი და ბერძნულ რომაული ჭიდაობა........
დავითი
ფეხბურთს რომ ეშველოს ერთი მარტივი გზა არსებობს უნდა შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არცერთი თეთრი. გარკვეული კატეგორიის ადამიანები(მიხვდბით რა ხალხზეცაა საუბარი) როცა დაინახავენ რომ იოლი ფული აღარ იშოვება ფერხბურთში შეეშვებიან და წავლენ(სად ეს ცალკე თემაა :)). მერე ფეხბურთი ჩავარდება რაგბი რომ იყო 2000 წლების დასაწყისში ისეთ დღეში. მოვა სუფთა ხალხი ვისაც მართლა გული შეტკივა და უყვარს ფეხბურთი და დაიწყებენ ნულიდან მშენებლობას და ასე 20-30 წლის მერე გავალთ მსოფლიოზე თუ არა ევროპის ჩემპიონატზე მაინც. ესაა რეცეპტი :) მწარე ხუმრობა ნარევი სიმართლით.
დავითი
როგორც ყველა, ან დიდი უმრავლესობა მაინც, ჩემი თაობის წარმომადებელი ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობთ და რათქმა უდნა გვიყვარს ეგ სპორტი. რაგბის ყურება ასევე როგორც დიდმა უმრავლესობამ საქართველოს წარმატებული თამაშის მერე დავიწყე. თავიდან ტიპიური "რუსებს ვუგებთ ე.ი. მაგრები ვართ" გულშემატკივარი ვიყავი. ნელ-ნელა წესები რომ ვისწავლე მივხვდი რომ ძალიან მაგარი სპორტია და ვნანობ რომ არ მომეც საშუალება ბავშობაში მეთამაში ისე როგორც ფეხბურთი ვითამაშე(ბავშვურად გასართობად მუღამის დასაჭერად). შევეცდები მოკლედ ვთქვა რაგბი რითი მიზიდავს: ეს არის სპორტი სადაც ძალიან დიდი ფიზიკური წნეხის ქვეშ გიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებიეს სისწორეზეა დამოკიდებული შენი გუნდის გამარჯვება. წარმოიდგინეთ 130 კილოიანი კაცი მოდის რომ გაგთელოს გადაგიაროს შენ ბურთი გიჭირავს ხელში და უბრაოდ კი არ უნდა მოიშორო და გაიქცე, არამედ სწორად უნდა გადააგდო. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო და სხვა ღირებულებები არ ჩამოვთვალო ეს არის ჩემთვის რაგბი. "რაგბი ჩვენი თამაშია"
qartveli
მოაშორეთ კალაძე ამ ქვეყანას და ყველა დაწყნარდება.
სოსო
შენ დაღუპე ქართული ფეხბურთი!(კადრი ფილმიდან ფეოლა). რაგბის საქართველოში სულ ორასი კაცი თამაშობდა,როცა შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.სად ტამაშობდნენ?ასფალტზე,ხრიოკ მოედნებზე,უშენ მინდვრებზე,მაგრამ მაინც თამაშობდნენ,რადგან ფანატიკურად უყვარდათ სპორტის ეს სახეობა.საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ნაკრები რომ შეიქმნა,ფორმების შესაკერად და ნაკრების უცხოეთშითამაშზე წასაყვანად,გუნდის მოშამაშე მწვრთნელმა სახლი გაყიდა.რატომ?იმიტომ,რომ ამ ხალხისათვის რაგბი უფრო მეტი იყო,ვიდრე უბრალოდ თამაში და კიდევ ეს არის ახსნა,რატომაა საქართველოში რაგბი წარმატებული და ფეხბურთი ასე გაუბედურებული.საქმე იმაშია,რომ რაგბის საფუძვლებთან ჯერ ისევ ეს სუფთა ხალხია და საქმეც საქმის ინტერესებიდან გამოჰყავთ,აი ფეხბურთში კი საქმე ჯიბის ინტერესებით კეთდება და ეს ამბავი დიდი ხანია რაც ქართულ ფეხბურთში გამეფდა,იმდენად გამეფდა,რომ თითქმის მთელი სტრუქტურაა(თუ მთელი არა)ჩაფლული.ამ მდგომარეობის გამოსწორება უძნელესი საქმე იქნება,რადგან ეს უკვე მენტალიტეტად არის ქცეული და ჯერჯერობით ვერ ვხედავ სერიოზულ სურვილს,რომ დაიწყოს გაწმენდის პროცესი,ეს დისკვალიფიკაციები უფრო პირის მოწმენდას ჰგავს და როდესაც რაგბისტებს ქვას ესვრიან,იმაზე დაფიქრდნენ,რამდენი დაიხარჯა რაგბის ინფრა სტრუქტურაზე, რამდენია გამოყოფილი ფეხბურთზე და როგორია მათი შედეგები,ისიც გაიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილს ვინ გადაეფარა ქართულ მილიციასთან ერთად მომიტინგეებს და (ერთი კაცი შეეწირა კიდეც) იფიქრეთ,რა უნდოდათ ,ვინ ეხვეწებოდათ დარტყმა თქვენ თავზე მიიღეთო?მაგრამ მიიღეს,მიიღეს იმიტომ,რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები იყვნენ და საერთოდაც,რაგბის ვერ ითამაშებ ,თუ ვაჟკაცი არა ხარ,ეს არა მარტო ქართველებს ეხება,არამედ საერთოდ ასეა და სწორედ ამიტომაა მატჩის დამთავრების შემდეგ რაგბისტები ტაშით .პატივს რომ მიაგებენ ერთმანეთს,ხოლო საღამოთი კათხა ლუდსაც რომ დალევენ ერთად.გინახიათ სადმე,რომ რაგბის გულშემატკივრებს სარაგბო ქვეყანაში ეჩხუბოთ?ვერ ნახავდით,იმიტომ რომ ეს არ ხდება,როცა სტუმარი გუნდი ჯარიმას ურტყამს დაუსტვინონ დარტყმის მომენტში?არც ეს ხდება.ორი გუნდის გულშემატკივარი ერთმანეთში არეულად სხედან,მაგრამ არავითარი კონფლიქტი.მსაჯი საშინელ შეცდომას უშვებს,მაგრამ უსიტყვო მორჩილება მორაგბეთა მხრიდან. რატომ?იმიტომ რომ რაგბის ხულიგნური იერის ჯენტლმენები თამაშობენ და ვინც გემოს გაუგებს ამ თამაშს,არასოდეს აღარ გადაისვრის კენჭს მათ ბოსტანში.
დეივი
აქ კალათბურთი რა შუაში იყო ვერ მივხვდი..გეთანხმები რო კარგი შედეგები აქვთ და არამგონია ჩემზე მეთად გიხაროდეს მათი წარმატება..ბრავო კალათბურთის ნაკრებს,მგელი ბიჭები გვყავს.და როცა იძახი რო რაგბს 20 ქვეყანაში თამაშობენო,აქვე შენს განათლებასაც უნდა გავუსვა ხაზი და გითხრა ბრავოო..რა 20 რის 20?ჩაიხედე ვინ და რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბს და მერე დაწერე აქ
sano
qartuli sportis gulshematkivari-ს მარტო ამ ორი სახეობის რომ იყოს კიდე გაუძლებდა კაცი,მარა ეს ხალხი მთლიანად ქართული სპორტის განვითარების წინააღმდეგია-მათი ქცევით ასე ჩანს

რა უნდათ ამ ფილმით თქვან ვერ გავიგე რააა... ან იმას რა უნდა რო იგინება. რაგბს ეგ სტადიონი არ წაურთმევია არავისთვის და არც მაგ სტადიონისთვის ასაშენებელი ფული წაურთმევია ფეხბურთისთვის. როცა რაგბი და ფეხბურთი ემთხვევა ერთმანეტს სარაგბო სტადიონზე რაგბს უნდა მიენიჭოს უპირატესობა რა თმქმა უნდა, საფეხბურთო სტადიონზე ფეხბურთს და მასეც ხდება. ეს ბოღმა და შური რა საჭიროა არ მესმის.. ფეხბურთის მესვეურებმა ფული ჭამონ და გამოყოფილი თანხები საქმეს არ მოახმარონ და მერე რაგბისკენ გაიშვირონ ხელი