დღეს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის C ჯგუფში მორიგ მატჩს გამართავს
დღეს, 14 თებერვალს, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის C ჯგუფში მეორე წრის შეხვედრას სტუმრად რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეხვედრა ყაზანის აუზში თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის ხილვა გულშემატკივარს sportall.ge-ზე წარმოდგენილი ლაივ-სტრიმით შეეძლება.

იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გუნდი რუსეთში ამ შემადგენლობითაა:

ზურაბ რურუა (რუმინეთის "სპორტული"), დამირ ცრეპულია (ეგვიპტე), მარკო ელაჩა (იტალიის "მენეჯმენტი"), ანდრია ბითაძე (იტალიის "ვის ნოვა"), რევაზ იმნაიშვილი (სლოვაკეთის "ნოვაკი"), ბექა კაპანაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ქავთარაძე, ალექსანდრე რუსიშვილი (ყველა - თბილისის "ლოკომოტივი"), მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი (ყველა - "თბილისი").

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში შარშან, ნოემბერში გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება რუსებს დარჩათ - 14:13.

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის გათამაშებაში მეორედ მონაწილეობს 11 საუკეთესო გუნდს შორის. C ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად რუსეთისა და იტალიის ნაკრებები გამოდიან, სატურნირო მდგომარეობა ასეთია: იტალია - 6 (24:12), რუსეთი - 3 (24:20), საქართველო - 0 (18:28) ქულა.

დღეს საქართველო სტუმრად ითამაშებს რუსეთთან, 14 მარტს ჩვენი მეზობლები ეწვევიან რომს, ხოლო 11 აპრილს ქართველი წყალბურთელები თბილისში იტალიას უმასპინძლებენ.

abc
მიდით ბიჭებო, აბა თქვენ იცით.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველო VS რუსეთი - "ოლიმპიკში" რევანში გვაქვს ასაღები
ვლადიმერ ისელიძე: იქნებ "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზეც გვეზრუნა
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თითქმის ევროპის ჩემპიონატზეა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ითამაშებს
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა