ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ოთხშაბათის საკითხავი] წესიერი კაცების დეფიციტი

[ოთხშაბათის საკითხავი] წესიერი კაცების დეფიციტი

მოასწრებს კი ლევან კობიაშვილი ამდენ ფრონტზე თანაბარი წარმატებით ბრძოლას?
ჯერ კიდევ ბევრისთვის საძულველი და ბევრისთვისაც ტკბილად გასახსენებელი კომუნისტების დროს ამბობდნენ - კადრები წყვეტენ ყველაფერსო და დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რომ ეს მართლაც ასეა...

ფეხბურთი იქით იყოს და, რამდენი მმართველი, პრეზიდენტი, მეფე თუ უბრალოდ ბელადი გვინახავს განწირული კადრების გამო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენგან კრიტიკა არასოდეს დაჰკლებია, მაგრამ აქვე უნდა დავწეროთ - თუ ქართულ ფეხბურთში არ გამოჩნდა ბევრი ჯანსაღი კადრი, ისე, ჩვენი ფეხბურთის გასუფთავება და ახალ რელსებზე შედგომის ილუზია დაახლოებით იმას ჰგავს, ცნობილმა აფერისტმა გამოსწორება ხატზე რომ დაიფიცა და მეორე წუთს ისევ რომ შესცოდა...

ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე მაშინ დადგება, როცა ჩვენს ფეხბურთში მოტრიალე ხალხი არა ფედერაციის შიშით, არა მკაცრი კანონის შიშით, არა სისტემის თუ ქულების დაკლების ან ლიგიდან მოკვეთის შიშით, არამედ შინაგანი სისუფთავისა და პატიოსნების გამო გაემიჯნება ყოველივე ცუდს.

ეს ყველაფერი ახალმა თაობამ უნდა იტვირთოს და გააკეთოს. ბოლო დროს ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებს თუ ჩინოსნებს გვარიანი კრიტიკა კი ერგოთ, მაგრამ არსებული რეალობა ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებს - მათი უნდა გვჯეროდეს და ეს მათთვისაც ძალიან დიდი, დიდზე დიდი ტვირთია...

რა თქმა უნდა, "ძველი ხალხი" და "ძველი ფრონტი" მთლიანად დასავიწყებელი არ არის, თუმცა პირდაპირ უნდა დავწერო - რაც ქართულ ფეხბურთს დღეს ზადი მოჰყვება, ბევრი მათი "დამსახურებითაცაა". თქმა რად უნდა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ლეგენდები, მაგრამ მათ გვერდით ბევრ ძველ სარეველასაც ვხედავთ. როგორც ჩანს, ბოსტანს გამარგვლა დაუგვიანდა.

სულო ცოდვილო, ბოლომდე და სუფთად გამმარგვლავი ამ დიდი ბოსტნისა დღესაც არ ჩანს სააშკარაოზე, მაგრამ ის თავისთავად გაიმარგლება, თუ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს მაქსიმუმს მოსთხოვს.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ მესიის მოლოდინი და იმის განცდა, რომ ჩამოვა მზეჭაბუკი ციდან, ხელს მოხვევს ჩვენს პრობლემებს და ერთიანად მოისვრის მოუსავლეთში.

მე ქართული ფეხბურთის ქომაგ-დამფასებელთა იმ რიგს მივეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ლევან კობიაშვილის ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციას ამ ერთ წელიწადში მეტის გაკეთება შეეძლო, თუმცა ვერ გავიზიარებ იმათ პოზიციასაც, ვინც მხოლოდ კობიაშვილისკენ იშვერს ხელს.

დიახ, ბატონებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და როცა ჩვენ ამ ყოველდღიურობაში ველით მესიას და ის არ მოდის, გული გვწყდება. ასეა ცხოვრებაშიც და ასეა ფეხბურთშიც.

თავის დროზე, ჩვენ გვეგონა, რომ ხელს არ გავანძრევდით და მარტო "ბორჯომი" შეგვინახავდა. გვეგონა, რომ ხელს არ გავანძრევდით, ინფრასტრუქტურას მოვშლიდით და ჩვენი ზღაპრული კურორტები ისე შეგვინახავდნენ.