სტადიონზე არ გვიშვებენო მასე არ გამოვა. ან ფეხბურთი უფრო პოპულარულია და ჩვენ უნდა ვითამაშოთო მასე არ არის რაა.. ყველა სპორტის სახეობას თავისი ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და მიზანმიმართულად უნდა იხარჯებოდეს თანხები, რაგბს გაცილებით პატარა ბიუჯეტი აქვს ვიდრე ფეხბურთს და მაინც მოახერხა რაგბის ფედერაციამ სტადიონების აშენება თითქმის ყველა დიდ რაიონში და ფეხბურთის ფედერაცია ვერაფერს აკეთებს. ნუ შეჭამენ ფულს და ფეხბურთსაც ექნება სტადიონები
sano
დღეს ფეხბურთის ფანების ასეთი გამოსვლა ნაციონალების გამოსვლას გავს ოცნების წინააღმდეგ ტელევიზიით(ტყუპისცალივით)
qartuli sportis gulshematkivari
ჟერ კიდევ 2003 წელს როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა მაშინ დაიწყო საფებურთო სამყაროს მხრიდან რაგბის ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობა და ეხლაც გრძელდება. ვერ ვხვდები ამდენო ბოღმა რა საჭიროა რაგბის მიმართ, ერთნაირად მახარებს როგორც რაგბის ისე სხვა სპორტის სახეობაში საქართველოს წარმატება. და ვიღაც ვიღაცეები მიზანმიმართუად ცდილობენ გულშემატკივრების და სპორტული სამყაროს ორად გახლეჩვას. და ვისაც რაგბის და ქართული სპორტის წარმატება არ ახარებს და შურით და ბოღმით იხჩობა გამოექანოს ევერესტიდან.
გუჯა
მე რაგბიზე ცუდს არ ვამბობ იმ ხალხმა კი ვინც ფეხბურთს ებრძვის წავიდეს კოლმეურნეობას მიხედოს ..ფეხბურთი ცხოვრებაა თუ მაგარი ხარ ითამაშე ფეხბურთი თუ არა და წადი სულ ერთია !!!
ნიკოლოზი
რა ფეხბურთი, რის რაგბი. სპორტი და სანახაობა არის კალათბურთი. წარმატებაც მხოლოდ ამ სახეობაშია. რაგბის სულ 20 ქვეყანაში თამაშობენ და ეგ არის მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენი ნაკრები კი ევროპის მეორე ლიგაშია. უმაღლესი ლიგა "ექვსი ერია". კალათბურთს მთელ მსოფლიოში თამაშობენ, დიდი ფულიც იდება. ჩვენტან კი კაპიკები იხარჯება და უზარმაზარი წარმატებები აქვთ. უკვე მეოთხედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
დუდუ
დაფინანსება უნდათ? ეუფ, რას ლაპარაკობთ! აქამდე არ უნდოდათ, თუ ვერ იღებდნენ? და რო იღებდნენ, რა ქნეს, რო? მაიმუნების ბუდეა ეს ქართული ფეხბურთი, არაფრის მაქნისი გაიძვერა ხალხის თავშესაფარი. და თავიანთ გაფუჭებულ საქმეს სხვას აბრალებენ. რაგბი წესიერი ხალხის ხელიშია და შედეგებიც აქვთ
ჯირო
ფეხბურთი როგორც სპორტი დასამარდა 80იანი წლების შემდეგ.დღეს იგი ბიზნესია და შოუ მთელს მსოფლიოში.მეტწილად ტოტალიზატორების დამსახურებით.რაც შეეხება რაგბს ის ჯერ კიდევ სუფთა სპორტია,იმედია ეგრეც იქნება შემდეგში.ის ღირსეულ მამაკაცთა სპორტია,სიმულაციის და ბალეტის გარეშე.მე ვეღარ ვუყურებ ბალეტს (მოედანზე) ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია...ისე ყველა სპორტს აქვს არსებობის უფლება .ფეხბურთსაც)))
სოლომონი
ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს..რაგბმა დაიმსახურა და მიიღო,დაიმსახუროს სხვებმა და აუცილებლად მიიღებენ.არამგონია რომელიმე სპორტი დაიჩაგროს
კაკოო
ბიჭებმა მალთაყვის მოედანი ტყისგან გაკაფვის შემდეგ მიიღეს,თავისი ძალებით გააკეთეს მოედანი რომელიც ტყე იუო და ბარ-ლაფათქი არ გაუგდიათ ხელიდან.მაშინ სად იყო ეს ხალხი და გული რატო არ შესტკიოდათ რაგბზე..სწორედ ეს თავდადება და ერთმანეთის გატანაა დღევანდელი რაგბის წარმატების და განვითარების მიზეზი
ლადოს
არასწორად მსჯელობ, რა შუაშია დევიზი, რა შუაშია ხელოვნური პოპულარბა? არ მოგწონს რაგბი? ნუ უყურებ, ნუ გულშემატკივრომ, სახლში შემოგივარდა ვინმე? რაგბი ჩემი თამაში იმიტომაა რომ გვაქვს დიდი პროგრესი, მორაგბეები თავდადებულად თამაშობენ და ამით დაიმსახურე ხალხის სიყვარული და პოპულარობა, წავაგეთ იაპონიასთან, დავკარგეთ შანსი მეათე ადგილის, დავქვეითდით რეიტინგში, მაგრამ ენა არ მიბრუნდება ცუდის სათქმელად, იმიტომ რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ჩადეს სული და გული, 80 წუთი 8 წამად მომეჩვენა. ესაა რაგბი და ის ჩემი თამაშია
ჭიპი
ფეხბურთი იმიტომ არის პოპულარული მარტივი წესები აქვს და აღსაქმელადაც ადვილია ფეხბურთის ყურებისას ყველას შეუძლია შეაფასოს თამაში, და ზოგადად ფეხბურთელები- ვინ კარგად და ვინ ცუდათ ითამაშა ამაში მარტივი წესებიც უწყობს ხელს, აი რაგბის თამაშის ნახვა, მის წესებში კარკვევა, თამაშის აღქმა და მორაგბეების შეფასება ვინ როგორ ითამაშა ეს სულ სხვა საქმეა ამას ფეხბურთის დონეზე გულშემატკივრობა არ ყოფნის.და ამიტომაც ჰყავს ნაკლები გულშემატკივარი რაგბს.
giorgi
ვერ გავიგე რა უნდათ ამ ტოტალიზატორის უმაქნისებს. ოდესმე გვითქვამს რატომ აქვს ფეხბურთს ჩვენ არათქო? ისევ ფეხბურთზე იმედგაცრუებული გულშემატკივრები ამბობენ მაგას რაგბის მიეცით ამათი დაფინანსებაო.არც მანამდე არ იყო საქართველო ლეგენდარული ფეხბურთში მაგრამ გახდა მაგას თუ ლეგენდარულობა ჰქვია.ასე გახდება რაგბი. ბეტონზე ვთამაშობდით და ისე მივაღწიეთ წარმატებებს . რაგბის სტადიონია რაგბის ფედერაციამ ააშენა თუ ქართუ ჯგუფმა მისცა მისია და თუ გითმობენ მადლობა თქვითთ
lado
მიზეზი მარტივია, თუნდაც ის ფრაზა: "რაგბი ჩვენი თამაშია.." პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ამბობს, რომ რაგბი არის პრიორიტეტული საქართველოში, რაც გულისხმობ იმას, რომ ფეხბურთზე მეტი ყურადღება რაგბს უნდა დაეთმოს.. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა.. ხელოვნურად გახადო სპორტი ყველაზე პოპულარულად და მერე მას მიანიჭო პრივილეგიები, ღმერთმა ნუ ქნას და რაგბშიც გაგვიჭირდეს, მერე რა ვქნათ? ვიძახოთ რო ჭადრაკი ჩვენი თამაშია? მერე გადავიდეთ პინგ-პონგზე და ა,შ, იმ სპორტს მივაწვეთ რაშიც ყველაზე კარგი ვიქნებით, იმაზე არ ვიფიქროთ, რომ მართლა ლეგენდარული საფეხბურთო ფესვების მქონე ქვეყანა ვართ..
დათო
რაგბიც და ფეხბურთის სპორტის ულამაზესი სახეობებია და ჩვენტვის ორივე ძალიან ძვირფასია. მაგრამ ამ ფილმის პათოსი არის არაკაცური და ვერაგული, მიმარტული ამ სახეობების დასაზიანებებლად და გულუბრყვილო და ემოციური გულშემატკივრების გადასაკიდებლად.
გიო
ვისაც რაგბი ესმის და მოწონს იმას ფეხბურთს ვეღარ აყურებინებ, იმდენად მოსაწყენია! ჩვენ კი ფეხბურთელების მიმბაძველები გვყავს, უჯიგრო მანეკენბი, ბალერინები...... ვისაც წინ პასი ვაჟკაცობა გონია ............
ზატო
ფილმის მიზანი ვერ გავიგე. სტადიონი რატომაც არ არის ფოთში ყველა ფოთელმა ვიცით, შეიჭამა ფული, არავინ არ დაისაჯა და იმიტომ. დარწმუნებული ვარ ფილმის ავტორებმაც კარგად იციან სინამდვილე, მაგრამ რატომ წაიყვანეს სიუჟეტი ასეთი გაურკვეველი მიმართულებით გაუგებარია. იქნებ განმარტონ რა უნდოდათ ეთქვათ. მაგარი უნიჭო და არაფრისმთქმელი ფილმია, ერთადერთი რაც ვიფიქრე ის არის ვიღაცა ფულის გამოყოფის ახალ კომპანიას გეგმავს და დაიწყო ამ უნიჭობით, მაგრამ რაგბი რა შუაში არის ვერ ვხვდები. სტუმარ მასპინძლობა კი ფოთელებს ნამდვილად არ გვეშლება. თავს თუკი ვინმე მდგმურად გრძობს ეს ისევ მათი (ფეხბურთის მესვეურების) ბრალია დიდი ფულЬიი ტრიალებს მანდ :) ასე რომ ჯერ ვიღაცეებს წითელი უნდა "ეენთოთ" და მერე ალბათ გზაც გამოჩნდება... გამოჩნდება კი ???
nika
ფეხბურთი მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაშიც ყველაზე პოპულარული და ყურებადი სპორტია და ეს ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ ქართული რაგბი დღესდღეობით რამდენიმე თავით მაღლა დგას ფეხბურთზე. ისე კი ფეხბურთი რომ ბურთთან საუკეთესო თამაში, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს
124
მაგარი ბოღმა მოდის ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან, დარწმუნებული ვარ ზოგიერთი თანამდებობის პირიც(ფედერაციის) დაძვრება ასეთ ფორუმებზე ამინდის შესაქმნელად, რომ თბილი ადგილი და ფეხბურთში წასული უაზრო დაფინანსება არ შეწყდეს
David
ქართულ რაგბს შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ფეხბურთი საქართველოში მთავარია
გიგა
პრეტენზიები ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა ქონდეთ.ეს გაბრაზებული კაცის პოზიციაა.დღესდღეობით რაგბი პირველია.
რეზო
Da 16 ნოემბერი 2016 14:56 სწორად შენიშნე! არასოდეს მიფიქრია მაგაზე :)
giga
ფეხბურთის ფანები ასე დაბოღმილები რო არიან, მიტომაც არის ფეხბურთი ასე კარგ დღეში.
