საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადებასა და რუსეთის ჩემპიონატში თამაშზე ფიქრობს
ორიოდე დღის წინათ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშების სასტარტო მატჩი შინ რუსეთის ეროვნულ გუნდთან მინიმალური ანგარიშით (13:14) დათმო. ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან პაექრობის დასასრულამდე წუთით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მასპინძლებს ოთხი იერიში გაუცუდდათ. თუმცა მანამდეც 2-3 სამი ბურთით დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს.

- წაგების მიუხედავად, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, სახელოვანმა ქართველმა წყალბურთელმა ვლადიმერ ისელიძემ. - მატჩის წინ სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ - მთელი შეხვედრის განმავლობაში პრესინგით გვეთამაშა, რომ მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები არ დაგვეთმო, რაც გამოგვივიდა კიდეც. ბოლო შეტევებისას მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, ორთაბრძოლის მოგებაც შეიძლებოდა.

რუსებს კარგი ნაკრები ჰყავთ, რადგან სელექციის მეტი საშუალება აქვთ, მათი ეროვნული ჩემპიონატის მარტო უმაღლეს ლიგაში რვა თანაბარი ძალის გუნდი თამაშობს. ჩვენ კი ორი წელიწადია, ყველა შეხვედრაში თითქმის უცვლელი შემადგენლობა გაგვყავს.

საბედნიეროდ, ბოლო დროს გუნდში ახალგაზრდები მომრავლდნენ. რუსებთან მატჩის წინ დიდხანს ვფიქრობდით, ძირითად შემადგენლობაში ვინ დაგვეყენებინა - პერსპექტიული ახალგაზრდა მესხი თუ გამოცდილი ცრეპულია. რადგანაც ნაკრებში უკვე გვყავდა ერთი ახალწვეული - შუშიაშვილი, ორი გამოუცდელი წყალბურთელით თამაში დიდი რისკი იყო. ბოლო მომენტში ისევ დამირ ცრეპულია ვამჯობინეთ. მანაც გაგვიმართლა - ოთხი ბურთი გაუტანა მეტოქეს.

აუზების უქონლობისა და კლუბების დაუფინანსებლობის გამო ეროვნულ ჩემპიონატებს ვერ ვატარებთ, ამიტომ ბოლო დროს ნაკრების წევრთა ერთმა ნაწილმა ოსტატობის ასამაღლებლად უცხოურ კლუბებს მიაშურა.

ანდრია ბითაძე იტალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, რეზი იმნაიშვილი სლოვაკეთშია, ზურაბ რურუა - რუმინეთში, ბექა ქავთარაძე - სერბეთში. მალე შეიძლება მის კვალს გიორგი რუსიშვილიც დაადგეს.

შინ დარჩენილთა მოსამზადებლად ალტერნატიული გზა უნდა გამოვნახოთ: ადრიატიკის ან სერბეთის ჩემპიონატში გვინდოდა უკონკურსოდ მონაწილეობა, მაგრამ იქ მატჩები მხოლოდ უქმეებზე ტარდება, ფიზიკურად და ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ უარი ვთქვით.

ახლა ვფიქრობთ, იქნებ პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადავდოთ და რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშოთ. იქ შეჯიბრებები ტურებად იმართება - ერთი კვირის განმავლობაში 7-8 შეხვედრას ატარებ, მერე გარკვეული დრო გეძლევა ძალების აღსადგენად და მომდევნო ტურისთვის მოსამზადებლად. ვნახოთ, რა გამოგვივა.

რუსებთან მატჩისთვის სერბეთსა და უნგრეთში ვემზადებოდით. აუზების სიმრავლით ბუდაპეშტმა გაგვაკვირვა. თუ დახურული არ არის, ყველა აუზს მსუბუქი გადახურვა აქვს. უამრავი ხალხი დადის ორგანიზმის გასაკაჟებლად, თითოეულ ბაზას წყალბურთის გუნდი ჰყავს.

ჩვენ დედაქალაქში ერთი ოაზისი გვქონდა - "ლაგუნა ვერე" და ისიც გაგვიუქმეს. ხალხის ჯანმრთელობისა და წყალბურთის საკეთილდღეოდ, ვფიქრობ, ამ აუზის აღდგენა საშური საქმეა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ლიგაზე, ცხადია, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ჯერჯერობით პრეტენზია ვერ გვექნება - გრანდებთან აქაური მატჩები გამოცდილება-ოსტატობის ასამაღლებლად და ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ ზედიზედ მესამედ მოვხვდეთ ფინალურ ეტაპზე და იქ კი უწინდელზე უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zurabi
ასეთი კომპლექსის არ ფუნქციონირება რბილად, რომ ვთქვათ დანაშაულია!
bbbb
აუცილებლად უნდა აღდგეს ასეთი კომპლექსი საქართველოში საჭიროა
პანტელეიმონი
წყალბურთს მეტი ყურადღება ჭირდება, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. საქართველოში ასემდე ადამიანი თამაშობს და ვარჯიშობს წყალბურთს პროფესიონალურად მაშინ როდესაც ათასზე მეტი მარტო აუზი აქვთ მთელ რუსეთში და ამ დროს ჩვენი ბიჭები ტოლ-სწორად ეთამაშენ ამხელა რუსეთის ნაკრებს და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ გამარჯვების შანს. რაც შეეხება "ლაგუნა"-ს, თუ ბატონ ბიძინას არ სურს ხარჯის გაწევა მის აღდგენაზე, სხვა უმრავ სიკეთეთან ერთად იქნებ ესეც მოიმოქმედოს და სახელმწიფოს გადასცეს "ლაგუნა" ასაღორძინებლად.
დათო
მერე ვინ გააუქმა? ბიძომ საწყობებად აქცია იქაურობა
ბაბაია
ვინც ლაგუნა ვერე გააუქმა ის არის საქართველოს მტერი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს კაპიტანი ზურაბ რურუა შეუერთდება
ჩაიშლება ადრიატიკის ლიგა? - ხორვატიულ-სერბული დაპირისპირება და ქართველი ლეგიონერი
თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა
წყალბურთელთა ნაკრები: ლეგიონერები ჯერ კლუბებში ითამაშებენ
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
ანდრია ბითაძე: იტალიასთან მატჩი გამოწვევაცაა და გაკვეთილიც
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
ზურაბ რურუა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იტალიას სათანადო მეტოქეობა გავუწიოთ
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველები კარგად თამაშობენ და გოლებიც გააქვთ
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო