რიჩი გრეი: "ვინც ფიქრობს, რომ შაბათს საქართველოსთან მატჩში შოტლანდია კომფორტულად დაასრულებს ნოემბრის ტესტებს, ძალიან ცდება"
საქართველოს ნაკრები შაბათს, კილმარნოკში, "რაგბი პარკზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს გამართავს. მასპინძლები მომავალ შეხვედრას მთელი სერიოზულობით ეკიდებიან და მძიმე, დაძაბული ბრძოლისთვის ემზადებიან. ამას მოწმობს კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელიც შოტლანდიურ პრესაში, www.scotsman.com-ში გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

"ვინც ფიქრობს, რომ შაბათს საქართველოსთან მატჩში შოტლანდია კომფორტულად დაასრულებს ნოემბრის ტესტებს, ძალიან ცდება" - ეს სიტყვები შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, რიჩი გრეის ეკუთვნის, რომელსაც წარსულში საქართველოს ნაკრებთან უმუშავია და ამ გუნდის პროგრესით აღფრთოვანებულია.

"მათთან სამი-ოთხი დღე ვიმუშავე, იქამდე, სანამ 2011 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშებდნენ. მაშინ საქართველოს ნაკრების თავკაცი რიჩი დიქსონი იყო. ამ გუნდში მაღალი დონის მორაგბეები თამაშობენ. მათი უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში წამყვანი ფიგურაა. ნახეთ შედეგები, რაც მათ მსოფლიოს თასზე აჩვენეს, ნახეთ, როგორ თამაშობენ ტესტებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში. მათთან ასპარეზობა ისეთივე რთული იქნება, როგორიც ნებისმიერი ტესტ-მატჩი" - თქვა რიჩი გრეიმ.

საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს შინ წააგო იაპონიასთან - 22:28, მაგრამ ეს მათი ერთადერთი მარცხია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თასზე ნამიბიას მოუგეს. გასულ უქმეებზე კი, სამოას საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ხომ ნახეთ, რა დღე აყარეს სამოას. ამიტომ არანაკლებ რთული მატჩი გველის, ვიდრე ეს ავსტრალიასთან და არგენტინასთან გვქონდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სახიფათო მეტოქე გვყავს და თამაშისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", - დასძინა გრეიმ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ამის შემდეგ კი, ივნისის ტესტებზე დაუმარცხებლად მოიარა ოკეანეთი - დაამარცხა ფიჯი და ტონგა, ფრეს დასჯერდა სამოასთან. ქართველები შოტლანდიაში ევროპული რაგბის ვარსკვლავთან, "ტულონის" ერთ-ერთ ლიდერთან, მამუკა გორგოძესთან ერთად ჩამოდიან, რომელიც ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ისინი ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ექვს ერში თამაშს იმსახურებენ.

ამაზე წელიწადზე მეტია ლაპარაკობენ. ქართველები მონდომებულები არიან და უნდათ დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან, "სუფრას მიუსხდნენ".

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. ნახეთ მამუკა გორგოძე, ასევე, ისეთი ტიპის მოთამაშეები, როგორიც დავით ქუბრიაშვილია. ისინი იოლად არაფერს დათმობენ. ასე რომ, მომავალ უქმეებზე უმძიმესი ბრძოლა გველის" - დაასკვნა რიჩი გრეიმ.

თამაში მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს. შოტლანდიელთა ერთ-ერთი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ჩვენი გუნდი პროგრესირებს. ცხადია, ეს ასეც არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალზელანდიელი თავკაცის, ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით, "ნარშავებმაც" დიდი ნაბიჯებით წაიწიეს წინ. ჩვენზე წინ ისინი ისედაც იყვნენ. კოტერმა კი ეს გუნდი ყველა ბობოლასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. და მიუხედავად ამისა, მას მომავალი წლის მაისიდან თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

მიზეზი? შოტლანდიის ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ვერნ კოტერს სასამართლოში უჩივლა. რატომ? ერთ-ერთმა შოტლანდიელმა მორაგბემ, ჯიმი ჰამილტონმა პრესასთან მოჰყვა ინციდენტზე, რომელიც შოტლანდიის ნაკრების ფრანგულ შეკრებაზე მოხდა. კოტერმა მორაგბეებს კურდღლების ვანდალური წესით დახოცვა აიძულა. შოტლანდიის რაგბის კავშირი უარყოფს, რომ ახალზელანდიელთან ხელშეკრულებას ამის გამო არ ვაგრძელებთო, მაგრამ ეს ძნელად დასაჯერებელია. ვერნ კოტერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მას უმიზეზოდ გუნდიდან არავინ გაუშვებს.

ეს ისე, ლირიკული გადახვევა. ახლა კი, ცოტა რამ შოტლანდიური რაგბის ისტორიიდან. ამ ქვეყნის ნაკრების სიმბოლო და მეტსახელი ნაციონალური ყვავილი "ნარშავია". ლეგენდის თანახმად, ეს ეკლიანი ყვავილი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ვიკინგების მუდმივი თავდასხმების დროს. როდესაც ისინი შიშველ ფეხს ამ ყვავილს აბიჯებდნენ, ტკივილისგან იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ციხის მცველებს აღვიძებდნენ და თავდამსხმელებს ჩუმად მიპარვის საშუალება ესპობოდათ.

ჯერ კიდევ 1858 წლიდან, შოტლანდიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები სკოლებისა და აკადემიის გუნდებს შორის, ხოლო 1871 წლის 27 მარტს, პირველ საერთაშორისო სარაგბო მატჩში შოტლანდიამ ინგლისი 1:0 დაამარცხა.

შოტლანდიის რაგბის კავშირი კი 1873 წელს დაარსდა და 1886 წელს ირლანდიის და უელსის რაგბის კავშირებთან ერთად რაგბის მსოფლიო საბჭოს, დღევანდელი მსოფლიო რაგბის დამაარსებელი გახდა.

"ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს და 6:15 დამარცხდნენ. "ნარშავები" ახლა 80,57 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქარ
უნდა დავსაჯოთ ესენი იმისთვის, რომ ვითომ თავს არ გვიყადრებენ და კილმანროკში თუ სადღაც გვეთამშებიან. 10ქულიანი უპირატესობით უნდა მოვუგოთ და იხტუნონ მერე 6ერის ბოსებმა.
tarieli
კურდღლებს რას ერჩის ზელანდიელი მწვრთნელი ?
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
საფრანგეთის სარაგბო ელიტაში ახალი ვარსკვლავები იქნებიან
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა