ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს საინტერესოა: ყველაზე დიდი აფერა პრემიერლიგის ისტორიაში

ეს საინტერესოა: ყველაზე დიდი აფერა პრემიერლიგის ისტორიაში

სად არის და რას აკეთებს ჟორჟ ვეას "ნაცნობი" ალი დია ახლა
ეს იყო პრემიერლიგის ყველაზე მდიდარ ისტორიაში ყველაზე დიდი აფერა. 1996 წელს ერთმა აფრიკელმა ბიჭმა, ვინც ნახევრად პროფესიონალურ "ბლაიტ სპარტანსში" თამაშობდა, გენიალური იდეის განხორციელება გადაწყვიტა. მან დაარწმუნა ერთ-ერთი თანაკურსელი, "საუთჰემპტონის" მაშინდელი მწვრთნელისთვის, გრემ სუნესისათვის დაერეკა და ჟორჟ ვეად წარედგინა მისთვის თავი.

- მისტერ სუნეს, მე ჟორჟ ვეა ვარ. თქვენთვის მიმზიდველი წინადადება მაქვს.

"ჟორჟ ვეამ" გრემ სუნესს უთხრა, რომ ჰყავს კლიენტი, უდიდესი ტალანტის მქონე ალი დია. "ვეამ" სუნესს დია ბიძაშვილად წარუდგინა და თან ისიც დააყოლა, ახლახან "პარი სენ-ჟერმენს" ვერ მოელაპარაკაო.

სუნესი დათანხმდა. დიას გაუფორმეს მოკლევადიანი კონტრაქტი. მან "ლიდსის" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. ისე ცუდად, რომ 35 წუთში შეცვლაზე შესული შეცვალეს.

"როცა ის ვარჯიშზე მოვიდა, საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე. რას აკეთებს ეს ბიჭი? ვიფიქრე, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ქომაგმა რაღაც კონკურსი მოიგო და ჩვენთან სავარჯიშოდ მოვიდა", - იხსენებს "წმინდანების" ლეგენდა მეტ ლე ტისიე.

"ლიდსთან" მატჩის შემდეგ დიასთან კონტრაქტი გაწყდა, "თაიმსმა" კი ტრანსფერი უარესად დაასახელა პრემიერლიგის ისტორიაში. დია ინგლისურ ფეხბურთში დღემდე ყველაზე დიდ მატყუარად ითვლება. მას მაიკლ კორლეონესაც კი ადარებენ, ვინც ცოლს შეჰპირდა, რომ მათი ბიზნესი ხუთ წელიწადში ლეგალური გახდებოდა.

დიას თაობაზე მაშინაც და მერეც ბევრი ჭორი გავარდა. ამბობდნენ, თითქოს ის წავიდა სოფელში და ძროხები მოაშენა. მეორე ვერსიით, ცხოვრება ისლამს მიუძღვნა. ზოგიერთის აზრით, ის ყაჩაღი გახდა...

20 წელი დიდი დროა. ფარდა ბურუსით მოცულ ბევრ დეტალს აეხადა.

მშობლები

სენეგალის დედაქალაქ დაკარის გარეუბანი. ბეტონის სამსართულიანი სახლი, რომელიც საშინლად გამოიყურება. ეზოში ყრია ნაგავი, სამშენებლო ნარჩენები, სილა. მოკლედ, ნაღდი აფრიკული რეალობაა.

აქ ცხოვრობს დიას ოჯახი. მამამისი გადამდგარი დიპლომატია. ის საფრანგეთში მუშაობდა, სენეგალის საელჩოში. დედა მასწავლებელი იყო. მათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავთ.

"ალი ბიზნესმენი გახდა. 2003 წელს, სან-ფრანცისკოში მაგისტრის ხარისხი მიიღო. მერე რამდენიმე წელი ყატარში გაატარა", - გვიყვება დიას დედა.

"საუთჰემპტონთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დიამ ერთი სეზონი ითამაშა ინგლისის მეხუთე ლიგის გუნდში და ამის შემდეგ გაქრა. ჟურნალისტებმა ის ვერაფრით იპოვეს. ჟორჟ ვეამ კი თქვა, რომ ასეთ პიროვნებას არ იცნობს.