ჩვენ გვეგონა, რომ პოლიტიკასა თუ სპორტში ქარიზმატული, თუნდაც ჯანსაღი იდეების მატარებელ ლიდერს ხელის ერთი აქნევით შეეძლო ყველა პრობლემის გადაჭრა. პრინციპში, რატომ "გვეგონა"? დღესაც ასე გვგონია და ამაშია მთავარი უბედურება.

ამასობაში კი, გვავიწყდება ერთი და მთავარი: ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა და, მასთან ერთად, ჩვენი ფეხბურთი ხვალ უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის? ჩვენ როდის უნდა გავანძრიოთ ხელი, რომ მხოლოდ სხვის იმედზე არ ვიყოთ, სხვის მიერ გაკეთებული საქმეები არ აღვნუსხოთ და შევაფასოთ?

ქართულ ფეხბურთში დღეს სწორედ ასეთი კაცების დეფიციტია - წესიერი და საქმის კარგად მკეთებელი კაცების დეფიციტი. იმ კაცების, ვინც ათას მამაძაღლობას მოაშორებს ქართულ ფეხბურთს, წლების განმავლობაში რომ ღრღნის მის ორგანიზმს.

ცუდი და მანკიერი კი იმდენია, რომ ჩამოთვლა გაგვიჭირდება. ცუდია, როცა ძირითადად ცუდზე გიწევს წერა, არადა, რა გინდა, რომ ქნა - შენ რომ დამალო, ჭირი თავს მაინც არ დამალავს და დარჩები სირაქლემას პოზაში. თავზე ნაცრის წაყრას კი ჯერ არც ერთ დროში არავისთვის არ ურგია და ძალიან მეეჭვება, რომ მომავალში არგოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე კაი გვარიანი წერილები დაიწერება, მაგრამ არის მომენტები, როცა ადამიანურად მართლა შევდივარ მათ მდგომარეობაში. წესიერი კაცების დეფიციტია-მეთქი, რომ დავწერე, ალბათ, ისინიც დამეთანხმებიან.

დღე არ გავა, ფედერაციის მაღალჩინოსნები უმაღლესი თუ პირველი ლიგის მატჩებს არ დაესწრონ. ხანდახან იმისიც მიკვირს, სფფ-ის პარლამენტარი პრეზიდენტი სამუშაო თათბირებს როგორ და როდის ატარებს?

ირონიის გარეშე ვწერ - ამ ხალხს ეს ალბათ არ უნდა, მაგრამ აშკარად პოლიციელის ფუნქციის შეთავსება უწევთ ქართულ ფეხბურთში. უმაღლეს და პირველ ლიგებში ისინი დადიან ყველგან. დადიან, ამჩნევენ, სჯიან და იმისიც გვჯერა, რომ სამართალი შერჩევითი არ არის. ჩვენს უმაღლეს ლიგასა და ქვედა ეშელონებში "მაიმუნობა" და "გაიმასქნება" კვლავ მოსულა, მოსულა "გამატარე-გაგატარებ" და გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, ადრე რომ იყო.

სამაგიეროდ, ჯერაც სრული განუკითხაობა სუფევს რეგიონულ ლიგებში. ამას წინათ, ერთ თამაშს დავესწარი. მოედანი ისეთი იყო, თავმოყვარე ძროხა რომ არ იბალახებს. არადა, ეს ხდება ქალაქში, სადაც ფეხბურთის ერთი გუნდი ჰყავთ. ეს გუნდი წლების წინათ, არცთუ შორეულ წარსულში, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა...

კალამი რომ არ გაგვექცეს, ისევ პირველთქმულს მივუბრუნდეთ. მართლა ვერ გამიგია, რამდენად უნდა გაიჭრას კობიაშვილი - პარლამენტში იყოს და კანონები შექმნას საქართველოსთვის, თუ ქართულ ფეხბურთში იღვაწოს და საეჭვო ხალხს სდიოს?

გუნდური მმართველობა გვაქვსო, ხშირად გაიგონებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობისგან და ეს ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენში ყველა პირველკაცის სიტყვას განსაკუთრებული ფასი აქვს და მე მართლა მეშინია: მოასწრებს კი კობიაშვილი ამდენ ფრონტზე თანაბარი წარმატებით ბრძოლას?

