ლარსონის "ჰელსინგბორგი" გავარდა, ფანებმა კი შური ლარსონის ვაჟზე იძიეს
უსიამოვნებაში გაეხვა ლეგენდარული ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი. ყოფილი ფორვარდი, რომელიც ჰელსინგბორგშია დაბადებული, მშობლიური ქალაქის გუნდს წვრთნის და სეზონი მისთვის წარუმატებელი გამოდგა.

45 წლის სპეციალისტმა მდგომარეობა უეკთესობისკენ ვერ შეცვალა და კლუბმა ლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა "ჰალმშტადტის" წინააღმდეგ.

ორმატჩიან დაპირისპირებაში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, "ჰელსინგბორგი" პირველ შეხვედრას გასვლაზე იგებდა და ბოლოსკენ 10-კაციანი მეტოქისგან მაინც გაუშვა - 1:1. საპასუხო მატჩში კი 82-ე წუთზე დაწინაურდა, თანაც ჰენრიკ ლარსონის ვაჟის, ჯორდანის გოლით, მაგრამ…

"ჰალმშტადტის" რიგებში 20 წლის მცველმა მარკუს მატიისენმა გაიბრწყინა - 87-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე სულაც მოაგებინა სტუმრებს. "ჰელსინგბორგი" 23 წლის განმავლობაში პირველად დაემშვიდობა "ალსვენსკას" და ქვედა ლიგაში ჩაინაცვლა.

საფინალო სასტვენის მერე დავიდარაბა, ჩხუბი, გარჩევა და აყალმაყალი იყო. მთავარი კი ის გახლდათ, რომ რამდენიმე ნიღბიანი ხულიგანი მინდორზე შეიჭრა და ისინი 19 წლის ჯორდანს მაისურის გახდას უპირებდნენ და ეჩხუბებოდნენ, იქამდე მას ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მათთან მივიდა თავად ჰენრიკი და კინკლაობა უფროს ლარსონთან გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო

სიტუაცია დაძაბული იყო სტადიონის სიახლოვესაც, მოხდა შეტაკებები ფანებსა და სამართალდამცველებს შორის და ასევე, "ჰელსინგბორგისა" და "ჰალმშტადტის" გულშემატკივრებს შორის.

ლარსონი კი გულგატეხილი დარჩა და უკვე იმასაც ამბობენ, მარტო კლუბი კი არა, შეიძლება მთლიანად ქალაქი დატოვოსო. თუმცა მატჩის მერე ლარსონმა სხვა სახის განცხადება გააკეთა:

"მესმის მათი გრძნობები და ეს წარუმატებლობა მართლაც ძნელად გადასატანია. ამიტომაც მივედი იმ ფანებთან. თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი არ გახლდათ და ჯობდა, თავი შემეკავებინა. მეორე მხრივ, მე არ დამინახავს, რომ ისინი ჯორდანს ესხმოდნენ თავს.

ამ ქალქში დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება მინდა და იმედია, ეს გამოხტომა და მუქარები, ცხელ გულზე ჩადენილი მცდარი საქციელი იყო და ისინი ამას გაიაზრებენ. ხოლო თუ ხულიგნები სახლში მოვლენ, მოვიდნენ… - ჩვენ ბევრი ძაღლი გვყავს" - განაცხადა ჰენრიკმა.

უმცროსი ლარსონი საბოლოოდ, დაცვის ესკორტით გაიყვანეს მინდვრიდან, უფროსი კი მუშტმოღერებული ელოდა რამდენიმე მოჩხუბარს, რომლებიც მისკენ იქაჩებოდნენ, მაგრამ მათი შეკავება მოახერხეს.

"ჰელსინგბორგის" სპორტულმა დირექტორმა მატს-ოლა შულცემ კი აღნიშნა, რომ კლუბი ყველანაირად გმობს და ემიჯნება ხულიგნების საქციელს და ასეთ ვაიფანებს "ჰელსინგბორგთან" არანაირი კავშირი არ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