მაშინ შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა დიას დედამ. "ვეა ჩემი ქალიშვილის, სოფის მეგობარი იყო. სოფი საფრანგეთში ცხოვრობს და ალიმ ვეა მისი მეშვეობით გაიცნო", - თქვა მაშინ ქალმა.

"ალი ნამდვილი ფეხბურთელი იყო. მთელმა სენეგალმა მომილოცა 1988 წელს, როცა მან გოლი გაიტანა ერთ-ერთ ფინალურ შეხვედრაში", - ეს უკვე ფეხბურთელის მამის სიტყვებია.

"ერთხელ ალის მასწავლებელმა დამირეკა, სკოლაში არ დადისო. მე ის მოვძებნე საფეხბუთო მოედანზე და მივხვდი, რას ნიშნავდა მისთვის ფეხბურთი. ამის მიუხედავად, ის მე დიდ პატივს მცემდა და მომხდარის შემდეგ სულ ფრიადზე სწავლობდა", - ამას ისევ დედა იგონებს.

ვინ გააკეთა საქმე?

მადი ტურე სენეგალში საფეხბურთო აკადემიის პრეზიდენტია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში გადასვლაში ეხმარება. მან წაუკრა ხელი სადიო მანესა და დიაფრა სახოს.

ტურემ და დიამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ბიჭები 20 წლისანი იყვნენ. მაშინ ისინი ერთად ცხოვრობდნენ პარიზის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. ტურე საფრანგეთის მეოთხე ლიგის "ტონში" თამაშობდა ბიძასთან ერთად.

დროა, ყველაფერი გავამხილოთ: ტურე ის ბიჭია, ვინც თავის დროზე გრემ სუნესი მოატყუა და ჟორჟ ვეად წარუდგა. ეს იყო მისი პირველი საქმე.

"ალი კარგი ბიჭი იყო. ის მაგრად ცეკვავდა ბურთთან ერთად და ფეხბურთიც იცოდა, ოღონდ ვარჯიში ეზარებოდა. ალის არ უნდოდა სწავლა, მაგრამ მშობლები ერეოდნენ მის ცხოვრებაში. მერე მე ის დავარწმუნე, რომ სწავლა მიეტოვებინა. თავი ნამდვილი პროფესიონალი ეგონა", - ამბობს ტურე.

როგორც წესი, საღამოს მეგობრები ერთად სხდებოდნენ სავარძელში, სვამდნენ მწვანე ჩაის და გეგმავდნენ მათ საფეხბურთო მომავალს. პირველს, ტურეს, უნდოდა, უბრალოდ ცნობილი ყოფილიყო. მეორე, დია კი იმის სურვილით იწვოდა, რომ მშობლებისათვის თავისი არჩევანის მართებულობა დაემტკიცებინა. დიას ოცნება იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.

"ჩვენ მოტივაციით ვიტენებოდით, როცა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებდით და ვხედავდით ჩვენს ძველ ნაცნობებს. მაგალითად, ეტიენ მენდის. მას უნდოდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო და გახდა კიდეც", - იგონებს ტურე.

მოკლე ხანში ალი ჩავიდა სენეგალში. შეკრიბა ოჯახი. მათ ალი დიამ განუცხადა, რომ ის გარიცხეს უნივერსიტეტიდან და ახლა განზრახული აქვს, აიწყოს სპორტული კარიერა.

"ჩვენ ის საფრანგეთში 1987 წელს იმიტომ გავუშვით, რომ ესწავლა, მან კი ფეხბურთი აირჩია. ამის გამო ჩვენ ყველანი შოკში ვიყავით. ჩამოვიდა სენეგალში და გვითხრა, რომ ფეხბურთი მისი არჩევანი იყო", - იხსენებს დიას მამა.

საინტერესოა, თუ დია საფრანგეთში ჩავიდა 1987 წელს, ამ დროს ის სრულწლოვანი, 18 წლის უნდა ყოფილიყო. "საუთჰემპტონში" კი ის მივიდა, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ფეხბურთელის მამა დიას მხოლოდ რამდენიმე გუნდს იხსენებს. ის ამბობს, რომ ალიმ ჯერ კიდევ "საუთჰემპტონთან" დაკავშირებულ ცნობილ ისტორიამდე მიიღო მუხლის ტრავმა. მოგვიანებით კი ოჯახმა "საუთჰემპტონის" ისტორიაც შეიტყო.