Giorgi
ფოთის კოლხეთს ქონდა სტადიონი და გაანადგურეს დედა უტირეს მერე ფული მოითხოვეს კიდე ბიუჯეტიდან მიიღეეს და ის ფულიც შემოეჭამათ
mefis pasuxi admin admin shensa mzesa-s
შენ როგორც ჩანს საკმაოდ გაუნათლებელი ბრძანდებით ბატონო ჩემო ამ კონკრეტულ საკითხში, შენ იცი რამდენი აქვს რუსულ რაგბს დაფინანსება? შენ იცი რა შეკრებებს უწყობენ რომ როგორმე საქართველოს ერთხელ მაინც მოუგოს? შენ იცი მსოფლიო სარაგბო ქვეყნებში რამდენი ფული იხარჯება? შენ იცი რაგბი რამდენად პოპულარულია თუნდაც იგივე ინგლიშში? ერთი ეგ მითხარი რატომ არ დებს ჩვენი სახელმწიფო ჰოკეიში თანხებს? რა ნაკლებ პოპულარულია თუ ნაკლები შემოსავალი აქვს? მაგრამ არაა ეგ ჩვენი სპორტი და მაგიტომ არ აფინანსებს დიდი დოზით, ხო და ზუსტად იდენტური სიტუაცია შეიძლეა იყოს გერმანიაში მაგრამ გერმანული რაგბის კავშირი ჩვენსაზე ბევრად მეტი თანხით ფინანსდება და მოდი სანამ სისულელეების ბრახა-ბრუხს მოყვებოდე შალვა ნათელაშვილივით ცოტა დაფიქრდი რა შენთვისაც აჯობებს.
qar
ვიღაცამ დაწერა რა დროს რაგბია დღეს ფეხბურთიაო. კიდე მიაწერეს რომ არაა ჩვენი სპორტიო და საერთოდ ეს ხალხი ობიექტურია? ძალიან მაინტერესებს, როცა ქუჩაში გამოკითხვა ჩატარდა საქართველოში რაგბი თუ ფეხბურთიო უმეტესობამ რაგბი უპასუხა. მოგვწონს ეს სპორტი ქართველებს და რაღაც ჩვენეეულია. ბიჭებით გულმოდგინეთ თამაშობენ და ვერ შეამჩნევ რომელიმე იმის მაქსიმუმს არ აკეთებდეს რაც შეუძლია, განსხვავებით ფეხბურთისგან სადაც საშინელი კორუფციაა გარიგებები და სიბინძურე ტრიალებს. ფეხბურთს ბევრად მეტი დაფინანსება აქვს ვიდრე რაგბს, საქმე საქმეზე რო მიდგეს სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ფოთის მერია უშენებდა სტადიონს ფეხბურთელებს და არა რაგბისტებს, რომ არა ქართუ ისევ მალთაყვის გამეხებულ სტადიონზე იქნებოდა რაგბი. ახლა კიდე მერიაში რო ფულები მიითვისეს და წილებში გავიდნენ ვიღაცეებთან და სტადიონის ფული შეჭამეს ეგ რაგბისტების ბრალია?! სულ გაგიჟდა ეს ხალხი და შური ახრჩობთ, როგორ რაგბს აფინანსებენ და ფეხბურთს არაო. სახელმწიფო უხდის ბედოვლათ ფეხბურთელებს ხელფასს და უამრავ ხარჯს წევს არადა ფოთში ნიკორას მაღაზიის წინ რამდენჯერ მინახავს კოკაკოლით, ლუდით , მზესუმზირით და სიგარეტით ხელში კოლხეთის ფორმაში ჩაცმული ფეხბურთელები. აი სწორეთ ასეთებს ვუხდით ხელფასს გადასახადების გადამხდელები და მერე კიდე არ ყოფნით და გარიგებაში შედიან, ნათელი მაგალითები გვაქვს რამდენიც გინდათ.
კობა
"admin admin shensa mzesa"თქვენ როგორც ჩანს ძალიან ცუდად ერკვევით რაგბიში.ასე რომ ჯერ რაგბი შეისწავლეთ ასე თუ ისე ცოტათი მაინც და შემდეგ ილაპარაკეთ ამ სპორტის პოპულარობაზე, სერიოზულად მიდგომაზე და დაფინანსებაზე სხვა ქვეყნებში. რაგბი ჩვენი თამაშია ასე არის და იქნება სამუდამოდ!!!
გიორგი
აქ ქვემოთ დაიწერა სამოყვარულო დონეზეა რაგბიო.... რას ბრძანებ ბატონო ჩემო რუსეთში იმაზე მეტი ფული იდება რაგბიში ვიდრე ჩვენთან 4 წელიწადში.... საფრანგეთზე, იაპონიაზე, ავსტრალიასა თუ ინგლისზე სპეციალურად არაფერს ვიტყვი. ნუ ღიზიანდებით ამ ფეხბურთის ფანები რაგბის წარმატებით ;) მითუმეტეს ფოთში რაგბის არავისთვის არაფერი წაურთმევია.... და ფეხბურთმა თუ გამოყოფილი თანხები შეჭამა და სტადიონი ვერ ააშენეს ეს რაგბის ბრალი ნამდვილად არაა
რეზო
admin admin shensa mzesa 16 ნოემბერი 2016 14:08 თუ რამდენად დიდ შეცდომაში ხარ მაგას ნახავ ერთ 10-15 წელიწადში. რაგბი მარტო ჩვენი კი არა, მომავლის თამაშია.
რეზო
ის ნაგვით სავსე სანაპიროც, და კოცონთან მატჩისწინა პურმარილიც სულ რაგბის ბრალია ალბათ ზოგიერთი მოცლილის აზრით :)))
რეზო
ფილმის დანიშნულება გაურკვეველი დარჩა :) დაუნახაობა და სხვის ხელში შემყურეობა ისედაც აშკარა სენია ჩვენში. სანამ მაგალითის აღებას ვისჭავლით ერთმანეთისგან, ბოღმით ვსკდებით, ამ დროს მგონი მთელი მეორე ეშელონი საქართველოს მაგალითით იწყებს წინსვლას. ასეთ გარემოში ჩვენი რაგბის განვითარება ორმაგად დასაფასებელია. საქმის კეთება იციან და თავდადება, და მგონი გამოცდილების გაზიარებასაც არ ითაკილებენ თუ ამას ფეხბუღტი, ან გინდაც ხოკეი მოინდომებს.
Da
დადონ ფსონები ტოტალიზატორში რაგბზე და ფეხბურთზე პოპულარული გახდება, ნახევარ საქართველოს ფეხბურთი ტოტალიზატორის გამო უყვარს
Nikoloz
admin admin shensa mzesa ძალიან მაინტერესებს საიდან ასეთი დასკვნები? ან სხვების სახელით ლაპარაკის უფლებას რატომ აძლევ თავს? ცნობისთვის, რაგბის მსოფლიო თასი ყველაზე პოპულარული და მაშტაბური პროექტია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მერე. ევროპის ჩემპიონატსაც უსწრებს ფეხბურთში და სხვა ნებისმიერსაც. გეტყობა, რომ საერთოდ არ ხარ ჩახედული ამ სფეროში და არც ის იცი, რომ უკვე გერმანიაც, ესპანეთიც და აშშ-ც ძალიან დიდ თანხებს დებენ რაგბში. არც ის გეცოდინება, რომ რაგბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია ბრიტანეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში და უამრავ დიდ ქვეყანაში. და ბოლოს ვიტყვი, რომ ზუსტად მაგიტომაა ქართული ფეხბურთი ცუდ დღეში თქვენნაირი ვაი გულშემატკივრები რომ ყავს.
giga
ყოჩაღ, ნამდვილად შესანიშნავი სტატიაა.
დურმიშხან
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/91575-kolkhethi-samtredia-03-21-tslis-shemdeg.html?add=1 სულ რაღაც 6 თვის წინ არ იყო, ფეხბურთელებმა რომ დაამტვრიეს გასახდელი?
admin admin shensa mzesa
ვაი ჟურნალისტო, რას ეძახი შენ ანგარიშგასაწევ ძალას როცა მგონი ჩვენს გარდა არცერთი ქვეყანა არ უყურებს რაგბის სერიოზულად რომ ამხელა ტანხები ჩაიდოს. იქ უფრო მოყვარულის დონეზეა და ჩვენ დონეზე რომ ჩაერიოს გერმანია, პორტუგალია, ესპანეტი, რუსეთი მერე სხვანაირი მდგომარეობა იქნებოდა! მადლობა ბიჭებ მორაგბეებს მაგრამ არარი რაგბი ჩვენი თამაში და ჩვენი სპორტი
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან
რაგბი. ლეგიონი: "ოქროს ტალანტის" გამოკითხვაში ბექა გორგაძე ლიდერობს
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ფოთში ახალი სარაგბო სტადიონი გაიხსნება [PHOTO]