საქართველო ბიოფიდბეკის აპარატის შეძენას აპირებს, რომელიც სპორტსმენთა ფსიქოლოგიური კვლევის დიდ შესაძლებლობას იძლევა
კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევნიშნავთ, რომ როგორც იქნა, საქართველოში ხელისუფლებაც მიხვდა სპორტში ფსიქოლოგიის როლის მნიშვნელობაზე და უმაღლეს დონეზეც დაიწყო საუბარი ფსიქოლოგთა მოწვევაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სფეროს აუცილებლობაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე თავად დარწმუნდნენ, რადგან იქ ჩვენი ათლეტების დიდმა ნაწილმა სწორედ ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო წააგო.

ცუდია, ამ ერთი შეხედვით, მარტივ ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლადაც ურმის გადაბრუნება რომ გახდა საჭირო, მაგრამ დამაიმედებელია, ურმის გადაბრუნების შემდეგ მაინც თუ დავინახეთ გზა. თუმცა ხელისუფლებას ფსიქოლოგიისთვის თანხების გამოყოფა ჯერჯერობით კვლავინდებურად უჭირს, მაგრამ რაკი ყამირი გატყდა, იმედია, საქმე "მკვდარი წერტილიდანაც" დაიძვრება.

ოღონდ ერთია ზოგადად ფსიქოლოგია, მეორე კი, კონკრეტულად - სპორტის ფსიქოლოგები, მაგრამ ამ სულ არარაობის პირობებში არჩევანის და წუნიაობის საშუალება არ გვაქვს - რომელიც იქნება, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ჩვენს სპორტსმენებს. არადა, მედიცინის როლი სპორტში დღითი დღე განუხრელად იზრდება და ფეხი თუ არ ავუწყეთ, ვერანაირი მომზადება ვერ გვიშველის.

ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი აქედანვე გვაფრთხილებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა უძნელესი იქნება, რადგან იქ მედიცინის უახლეს მიღწევებთან მოგვიწევს შეჯახება. იაპონელთა მონდომებას თუ გავითვალისწინებთ, მისი შიში გასაგებია.

კახაბრიშვილს იმაშიც ვეთანხმებით, რომ მედიცინის როლის გაზრდის გარეშე ოლიმპიადაზე ჩვენი მაქსიმუმი 5-7 მედალი იქნება, ამ მიჯნას ვერ გავცდებით.

თუ რამდენად წინაა წასული დასავლური სამყარო, ამაში ფსიქოლოგ ვახტანგ უკლებას კომენტარიც დაგვარწმუნებს. მან სპორტული მედიცინის ასოციაციის ყრილობაზე ამ დარგის სპეციალისტთა დამხმარე ერთ-ერთ აპარატურაზე გვესაუბრა, რომელიც სპორტსმენთა ფსიქოლოგიური კვლევის დიდ შესაძლებლობას იძლევა.

"საუბარია ბიოფიდბეკის აპარატზე (ბიოლოგიური უკუშეღწევადობა), რომელიც დაახლოებით 10 000 ევრო ღირს. მწარმოებელი ავსტრიული მხარეა, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ მისი შეძენის შემთხვევაში ამ აპარატს ავსტრიელი პროფესორი ჩამოჰყვება, რომელიც თავად ჩაუტარებს ტრენინგებს ქართველ სპეციალისტებს, დანერგავს ამ ტექნიკას საქართველოში.

ეს დანადგარი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მისი საშუალებით ხდება სპორტსმენის ყველა სენსორული ორგანოს განსაზღვრა - იზომება პულსი, წნევა, შფოთვის გამოვლინება და სხვა. ერთი სიტყვით, "სპორტსმენის თემას" კრებს ყველა პარამეტრით, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური კუთხით გვაძლევს სრულ სურათს საკვლევ ათლეტზე.

სამედიცინო თვალსაზრისით გვაჩვენებს, რა ხდება ორგანიზმში და ამის შემდეგ სპორტსმენებს ასწავლიან სტრესის მართვას ანუ როგორ დაისვენონ, როგორ "შეიმცირონ" პულსი შფოთვის, დეპრესიის დროს, რაც განსაკუთრებით საგრძნობია დიდ ტურნირებზე, როგორიცაა, მაგალითად, ოლიმპიადა.

როცა სპორტსმენის ფსიქოდიაგნოსტიკა მოხდება, ეს აპარატი აფიქსირებს მის მონაცემებს კვლევის დაწყებამდე; ასევე გვაძლევს ყველა მონაცემს ფსიქოთერაპიის დასრულების შემდეგ".

P.S. როდესაც უკლებასთან ეს კომენტარი ჩავწერეთ, მაშინ ჯერ კიდევ არავინ იძლეოდა ამ აპარატის შეძენის იმედს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უკვე თავად დაგვიდასტურა, რომ ეს დაპირება მიიღო. იმედია, ზემდგომნი დანაპირებს შეასრულებენ და ქართულ სპორტს დიდ დახმარებას გაუწევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
10 ათასი ევროა გადახდილი გუგული მაღრაძის ნატურალურ ბეწვიან შუბაში,გახადეთ გაუყიდეთ და იყიდეთ ეგ დანადგარიი,აბა სულ ხალხის კისრიდან როდემდე უნდა ჭამონ ამ გაქსუებულმა მთავრობამ!!!!!!!!!!!
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ირაკლი ცირეკიძე: შეიძლება, ცოტა ხანში ორი და სამი ნაკრებიც კი გვყავდეს
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]