"ჩავრთეთ ტელევიზორი და შოკი მივიღეთ. ჩვენს ბიჭზე ძალიან ბევრი ტყუილი დაწერეს. ეს უსინდისობაა. გვინდოდა, ადვოკატისათვის მიგვემართა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენ მუსულმანები ვართ და გვჯერა, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს", - ამბობს უფროსი დია.

დიას ვაჟი

ჟურნალისტი ერთხელ შემთხვევით შეხვდა სიმონ დიას, ალი დიას ვაჟს. მან იცის მამის ისტორიის შესახებ.

"მე ვიცი ეს ისტორია, ოღონდ მამისგან არა. მან ეს იმიტომ გაკეთა, რომ უნდოდა, წარმატებული ყოფილიყო, თუმცა ის არ იცნობდა ვეას. მან მოიტყუა", - ამბობს სიმონ ალის ძე დია.

სად არის ახლა ალი დია?

ალიმ გასულ წელს დატოვა ყატარი, სადაც ის ერთ-ერთი ბანკის კონსულტანტად მუშაობდა. ის ახლა ერთ-ერთ ინგლისურ ფინანსურ ორგანიზაციაშია გამოსაცდელი ვადით. ამბობს, რომ მომხდარის რცხვენია და ბოლომდე სიმართლე არ უთქვამს ნათესავებისათვის.

"დედას ვუთხარი, რომ ჟურნალისტებმა ბევრი არასწორი რამ დაწერეს და ყველაფერი გაბერეს", - ამბობს ალი.

"მე მართლაც ვთამაშობდი "სენ-ჟერმენში". მერე გავიცანი ცნობილი აგენტი ბაშირუ სულეიმანი და მან მიმიყვანა ინგლისურ ფეხბურთში.

"საუთჰემპტონში" თავიდან რეზერვში ვიყავი. მერე ძირითადში გადამიყვანეს. "ლიდსთან" მატჩში ლე ტისიემ ტრავმა მიიღო და გაუხურებლად შევედი მინდორზე", - კუზიანს სამარე თუ გაასწორებს. დიდი ალბათობით, დია ისევ იტყუება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Iberia

სიმართლე ვთქვა, რაღაცნაირად შემეცოდა. ყველა ბედნიერ ვარსკვლავზე არ ვართ დაბადებულნი რა იზავ

• 999

ეს თუ ყველაზე დიდი აფერაა, ე.ი. ყველა თამაში პრემიერ ლიგისა აფერებია ასე გამოდის და მჯერა კიდევაც

• zura

ჩვენთან ხომ ლეგიონერებს ასე იყვანენ)))))))))))))))))))

• fsdf

ქართული ფეხბურთის ლეგიონერებივით გაიჩითა :D

• სტატუს ქუო

მერე რა?საქართველოში ასეთები არ უკვირთ.

• imena

იმენა ქართულ ფეხბურთში ლეგიონერივით არის :D:D

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს

სუნესი: მესის თითქოს მობეზრდა "ბარსას" თრევა, შეთავაზებისთვის სათანადო დროა

სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა

ჟოზე მოურინიო ნევილის და სუნესის კრიტიკაზე: მაგათ მწვრთნელებად ვერ ივარგეს

არსენ ვენგერი ლიბერიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

გრემ სუნესი პოლ პოგბას აკრიტიკებს

ჟორჟ ვეა: რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არაა, თუმცა...

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

"ოქროს ბურთის" მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

"მყვინთავი" უეინ რუნი - ეპიზოდი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს კრიტიკა დაატეხა [VIDEO]

ოსიმენმა სერია A-ში ჟორჟ ვეას რეკორდი გაიმეორა

პსჟ-მ "რეალთან" შეხვედრამდე "ტრუა" დაამარცხა და მის შემადგენლობაში ვეას დებიუტი შედგა [VIDEO]

პსჟ-სთან შეხვედრამდე "ლივერპულმა" სახლში აუტსაიდერს მოუგო

საბჭოთა პარადოქსით - "ოქროს ბურთის" 4 ყველაზე უცნაური მფლობელი

ჩაკვეტაძე "საუთჰემპტონთან" მატჩში სასტარტოშია

ჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო - "უოტფორდი" თასიდან გამოვარდა [VIDEO]

გრემ სუნესი "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს სასწრაფოდ გაყიდვას ურჩევს