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო: ეს არ არის ჩასაფრებული კაცის პოზიცია. ეს რეალობიდან გამომდინარე დაწერილი სტრიქონებია. ჩვენ უკვე გვაქვს მოცემულობა და როგორმე ისე უნდა ვქნათ, რომ ქართული ფეხბურთის მმართველებს საქმე გავუადვილოთ.

ისე მაინც ვქნათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პოლიციის ფუნქციები მაინც მოვაშოროთ. რა ან ვინ სჭირდება ამას? პასუხი ერთია: წესიერი კაცები! ბოლოს და ბოლოს, უნდა მივხვდეთ, რომ ძველი ხინჯი ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ...

* უნდა მოვიშოროთ ის მწვრთნელები, რომლებიც გასახდელში ფეხბურთელებს ფულს ართმევდნენ, მსაჯებისთვის გვჭირდებაო...

* უნდა მოვიშოროთ ის ხელმძღვანელები და მწვრთნელები, რომლებიც კალენდრის გამოქვეყნებისთანავე დასხდებიან და თვლიან, ვის რა გაუცვალონ...

* უნდა მოვიშოროთ ის ხალხი, ვინც ნაცნობობით, ფულით აკომპლექტებს გუნდს. ის მწვრთნელები, ფეხბურთელებს წილში რომ უსხედან...

...ფაქტების გარეშე ვერ დაწერ, თორემ ქართულ ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის. ახალი თაობის გასაკეთებელი საქმე ქართულ ფეხბურთში მართლა ძალიან ბევრია. ეს თაობა განწირულია დიდზე დიდი ბრძოლისთვის. წესიერი კაცები კი იყვნენ და არიან ქართულ ფეხბურთში. მათ მაგივრად მათ მიერ გაკეთებული საქმეები ლაპარაკობენ.

თუნდაც, საქართველოს თასის გუშინდელი ფინალი ავიღოთ. "ტორპედოს" კახა ჩხეტიანი ჰყავს მწვრთნელად, "მერანს" - გიორგი მიქაძე. "მერანი" ცოტა ხნის წინ უსიამოვნო ისტორიაში კი გაეხვია, მაგრამ მე ვიცნობ მიქაძეს და ბოლომდე გამოვრიცხავ, რომ ის რამეში იყოს დამნაშავე. ვინც ჩხეტიანს იცნობს, დამეთანხმება - სუფთაზე სუფთა კაცია.

ამას წინათ, "გაგრის" ყოფილი მთავარი და ამჟამად მეორე მწვრთნელი, ანატოლი პისკოვეცის თანაშემწე გაგა კირკიტაძე გავიცანი. დიდხანს ვისაუბრეთ ქართულ ფეხბურთზე და პირდაპირ უნდა ვთქვა - ამ ახალგაზრდა კაცით აღტაცებული დავრჩი.

აქეთ ბათუმის "დინამოა" თავისი ახალგაზრდა, ძალიან კარგი შეფობით და ასეთივე მწვრთნელით, ქართულ ფეხბურთზე ჯანსაღად მოფიქრალი კაცებით...

ჩვენში წესიერი კაცები ნაღდად არიან, მაგრამ ისინი ცოტანი არ არიან. უბრალოდ, მათ ასპარეზი და ნდობა სჭირდებათ.

ენდეთ მათ. ენდეთ და... ასე აღარ "გამრავლდება სარეველაი"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ilia

ფეხბურთი ისეთივე ეროვნული პროდუქტია როგორც სხვა რამ ცალკე ვერ განვითარდება.

• ucnobo

რომელ აღმავლობაზე ამბობ? გუნდი რომ ბრიუგეს და შტურმს ამწარებდა, იმას ედრებით? პირველი ლიგა კი არა, მეორე ლიგაში დარჩით.

• მალხაზ აბულაძე

მოგვენატრა ნამდვილი-სპორტული ფეხბურთი,ჩაწყობების გარეშე.გვაყურებინეთ.

• nika

კობიაშვილი რა საეჭვო მეთოდებითაც მოვიდა ხელმძღვანელობაში მაგ მეთოდებით მოსული კაცი ბევრ საქმეს ვერ გააკეთებს ვერც ფეხბურთში ვერც პოლიტიკაში და ვერც მცირე საწარმოში, იმიტომ რომ არ ექნება საკმარისი ნდობა და ამასთანავე მუდამ დავალებული იქნება ირიბად მასზე მაღლა მყოფებისგან. ხელმძრვანელ პირს მუდამ სჭირდება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და მართალი კაცის სახელიტ¡თ უნდა აკეთოს საქმე

• bondo

am avtors koveltvis did pativs vcemdi. simartlis kacia.

• gg

მე არ მაქვს ჩვენი ფეხბურთის წინსვლის დიდი იმედი,იმიტომ რომ საქართველოში თუ კი რამე სანაგვეა და სიბინძურე,ეს ქართული საფეხბურთო სამყაროა.99% კაცს ვერ ნახავ რო ფეხბურთზე გული შესტკივა და კაცად ვარგოდეს...

• უცნობი

ბატონო ალეკო!წერილში წერ:ერთ ქალაქში ისეთი მოედანი იყო,თავმოყვარე ძროხა არ იბალახებდაო,ე.ი.შეგეცოდა ის გუნდი.კი მაგრამ,შენს ქალაქში რა ხდება?შენი ქალაქის გუნდმა-"მარგვეთი-2006"-მა ისე გაიმარჯვა II ლიგის გათამაშებაში და მოიპოვა ლიგა I საგზური,რომ ზესტაფონში ერთი თამაშიც კი არ უთამაშია.რატომ მაშინ არ ატეხე განგაში,როდესაც გუნდს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე სტადიონი დაუკეტეს,ქუჩაში დატოვეს და ხან თერჯოლაში,ხან ქუთაისში და ხან ჭიათურაში დადიოდა სავარჯიშოდ?თამაშებს კი ხან წყალტუბოში,ხან თერჯოლაში და ხან ხარაგაულში ატარებდა(სხვათა შორის,ყველა ამ სტადიონების მესვეურები სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარნენ "მარგვეთს",რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნით მათ)?გუნდის ხელმძღვანელობამ ხომ ჩაგაყენათ საქმის კურსში თქვენც და თქვენი საიტის ერთერთი ჯურნალისტი?ეს შემთხვევა სხვა ქალაქში რომ მომხდარიყო,ხომ ერთ ამბავს ატეხდი?თქვენი ქალაქის გუნდის ერთ თამაშს მაინც დასწრებოდით,მითუმეტეს 90% ადგილობრივია და საშუალო ასაკი 22,4 წელია,თუ თქვენთვის შერჩევითი სამართალი მოქმედებს?თუ არ გინდა არქიფო სეთურს აწყენინო?აგრე ცხოვრება__სხვის ნაკლოვანებებზე ზოგადად მითითება და წერა იოლია(მაგ საქმეში შალვა ნათელაშვილს ბადალი არ ჰყავს,მაგრამ მისი გაკეთებული საქმე კაცს არ უნახავს),ამიტომ ქართული ფეხბურთის გაჯანსაღებისათვის ბრძოლის კონკრეტული(და არა მოჩვენებითი)მაგალითი პირადად გვიჩვენე და ამ სახალხო მიმართვის შემდეგ მაინც დაუდექით საკუთარი ქალაქის გუნდს(რომელიც აღმავლობის გზაზე დგას) გვერდზე,ხოლო მორალზე და მაღალ მატერიებზე შემდეგ ვისაუბროთ.

• dima

kobiashvilis federaziashi mosvlis dros kvelas gvaxsovs ra omi da vai vishi iko,kvela gulshematkivari didi imedebit vikavit, rom karttuli samokvarulo fexburti romeliz axla gvaks profesionalur saxes miigebda, moizebneboda sponsorebi, ashendeboda stadionebi,bazebi, sheizvleboda bavshta fexburtshi metodika da ase shemdeg, magram araferi ar gaketebula da kobim gaavso federaziam zmakazebit, tviton parlamentshi gaikza, mokled ufro degradireba midis kartuli fexburtis da rogorz iko ise darcha klanuri martveloba.

• ვეტერანი

შესთავაზეთ გამოსავალი ფედერაციას და დაელოდეთ რას გიპასუხებენ. არაფერს....და დაჟინებული პასუხის მოთხოვნის მერე გეტყვიან "ჩვენ გადავწყვიტეთ არ გიპასუხოთო". ასეთი დავბერდი და არ გამიგია, ერთი სექტანტი მახსენდება, შვილი რომ უკვდება და ექიმს მაინც არ აძლევს უფლებას შვილს სისხლი გადაუსხან. ასე რომ ფიფა-ც უეფა-ც და სფფ-ც ერთი სექტაა, ყველა ერთნაირად აზროვნებს და გადარჩენისთვის რამის გაკეთებაში არ არიან დაინტერესებული.

• a.a.

kobiashvili samwuxarod verc parlamentshi ivargebs da verc pederaciashi vargobs, avtors shevekamatebi imashi ro idzaxis gaketebuli tamashebi adre upro bevri iyovo roca wels meore ligashi yvela gundi dajarimebulia titqmis da ramodenime saertod moxsnes, ise jurnalistebma uket icit turshi ramdeni gaketebuli tamashia da iqneb magazec dawerot

• jason

unamusoebi arian pirdapir vitkvi mteli federazia, mokled kveknis saxea, raz mtavrobaa isaa federazia, tesieri da samrtliani kartvelebi sazgvargaret aris gadaxvetili titkmis 90 %, hoda darcha am abdaubda xalxs kvekana.

• status quo

კობიაშვილმა აირჩიოს ან პარლამენტი,ან სსფ-ს პრეზიდენტობა,თორემ ვერცერთის კეთებას ვერ შეძლებს და ტყუილად თავს გაილანძღავს...

• ყური მიგდე

ბ-ნო ალეკო, გმადლობთ კარგი წერილისთვის.. ახლა ერთი თხოვნა მაქვს: ფედერაციის აკადემიის 15 წლინები თამაშობდნენ 17 წლინების ელიტ ლიგაში..ჯგუფიდან გავიდნენ და 25 ნოემბერს უნდა ითამაშონ ფოთში..კარად მოგეხსენებატ იქ სტადიონი რა დღეშია- დიდები რაგბის მოედანზე თამაშობენ... მოკლედ, მოედანი მშრალში ბეტონია, სველში- ტალახის ზელა...ასევე ყელამ იცის, რომ ფოთში თამასი ძალიან ძნელია, რადგან ფეხბურთელები ძალიან ცუდად იქცევიან, სპეციალურად უტყავენ და ცდილობენ დააინვალიდონ მეტოქეები...სამწუხაროდ, აქამდის გასდით..თანაც, სულგადაზრდილები ყავთ და ადვილად წარმოგიდგენიათ რა იქნება მოედანზე... იქნებ თქვენ, პრესამ მაინც გაახელიოტ თვალები ფედრაციის მესვეურებს და ბავშვშვებიც(რომელსაც მომავლად უნდა გავნიხილავდეთ) ვათამასოდ ნორმალურ მოედანზე, რომ ახლავე არ დავაინვალიდოთ...არიან მათში ქართული ფეხბურთის მომავლები, რომლებიც ძალიან დიდი ფეხბურთს ითამაშებენ..გმადლობთ ყურადღებისთვის

• kote

ყველაზე კარგი რაც ბოლო დროს წამიკითხავს

• tbiliski

მალადეც ალეკო

• grigola

კარგია!

• kikala

მადლობა ავტორს! "აღარ უნდა გამრავლდეს სარეველაი"...

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"

რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა

გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს

გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს

[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა

[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე

არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"იცით, ჩემმა შვილმა მათზე რა მითხრა?" - ნატალი პორტმანმა პსჟ-ზე ისაუბრა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

გაგა კირკიტაძე: ამ კონტიგენტით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეიძლება

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გაგა კირკიტაძე "გაგრაზე": ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ - ერთ მშვენიერ დღეს ეს შეიცვლება

"გაგრას" მომავალ სეზონში გაგა კირკიტაძე გაწვრთნის

მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ

პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIV ტური: შედეგი საუკეთესო თავდაცვით

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

"გაგრას" ყოფილმა მწვრთნელმა ერევნის "ლოკომოტივი" ჩაიბარა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

"გაგრას" მწვრთნელად გაგა კირკიტაძე დანიშნეს

მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"გაგრა" 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს "მცხეთა პარკზე" ჩაატარებს